ინტერნეტ აბონენტებს კომპანია "სილქნეტი" სასარგებლო სერვისს - ანგარიშის ონლაინ მართვას თავაზობს. ახალი პორტალი www.myaccount.silknet.com მნიშვნელოვნად შეცვლის "სილქნეტის" ინტერნეტ აბონენტების ცხოვრებას - დაუზოგავს მათ დროს და საშუალებას მისცემს, აკონტროლონ დარიცხული დავალიანება, შეამოწმონ ბალანსი ან თუნდაც, გაიაქტიურონ დამატებითი სერვისი ინტერნეტით, სახლიდან გაუსვლელად.
ანგარიშის ონლაინ მართვა ვებ-პორტალით ისეთივე სიახლეა ინტერნეტ პროვაიდერების სერვისში, როგორიც ინტერნეტ ბანკინგი - საბანკო სივრცეში. ვინც ინტერნეტ სერვისებით სარგებლობს, კარგად იცის, რამდენად ამარტივებს მსგავსი სიახლე ყოველდღიურ ცხოვრებას. თქვენ აღარ მოგიწევთ ცხელ ხაზზე დარეკვა და ოპერატორის დახმარების ლოდინი. სანაცვლოდ, სასურველი მომსახურების მიღებას ინტერნეტით შეძლებთ სახლში, სამსახურში ან თუნდაც ქუჩაში, ტელეფონიდან.
ვებ-პორტალზე გაწევრიანებისთვის საჭიროა, მომხმარებელმა რეგისტრაცია გაიაროს მისამართზე: www.myaccount.silknet.com და შეიყვანოს შემდეგი მონაცემები:
პირადი ნომერი
"სილქნეტის" აბონენტის ანგარიშის ნომერი
IP მისამართი, რომელიც "სილქნეტის" ინტერნეტ მომსახურებისას არის გააქტიურებული.
"სილქნეტის" ინტერნეტ მომხმარებელს, რომელიც სარგებლობს სხვადასხვა დამატებითი სერვისით, ყოველთვიური სააბონენტო გადასახადის გარდა, ერიცხება ამ მომსახურების საფასურიც. ეს შესაძლოა იყოს ანტივირუსის ჩამოტვირთვა ან "ტურბო" ღილაკის გააქტიურება. ტურბო ღილაკი ინოვაციური პროდუქტია, რომელიც "სილქნეტის" ოპტიკური ინტერნეტის მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ერთჯერადად, ორი საათით ისარგებლოს 100 მბ/წმ სიჩქარის ინტერნეტით (მომსახურების ღირებულებაა 1,50 ლარი).
თითოეულ მომსახურებაზე დარიცხული გადასახადის ოდენობას აბონენტები პირდაპირ ვებ-პორტალის მეშვეობით შეიტყობენ.
პორტალზე დარეგისტრირებულ მომხმარებელს კომპანია სთავაზობს:
პირადი ანგარიშის მართვას (მაგ.: მომსახურების სტატუსის შემოწმებას და ა.შ);
ბალანსის შემოწმებას ამა თუ იმ სატელეკომუნიკაციო სერვისზე;
ინფორმაციას ანგარიშის კოდური სიტყვის შესახებ ;
ანტივირუსით სარგებლობას;
ტურბო ღილაკის გააქტიურებას;
დარეგისტრირდით დღესვე www.myaccount.silknet.com აკონტროლეთ პირადი ანგარიში, ისარგებლეთ დამატებითი მომსახურებით!
R