Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომ არ უნდა იყოს საქართველოში მეფე?!."
"რატომ არ უნდა იყოს საქართველოში მეფე?!."

პრინც უი­ლი­ა­მი­სა და ქეით მიდლტო­ნის პირ­მ­შო 22 ივ­ლისს მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას. სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ებ­ში ინ­გლის­ში იმ­ყო­ფე­ბო­და გია ჭან­ტუ­რია. მისი და ინ­გლი­სის სა­მე­ფო კა­რის, კერ­ძოდ კი, ელი­სა­ბედ II-ის მე­გობ­რო­ბის შე­სა­ხებ თით­ქმის მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ იცის. ბა­ტო­ნი გი­ას­თვის ინ­გლი­სი მე­ო­რე სამ­შობ­ლოა და ეს სიყ­ვა­რუ­ლი სა­თა­ვეს 1988 წლი­დან იღებს. ამ ქვე­ყა­ნას გია ჭან­ტუ­რია წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე სტუმ­რობს. ის იქ პრინ­ცი­სა და ქე­ი­თის ქორ­წი­ლის დრო­საც იმ­ყო­ფე­ბო­და და ახ­ლაც გა­ემ­გზავ­რა, როცა ეს წყვი­ლი ბავ­შვს დღე-დღე­ზე ელო­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულს მე­ო­რე დღეს­ვე შევ­ხვდით.

- ქე­ი­თის მშო­ბი­ა­რო­ბის თა­რი­ღი და­ახ­ლო­ე­ბით ვი­ცო­დი და გამ­გზავ­რე­ბა და­ვამ­თხვიე. მისი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა ამ დღეს ძა­ლი­ან ელო­და, ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და კი­დეც, ქე­ით­მა და­აჩ­ქა­როს მშო­ბი­ა­რო­ბა, რად­გან მალე არ­და­დე­გე­ბი მე­წყე­ბაო. დე­დო­ფა­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლად არ­და­დე­გებს შოტ­ლან­დი­ა­ში ატა­რებს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მის­თვის და სა­ერ­თოდ, ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში, ბრი­ტა­ნე­თის მო­მა­ვა­ლი მე­ფის და­ბა­დე­ბა ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი და იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნაა. მო­ნარ­ქი ელი­სა­ბედ II სამ თა­ო­ბას მო­ეს­წრო - პრინ­ცი ჩარლ­ზი, რო­მე­ლიც და­ბერ­და და არ ეღირ­სა ტახ­ტი, შემ­დე­გია პრინ­ცი უი­ლი­ა­მი და მე­სა­მე ახალ­შო­ბი­ლი, პრინ­ცი ჯორ­ჯი კემ­ბრი­ჯი­სა. ბავ­შვის სა­ხელ­ზე ბევ­რი იმ­სჯე­ლეს. იცით, რომ სამი-ოთხი ძი­რი­თა­დი სა­ხე­ლი უნდა იყოს. მას ჯორჯ ალექ­სან­დრ ლუ­ი­სი და­არ­ქვეს. ქე­ი­თი და უი­ლი­ა­მი ლონ­დო­ნის ცენ­ტრში, კენ­სინგტო­ნის სა­სახ­ლე­ში ცხოვ­რო­ბენ. ეს აპარ­ტა­მენ­ტე­ბი ეკუთ­ვნო­და დე­დოფ­ლის ერ­თა­დერთ დას, პრინ­ცე­სა მარ­გა­რეტს. იქვე ცხოვ­რობ­დნენ პრინ­ცი ჩარლ­ზი და და­ი­ა­ნაც. მის ეზო­ში გა­ი­ზარ­და უი­ლი­ა­მი. რო­გორც ვიცი, 24 ოთა­ხია და მისი სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მი­ლი­ონ­ზე მეტი დაჯ­და. ზო­გი­ერ­თე­ბი ფიქ­რობ­დნენ, რომ ისი­ნი ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე­ში იცხოვ­რებ­დნენ, მაგ­რამ ეს სი­სუ­ლე­ლეა. იქ მხო­ლოდ დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბედ II ცხოვ­რობს და ეს მისი ოფი­ცი­ა­ლუ­რი რე­ზი­დენ­ცი­აა. მის შვი­ლებს იქვე აქვთ პა­ტარ-პა­ტა­რა აპარ­ტა­მენ­ტე­ბი. ის არა მხო­ლოდ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, არა­მედ დე­დოფ­ლის ერ­თგვა­რი ოფი­სია, სა­დაც იმარ­თე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ბან­კე­ტე­ბი, იღე­ბენ სტუმ­რებს და ა.შ.

დე­დოფ­ლის მა­მას ჯორ­ჯი ერ­ქვა, ანუ გი­ორ­გი, რაც ბერ­ძნუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის სა­ხე­ლია. როცა დე­დო­ფა­ლი ქე­ითს ეწ­ვია და პა­ტა­რა მო­ი­ნა­ხუ­ლა, თქვა, რომ ის ძა­ლი­ან კარ­გი და ლა­მა­ზია. და­თან­ხმდა, რომ მისი პირ­ვე­ლი სა­ხე­ლი ჯორ­ჯი ყო­ფი­ლი­ყო და ბავ­შვი ის­ტო­რი­ა­ში შევა, რო­გორც ჯორჯ VII... მე­ო­რე სა­ხე­ლი ალექ­სან­დრი, რო­გორც ჩანს, ძა­ლი­ან უყ­ვარს ქე­ითს, ხოლო მე­სა­მე ლუ­ი­სი, ლუის მა­დენ­ბერ­გის გამო უწო­დეს. ის ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბა გახ­ლდათ. პრინც ფი­ლი­პის ბიძა იყო და პრაქ­ტი­კუ­ლად მან გა­ზარ­და ჩარლ­ზი. მოკ­ლედ, ასე აე­წყო ეს სამი სა­ხე­ლი ერ­თმა­ნეთს.

- მშო­ბი­ა­რო­ბის დროს თქვენ სა­ა­ვად­მყო­ფოს­თან ხომ არ ყო­ფილ­ხართ?

- ქე­ი­თი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რამ­დე­ნი­მე დღით ადრე გა­და­იყ­ვა­ნეს. 22-ში იმ­შო­ბი­ა­რა, მაგ­რამ მა­ნამ­დე ერთი თვით ადრე მთე­ლი მსოფ­ლიო პრე­სა უკვე იქ იყო. სენ­სა­ცი­ე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ჩა­საფ­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ვინ უფრო კარგ სუ­რათს გა­და­ი­ღებ­და, რას და­არ­ქმევ­დნენ, ვინ და­ი­კა­ვებ­და პირ­ვე­ლად ბავ­შვს, ვინ გა­მო­იყ­ვან­და სა­ა­ვად­მყო­ფოს კა­რი­დან, ელოდ­ნენ, რას იტყოდ­ნენ მშობ­ლე­ბი...

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

"რატომ არ უნდა იყოს საქართველოში მეფე?!."

"რატომ არ უნდა იყოს საქართველოში მეფე?!."

პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის პირმშო 22 ივლისს მოევლინა ქვეყანას. სადღესასწაულო დღეებში ინგლისში იმყოფებოდა გია ჭანტურია. მისი და ინგლისის სამეფო კარის, კერძოდ კი, ელისაბედ II-ის მეგობრობის შესახებ თითქმის მთელმა საქართველომ იცის. ბატონი გიასთვის ინგლისი მეორე სამშობლოა და ეს სიყვარული სათავეს 1988 წლიდან იღებს. ამ ქვეყანას გია ჭანტურია წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობს. ის იქ პრინცისა და ქეითის ქორწილის დროსაც იმყოფებოდა და ახლაც გაემგზავრა, როცა ეს წყვილი ბავშვს დღე-დღეზე ელოდა. საქართველოში დაბრუნებულს მეორე დღესვე შევხვდით.

- ქეითის მშობიარობის თარიღი დაახლოებით ვიცოდი და გამგზავრება დავამთხვიე. მისი უდიდებულესობა ამ დღეს ძალიან ელოდა, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა კიდეც, ქეითმა დააჩქაროს მშობიარობა, რადგან მალე არდადეგები მეწყებაო. დედოფალი ტრადიციულად არდადეგებს შოტლანდიაში ატარებს. რასაკვირველია, მისთვის და საერთოდ, ქვეყნის ისტორიაში, ბრიტანეთის მომავალი მეფის დაბადება ღირსშესანიშნავი და იშვიათი მოვლენაა. მონარქი ელისაბედ II სამ თაობას მოესწრო - პრინცი ჩარლზი, რომელიც დაბერდა და არ ეღირსა ტახტი, შემდეგია პრინცი უილიამი და მესამე ახალშობილი, პრინცი ჯორჯი კემბრიჯისა. ბავშვის სახელზე ბევრი იმსჯელეს. იცით, რომ სამი-ოთხი ძირითადი სახელი უნდა იყოს. მას ჯორჯ ალექსანდრ ლუისი დაარქვეს. ქეითი და უილიამი ლონდონის ცენტრში, კენსინგტონის სასახლეში ცხოვრობენ. ეს აპარტამენტები ეკუთვნოდა დედოფლის ერთადერთ დას, პრინცესა მარგარეტს. იქვე ცხოვრობდნენ პრინცი ჩარლზი და დაიანაც. მის ეზოში გაიზარდა უილიამი. როგორც ვიცი, 24 ოთახია და მისი სარესტავრაციო სამუშაოები მილიონზე მეტი დაჯდა. ზოგიერთები ფიქრობდნენ, რომ ისინი ბუკინგემის სასახლეში იცხოვრებდნენ, მაგრამ ეს სისულელეა. იქ მხოლოდ დედოფალი ელისაბედ II ცხოვრობს და ეს მისი ოფიციალური რეზიდენციაა. მის შვილებს იქვე აქვთ პატარ-პატარა აპარტამენტები. ის არა მხოლოდ საცხოვრებელი, არამედ დედოფლის ერთგვარი ოფისია, სადაც იმართება სახელმწიფო ბანკეტები, იღებენ სტუმრებს და ა.შ.

დედოფლის მამას ჯორჯი ერქვა, ანუ გიორგი, რაც ბერძნული წარმომავლობის სახელია. როცა დედოფალი ქეითს ეწვია და პატარა მოინახულა, თქვა, რომ ის ძალიან კარგი და ლამაზია. დათანხმდა, რომ მისი პირველი სახელი ჯორჯი ყოფილიყო და ბავშვი ისტორიაში შევა, როგორც ჯორჯ VII... მეორე სახელი ალექსანდრი, როგორც ჩანს, ძალიან უყვარს ქეითს, ხოლო მესამე ლუისი, ლუის მადენბერგის გამო უწოდეს. ის ძალიან ცნობილი პიროვნება გახლდათ. პრინც ფილიპის ბიძა იყო და პრაქტიკულად მან გაზარდა ჩარლზი. მოკლედ, ასე აეწყო ეს სამი სახელი ერთმანეთს.

- მშობიარობის დროს თქვენ საავადმყოფოსთან ხომ არ ყოფილხართ?

- ქეითი საავადმყოფოში რამდენიმე დღით ადრე გადაიყვანეს. 22-ში იმშობიარა, მაგრამ მანამდე ერთი თვით ადრე მთელი მსოფლიო პრესა უკვე იქ იყო. სენსაციების მოყვარული ჟურნალისტები ჩასაფრებულები იყვნენ, ვინ უფრო კარგ სურათს გადაიღებდა, რას დაარქმევდნენ, ვინ დაიკავებდა პირველად ბავშვს, ვინ გამოიყვანდა საავადმყოფოს კარიდან, ელოდნენ, რას იტყოდნენ მშობლები...

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია