კენი ვესტი პარიზში გრანდიოზულ ქორწილს გეგმავს, კიმ კარდაშიანი კი მეგობრებისა და ნათესავების გარემოცვაში მოკრძალებულ ქორწილზე ოცნებობს.
”მას უნდა რაღაც დიდებული, მასშტაბური. ისეთი ქორწილი, რომელიც ყველა დადგენილ ზღვარს სცდება. სავარაუდოდ, ეს თემატური ცერემონია იქნება. კენი პირველად ქორწინდება და სურს, რომ განსაკუთრებული დღესასწაული მოაწყოს. სავარაუდოდ, კიმს ამ იდეასთან შეგუება მოუწევს”, - აცხადებს წყარო.
რაც შეეხება სომხური წარმოშობის ამერიკელ ტელეწამყვანს, ეს მისთვის მეორე ქორწინებაა. ის ცოლად კალათბურთელ კრის ჰემფრისს გაჰყვა. სამწუხაროდ, ქორწინება ქორწილის დღესავით ბედნიერი არ ყოფილა. წყვილი ერთმანეთს 72 დღეში დაშორდა, 1 წელი განქორწინების პროცესი მიმდინარეობდა. ასე რომ, კიმს აღარ სურს დიდებული ქორწილი, რადგან ეს მისთვის ურთიერთობის კრახთან ასოცირდება.
მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.