საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
SAMSUNG-ის პრეზიდენტმა საქართველოში კომპანიის პირველ მაღაზია და სმარტ სკოლა გახსნა
SAMSUNG-ის პრეზიდენტმა საქართველოში კომპანიის პირველ მაღაზია და სმარტ სკოლა გახსნა

9 აგ­ვის­ტოს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო ვი­ზი­ტით კომ­პა­ნია SAMSUNG-ის პრე­ზი­დენ­ტი ბი ქეი იუნი (Boo-Keun Yoon) ეს­ტუმ­რა. მსოფ­ლი­ო­ში ტექ­ნი­კის ბა­ზარ­ზე ლი­დე­რი კომ­პა­ნი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ერ­თდღი­ა­ნი ვი­ზი­ტის დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში SAMSUNG-ის პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი მა­ღა­ზი­ია და კომ­პა­ნი­ის ინ­ვეს­ტი­ცი­ით გა­კე­თე­ბუ­ლი სმარტ სკო­ლა გახ­სნა.

ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში ბი ქეი იუნ­მა სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში, სრუ­ლი­ად ახა­ლი კონ­ცეფ­ცი­ის მქო­ნე პრე­მი­უმ კლა­სის მა­ღა­ზია ჭავ­ჭა­ვა­ძის N48-ში გახ­სნა. ახალ მა­ღა­ზი­ა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბის, მო­ბი­ლუ­რე­ბის, ფო­ტო­ა­პა­რა­ტე­ბი­სა და სხვა ტექ­ნი­კის ასორ­ტი­მენ­ტი წარ­მო­ად­გენს მო­წი­ნა­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­სა და პრე­მი­უმ კლა­სის მო­დე­ლებს. "ამ მა­ღა­ზი­ა­ში აქ­ცენ­ტი გა­კეთ­დე­ბა არა რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, არა­მედ ხა­რისხზე. მომ­ხმა­რებ­ლებს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან SAMSUNG-ის კონ­სულ­ტან­ტე­ბი ეწ "ელ­ჩე­ბი", რომ­ლე­ბიც დაწ­ვრი­ლე­ბით გა­აც­ნო­ბენ და აუხ­სნი­ან პრო­დუქ­ცი­ის უპი­რა­ტე­სო­ბებ­სა და ფუნ­ქცი­ებს. ამ მა­ღა­ზი­ით ჩვენ წარ­მო­ვად­გენთ ახალ ხედ­ვას, თუ რო­გო­რი უნდა იყოს პრე­მი­უმ კლა­სის მა­ღა­ზია და მომ­სა­ხუ­რე­ბა", - აცხა­დებს SAMSUNG-ის პრე­ზი­დენ­ტი ბი ქეი იუნი.

მა­ღა­ზი­ის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ის შემ­დეგ, სამ­სუნ­გის პრე­ზი­დენ­ტმა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვე­რის­ტეტ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა, სა­დაც გა­ნათ­ლე­ბის და ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრებ­თან და რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­თან ერ­თად სმარტ სკო­ლის კლა­სი გახ­სნა.

კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯმენ­ტში აცხა­დე­ბენ, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, ეს არის პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც SAMSUNG-მა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სმარტ სკო­ლა წარ­მო­ად­გენს სას­წავ­ლო აუ­დი­ტო­რი­ას, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლია SAMSUNG-ის მა­ღა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის "თაჩ სქ­რი­ნით" და ქსე­ლუ­რად მას­ზე მიბ­მუ­ლი პლან­შე­ტე­ბით. სექ­ტემ­ბრის­თვის ანა­ლო­გი­ურ კლასს SAMSUNG-ი GIPA-შიც გახ­სნის. მსგავ­სი კლა­სე­ბის მო­წყო­ბა პირ­ველ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­შიც იგეგ­მე­ბა.

"მო­ხა­რუ­ლი ვართ ბა­ტო­ნი ბი ქეი იუ­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რო­ბით, მი­ვე­სალ­მე­ბით კომ­პა­ნია SAMSUNG-ის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ექტს და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს. გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში კერ­ძო სექ­ტო­რის ჩარ­თუ­ლო­ბა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს სტრა­ტე­გი­ულ ნა­წილს წარ­მო­ად­გენს. ვფიქ­რობ ახალ­გაზ­რდე­ბის სწავ­ლის დო­ნის ამაღ­ლე­ბა­ში კომ­პა­ნია დიდ წვლილს შე­ი­ტანს" - გა­ნა­ცხა­და გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა თა­მარ სა­ნი­კი­ძემ.

"მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ სმარტ სკო­ლის პირ­ვე­ლი კლა­სი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კომ­პა­ნია Samsung-ის მხარ­და­ჭე­რით გა­იხ­სნა. ეს არის კერ­ძო კომ­პა­ნი­ის და უნი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თი და იმე­დი გვაქვს, სმარტ სკო­ლის გახ­სნა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩვე­ნი გრძელ­ვა­დი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის და­სა­წყი­სი იქ­ნე­ბა. ეს სი­ახ­ლე მნიშ­ვნე­ლო­ვან წვლილს შე­ი­ტანს უნი­ვერ­სი­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვილ­მა.

"მო­ხა­რუ­ლი ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რო­ბით. სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბის პლატ­ფორ­მის ფარ­გლებ­ში სმარტ სკო­ლა არის ჩვე­ნი პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც ძალ­ზედ დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებთ და უფრო მას­შტა­ბურს გავ­ხდით. ვა­პი­რებთ ასე­ვე და­ვა­წე­სოთ SAMSUNG-ის სტი­პენ­დია წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის და ხელი შე­ვუ­წყოთ გა­ნათ­ლე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბას", - გა­ნა­ცხა­და SAMSUNG-ის პრე­ზი­დენ­ტმა ბი ქეი იუნ­მა.

ბი ქეი იუნი SAMSUNG-ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტო­რად და პრე­ზი­დენ­ტად 2012 წელს და­ი­ნიშ­ნა. სწო­რედ მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში გახ­და SAMSUNG-ი LED ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბის, მო­ნი­ტო­რე­ბის, მო­წი­ნა­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, 3D TV, Smart TV-ს და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მხრივ №1 კომ­პა­ნია მსოფ­ლი­ო­ში.

კომ­პა­ნია SAMSUNG-ი 1938 წელს შე­იქ­მნა და სა­დღე­ი­სოდ, ელექტრო­ტექ­ნი­კის მწარ­მო­ე­ბელ უდი­დეს კომ­პა­ნი­ას წარ­მო­ად­გენს.

R

SAMSUNG-ის პრეზიდენტმა საქართველოში კომპანიის პირველ მაღაზია და სმარტ სკოლა გახსნა

SAMSUNG-ის პრეზიდენტმა საქართველოში კომპანიის პირველ მაღაზია და სმარტ სკოლა გახსნა

9 აგვისტოს საქართველოს საგანგებო ვიზიტით კომპანია SAMSUNG-ის პრეზიდენტი ბი ქეი იუნი (Boo-Keun Yoon) ესტუმრა. მსოფლიოში ტექნიკის ბაზარზე ლიდერი კომპანიის პრეზიდენტმა ერთდღიანი ვიზიტის დროს საქართველოში SAMSUNG-ის პირველი ოფიციალური მაღაზიია და კომპანიის ინვესტიციით გაკეთებული სმარტ სკოლა გახსნა.

ვიზიტის ფარგლებში ბი ქეი იუნმა საზეიმო ვითარებაში, სრულიად ახალი კონცეფციის მქონე პრემიუმ კლასის მაღაზია ჭავჭავაძის N48-ში გახსნა. ახალ მაღაზიაში წარმოდგენილი ტელევიზორების, მობილურების, ფოტოაპარატებისა და სხვა ტექნიკის ასორტიმენტი წარმოადგენს მოწინავე ტექნოლოგიებსა და პრემიუმ კლასის მოდელებს. "ამ მაღაზიაში აქცენტი გაკეთდება არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე. მომხმარებლებს მოემსახურებიან SAMSUNG-ის კონსულტანტები ეწ "ელჩები", რომლებიც დაწვრილებით გააცნობენ და აუხსნიან პროდუქციის უპირატესობებსა და ფუნქციებს. ამ მაღაზიით ჩვენ წარმოვადგენთ ახალ ხედვას, თუ როგორი უნდა იყოს პრემიუმ კლასის მაღაზია და მომსახურება", - აცხადებს SAMSUNG-ის პრეზიდენტი ბი ქეი იუნი.

მაღაზიის გახსნის ცერემონიის შემდეგ, სამსუნგის პრეზიდენტმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში გადაინაცვლა, სადაც განათლების და ეკონომიკის მინისტრებთან და რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად სმარტ სკოლის კლასი გახსნა.

კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ეს არის პირველი პროექტი, რომელიც SAMSUNG-მა საქართველოში განახორციელა. სმარტ სკოლა წარმოადგენს სასწავლო აუდიტორიას, რომელიც აღჭურვილია SAMSUNG-ის მაღალი ტექნოლოგიის "თაჩ სქრინით" და ქსელურად მასზე მიბმული პლანშეტებით. სექტემბრისთვის ანალოგიურ კლასს SAMSUNG-ი GIPA-შიც გახსნის. მსგავსი კლასების მოწყობა პირველ საჯარო სკოლაში და პროფესიულ სასწავლებლებშიც იგეგმება.

"მოხარული ვართ ბატონი ბი ქეი იუნის საქართველოში სტუმრობით, მივესალმებით კომპანია SAMSUNG-ის მიერ განხორციელებულ პროექტს და სამომავლო გეგმებს. განათლების სფეროში კერძო სექტორის ჩართულობა განათლების სამინისტროს სტრატეგიულ ნაწილს წარმოადგენს. ვფიქრობ ახალგაზრდების სწავლის დონის ამაღლებაში კომპანია დიდ წვლილს შეიტანს" - განაცხადა განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.

"მოხარული ვართ, რომ სმარტ სკოლის პირველი კლასი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპანია Samsung-ის მხარდაჭერით გაიხსნა. ეს არის კერძო კომპანიის და უნივერსიტეტის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი და იმედი გვაქვს, სმარტ სკოლის გახსნა უნივერსიტეტში ჩვენი გრძელვადიანი თანამშრომლობის დასაწყისი იქნება. ეს სიახლე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უნივერსიტეტის განვითარებაში", - განაცხადა რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.

"მოხარული ვარ საქართველოში სტუმრობით. სოციალური პასუხიმგებლობის პლატფორმის ფარგლებში სმარტ სკოლა არის ჩვენი პირველი პროექტი, რომელსაც ძალზედ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და უფრო მასშტაბურს გავხდით. ვაპირებთ ასევე დავაწესოთ SAMSUNG-ის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის და ხელი შევუწყოთ განათლების დონის ამაღლებას", - განაცხადა SAMSUNG-ის პრეზიდენტმა ბი ქეი იუნმა.

ბი ქეი იუნი SAMSUNG-ის გენერალურ დირექტორად და პრეზიდენტად 2012 წელს დაინიშნა. სწორედ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში გახდა SAMSUNG-ი LED ტელევიზორების, მონიტორების, მოწინავე ტექნოლოგიების, 3D TV, Smart TV-ს და სხვა მიმართულებების მხრივ №1 კომპანია მსოფლიოში.

კომპანია SAMSUNG-ი 1938 წელს შეიქმნა და სადღეისოდ, ელექტროტექნიკის მწარმოებელ უდიდეს კომპანიას წარმოადგენს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი