სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკული რადიო NPR - საქართველოს დემოკრატიული გარდაქმნა კითხვის ქვეშ დგას
ამერიკული რადიო NPR - საქართველოს დემოკრატიული გარდაქმნა კითხვის ქვეშ დგას

"საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ყო­ფი­ლი რეს­პუბ­ლი­კის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გარ­დაქ­მნა კი­თხვის ქვეშ დგას", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს ამე­რი­კუ­ლი რა­დიო NPR კორი ფლინ­თო­ფის რე­პორ­ტაჟს.

რო­გორც რე­პორ­ტაჟ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ხუთი წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც აშშ მკაც­რად აკ­რი­ტი­კებ­და რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლო­ში შეჭ­რის გამო. რუ­სე­თის ტან­კებ­მა სა­ზღვა­რი გა­დაკ­ვე­თეს მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი რუ­სე­თის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­გი­ო­ნის დაბ­რუ­ნე­ბას შე­ე­ცად­ნენ.

"ორ ქვე­ყა­ნას შო­რის კვლავ და­ძა­ბუ­ლო­ბაა, თუმ­ცა გა­სულ წელს ქარ­თველ­მა ამომ­რჩე­ველ­მა ახა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი აირ­ჩია, რო­მელ­მაც მოს­კოვ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის პი­რო­ბა დადო", - ნათ­ქვა­მია კორი ფლინ­თო­ფის რე­პორ­ტაჟ­ში, რო­მე­ლიც ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა, აშშ-ის ჯორ­ჯი­ის შტა­ტის ნა­ხე­ვა­რია, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო აშშ-ის ერ­თგუ­ლი მო­კავ­ში­რეა და მის და­სახ­მა­რებ­ლად ჯა­რებს აგ­ზავ­ნი­და ერაყ­სა და ავ­ღა­ნეთ­ში.

რე­პორ­ტა­ჟის ავ­ტო­რი წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა, ქა­რიზ­მა­ტულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და­სავ­ლე­თის მე­გობ­რო­ბა მისი მთავ­რო­ბის მთა­ვა­რი მიზ­ნის - ნატო-სა და ევ­რო­კავ­ში­რის გა­წევ­რი­ა­ნე­ბით მო­ი­პო­ვა.

"სწო­რედ ამი­ტომ და­სავ­ლეთ­ში ბევ­რი შო­კი­რე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, როცა გა­სუ­ლი წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის პარ­ტი­ის სას­ტი­კი მარ­ცხის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო. სა­ა­კაშ­ვი­ლი კვლა­ვაც ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტია, თუმ­ცა მისი ძა­ლა­უფ­ლე­ბა შერ­ყე­უ­ლია, ვადა კი რამ­დე­ნი­მე თვე­ში ეწუ­რე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტსა და ქვეყ­ნის ახალ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა იმ­დე­ნად ცუ­დია, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვლის შემ­დეგ, ისი­ნი მხო­ლოდ ორ­ჯერ შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს", - აღ­ნიშ­ნავს კორი ფლინ­თო­ფი და აქ­ვეყ­ნებს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის, გიგა ბო­კე­რი­ას კო­მენ­ტარს - ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არ­ჩევ­ნე­ბის გზით და მშვი­დო­ბი­ა­ნად შეც­ვლით, სა­ქარ­თვე­ლომ დე­მოკ­რა­ტი­ის ტეს­ტის მხო­ლოდ პირ­ვე­ლი ეტა­პი ჩა­ა­ბა­რა; დე­მოკ­რა­ტი­ის ტეს­ტის მომ­დევ­ნო ეტა­პი გა­მარ­ჯვე­ბულ­თა მხრი­დან იმის გა­აზ­რე­ბა იქ­ნე­ბა, რომ და­მარ­ცხე­ბუ­ლე­ბი არ უნდა გა­უ­ჩი­ნარ­დნენ ან ცი­ხე­ში არ უნდა აღ­მოჩ­ნდნენ და მათი პო­ლი­ტი­კუ­რი მე­ტო­ქე­ო­ბა უნდა გა­აგ­რძე­ლონ.

"თუმ­ცა, სი­ნამ­დვი­ლე­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ წინა მთავ­რო­ბის ათო­ბით მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი და­ა­კა­ვა, მათ შო­რის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი. ის თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა­ში, თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბა­ში, ამომ­რჩე­ველ­თა მოს­ყიდ­ვა­სა და მკვლე­ლო­ბის და­ფარ­ვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს კი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უკა­ნო­ნო მოს­მე­ნებ­სა და მათ­თვის თან­ხე­ბის გა­მო­ძალ­ვა­ში დას­დეს ბრა­ლი. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ისიც კი გა­ნა­ცხა­და, რომ პრე­ზი­დენ­ტო­ბის ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ, არც სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას გა­მო­რი­ცხავს", - აღ­ნიშ­ნავს კორი ფლინ­თო­ფი და დას­ძენს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი დღე­საც არ მა­ლავს სი­ძულ­ვილს მისი და­მარ­ცხე­ბუ­ლი ოპო­ნენ­ტის მი­მართ.

სი­უ­ჟე­ტის ავ­ტო­რი ამ­ბობს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მი­ლი­არ­დე­რი ბიზ­ნეს­მე­ნია, რო­მელ­მაც შეძ­ლო სა­კუ­თა­რი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის და­ფი­ნან­სე­ბა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­შინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ი­ყე­ნა სა­ხელ­მწი­ფო მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და სა­გა­და­სა­ხა­დო სის­ტე­მა.

"ივა­ნიშ­ვი­ლის პარ­ტი­ის გა­მარ­ჯვე­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ისიც არის, რომ ამომ­რჩე­ველ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბამ მმარ­თვე­ლი პარ­ტია კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლად და ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლად ცნო", - აღ­ნიშ­ნავს კორი ფლინ­თო­ფი და პრო­ფე­სორ სტი­ვენ ჯონ­სის კო­მენ­ტარს ავ­რცე­ლებს - ერთი მხრივ, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რე­ა­გი­რებს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მო­თხოვ­ნა­ზე, მე­ო­რე მხრივ, ეს სა­ხი­ფა­თო სა­კი­თხია, რო­მე­ლიც და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, ვის და­ა­პა­ტიმ­რებ, რად­გან შე­საძ­ლოა შერ­ჩე­ვი სა­მარ­თალ­ში დაგ­დონ ბრა­ლი.

"ჯონ­სი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ აშშ-სა და ევ­რო­კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სა­სა­მარ­თლო წე­სით დევ­ნა­ზე შეშ­ფო­თე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ დევ­ნა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი არ­ჩილ კბი­ლა­ში­ვი­ლია. ის ყო­ფი­ლი ად­ვო­კა­ტია, რო­მელ­საც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მიერ ამ პოსტზე და­ნიშ­ვნამ­დე არას­დროს უმუ­შა­ვია პრო­კუ­რო­რად", - აღ­ნიშ­ნავს სი­უ­ჟე­ტის ავ­ტო­რი და არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის კო­მენ­ტარს ცი­ტი­რებს, რო­მე­ლიც აცხა­დებს, და­კა­ვე­ბე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­თხოვ­ნაა, რო­მე­ლიც ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბას მო­ი­თხო­ვენ. არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის თქმით, მე­ო­რე მხრივ კი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა მო­უ­წო­დებს ახალ მთავ­რო­ბას, კა­ნო­ნი­სა და საპ­რო­ცე­სო წე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად იმოქ­მე­დოს.

რო­გორც კორი ფლინ­თო­ფი აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლოს წინა და ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც აცხა­დებს, რომ მათი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლე­თის­კენ სვლა და სა­ბო­ლო­ოდ ნატო-სა და ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­აა.

"ამ მიზ­ნებს შე­საძ­ლოა საფრ­თხე და­ე­მუქ­როს, თუ სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ძი­ე­ბის ნაც­ვლად, შუ­რის­ძი­ე­ბა­ზე ინა­დი­რებს. ფსო­ნე­ბი მა­ღა­ლია ქვეყ­ნის შიგ­ნით, სა­დაც სა­კი­თხა­ვია შეძ­ლებს თუ არა სა­ქარ­თვე­ლო იქ­ცეს მარ­თლაც კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის მქო­ნე ქვეყ­ნად", - აღ­ნიშ­ნავს სი­უ­ჟე­ტის ავ­ტო­რი და უფ­ლე­ბა­დამ­ცველ გი­ორ­გი გო­გი­ას კო­მენ­ტარს წერს, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რთუ­ლი იქ­ნე­ბა მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის შექ­მნა, ვიდ­რე ქვე­ყა­ნა­ში ნამ­დვი­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა არ ამოქ­მედ­დე­ბა.

NPR

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ამერიკული რადიო NPR - საქართველოს დემოკრატიული გარდაქმნა კითხვის ქვეშ დგას

ამერიკული რადიო NPR - საქართველოს დემოკრატიული გარდაქმნა კითხვის ქვეშ დგას

"საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკის დემოკრატიული გარდაქმნა კითხვის   ქვეშ დგას", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული რადიო NPR კორი ფლინთოფის რეპორტაჟს.

როგორც რეპორტაჟშია აღნიშნული, ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აშშ მკაცრად აკრიტიკებდა რუსეთს საქართველოში შეჭრის გამო. რუსეთის ტანკებმა საზღვარი გადაკვეთეს მას შემდეგ, რაც საქართველოს შეიარაღებული ძალები რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული რეგიონის დაბრუნებას შეეცადნენ.

"ორ ქვეყანას შორის კვლავ დაძაბულობაა, თუმცა გასულ წელს ქართველმა ამომრჩეველმა ახალი პრემიერ-მინისტრი აირჩია, რომელმაც მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესების პირობა დადო", - ნათქვამია კორი ფლინთოფის რეპორტაჟში, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო პატარა ქვეყანა, აშშ-ის ჯორჯიის შტატის ნახევარია, თუმცა საქართველო აშშ-ის ერთგული მოკავშირეა და მის დასახმარებლად ჯარებს აგზავნიდა ერაყსა და ავღანეთში.

რეპორტაჟის ავტორი წერს, რომ საქართველოს ახალგაზრდა, ქარიზმატულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დასავლეთის მეგობრობა მისი მთავრობის მთავარი მიზნის - ნატო-სა და ევროკავშირის გაწევრიანებით მოიპოვა.

"სწორედ ამიტომ დასავლეთში ბევრი შოკირებული აღმოჩნდა, როცა გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილის პარტიის სასტიკი მარცხის შესახებ შეიტყო. სააკაშვილი კვლავაც ქვეყნის პრეზიდენტია, თუმცა მისი ძალაუფლება შერყეულია, ვადა კი რამდენიმე თვეში ეწურება. საქართველოს პრეზიდენტსა და ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობა იმდენად ცუდია, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ისინი მხოლოდ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს", - აღნიშნავს კორი ფლინთოფი და აქვეყნებს უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას კომენტარს - ხელისუფლების არჩევნების გზით და მშვიდობიანად შეცვლით, საქართველომ დემოკრატიის ტესტის მხოლოდ პირველი ეტაპი ჩააბარა; დემოკრატიის ტესტის მომდევნო ეტაპი გამარჯვებულთა მხრიდან იმის გააზრება იქნება, რომ დამარცხებულები არ უნდა გაუჩინარდნენ ან ციხეში არ უნდა აღმოჩნდნენ და მათი პოლიტიკური მეტოქეობა უნდა გააგრძელონ.

"თუმცა, სინამდვილეში, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ წინა მთავრობის ათობით მაღალჩინოსანი დააკავა, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ის თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, თანხების მითვისებაში, ამომრჩეველთა მოსყიდვასა და მკვლელობის დაფარვაში დაადანაშაულეს. სხვა მაღალჩინოსნებს კი, საქართველოს მოქალაქეების უკანონო მოსმენებსა და მათთვის თანხების გამოძალვაში დასდეს ბრალი. პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ისიც კი განაცხადა, რომ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, არც სააკაშვილის დაკავებას გამორიცხავს", - აღნიშნავს კორი ფლინთოფი და დასძენს, რომ ივანიშვილი დღესაც არ მალავს სიძულვილს მისი დამარცხებული ოპონენტის მიმართ.

სიუჟეტის ავტორი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მილიარდერი ბიზნესმენია, რომელმაც შეძლო საკუთარი საარჩევნო კამპანიის დაფინანსება მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ გამოიყენა სახელმწიფო მედია საშუალებები და საგადასახადო სისტემა.

"ივანიშვილის პარტიის გამარჯვების ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობამ მმართველი პარტია კორუმპირებულად და ავტოკრატიულად ცნო", - აღნიშნავს კორი ფლინთოფი და პროფესორ სტივენ ჯონსის კომენტარს ავრცელებს - ერთი მხრივ, საქართველოს ხელისუფლება რეაგირებს სამართლიანობის მოთხოვნაზე, მეორე მხრივ, ეს სახიფათო საკითხია, რომელიც დამოკიდებულია იმაზე, ვის დააპატიმრებ, რადგან შესაძლოა შერჩევი სამართალში დაგდონ ბრალი.

"ჯონსი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-სა და ევროკავშირში საქართველოში განხორციელებულ სასამართლო წესით დევნაზე შეშფოთებას გამოთქვამენ. ადამიანი, რომელიც ამ დევნაზეა პასუხისმგებელი, საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშივილია. ის ყოფილი ადვოკატია, რომელსაც პრემიერ-მინისტრის მიერ ამ პოსტზე დანიშვნამდე არასდროს უმუშავია პროკურორად", - აღნიშნავს სიუჟეტის ავტორი და არჩილ კბილაშვილის კომენტარს ციტირებს, რომელიც აცხადებს, დაკავებები საზოგადოების მოთხოვნაა, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრებას მოითხოვენ. არჩილ კბილაშვილის თქმით, მეორე მხრივ კი საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებს ახალ მთავრობას, კანონისა და საპროცესო წესების შესაბამისად იმოქმედოს.

როგორც კორი ფლინთოფი აღნიშნავს, საქართველოს წინა და ახალი ხელისუფლებაც აცხადებს, რომ მათი მთავარი მიზანი საქართველოს დასავლეთისკენ სვლა და საბოლოოდ ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციაა.

"ამ მიზნებს შესაძლოა საფრთხე დაემუქროს, თუ საქართველოს ახალი ხელისუფლება სამართლიანობის ძიების ნაცვლად, შურისძიებაზე ინადირებს. ფსონები მაღალია ქვეყნის შიგნით, სადაც საკითხავია შეძლებს თუ არა საქართველო იქცეს მართლაც კონკურენტუნარიანი მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის მქონე ქვეყნად", - აღნიშნავს სიუჟეტის ავტორი და უფლებადამცველ გიორგი გოგიას კომენტარს წერს, რომელიც აღნიშნავს, რომ საქართველოში რთული იქნება მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის შექმნა, ვიდრე ქვეყანაში ნამდვილი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არ ამოქმედდება.

NPR

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა