პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ ჩერგოლეიშვილი - ვახო სანაიას საკუთარი პროფესიაც და თავმოყვარეობაც ფეხზე ჰკიდია
თამარ ჩერგოლეიშვილი - ვახო სანაიას საკუთარი პროფესიაც და თავმოყვარეობაც ფეხზე ჰკიდია

ჟურ­ნალს "ტა­ბუ­ლას" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ვახო სა­ნა­ი­ას გა­და­ცე­მა "ღია ეთე­რის" გუ­შინ­დელ გა­მოშ­ვე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

"გუ­შინ სა­ღა­მოს ვახო სა­ნა­ი­ას გა­და­ცე­მის ბოლო ორ ნა­წილს ვუ­ყუ­რე, სა­დაც ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო დევ­ნი­ლე­ბი ომში გარ­დაც­ვლი­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის დე­დებს და შოთა მა­ლაშ­ხი­ას ლან­ძღავ­დნენ. ერთ-ერ­თმა მგლო­ვი­ა­რე დე­დას "სა­ა­კაშ­ვი­ლის ცო­ცხე­ბის" გამო მოს­თხო­ვა პა­სუ­ხი.

ამ გა­და­ცე­მი­დან მხო­ლოდ ერთი დას­კვნა გა­მო­ვი­ტა­ნე - ვახო სა­ნა­ი­ას სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­აც და თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბაც ფეხ­ზე ჰკი­დია. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს ამ ფორ­მით და­უ­პი­რის­პი­რო და ასე­თი ცირ­კი მო­ა­წყო.

ის, რაც იმ ეთერ­ში მოხ­და პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვას­თან კავ­შირ­ში არ ყო­ფი­ლა. ძა­ლი­ან იო­ლად შე­იძ­ლე­ბო­და ამ ადა­მი­ა­ნე­ბის პრობ­ლე­მე­ბის და მო­საზ­რე­ბე­ბის ჩვე­ნე­ბა ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ფორ­მით და ბევ­რად უფრო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად - სი­უ­ჟე­ტის მეშ­ვე­ო­ბით.

ამას­თან, გა­სუ­ლი ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ნა­ია ეთე­რი­დან არ ამ­დგა­რა. ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­სა­ჭი­რი, რა­ტომ არ აჩ­ვე­ნა? თუ აუ­ცი­ლებ­ლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უნდა ეთან­ხმე­ბო­დეს იმას, რა­საც ეთერ­ში გა­უშ­ვებს?", - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

გუ­შინ ვახო სა­ნა­ი­ას "ღია ეთე­რი" აგ­ვის­ტოს ომი­დან მე­ხუ­თე წლის­თავს მი­ე­ძღვნა. გა­და­ცე­მა­ში ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და ექ­სპერ­ტებ­თან ერ­თად ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი­დან და აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლე­ბი, ასე­ვე ომში და­ღუ­პუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

იხი­ლეთ ასე­ვე: ვახო სა­ნა­ია თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილს პა­სუ­ხობს

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თამარ ჩერგოლეიშვილი - ვახო სანაიას საკუთარი პროფესიაც და თავმოყვარეობაც ფეხზე ჰკიდია

თამარ ჩერგოლეიშვილი - ვახო სანაიას საკუთარი პროფესიაც და თავმოყვარეობაც ფეხზე ჰკიდია

ჟურნალს "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ვახო სანაიას გადაცემა "ღია ეთერის" გუშინდელ გამოშვებას ეხმაურება.

"გუშინ საღამოს ვახო სანაიას გადაცემის ბოლო ორ ნაწილს ვუყურე, სადაც ნაციონალური მოძრაობით უკმაყოფილო დევნილები ომში გარდაცვლილი ჯარისკაცების დედებს და შოთა მალაშხიას ლანძღავდნენ. ერთ-ერთმა მგლოვიარე დედას "სააკაშვილის ცოცხების" გამო მოსთხოვა პასუხი.

ამ გადაცემიდან მხოლოდ ერთი დასკვნა გამოვიტანე - ვახო სანაიას საკუთარი პროფესიაც და თავმოყვარეობაც ფეხზე ჰკიდია. სხვა შემთხვევაში, წარმოუდგენელია დაზარალებული ადამიანები ერთმანეთს ამ ფორმით დაუპირისპირო და ასეთი ცირკი მოაწყო.

ის, რაც იმ ეთერში მოხდა პოზიციის გამოხატვასთან კავშირში არ ყოფილა. ძალიან იოლად შეიძლებოდა ამ ადამიანების პრობლემების და მოსაზრებების ჩვენება ცივილიზებული ფორმით და ბევრად უფრო პროფესიონალურად - სიუჟეტის მეშვეობით.

ამასთან, გასული ხუთი წლის განმავლობაში სანაია ეთერიდან არ ამდგარა. ეჩვენებინა ამ ადამიანების გასაჭირი, რატომ არ აჩვენა? თუ აუცილებლად ხელისუფლება უნდა ეთანხმებოდეს იმას, რასაც ეთერში გაუშვებს?", - წერს ჩერგოლეიშვილი.

გუშინ ვახო სანაიას "ღია ეთერი" აგვისტოს ომიდან მეხუთე წლისთავს მიეძღვნა. გადაცემაში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ერთად ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან დევნილები, ასევე ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ.

იხილეთ ასევე: ვახო სანაია თამარ ჩერგოლეიშვილს პასუხობს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს