პარტნიორები:

    "მივეცით ის ფხვნილი ბაღანას, შეჭამა და გაჩუმდა" - 2 კვირის ჩვილს შიმშილით სიკვდილი აღარ ემუქრება?

    "მივეცით ის ფხვნილი ბაღანას, შეჭამა და გაჩუმდა" - 2 კვირის ჩვილს შიმშილით სიკვდილი აღარ ემუქრება?

    შუახევის რაონის სოფელ მახალკიძიებში ჩვილის მორიგი შიმშილობის ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა ამჯერად ბავშვის გადარჩენა მოხერხდა - 2 კვირის მელანო მახარაძეს საბავშვო კვების პროდუქტი "ჰუმანა" აჭარის წითელმა ჯვარმა გაუგზავნა. ჩვილი დამშვიდდა. ბავშვის მამა, გენადი მახარაძე შვილის მდგომარეობას ამჟამად დამაკმაყოფილებლად აფასებს და მოვლენების განვითარების შესახებ გვიყვება.

    - ალბათ, ჯობს ჩვილთან დაკავშირებული მოვლენებზე მისი დაბადების დღიდან ვისაუბროთ. ბავშვი რაიმე პათოლოგიით ხომ არ დაბადებულა?

    - პათოლოგიით არ დაბადებულა. ჩემმა ცოლმა შუახევის საავადმყოფოში იმშობიარა და ექიმებს ამაზე არაფერი უთქვამთ. ეს მეორე ბავშვია, პირველი შვილი სამი წლის გვყავს.

    - მერე რა მოხდა?

    - მერე სახლში რომ მოვიყვანეთ ბავშვი რომ ატირდა, სულ ტიროდა და ტიროდა, აღარ გაჩერდა. დედაჩემი მიხვდა, შია ბაღანას, ძუძუ არ ჰყოფნისო და ჩემი ცოლი მეზობელთან გაუშვა.

    - რატომ ექიმს არ მიმართეთ?

    - არ ვიცი, მარა მეზობელთან სტუმარი ქალი დახვდა ჩემს ცოლს და იმ ქალბატონმა რომ მოისმინა, ბავშვს ძუძუ არ ყოფნისო, წითელ ჯვარში დარეკა ნაცნობთან და გამოგვიგზავნეს ბავშვის ფხვნილები "პაჭკებში". მივეცით ის ფხვნილი ბავშვს, შეჭამა და გაჩუმდა.

    - თქვენს მეუღლეს ექიმი უეჭველად გააფრთხილებდა, რომ პედიატრის კონსულტაციის გარეშე დაუშვებელია ბავშვისთვის საკვების მიცემა. პროდუქტი ბავშვის ორგანიზმთან შეუთავსებელი რომ იყოს, შეიძლება 12-13 დღის ბავშვის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე დაემუქროს!

    - ჩემს ცოლს ფხვნილით პირველი ბავშვიც ასე ჰყავს გაზრდილი. თანაც ფული არ გვქონდა საკვების საყიდლად და რა უნდა გვექნა, უნდა გვეჭმია ის საჭმელი.

    - სოციალური დახმარებით არ სარგებლობთ?

    - ვსარგებლობთ, მაგრამ ახლა ბავშვი რომ დაგვებადა, თავიდან გასაანგარიშებელია ყველაფერი და აგვისტოში ვერ გვაძლევენ.

    - რის გამო გიჭირთ მატერიალურად? რაიმე დაავადება ხომ არ გაწუხებთ, რის გამოც მუშაობა არ შეგიძლიათ?

    - არა. ჯანმრთელები ვართ. სოფელში სამუშაო არ არის და იმიტომ ვერ ვმუშაობ.

    იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

    იხილეთ ვიდეო

    ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

    ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია