მსოფლიო
კონფლიქტები
სამართალი

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
პოლიტიკა
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ უწოდა ყალბმა "ნინა წკრიალაშვილმა" ნინა წკრიალაშვილს აფერისტი
რატომ უწოდა ყალბმა "ნინა წკრიალაშვილმა" ნინა წკრიალაშვილს აფერისტი

"ფე­ის­ბუქ­ზე" ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის და­მე­გობ­რე­ბა რომ გინ­დო­დეს, გა­გი­ჭირ­დე­ბა, რად­გა­ნაც თი­თო­ე­უ­ლის სა­ხე­ლი­თა და გვა­რით რამ­დე­ნი­მე გვერ­დი მა­ინც არის გახ­სნი­ლი და მათ­ში რე­ა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბის გარ­ჩე­ვა რთუ­ლია. შეგ­ხვდე­ბათ რამ­დე­ნი­მე კახი კა­ლა­ძე, რამ­დე­ნი­მე ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი, ქეთა თო­ფუ­რია, ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი, ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე, ანრი ჯო­ხა­ძე, რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი, ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი. სიის გაგ­რძე­ლე­ბა და­უს­რუ­ლებ­ლად შე­იძ­ლე­ბა.

ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მომ­ღე­რალ ქეთა თო­ფუ­რი­ას სა­ხე­ლით, "ფე­ის­ბუქ­ზე" უც­ნობ­მა ადა­მი­ან­მა ჟურ­ნალ "გზას" ინ­ტერ­ვიუ მის­ცა, რა­მაც ქე­თას აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია, მით უფრო, რომ ყალ­ბი ქეთა მისი მე­გობ­რის, ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე იძ­ლე­ო­და პრე­სის­თვის ინ­ტერ­ვი­უს. ამის შემ­დეგ თო­ფუ­რი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­გან­გე­ბო ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, რომ ინ­ტერ­ვიუ მას არ ეკუთ­ვნის და "ფე­ის­ბუქ­ზე" გვერ­დი სა­ერ­თოდ არ აქვს. იმა­ვე ვი­დე­ო­ში მომ­ღე­რალ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს სიფრ­თხი­ლის­კენ მო­უ­წო­და, ხოლო ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ამა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს, გა­აფრ­თხი­ლა, გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­მარ­თლებ­რი­ვად აგე­ბენ პა­სუხ­სო.

ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით "ამ­ბე­ბი.გე" ნინა წკრი­ა­ლაშ­ვილ­სა და ქრის­ტი­ნე იმე­და­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი:

- ეს მარ­თლა პრობ­ლე­მა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვაა. კარ­გი იქ­ნე­ბო­და, რომ არ­სე­ბობ­დეს კა­ნო­ნი მსგავ­სი ქმე­დე­ბე­ბის ასაკ­რძა­ლად. ჩემი სა­ხე­ლით ვი­ღაც არის "ოდ­ნოკ­ლას­ნი­ლებ­შიც" და "ფე­ის­ბუქ­ზეც". იმ დღეს ჩემ გვერდს ვე­ძებ­დი მე­გობ­რის კომ­პი­უ­ტე­რი­დან და გული გა­მის­კდა იმ­დე­ნი "ნინა" იყო და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. მერე მივ­წე­რე, - ვინ ხარ-მეთ­ქი? - ნინა ვარო, - მი­პა­სუ­ხა. მა­შინ მე ვიღა ვარ-მეთ­ქი? - ვი­ღაც აფე­რის­ტიო... გული გა­მის­კდა. ვინ იცის, რას არ წერს ჩემი სა­ხე­ლით ხალ­ხს? ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლია და მარ­თლა მა­წუ­ხებს ეს სა­კი­თხი.

- რო­გორ ფიქ­რობ, რას­თან გვაქვს საქ­მე?

- ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც სხვი­სი სა­ხე­ლით რე­გის­ტრირ­დე­ბა, ვფიქ­რობ, მას უკვე ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი პრობ­ლე­მა აქვს, ან უბ­რა­ლოდ სურს, რამე ავ­ნოს ადა­მი­ანს, ან იმ­დე­ნად უყ­ვარს ის, რომ უნდა "ის" იყოს და არც ეს შემ­თხვე­ვა მი­მაჩ­ნია ჯან­სა­ღად.

- "ფე­ის­ბუ­ქი­დან" ვინ­მეს შენი სა­ხე­ლით ინ­ტერ­ვიუ ხომ არ მი­უ­ცია?

- ინ­ტერ­ვიუ არ ვიცი, მაგ­რამ რა­ღაც უაზ­რო კო­მენ­ტა­რებს აკე­თე­ბენ, რაც მაგ­რად მა­ღი­ზი­ა­ნებს... ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბი­ან ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი... თი­თო­ე­ულს ისეთ სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბას ვუ­სურ­ვებ, რომ არა თუ სხვე­ბის სა­ხე­ლით, "ფე­ის­ბუქ­ზე" სა­კუ­თა­რი გვერ­დის­თვი­საც ვერ მო­ი­ცა­ლონ... ისე, სი­მარ­თლე რომ გი­თხრა, უკვე აღარც ვბრაზ­დე­ბი. თა­ვი­დან ძა­ლი­ან ვღი­ზი­ან­დე­ბო­დი, მაგ­რამ მერე რომ დავ­ფიქ­რდი, მივ­ხვდი, ამ ადა­მი­ა­ნებს დიდი პრობ­ლე­მა აქვთ და სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნიც­დი­ან, რო­დე­საც სხვებს ლან­ძღა­ვენ. ამი­ტომ მათ მი­მართ, თა­ნაგ­რძნო­ბის გარ­და, სხვა არა­ფე­რი დამ­რჩე­ნია.

- სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ ყვე­ლაფ­რის გარ­კვე­ვა ვერ ხერ­ხდე­ბა. "ფე­ის­ბუ­ქი" ვერ ახ­დენს იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, ვინც სხვე­ბის სა­ხე­ლით რე­გის­ტრირ­დე­ბა...

- ძა­ლი­ან რომ მო­ინ­დო­მოს ადა­მი­ან­მა, მო­ხერ­ხდე­ბა. უბ­რა­ლოდ, უნდა აღიძ­რას საქ­მე, მაგ­რამ ჯერ რა­ტომ­ღაც ყვე­ლა თავს იკა­ვებს, მაგ­რამ ვგრძნობ, მალე არა­ვინ შე­იკ­ვებს თავს და მერე ნელ-ნელა ის­წვლი­ან ჭკუ­ას.

- თუ იცი, "ფე­ის­ბუქ­ზე" შენი სა­ხე­ლით რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი? მე მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნი­მე ვნა­ხე და რე­ა­ლუ­რი ქრის­ტი­ნეს პოვ­ნა გა­მი­ჭირ­და...

ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე:

- ზუს­ტად არ ვიცი, ჩემი სა­ხე­ლით რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია, მაგ­რამ ვიცი, რომ არა ერ­თია, თან, ჩემს სა­ხელს სხვა­დას­ხვა­ნი­რად წე­რენ: ხან hristine, ხან qristine, ხა­ნაც kristine. მოკ­ლედ, ბევ­რნი არი­ან. სი­მარ­თლე რომ გი­თხრა, ვერ ვხდე­ბი, რაში სჭირ­დე­ბათ ეს და რას ემ­სა­ხუ­რე­ბა "ფე­ის­ბუქ­ზე" ასე­თი გვერ­დე­ბის შექ­მნა.

- თუ შე­გქმნია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან პრობ­ლე­მა, ვინც ცდი­ლობს, და­იბ­რა­ლოს, რომ ქრის­ტი­ნე იმე­და­ძეა?

- ჩემ მა­გივ­რად, სხვა­დას­ხვა პოსტზე რო­დე­საც კო­მენ­ტა­რებს აკე­თე­ბენ, რა თქმა უნდა, არ მსი­ა­მოვ­ნებს, ან რა სა­სი­ა­მოვ­ნოა?! თუმ­ცა რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა არ შემ­ქმნია.

- რო­გორ გგო­ნია, რა­ტომ აკე­თე­ბენ ამას?

- ალ­ბათ ზოგი იმი­ტომ აკე­თებს ასეთ გვერ­დებს, რომ შენი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია, თუმ­ცა ალ­ბათ ისე­თე­ბიც არ­სე­ბო­ბენ, ვი­საც კე­თი­ლი ზრახ­ვე­ბი არ ამოძ­რა­ვებთ. მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­მი­მე­გობ­რა - "ჩვენ გვიყ­ვარს ქრის­ტი­ნე იმე­და­ძემ". ეს ნამ­დვი­ლად პო­ზი­ტი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის გა­კე­თე­ბუ­ლია, არც არა­ფერს იბ­რა­ლებს და სა­სი­ა­მოვ­ნოც არის.

- შენ ნაც­ვლად ვინ­მეს "ფე­ის­ბუ­ქის" სა­შუ­ა­ლე­ბით თუ მი­უ­ცია ინ­ტერ­ვიუ, ანუ ისე, რაც ქე­თას შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და?

- კი, რთუ­ლია რე­ა­ლუ­რი­სა და არა­რე­ა­ლუ­რი პრო­ფა­ი­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, რად­გან ისი­ნი ბევრ შენ რე­ა­ლურ ნაც­ნო­ბებ­საც იმე­გობ­რე­ბენ, იგი­ვე პრო­ფი­ლის ფო­ტოს აყე­ნე­ბენ, სტა­ტუს­საც "აკო­პი­რე­ბენ" და უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლია, გა­არ­ჩიო, რო­მე­ლია ნამ­დვი­ლი და რო­მე­ლი - არა.

ქე­თას შემ­თხვე­ვა კი უკვე ყვე­ლა­ნა­ირ ზღვარს გა­დას­ცდა, ყვე­ლა­ნი ძა­ლი­ან გავ­ღი­ზი­ან­დით, რო­დე­საც გა­ვი­გეთ ქე­თას პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ჩვენ­თვის უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნი მისი სა­ხე­ლით რომ მსჯე­ლობ­და, სა­ჯა­როდ თა­ვის აზრს გა­მოთ­ქვამ­და (თან ისე, რომ რე­ა­ლუ­რი ქე­თას აზრს სა­ერ­თოდ არ ემ­თხვე­ვა). ასეთ დროს მეც ჩემი მე­გო­ბა­რი­ვით ვი­დე­ო­მი­მარ­თვას გა­ვა­კე­თებ­დი, რომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მო­მა­ვალ­ში აღარ გაბ­მუ­ლიყ­ვნენ თაღ­ლი­თე­ბის მა­ხე­ში. რომ ყალ­ბი ქრის­ტი­ნეს­გან არ აე­ღოთ ინ­ტერ­ვიუ... ერ­თიც მინ­და ვთქვა, ერთი "ფე­ის­ბუქ" პრო­ფი­ლი მაქვს ანუ ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე, სა­დაც მე­გობ­რე­ბის ლი­მი­ტია და ყვე­ლას ვერ ვი­მა­ტებ. ამი­ტომ, დიდი ბო­დი­ში მინ­და ვუ­თხრა ჩემს გულ­შე­მატ­კივ­რებს, ვი­საც ჩემ­თან და­მე­გობ­რე­ბა სურს და ეს ვერ ხერ­ხდე­ბა. ამი­ტომ არ­სე­ბობს ჩემი მე­ო­რე გვერ­დი ანუ "fun page chqristine imedadze", რო­მელ­საც თვი­თონ ვა­კონ­ტრო­ლებ და შე­უძ­ლი­ათ, ის გვერ­დი მო­ი­წო­ნონ და მე­გობ­რო­ბა იქ გა­ვაგ­რძე­ლოთ. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვცდი­ლობ, ყვე­ლას გა­მო­ვეხ­მა­უ­რო, ვუ­პა­სუ­ხო და მათ შე­ნიშ­ვნებს თუ კე­თილ სურ­ვი­ლებს გა­ვეც­ნო.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად ambebi.ge-სთვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება წლიურ ჭრილში გაძვირდა, ხოლო კვარტალურად ფასები შემცირებულია

რატომ უწოდა ყალბმა "ნინა წკრიალაშვილმა" ნინა წკრიალაშვილს აფერისტი

რატომ უწოდა ყალბმა "ნინა წკრიალაშვილმა" ნინა წკრიალაშვილს აფერისტი

"ფეისბუქზე" ცნობილი ადამიანის დამეგობრება რომ გინდოდეს, გაგიჭირდება, რადგანაც თითოეულის სახელითა და გვარით რამდენიმე გვერდი მაინც არის გახსნილი და მათში რეალური პიროვნების გარჩევა რთულია. შეგხვდებათ რამდენიმე კახი კალაძე, რამდენიმე ნანკა კალატოზიშვილი, ქეთა თოფურია, ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, ანრი ჯოხაძე, რუსკა მაყაშვილი, ნინა წკრიალაშვილი. სიის გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მომღერალ ქეთა თოფურიას სახელით, "ფეისბუქზე" უცნობმა ადამიანმა ჟურნალ "გზას" ინტერვიუ მისცა, რამაც ქეთას აღშფოთება გამოიწვია, მით უფრო, რომ ყალბი ქეთა მისი მეგობრის, ნინი ბადურაშვილის პირად ცხოვრებაზე იძლეოდა პრესისთვის ინტერვიუს. ამის შემდეგ თოფურიამ საზოგადოებისთვის ინტერნეტის საშუალებით საგანგებო ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომ ინტერვიუ მას არ ეკუთვნის და "ფეისბუქზე" გვერდი საერთოდ არ აქვს. იმავე ვიდეოში მომღერალმა ჟურნალისტებს სიფრთხილისკენ მოუწოდა, ხოლო ადამიანები, ვინც ამაში მონაწილეობს, გააფრთხილა, განმეორების შემთხვევაში, სამართლებრივად აგებენ პასუხსო.

ამ თემასთან დაკავშირებით "ამბები.გე" ნინა წკრიალაშვილსა და ქრისტინე იმედაძეს დაუკავშირდა.

ნინა წკრიალაშვილი:

- ეს მართლა პრობლემა და ადამიანის უფლებების დარღვევაა. კარგი იქნებოდა, რომ არსებობდეს კანონი მსგავსი ქმედებების ასაკრძალად. ჩემი სახელით ვიღაც არის "ოდნოკლასნილებშიც" და "ფეისბუქზეც". იმ დღეს ჩემ გვერდს ვეძებდი მეგობრის კომპიუტერიდან და გული გამისკდა იმდენი "ნინა" იყო დარეგისტრირებული. მერე მივწერე, - ვინ ხარ-მეთქი? - ნინა ვარო, - მიპასუხა. მაშინ მე ვიღა ვარ-მეთქი? - ვიღაც აფერისტიო... გული გამისკდა. ვინ იცის, რას არ წერს ჩემი სახელით ხალხს? ძალიან უხერხულია და მართლა მაწუხებს ეს საკითხი.

- როგორ ფიქრობ, რასთან გვაქვს საქმე?

- ადამიანს, რომელიც სხვისი სახელით რეგისტრირდება, ვფიქრობ, მას უკვე ფსიქიატრიული პრობლემა აქვს, ან უბრალოდ სურს, რამე ავნოს ადამიანს, ან იმდენად უყვარს ის, რომ უნდა "ის" იყოს და არც ეს შემთხვევა მიმაჩნია ჯანსაღად.

- "ფეისბუქიდან" ვინმეს შენი სახელით ინტერვიუ ხომ არ მიუცია?

- ინტერვიუ არ ვიცი, მაგრამ რაღაც უაზრო კომენტარებს აკეთებენ, რაც მაგრად მაღიზიანებს... ძალიან მეცოდებიან ასეთი ადამიანები... თითოეულს ისეთ საინტერესო ცხოვრებას ვუსურვებ, რომ არა თუ სხვების სახელით, "ფეისბუქზე" საკუთარი გვერდისთვისაც ვერ მოიცალონ... ისე, სიმართლე რომ გითხრა, უკვე აღარც ვბრაზდები. თავიდან ძალიან ვღიზიანდებოდი, მაგრამ მერე რომ დავფიქრდი, მივხვდი, ამ ადამიანებს დიდი პრობლემა აქვთ და სიამოვნებას განიცდიან, როდესაც სხვებს ლანძღავენ. ამიტომ მათ მიმართ, თანაგრძნობის გარდა, სხვა არაფერი დამრჩენია.

- სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის გარკვევა ვერ ხერხდება. "ფეისბუქი" ვერ ახდენს იდენტიფიცირებას იმ ადამიანებისა, ვინც სხვების სახელით რეგისტრირდება...

- ძალიან რომ მოინდომოს ადამიანმა, მოხერხდება. უბრალოდ, უნდა აღიძრას საქმე, მაგრამ ჯერ რატომღაც ყველა თავს იკავებს, მაგრამ ვგრძნობ, მალე არავინ შეიკვებს თავს და მერე ნელ-ნელა ისწვლიან ჭკუას.

- თუ იცი, "ფეისბუქზე" შენი სახელით რამდენი ადამიანია დარეგისტრირებული? მე მაგალითად, რამდენიმე ვნახე და რეალური ქრისტინეს პოვნა გამიჭირდა...

ქრისტინე იმედაძე:

- ზუსტად არ ვიცი, ჩემი სახელით რამდენი ადამიანია, მაგრამ ვიცი, რომ არა ერთია, თან, ჩემს სახელს სხვადასხვანირად წერენ: ხან hristine, ხან qristine, ხანაც kristine. მოკლედ, ბევრნი არიან. სიმართლე რომ გითხრა, ვერ ვხდები, რაში სჭირდებათ ეს და რას ემსახურება "ფეისბუქზე" ასეთი გვერდების შექმნა.

- თუ შეგქმნია იმ ადამიანებისგან პრობლემა, ვინც ცდილობს, დაიბრალოს, რომ ქრისტინე იმედაძეა?

- ჩემ მაგივრად, სხვადასხვა პოსტზე როდესაც კომენტარებს აკეთებენ, რა თქმა უნდა, არ მსიამოვნებს, ან რა სასიამოვნოა?! თუმცა რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ შემქმნია.

- როგორ გგონია, რატომ აკეთებენ ამას?

- ალბათ ზოგი იმიტომ აკეთებს ასეთ გვერდებს, რომ შენი გულშემატკივარია, თუმცა ალბათ ისეთებიც არსებობენ, ვისაც კეთილი ზრახვები არ ამოძრავებთ. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ დამიმეგობრა - "ჩვენ გვიყვარს ქრისტინე იმედაძემ". ეს ნამდვილად პოზიტიურად განწყობილი ადამიანის გაკეთებულია, არც არაფერს იბრალებს და სასიამოვნოც არის.

- შენ ნაცვლად ვინმეს "ფეისბუქის" საშუალებით თუ მიუცია ინტერვიუ, ანუ ისე, რაც ქეთას შემთხვევაში მოხდა?

- კი, რთულია რეალურისა და არარეალური პროფაილების იდენტიფიცირება, რადგან ისინი ბევრ შენ რეალურ ნაცნობებსაც იმეგობრებენ, იგივე პროფილის ფოტოს აყენებენ, სტატუსსაც "აკოპირებენ" და უკვე შეუძლებელია, გაარჩიო, რომელია ნამდვილი და რომელი - არა.

ქეთას შემთხვევა კი უკვე ყველანაირ ზღვარს გადასცდა, ყველანი ძალიან გავღიზიანდით, როდესაც გავიგეთ ქეთას პირად ცხოვრებაზე ჩვენთვის უცნობი ადამიანი მისი სახელით რომ მსჯელობდა, საჯაროდ თავის აზრს გამოთქვამდა (თან ისე, რომ რეალური ქეთას აზრს საერთოდ არ ემთხვევა). ასეთ დროს მეც ჩემი მეგობარივით ვიდეომიმართვას გავაკეთებდი, რომ ჟურნალისტები მომავალში აღარ გაბმულიყვნენ თაღლითების მახეში. რომ ყალბი ქრისტინესგან არ აეღოთ ინტერვიუ... ერთიც მინდა ვთქვა, ერთი "ფეისბუქ" პროფილი მაქვს ანუ ქრისტინე იმედაძე, სადაც მეგობრების ლიმიტია და ყველას ვერ ვიმატებ. ამიტომ, დიდი ბოდიში მინდა ვუთხრა ჩემს გულშემატკივრებს, ვისაც ჩემთან დამეგობრება სურს და ეს ვერ ხერხდება. ამიტომ არსებობს ჩემი მეორე გვერდი ანუ "fun page chqristine imedadze", რომელსაც თვითონ ვაკონტროლებ და შეუძლიათ, ის გვერდი მოიწონონ და მეგობრობა იქ გავაგრძელოთ. შეძლებისდაგვარად ვცდილობ, ყველას გამოვეხმაურო, ვუპასუხო და მათ შენიშვნებს თუ კეთილ სურვილებს გავეცნო.

ლალი ფაცია

სპეციალურად ambebi.ge-სთვის.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება