მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამა გრიგოლ კუმელაშვილის სახელთან დაკავშირებული სასწაული
მამა გრიგოლ კუმელაშვილის სახელთან დაკავშირებული სასწაული

ულუმ­ბოს მა­მა­თა მო­ნას­ტერ­ში, უწ­მინ­დეს­სა და უნე­ტა­რესს, ილია მე­ო­რეს გრი­გოლ კუ­მე­ლაშ­ვი­ლის ფო­ტო­სუ­რა­თი უნა­ხავს და უთ­ქვამს: ეს კაცი თქვენ არ გი­ყუ­რებთ, ზე­ცას უყუ­რებს, უხი­ლავ სამ­ყა­როს ხე­დავ­სო... თბი­ლი­სის ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის ლურ­ჯი მო­ნას­ტრის მღვდელმსა­ხუ­რი, დე­კა­ნო­ზი გრი­გოლ კუ­მე­ლაშ­ვი­ლი 5 წლის წინ (51 წლის ასაკ­ში) გარ­და­იც­ვა­ლა. მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი მრევ­ლის თხოვ­ნით, რო­მელ­საც სურ­და, საყ­ვა­რე­ლი მო­ძღვა­რი გვერ­დით ჰყო­ლო­და, ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში დაკ­რძა­ლეს. ის ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის მო­ძღვა­რიც იყო.

მამა გრი­გო­ლი ამ­ბობ­და: მე მა­შინ და­ვი­ბა­დე, როცა ქრის­ტეს გზას შე­ვუ­დე­ქი; მკვდა­რი ვი­ყა­ვი მა­ნამ, ვიდ­რე ლოც­ვა­სა და მარ­ხვას და­ვი­წყებ­დიო. ბოლო კვი­რას, ზე­დი­ზედ სამი წირ­ვა ჩა­ა­ტა­რა. ისე ცხოვ­რობ­და, თით­ქოს მისი ყო­ვე­ლი დღე უკა­ნას­კნე­ლი იყო. ემ­ზა­დე­ბო­და ამ ქვეყ­ნი­დან წა­სას­ვლე­ლად. აღ­სრუ­ლე­ბის ჟამს ნა­კურ­თხი წყა­ლი და­ლია თა­ვი­სი ხე­ლით და მშვი­დად გა­ნის­ვე­ნა.

მამა გრი­გო­ლის სა­ხელს ბევ­რი სას­წა­უ­ლი უკავ­შირ­დე­ბა. მისი ქვრი­ვი, ქალ­ბა­ტო­ნი ელე­ნე ბეგ­ლა­რაშ­ვი­ლი გვი­ამ­ბობს:

- არაქ­რის­ტი­ა­ნუ­ლად ვცხოვ­რობ­დი. მღვდლის მე­უღ­ლე, ლოც­ვებს არ ვკი­თხუ­ლობ­დი, მარ­ხვას არ ვი­ცავ­დი, გან­ვი­კი­თხავ­დი... მე­უღ­ლე არა­ფერს მა­ძა­ლებ­და: ყვე­ლას თა­ვი­სი დრო აქვს, ყვე­ლას თა­ვი­სი გზა აქვს, ეკ­ლე­სი­ამ­დე ყვე­ლა თა­ვი­სით უნდა მი­ვი­დე­სო... 27 წლი­სას მკერ­დში ტკი­ვი­ლე­ბი და­მე­წყო - ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნის მე­სა­მე სტა­დია და­მიდ­გინ­და. ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი: სულ სევ­დი­ა­ნი ვი­ყა­ვი, ვტი­რო­დი. სიკ­ვდი­ლის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დი - ოჯა­ხის წევ­რებს წე­რი­ლიც კი და­ვუ­ტო­ვე: მალე აღარ გე­ყო­ლე­ბით, არ და­მი­ვი­წყოთ, თქვენ­ზე ვი­ლო­ცებ-მეთ­ქი... ცნო­ბი­ლი ექი­მის, მე­დი­ჩის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ ვიმ­ყო­ფე­ბო­დი. ერთ დღე­საც, ონ­კო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კა­ში, მო­რი­გი გა­მოკ­ვლე­ვის პა­სუხს ვე­ლო­დი. ხელ­ში სა­ხა­რე­ბა ავი­ღე, შემ­თხვე­ვით 117 ფსალ­მუ­ნის მე-17 მუხ­ლზე გა­და­მე­შა­ლა, სა­დაც ამო­ვი­კი­თხე: - "არ მოვ­კვდე­ბი, არა­მედ ვი­ცო­ცხლებ და ვი­ლა­პა­რა­კებ უფ­ლის საქ­მე­ებ­ზე. დას­ჯით დამ­სა­ჯა უფალ­მა, სიკ­ვდილს კი "არ მიმ­ცა". გა­მი­ღეთ ჭიშ­კა­რი სი­მარ­თლი­სა, მხო­ლოდ მარ­თლე­ბი შევ­ლენ შიგ..."

...აქამ­დე უჩ­ვე­უ­ლო გრძნო­ბა და­მე­უფ­ლა: თით­ქოს მე - მე არ ვი­ყა­ვი, თით­ქოს ვი­ღა­ცამ ღრმა ძი­ლის­გან გა­მო­მაღ­ვი­ძა - ასე­თი ბედ­ნი­ე­რი ალ­ბათ არას­დროს ვყო­ფილ­ვარ... აქ რა მინ­და, აქ რას ვა­კე­თებ-მეთ­ქი? - გა­მოკ­ვლე­ვის პა­სუხს აღარ და­ვე­ლო­დე და უკან­მო­უ­ხე­და­ვად გა­მო­ვი­ქე­ცი; კი არ მივ­რბო­დი, მივფრი­ნავ­დი. ვთქვი: უფა­ლო, შენ­თან მოვ­დი­ვარ-მეთ­ქი. და­ვი­ნა­ხე ის, რა­საც აქამ­დე ვერ ვხე­დავ­დი და ვე­ღარ ვხე­დავ­დი იმას, რა­საც აქამ­დე ვხე­დავ­დი.

- მკურ­ნა­ლო­ბა გა­აგ­რძე­ლეთ?

- არა­ნა­ი­რი მკურ­ნა­ლო­ბა არ გა­მიგ­რძე­ლე­ბია, უფრო მე­ტიც - მას შემ­დეგ ონ­კო­ლო­გი­უ­რის­კენ აღარც გა­მი­ხე­დავს. არა­ნა­ი­რი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა, არა­ნა­ი­რი ქი­მი­უ­რი წა­მა­ლი - ჩემი წა­მა­ლი და რე­ცეპ­ტი იყო ლოც­ვა. პირ­ვე­ლად მარ­ხვა რომ და­ვი­წყე, ექოს­კო­პი­ამ უჩ­ვე­ნა, რომ ფეხ­მძი­მედ ვი­ყა­ვი. ექი­მე­ბის აზ­რით, ბავ­შვი სას­წრა­ფოდ უნდა მო­მე­შო­რე­ბი­ნა, რად­გან ეს ჩემ­თვის თვით­მკვლე­ლო­ბის ტოლ­ფა­სი იყო. მღვდლებ­მაც კი მირ­ჩი­ეს, ექი­მებს დავ­მორ­ჩი­ლე­ბო­დი, მაგ­რამ სამ­ყა­როს და­ვუ­პი­რის­პირ­დი, უფალს მი­ვენდვე, რო­მელ­მაც თქვა: ერთი ნა­ბი­ჯი გად­მოდ­გით ჩემ­კენ და მე ათას ნა­ბიჯს გად­მოვ­დგამ თქვენ­კე­ნო. მე რომ ეს ბავ­შვი მო­მეკ­ლა, ახლა ცო­ცხა­ლი აღარ ვიქ­ნე­ბო­დი.

- რო­გორ იმ­შო­ბი­ა­რეთ?

- 3 შვილ­ზე ძა­ლი­ან მძი­მე და რთუ­ლი მშო­ბი­ა­რო­ბა მქონ­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ამ­ჯე­რა­დაც იგი­ვე მე­ლო­და. წი­ნას­წარ ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. მე­ო­თხე შვი­ლი კი ძა­ლი­ან იო­ლად, ყო­ველ­გვა­რი ტკი­ვი­ლის გა­რე­შე გა­ვა­ჩი­ნე - ეს ნამ­დვი­ლი სას­წა­უ­ლი იყო. 3 სა­ა­თი ვი­ლო­ცე უფ­ლის სა­დი­დებ­ლად... ჩემი გო­გო­ნა ახლა 18 წლის არის.

- რო­გორც ვიცი, სა­სუ­ლი­ე­რო გა­ნათ­ლე­ბაც მი­ი­ღეთ...

- ბიბ­ლი­ის მი­ხედ­ვით, თუ ია­კო­ბი ხე­დავს სიზ­მარ­ში ზე­ცა­ში ამა­ვალ კი­ბეს და მის თავ­ში - უფალს, მე ქვეს­კნელ­ში ჩა­მა­ვა­ლი კიბე და­მე­სიზ­მრა. ეს იყო რა­ღაც უსას­რუ­ლო და­ქა­ნე­ბა. თით­ქოს ამ კი­ბე­ზე ვი­დე­ქი, მისი სა­ფე­ხუ­რე­ბი კი თა­ბა­ხის ფურ­ცლე­ბი იყო. ვცდი­ლობ­დი, რა­მეს მოვ­ჭი­დე­ბო­დი, მაგ­რამ მო­ა­ჯი­რის ნაც­ვლად, ბავ­შვე­ბის თა­ვებს ვხე­დავ­დი. მე­ში­ნო­და, არ ჩავ­ვარ­დნი­ლი­ყა­ვი, რად­გან თუ ჩავ­ვარ­დე­ბო­დი, უამ­რავ ბავ­შვს ჩა­ვი­ყო­ლებ­დი თან... სიზ­მა­რი მალე მა­ვი­წყდე­ბა, ეს კი დღემ­დე, რო­გორც ცხად­ში, ისე მიდ­გას თვალ­წინ. რო­დე­საც სიზ­მრის შე­სა­ხებ ივე­რი­ის ღვთის­მშობ­ლის ტაძ­რის მსა­ხურს, მამა ვახ­ტანგს ვუ­ამ­ბე, ასე ამიხ­სნა: ქა­ღალ­დის სა­ფე­ხუ­რე­ბი - ბიბ­ლი­ას ნიშ­ნავს, რო­მე­ლიც არ იდ­რი­კე­ბა და რო­მელ­ზეც უნდა დავ­დგე­თო... ოთხი შვი­ლის დე­დამ გა­დავ­წყვი­ტე, სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ა­ში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. უკვე 33 წლის ვი­ყა­ვი, იქ ასა­კი კი შე­ზღუ­დუ­ლია (30 წლამ­დე იღე­ბენ). იმ­დე­ნი ვიბ­რძო­ლე, გა­მო­ნაკ­ლი­სი და­უშ­ვეს, - ჩა­ბა­რე­ბის შან­სი მომ­ცეს. გა­მოც­დე­ბი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ვა­ბა­რე და პირ­ვე­ლი­ვე წელს და­ვი­ცა­ვი დიპ­ლო­მი. თბი­ლი­სის #113 სკო­ლა­ში 10 წელი ვას­წავ­ლი­დი რე­ლი­გი­ას. მერე ამ დის­ციპ­ლი­ნის სწავ­ლე­ბა სკო­ლებ­ში გა­უქ­მდა.

- ახლა თქვენს მუღ­ლე­ზე გვი­ამ­ბეთ. რა გზა გან­ვლო გივი კუ­მე­ლაშ­ვილ­მა, ვიდ­რე მამა გრი­გო­ლი გახ­დე­ბო­და?

- გო­რის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ქვახ­ვრელ­ში და­ი­ბა­და. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, სა­შუ­ა­ლო მოს­წავ­ლე იყო. 16 წლი­სამ თირკმლის ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა. სულ ავად­მყო­ფობ­და, სულ მკურ­ნა­ლობ­და. ვფიქ­რობ, ამით უფალ­მა და­იც­ვა, რომ ნაკ­ლე­ბი ცოდ­ვა ჩა­ე­დი­ნა. ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი იყო მისი ჯვა­რი, ყვე­ლას ტკი­ვი­ლიც - მისი ტკი­ვი­ლი. 25 წლის ასაკ­ში და­ო­ჯახ­და. არ სვამ­და, პა­ტი­ოს­ნად ცხოვ­რობ­და, მუ­დამ ოჯა­ხის ერ­თგუ­ლი იყო. 26 წლი­სა ტყავ­სა­გა­ლან­ტე­რიო სა­წყო­ბის გამ­გე გახ­და. მა­შინ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა ისე იყო აწყო­ბი­ლი, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­გე­პა­რა. აწუ­ხებ­დნენ, აი­ძუ­ლებ­დნენ, ექურ­და და კა­ნო­ნი და­ერ­ღვია. სამ­სა­ხუ­რის მი­ტო­ვე­ბა არ­ჩია. სრუ­ლი­ად უსახ­სროდ დავ­რჩით (მა­შინ პირ­ველ შვილს ვე­ლო­დე­ბო­დით). 138-ე ფსალ­მუნ­ში წე­რია: "მე ვიცი, რო­დის წვე­ბი, რო­დის დგე­ბი. მე ჩემს ხა­ტად შე­გქ­მე­ნი. მე შენს ჩა­სახ­ვამ­დეც კი გიც­ნობ­დი. ამო­გირ­ჩიე ქვეყ­ნის შექ­მნი­სას, მე გა­მო­გიყ­ვა­ნე შენს და­ბა­დე­ბის დღეს". გრი­გოლ­მა იპო­ვა სა­კუ­თა­რი თავი, მო­ძებ­ნა თა­ვი­სი გზა - 33 წლის ასაკ­ში ჩა­ა­ბა­რა სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში და დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, 1990 წელს მღვდლად აკურ­თხეს.

- რო­მელ ეკ­ლე­სი­ა­ში და­ი­წყო მამა გრი­გოლ­მა მოღ­ვა­წე­ო­ბა?

- 1992-93 წლებ­ში სო­ფელ მეჯვრის­ხე­ვის უსა­ნე­თის ეკ­ლე­სი­ა­ში (გო­რის რა­ი­ონ­ში) მსა­ხუ­რობ­და. სო­ფელ­ში ჩა­ვე­დით 3 შვილ­თან ერ­თად და ტაძ­რის წინ სახ­ლი ვი­ქი­რა­ვეთ. უსა­ნე­თის ეკ­ლე­სია 200 წელი არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და. ჩვენ გვხვდა წი­ლად, გაგ­ვეხ­სნა ტა­ძა­რი. მო­სახ­ლე­ო­ბა აგ­რე­სი­უ­ლად შეგ­ვხვდა. ერ­თა­დერ­თი, მხატ­ვა­რი რეზო მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც თქვენს ჟურ­ნალ­ში და­ი­წე­რა, გვედ­გა გვერ­დში. მი­წე­ბი, რომ­ლე­ბიც ის­ტო­რი­უ­ლად ეკ­ლე­სი­ას ეკუთ­ნო­და, უკა­ნო­ნოდ გა­ნა­წილ­და სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე, ჩვენ კი ამის წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვით და სო­ფელ­ში ფიქ­რობ­დნენ, რომ მათი მი­წე­ბის მით­ვი­სე­ბა გვსურ­და. და­წყე­ბუ­ლი იყო ამ მი­წებ­ზე სახ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, სა­ძირ­კვლე­ბი იყო უკვე ჩაყ­რი­ლი. არ­სე­ბობს ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც გან­რის­ხე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ეკ­ლე­სი­ის გახ­სნა­ზე მობ­რძა­ნე­ბულ მე­უ­ფე ვახ­ტანგს შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნე­ბენ; ის­მის შე­ძა­ხი­ლე­ბი: გა­მო­ვარ­თვათ ხე­ლი­დან კვერ­თხი და ფი­ზი­კუ­რად გა­ვუს­წორ­დე­თო. მე­უ­ფე კი ხალ­ხს აფრ­თხი­ლებს: თუ ასე­თი რწმე­ნი­თა და გან­წყო­ბით ხსნით ტა­ძარს, რა­ღაც ძა­ლი­ან ცუდი მოხ­დე­ბაო.

- რო­გორ დამ­თავ­რდა ეს და­პი­რის­პი­რე­ბა?

- სა­ბო­ლო­ოდ, იქი­დან ისე წა­მო­ვე­დით, ვერც მი­წე­ბი და­ვი­ცა­ვით და ვერც სი­ხარ­ბის­გან დაბრმა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვიხ­სე­ნით უბე­დუ­რე­ბის­გან. უძ­ლურ­ნი აღ­მოვ­ჩნდით. წმინ­და წე­რი­ლი ამ­ბობს: თუ უფალ­მა არ აღა­შე­ნა ქა­ლა­ქი, ტყუ­ი­ლად და­იღ­ლე­ბი­ან მისი მა­შე­ნებ­ლე­ბიო. არც ერთი მშე­ნე­ბა­რე სახ­ლი არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. სო­ფელს დიდი გან­საც­დე­ლი და­ა­ტყდა თავს: ზოგს შვი­ლი მო­უკ­ვდა, ზოგ­მა თავი მო­იკ­ლა... 15 წლის შემ­დეგ, ერთი ჩემი ახ­ლო­ბე­ლი უსა­ნე­თის ეკ­ლე­სი­ა­ში მოხ­ვდა. მო­სახ­სე­ნი­ე­ბელ კუ­თხე­ში მრა­ვა­ლი გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდის სუ­რა­თი უნა­ხავს (ნარ­კო­ტი­კით, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვით, ძა­ლა­დობ­რი­ვი სიკ­ვდი­ლით და­ღუ­პუ­ლე­ბი).

- მახ­სოვს, მი­წისძვრამ უსა­ნე­თის ეკ­ლე­სია და­ა­ზი­ა­ნა.

- მი­წისძვრის შე­დე­გად ეკ­ლე­სი­ის კე­დე­ლი გა­იბ­ზა­რა. ღვთის მად­ლია, რომ ასეთ ძლი­ერ მი­წისძვრას მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია. ვფიქ­რობ, ეს უფ­ლის გაფრ­თხი­ლე­ბა იყო. მე­ო­რე დი­ლას მამა გრი­გოლ­მა გა­და­წყვი­ტა, სა­მად­ლო­ბე­ლი აღევ­ლი­ნა და წირ­ვა­ზე მო­სახ­ლე­ო­ბა მო­იხ­მო. ვიდ­რე იმო­სე­ბო­და, სო­ფელ­ში გა­ვე­დი, რომ ხალ­ხის­თვის მე­თხო­ვა, ეკ­ლე­სი­ა­ში მო­სუ­ლიყ­ვნენ... წირ­ვა­ზე მხო­ლოდ მამა გრი­გო­ლი, მე და მე­სან­თლე ვი­ყა­ვით. არა­ვინ მო­ვი­და. მა­მა­ომ გა­მო­ი­ტა­ნა სა­ზი­ა­რე­ბე­ლი ჭურ­ჭე­ლი, მაგ­რამ მზი­ა­რე­ბე­ლი არა­ვინ იყო; არა­ვინ გახ­ლდათ მსურ­ვე­ლი, ქრის­ტეს სის­ხლი და ხორ­ცი მი­ე­ღო. უფა­ლი გვე­უბ­ნე­ბა: "ვინც ერთხელ მა­ინც არ ეზი­ა­რა ჩემს სის­ხლსა და ხორცს, იმას ჩემი თვა­ლი ვერ იხი­ლავს".

- სწო­რედ ამ პე­რი­ოდს უკავ­შირ­დე­ბა მეჯვრის­ხევ­ში მომ­ხდა­რი სა­ყო­ველ­თა­ოდ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ტრა­გე­დია.

- ეს სა­ში­ნე­ლე­ბა სწო­რედ ჩვე­ნი ჩას­ვლის პირ­ვე­ლი­ვე დღეს მოხ­და. ლინ­ჩის წე­სით გა­ა­სა­მარ­თლეს და ცო­ცხლად დაწ­ვეს 17-18 წლის უპატ­რო­ნო ბიჭი, რო­მელ­მაც ნას­ვამ­მა, და­ნით მოკ­ლა თა­ნა­ტო­ლი, შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხის შვი­ლი. მოს­ყი­დულ­მა პო­ლი­ცი­ამ ბიჭი ბრბოს გა­დას­ცა. გა­ბო­რო­ტე­ბულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა თო­კით შეკ­რეს, ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხეს და ცო­ცხლად დაწ­ვეს. გა­დაწ­ვეს მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლიც. რო­გორც გი­თხა­რით, სწო­რედ იმ დღეს ჩა­მო­ვე­დით და სულ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით და­ვაგ­ვი­ა­ნეთ. იმ ად­გილ­თან ახ­ლოს, სა­დაც ეს უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და, ერთი ქალ­ბა­ტო­ნი, რუ­სუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი ცხოვ­რობ­და. მან გვი­ამ­ბო, რომ დამფრ­თხა­ლი ბიჭი ბოლო წუ­თებ­ში, თით­ქოს თვა­ლე­ბით ვი­ღა­ცას ეძებ­და; ვი­ღა­ცას, ვინც და­იხ­სნი­და... მაგ­რამ ადა­მი­ა­ნი არ გა­მოჩ­ნდა... სო­ფელ­მა ეს ტრა­გე­დია სა­ნა­ხა­ო­ბად აქ­ცია. მე­ო­რე დღეს, ბავ­შვე­ბი თუ დი­დე­ბი, და­ნა­შა­უ­ლის ად­გილ­ზე მი­დი­ოდ­ნენ და ინ­ტე­რე­სით ათ­ვა­ლი­ე­რებ­დნენ და­ნახ­ში­რე­ბუ­ლი გვა­მის ნა­წი­ლებს. ყვე­ლა ამ­ბობ­და: ღირ­სი იყოო. ამის მომსწრე რომ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ვე­რას­დროს და­ვი­ჯე­რებ­დი, რომ ასე­თი რამ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო სა­ერ­თოდ. ის თუ მკვლე­ლი იყო, მთე­ლი სო­ფე­ლი უა­რე­სი მკვლე­ლი აღ­მოჩ­ნდა. უფალ­მა თქვა: კა­ე­ნის მკვლელს უა­რე­სად მოვ­თხო­ვო.

- შემ­დეგ თქვე­ნი მე­უღ­ლე თბი­ლის­ში, ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის ლურჯ მო­ნას­ტერ­ში მსა­ხუ­რობ­და...

- მამა გრი­გოლს სა­ოც­რად უყ­ვარ­და ეს ეკ­ლე­სია, სა­დაც 14 წელი იმ­სა­ხუ­რა, ბო­ლოს კი, მის უკა­ნას­კნელ გან­სას­ვე­ნებ­ლა­დაც იქცა. ავად­მყო­ფი გული ჰქონ­და, ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და 2008 წლის ომი და იმა­ვე წლის დე­კემ­ბერ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მას რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კავ­ში­რი ჰქონ­და ლურჯ მო­ნას­ტერ­თან. ვფიქ­რობ, ეს სას­წა­უ­ლებ­რი­ვი კავ­ში­რი მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დე­გაც გრძელ­დე­ბა.

ჩემს ქა­ლიშ­ვილს დიდი ხანი არ ჰყავ­და შვი­ლი. ცნო­ბილ­მა ექიმ­მა-პრო­ფე­სორ­მა უთხრა, - გა­მო­რი­ცხუ­ლია, შვი­ლი გე­ყო­ლო­სო. ეს რომ გა­ვი­გე, ძა­ლი­ან ვი­დარ­დე. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, როცა ეკ­ლე­სი­ა­ში ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ვი­ჯე­ქი, ერთი ქალ­ბა­ტო­ნი მო­მი­ახ­ლოვ­და და მი­თხრა: შენი შვი­ლი პა­ტა­რას ხომ ელო­დე­ბაო?.. უკ­მა­ყო­ფი­ლოდ გა­და­ვაქ­ნიე თავი. - აბა, მამა გრი­გოლ­მა რომ მი­თხრა, ჩემი შვი­ლი ბავ­შვს ელო­დე­ბაო?!. გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა შევ­ხე­დე, - რას ამ­ბობს-მეთ­ქი?! მამა გრი­გო­ლი უკვე 2 წლის გარ­დაც­ვლი­ლი იყო. ეს მოხ­და პა­რას­კევს სა­ღა­მოს. შა­ბა­თი რომ თენ­დე­ბო­და, ქა­ლიშ­ვილ­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა: ტეს­ტი ჩა­ვი­ტა­რე და აღ­მოჩ­ნდა, რომ ფეხ­მძი­მედ ვარო. ეს იყო რა­ღაც ენით აუ­წე­რე­ლი სი­ხა­რუ­ლი! მა­შინ­ვე იმ ქა­ლის ნათ­ქვა­მი გა­მახ­სენ­და. ერთი სული მქონ­და, რო­დის ვნა­ხავ­დი. რამ­დე­ნი­მე დღე უშე­დე­გოდ ვე­ძე­ბეთ. თვითმხილ­ვე­ლი რომ არა, ვი­ფიქ­რებ­დი, მო­მეჩ­ვე­ნა-მეთ­ქი. ყვე­ლამ ვი­ცო­დით, რომ ეს ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­დღე და­დი­ო­და ეკ­ლე­სი­ა­ში. სა­ხე­ზე კი ვცნობ­დით, მაგ­რამ არა­ვინ იცო­და, ვინ იყო. მას შემ­დეგ ის ეკ­ლე­სი­ა­ში აღა­რა­ვის უნა­ხავს...

- კი­დევ თუ იყო მსგავ­სი უჩ­ვე­უ­ლო შემ­თხვე­ვა?

- ეს მოხ­და და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ. ეკ­ლე­სი­ა­ში რომ მი­ვე­დი, მე­სან­თლემ 50-ლა­რი­ა­ნი გად­მომ­ცა და მი­თხრა, - მამა გრი­გო­ლის საფ­ლავ­ზე იდოო. გა­ო­ცე­ბუ­ლი იყო: ეკ­ლე­სი­ა­ში რომ მო­ვე­დი, ახ­ლო­მახ­ლო კა­ციშ­ვი­ლი არ იყო, მით უმე­ტეს, ვერც მა­ნამ­დე და­ტო­ვებ­და ვინ­მე, რად­გან ისე­თი ძლი­ე­რი ქარი იყო ან ხრამ­ში (იქ­ვეა) გა­და­აგ­დებ­და, ან კი­დევ, უფრო შორს გა­ი­ტა­ცებ­და. რა ხდე­ბა შენს თავს, ხომ არა­ფე­რი გი­ჭირ­სო? წი­ნა­დღეს ჩემ­თან ერთი სტუ­მა­რი იყო, რო­მელ­მაც ზუს­ტად ეს თან­ხა მთხო­ვა. მას მა­ნამ­დე არა­ერ­თხელ გა­ვუ­მარ­თე ხელი, მაგ­რამ ამ­ჯე­რად უარი ვუ­თხა­რი, რად­გან მი­მაჩ­ნდა, რომ თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის წე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამას არ იმ­სა­ხუ­რებ­და. ამ სას­წა­უ­ლით კი მამა გრი­გოლ­მა მი­მა­ნიშ­ნა, რომ არას­წო­რად მო­ვი­ქე­ცი და შეც­დო­მა უნდა გა­მო­მეს­წო­რე­ბი­ნა. შემ­რცხვა ჩემი საქ­ცი­ე­ლის. წმინ­და წე­რილ­ში წე­რია: უფალს ეკი­თხე­ბი­ან: რამ­დენ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა, დას ან ძმას აპა­ტი­ოო? უფა­ლი პა­სუ­ხობს, - შვიდ­ჯერ სა­მოც­და­ათგზი­სო.

- ალ­ბათ სას­წა­უ­ლე­ბი მა­მა­ოს სი­ცო­ცხლე­შიც ხდე­ბო­და...

- ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის მრევ­ლი, ერთი ხან­დაზ­მუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი სიკ­ვდი­ლის პი­რას იყო. ამე­რი­კი­დან შვი­ლი ჩა­მო­ვი­და მის და­საკ­რძა­ლად. მას­თან რომ მი­ვე­დი, უკვე სულს ებ­რძო­და. მამა გრი­გო­ლის მე­უღ­ლე ვარ-მეთ­ქი, - ვუ­თხა­რი... და მოხ­და სა­ოც­რე­ბა: ადა­მი­ან­მა, რო­მე­ლიც 40 დღე უგო­ნოდ იყო, ხმა ამო­ი­ღო! მი­თხრა: რამ­დენ ხანს გე­ლო­დიო!.. სას­წრა­ფოდ მამა გრი­გო­ლი მო­ვიყ­ვა­ნე. ზი­ა­რე­ბის შემ­დეგ, თით­ქოს სა­ი­ქი­ო­დან მობ­რუნ­და, სრუ­ლი­ად გა­მო­ჯან­მრთელ­და. მას შემ­დეგ 7 წელი იცო­ცხლა, თა­ნაც, ისე იყო, წნე­ვაც კი არ გა­უ­ზო­მია, საქ­მე­საც აკე­თებ­და.

- და­სას­რულს, კი­დევ რა­მის თქმა ხომ არ გსურთ?

- სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში რე­ლი­გია აღარ ის­წავ­ლე­ბა. ალ­ბათ ჩათ­ვა­ლეს, რომ სა­ჭი­რო არ არის და სხვა, უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საგ­ნე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლეს. წმინ­და წე­რი­ლი ამ­ბობს: "ყვე­ლა ნუ გახ­დე­ბით მას­წავ­ლე­ბე­ლი, რა­მე­თუ დიდ ტვირთს იტ­ვირ­თავთ და ამ ტვირ­თის ტა­რე­ბა ყვე­ლას არ შეგ­წევთ". რა­ტომ ხდე­ბა ამ­დე­ნი და­ნა­შა­უ­ლი? რა­ტომ უს­წორ­დე­ბა ადა­მი­ა­ნი ასე სას­ტი­კად თა­ვის თა­ნა­მოძ­მეს? მოხ­დე­ბო­და თუ არა წლე­ბის წინ მეჯვრის­ხევ­ში ის სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი, იმ ხალ­ხს ქრის­ტი­ა­ნუ­ლი აღ­ზრდა რომ ჰქო­ნო­და?.. ვფიქ­რობ, რომ არა.

ელე­ნე ხირ­სე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

მამა გრიგოლ კუმელაშვილის სახელთან დაკავშირებული სასწაული

მამა გრიგოლ კუმელაშვილის სახელთან დაკავშირებული სასწაული

ულუმბოს მამათა მონასტერში, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს გრიგოლ კუმელაშვილის ფოტოსურათი უნახავს და უთქვამს: ეს კაცი თქვენ არ გიყურებთ, ზეცას უყურებს, უხილავ სამყაროს ხედავსო... თბილისის ანდრია პირველწოდებულის ლურჯი მონასტრის მღვდელმსახური, დეკანოზი გრიგოლ კუმელაშვილი 5 წლის წინ (51 წლის ასაკში) გარდაიცვალა. მრავალრიცხოვანი მრევლის თხოვნით, რომელსაც სურდა, საყვარელი მოძღვარი გვერდით ჰყოლოდა, ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. ის ბევრი ცნობილი ადამიანის მოძღვარიც იყო.

მამა გრიგოლი ამბობდა: მე მაშინ დავიბადე, როცა ქრისტეს გზას შევუდექი; მკვდარი ვიყავი მანამ, ვიდრე ლოცვასა და მარხვას დავიწყებდიო. ბოლო კვირას, ზედიზედ სამი წირვა ჩაატარა. ისე ცხოვრობდა, თითქოს მისი ყოველი დღე უკანასკნელი იყო. ემზადებოდა ამ ქვეყნიდან წასასვლელად. აღსრულების ჟამს ნაკურთხი წყალი დალია თავისი ხელით და მშვიდად განისვენა.

მამა გრიგოლის სახელს ბევრი სასწაული უკავშირდება. მისი ქვრივი, ქალბატონი ელენე ბეგლარაშვილი გვიამბობს:

- არაქრისტიანულად ვცხოვრობდი. მღვდლის მეუღლე, ლოცვებს არ ვკითხულობდი, მარხვას არ ვიცავდი, განვიკითხავდი... მეუღლე არაფერს მაძალებდა: ყველას თავისი დრო აქვს, ყველას თავისი გზა აქვს, ეკლესიამდე ყველა თავისით უნდა მივიდესო... 27 წლისას მკერდში ტკივილები დამეწყო - ავთვისებიანი სიმსივნის მესამე სტადია დამიდგინდა. ძალიან განვიცდიდი: სულ სევდიანი ვიყავი, ვტიროდი. სიკვდილისთვის ვემზადებოდი - ოჯახის წევრებს წერილიც კი დავუტოვე: მალე აღარ გეყოლებით, არ დამივიწყოთ, თქვენზე ვილოცებ-მეთქი... ცნობილი ექიმის, მედიჩის მეთვალყურეობის ქვეშ ვიმყოფებოდი. ერთ დღესაც, ონკოლოგიურ კლინიკაში, მორიგი გამოკვლევის პასუხს ველოდი. ხელში სახარება ავიღე, შემთხვევით 117 ფსალმუნის მე-17 მუხლზე გადამეშალა, სადაც ამოვიკითხე: - "არ მოვკვდები, არამედ ვიცოცხლებ და ვილაპარაკებ უფლის საქმეებზე. დასჯით დამსაჯა უფალმა, სიკვდილს კი "არ მიმცა". გამიღეთ ჭიშკარი სიმართლისა, მხოლოდ მართლები შევლენ შიგ..."

...აქამდე უჩვეულო გრძნობა დამეუფლა: თითქოს მე - მე არ ვიყავი, თითქოს ვიღაცამ ღრმა ძილისგან გამომაღვიძა - ასეთი ბედნიერი ალბათ არასდროს ვყოფილვარ... აქ რა მინდა, აქ რას ვაკეთებ-მეთქი? - გამოკვლევის პასუხს აღარ დაველოდე და უკანმოუხედავად გამოვიქეცი; კი არ მივრბოდი, მივფრინავდი. ვთქვი: უფალო, შენთან მოვდივარ-მეთქი. დავინახე ის, რასაც აქამდე ვერ ვხედავდი და ვეღარ ვხედავდი იმას, რასაც აქამდე ვხედავდი.

- მკურნალობა გააგრძელეთ?

- არანაირი მკურნალობა არ გამიგრძელებია, უფრო მეტიც - მას შემდეგ ონკოლოგიურისკენ აღარც გამიხედავს. არანაირი ქირურგიული ჩარევა, არანაირი ქიმიური წამალი - ჩემი წამალი და რეცეპტი იყო ლოცვა. პირველად მარხვა რომ დავიწყე, ექოსკოპიამ უჩვენა, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. ექიმების აზრით, ბავშვი სასწრაფოდ უნდა მომეშორებინა, რადგან ეს ჩემთვის თვითმკვლელობის ტოლფასი იყო. მღვდლებმაც კი მირჩიეს, ექიმებს დავმორჩილებოდი, მაგრამ სამყაროს დავუპირისპირდი, უფალს მივენდვე, რომელმაც თქვა: ერთი ნაბიჯი გადმოდგით ჩემკენ და მე ათას ნაბიჯს გადმოვდგამ თქვენკენო. მე რომ ეს ბავშვი მომეკლა, ახლა ცოცხალი აღარ ვიქნებოდი.

- როგორ იმშობიარეთ?

- 3 შვილზე ძალიან მძიმე და რთული მშობიარობა მქონდა. დარწმუნებული ვიყავი, ამჯერადაც იგივე მელოდა. წინასწარ ვნერვიულობდი. მეოთხე შვილი კი ძალიან იოლად, ყოველგვარი ტკივილის გარეშე გავაჩინე - ეს ნამდვილი სასწაული იყო. 3 საათი ვილოცე უფლის სადიდებლად... ჩემი გოგონა ახლა 18 წლის არის.

- როგორც ვიცი, სასულიერო განათლებაც მიიღეთ...

- ბიბლიის მიხედვით, თუ იაკობი ხედავს სიზმარში ზეცაში ამავალ კიბეს და მის თავში - უფალს, მე ქვესკნელში ჩამავალი კიბე დამესიზმრა. ეს იყო რაღაც უსასრულო დაქანება. თითქოს ამ კიბეზე ვიდექი, მისი საფეხურები კი თაბახის ფურცლები იყო. ვცდილობდი, რამეს მოვჭიდებოდი, მაგრამ მოაჯირის ნაცვლად, ბავშვების თავებს ვხედავდი. მეშინოდა, არ ჩავვარდნილიყავი, რადგან თუ ჩავვარდებოდი, უამრავ ბავშვს ჩავიყოლებდი თან... სიზმარი მალე მავიწყდება, ეს კი დღემდე, როგორც ცხადში, ისე მიდგას თვალწინ. როდესაც სიზმრის შესახებ ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მსახურს, მამა ვახტანგს ვუამბე, ასე ამიხსნა: ქაღალდის საფეხურები - ბიბლიას ნიშნავს, რომელიც არ იდრიკება და რომელზეც უნდა დავდგეთო... ოთხი შვილის დედამ გადავწყვიტე, სასულიერო აკადემიაში ჩამებარებინა. უკვე 33 წლის ვიყავი, იქ ასაკი კი შეზღუდულია (30 წლამდე იღებენ). იმდენი ვიბრძოლე, გამონაკლისი დაუშვეს, - ჩაბარების შანსი მომცეს. გამოცდები წარმატებით ჩავაბარე და პირველივე წელს დავიცავი დიპლომი. თბილისის #113 სკოლაში 10 წელი ვასწავლიდი რელიგიას. მერე ამ დისციპლინის სწავლება სკოლებში გაუქმდა.

- ახლა თქვენს მუღლეზე გვიამბეთ. რა გზა განვლო გივი კუმელაშვილმა, ვიდრე მამა გრიგოლი გახდებოდა?

- გორის რაიონში, სოფელ ქვახვრელში დაიბადა. ჩვეულებრივი, საშუალო მოსწავლე იყო. 16 წლისამ თირკმლის ოპერაცია გაიკეთა. სულ ავადმყოფობდა, სულ მკურნალობდა. ვფიქრობ, ამით უფალმა დაიცვა, რომ ნაკლები ცოდვა ჩაედინა. ფიზიკური ტკივილი იყო მისი ჯვარი, ყველას ტკივილიც - მისი ტკივილი. 25 წლის ასაკში დაოჯახდა. არ სვამდა, პატიოსნად ცხოვრობდა, მუდამ ოჯახის ერთგული იყო. 26 წლისა ტყავსაგალანტერიო საწყობის გამგე გახდა. მაშინ ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა ისე იყო აწყობილი, აუცილებლად უნდა მოგეპარა. აწუხებდნენ, აიძულებდნენ, ექურდა და კანონი დაერღვია. სამსახურის მიტოვება არჩია. სრულიად უსახსროდ დავრჩით (მაშინ პირველ შვილს ველოდებოდით). 138-ე ფსალმუნში წერია: "მე ვიცი, როდის წვები, როდის დგები. მე ჩემს ხატად შეგქმენი. მე შენს ჩასახვამდეც კი გიცნობდი. ამოგირჩიე ქვეყნის შექმნისას, მე გამოგიყვანე შენს დაბადების დღეს". გრიგოლმა იპოვა საკუთარი თავი, მოძებნა თავისი გზა - 33 წლის ასაკში ჩააბარა სასულიერო სემინარიაში და დამთავრების შემდეგ, 1990 წელს მღვდლად აკურთხეს.

- რომელ ეკლესიაში დაიწყო მამა გრიგოლმა მოღვაწეობა?

- 1992-93 წლებში სოფელ მეჯვრისხევის უსანეთის ეკლესიაში (გორის რაიონში) მსახურობდა. სოფელში ჩავედით 3 შვილთან ერთად და ტაძრის წინ სახლი ვიქირავეთ. უსანეთის ეკლესია 200 წელი არ ფუნქციონირებდა. ჩვენ გვხვდა წილად, გაგვეხსნა ტაძარი. მოსახლეობა აგრესიულად შეგვხვდა. ერთადერთი, მხატვარი რეზო მექვაბიშვილი, რომლის შესახებაც თქვენს ჟურნალში დაიწერა, გვედგა გვერდში. მიწები, რომლებიც ისტორიულად ეკლესიას ეკუთნოდა, უკანონოდ განაწილდა სოფლის მოსახლეობაზე, ჩვენ კი ამის წინააღმდეგი ვიყავით და სოფელში ფიქრობდნენ, რომ მათი მიწების მითვისება გვსურდა. დაწყებული იყო ამ მიწებზე სახლების მშენებლობა, საძირკვლები იყო უკვე ჩაყრილი. არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც განრისხებული ადამიანები, ეკლესიის გახსნაზე მობრძანებულ მეუფე ვახტანგს შეურაცხყოფას აყენებენ; ისმის შეძახილები: გამოვართვათ ხელიდან კვერთხი და ფიზიკურად გავუსწორდეთო. მეუფე კი ხალხს აფრთხილებს: თუ ასეთი რწმენითა და განწყობით ხსნით ტაძარს, რაღაც ძალიან ცუდი მოხდებაო.

- როგორ დამთავრდა ეს დაპირისპირება?

- საბოლოოდ, იქიდან ისე წამოვედით, ვერც მიწები დავიცავით და ვერც სიხარბისგან დაბრმავებული ადამიანები ვიხსენით უბედურებისგან. უძლურნი აღმოვჩნდით. წმინდა წერილი ამბობს: თუ უფალმა არ აღაშენა ქალაქი, ტყუილად დაიღლებიან მისი მაშენებლებიო. არც ერთი მშენებარე სახლი არ დასრულებულა. სოფელს დიდი განსაცდელი დაატყდა თავს: ზოგს შვილი მოუკვდა, ზოგმა თავი მოიკლა... 15 წლის შემდეგ, ერთი ჩემი ახლობელი უსანეთის ეკლესიაში მოხვდა. მოსახსენიებელ კუთხეში მრავალი გარდაცვლილი ახალგაზრდის სურათი უნახავს (ნარკოტიკით, უბედური შემთხვევით, ძალადობრივი სიკვდილით დაღუპულები).

- მახსოვს, მიწისძვრამ უსანეთის ეკლესია დააზიანა.

- მიწისძვრის შედეგად ეკლესიის კედელი გაიბზარა. ღვთის მადლია, რომ ასეთ ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ვფიქრობ, ეს უფლის გაფრთხილება იყო. მეორე დილას მამა გრიგოლმა გადაწყვიტა, სამადლობელი აღევლინა და წირვაზე მოსახლეობა მოიხმო. ვიდრე იმოსებოდა, სოფელში გავედი, რომ ხალხისთვის მეთხოვა, ეკლესიაში მოსულიყვნენ... წირვაზე მხოლოდ მამა გრიგოლი, მე და მესანთლე ვიყავით. არავინ მოვიდა. მამაომ გამოიტანა საზიარებელი ჭურჭელი, მაგრამ მზიარებელი არავინ იყო; არავინ გახლდათ მსურველი, ქრისტეს სისხლი და ხორცი მიეღო. უფალი გვეუბნება: "ვინც ერთხელ მაინც არ ეზიარა ჩემს სისხლსა და ხორცს, იმას ჩემი თვალი ვერ იხილავს".

- სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება მეჯვრისხევში მომხდარი საყოველთაოდ გახმაურებული ტრაგედია.

- ეს საშინელება სწორედ ჩვენი ჩასვლის პირველივე დღეს მოხდა. ლინჩის წესით გაასამართლეს და ცოცხლად დაწვეს 17-18 წლის უპატრონო ბიჭი, რომელმაც ნასვამმა, დანით მოკლა თანატოლი, შეძლებული ოჯახის შვილი. მოსყიდულმა პოლიციამ ბიჭი ბრბოს გადასცა. გაბოროტებულმა ადამიანებმა თოკით შეკრეს, ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად დაწვეს. გადაწვეს მისი საცხოვრებელი სახლიც. როგორც გითხარით, სწორედ იმ დღეს ჩამოვედით და სულ რამდენიმე საათით დავაგვიანეთ. იმ ადგილთან ახლოს, სადაც ეს უბედურება დატრიალდა, ერთი ქალბატონი, რუსული ენის მასწავლებელი ცხოვრობდა. მან გვიამბო, რომ დამფრთხალი ბიჭი ბოლო წუთებში, თითქოს თვალებით ვიღაცას ეძებდა; ვიღაცას, ვინც დაიხსნიდა... მაგრამ ადამიანი არ გამოჩნდა... სოფელმა ეს ტრაგედია სანახაობად აქცია. მეორე დღეს, ბავშვები თუ დიდები, დანაშაულის ადგილზე მიდიოდნენ და ინტერესით ათვალიერებდნენ დანახშირებული გვამის ნაწილებს. ყველა ამბობდა: ღირსი იყოო. ამის მომსწრე რომ არ ვყოფილიყავი, ვერასდროს დავიჯერებდი, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო საერთოდ. ის თუ მკვლელი იყო, მთელი სოფელი უარესი მკვლელი აღმოჩნდა. უფალმა თქვა: კაენის მკვლელს უარესად მოვთხოვო.

- შემდეგ თქვენი მეუღლე თბილისში, ანდრია პირველწოდებულის ლურჯ მონასტერში მსახურობდა...

- მამა გრიგოლს საოცრად უყვარდა ეს ეკლესია, სადაც 14 წელი იმსახურა, ბოლოს კი, მის უკანასკნელ განსასვენებლადაც იქცა. ავადმყოფი გული ჰქონდა, ძალიან განიცადა 2008 წლის ომი და იმავე წლის დეკემბერში გარდაიცვალა. მას რაღაც განსაკუთრებული კავშირი ჰქონდა ლურჯ მონასტერთან. ვფიქრობ, ეს სასწაულებრივი კავშირი მისი გარდაცვალების შემდეგაც გრძელდება.

ჩემს ქალიშვილს დიდი ხანი არ ჰყავდა შვილი. ცნობილმა ექიმმა-პროფესორმა უთხრა, - გამორიცხულია, შვილი გეყოლოსო. ეს რომ გავიგე, ძალიან ვიდარდე. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ეკლესიაში ჩაფიქრებული ვიჯექი, ერთი ქალბატონი მომიახლოვდა და მითხრა: შენი შვილი პატარას ხომ ელოდებაო?.. უკმაყოფილოდ გადავაქნიე თავი. - აბა, მამა გრიგოლმა რომ მითხრა, ჩემი შვილი ბავშვს ელოდებაო?!. გაკვირვებულმა შევხედე, - რას ამბობს-მეთქი?! მამა გრიგოლი უკვე 2 წლის გარდაცვლილი იყო. ეს მოხდა პარასკევს საღამოს. შაბათი რომ თენდებოდა, ქალიშვილმა დამირეკა და მითხრა: ტესტი ჩავიტარე და აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმედ ვარო. ეს იყო რაღაც ენით აუწერელი სიხარული! მაშინვე იმ ქალის ნათქვამი გამახსენდა. ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი. რამდენიმე დღე უშედეგოდ ვეძებეთ. თვითმხილველი რომ არა, ვიფიქრებდი, მომეჩვენა-მეთქი. ყველამ ვიცოდით, რომ ეს ადამიანი ყოველდღე დადიოდა ეკლესიაში. სახეზე კი ვცნობდით, მაგრამ არავინ იცოდა, ვინ იყო. მას შემდეგ ის ეკლესიაში აღარავის უნახავს...

- კიდევ თუ იყო მსგავსი უჩვეულო შემთხვევა?

- ეს მოხდა დაახლოებით ერთი წლის წინ. ეკლესიაში რომ მივედი, მესანთლემ 50-ლარიანი გადმომცა და მითხრა, - მამა გრიგოლის საფლავზე იდოო. გაოცებული იყო: ეკლესიაში რომ მოვედი, ახლომახლო კაციშვილი არ იყო, მით უმეტეს, ვერც მანამდე დატოვებდა ვინმე, რადგან ისეთი ძლიერი ქარი იყო ან ხრამში (იქვეა) გადააგდებდა, ან კიდევ, უფრო შორს გაიტაცებდა. რა ხდება შენს თავს, ხომ არაფერი გიჭირსო? წინადღეს ჩემთან ერთი სტუმარი იყო, რომელმაც ზუსტად ეს თანხა მთხოვა. მას მანამდე არაერთხელ გავუმართე ხელი, მაგრამ ამჯერად უარი ვუთხარი, რადგან მიმაჩნდა, რომ თავისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ამას არ იმსახურებდა. ამ სასწაულით კი მამა გრიგოლმა მიმანიშნა, რომ არასწორად მოვიქეცი და შეცდომა უნდა გამომესწორებინა. შემრცხვა ჩემი საქციელის. წმინდა წერილში წერია: უფალს ეკითხებიან: რამდენჯერ შეიძლება, დას ან ძმას აპატიოო? უფალი პასუხობს, - შვიდჯერ სამოცდაათგზისო.

- ალბათ სასწაულები მამაოს სიცოცხლეშიც ხდებოდა...

- ჩვენი ეკლესიის მრევლი, ერთი ხანდაზმული ქალბატონი სიკვდილის პირას იყო. ამერიკიდან შვილი ჩამოვიდა მის დასაკრძალად. მასთან რომ მივედი, უკვე სულს ებრძოდა. მამა გრიგოლის მეუღლე ვარ-მეთქი, - ვუთხარი... და მოხდა საოცრება: ადამიანმა, რომელიც 40 დღე უგონოდ იყო, ხმა ამოიღო! მითხრა: რამდენ ხანს გელოდიო!.. სასწრაფოდ მამა გრიგოლი მოვიყვანე. ზიარების შემდეგ, თითქოს საიქიოდან მობრუნდა, სრულიად გამოჯანმრთელდა. მას შემდეგ 7 წელი იცოცხლა, თანაც, ისე იყო, წნევაც კი არ გაუზომია, საქმესაც აკეთებდა.

- დასასრულს, კიდევ რამის თქმა ხომ არ გსურთ?

- საჯარო სკოლებში რელიგია აღარ ისწავლება. ალბათ ჩათვალეს, რომ საჭირო არ არის და სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საგნებით ჩაანაცვლეს. წმინდა წერილი ამბობს: "ყველა ნუ გახდებით მასწავლებელი, რამეთუ დიდ ტვირთს იტვირთავთ და ამ ტვირთის ტარება ყველას არ შეგწევთ". რატომ ხდება ამდენი დანაშაული? რატომ უსწორდება ადამიანი ასე სასტიკად თავის თანამოძმეს? მოხდებოდა თუ არა წლების წინ მეჯვრისხევში ის საშინელი ამბავი, იმ ხალხს ქრისტიანული აღზრდა რომ ჰქონოდა?.. ვფიქრობ, რომ არა.

ელენე ხირსელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია