პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რადიო თავისუფლება"- ომიდან 5 წლის შემდეგ, სამხრეთ კავკასია კვლავ რუსეთსა და დასავლეთს შორისაა მოქცეული
 "რადიო თავისუფლება"- ომიდან 5 წლის შემდეგ, სამხრეთ კავკასია კვლავ რუსეთსა და დასავლეთს შორისაა მოქცეული

"ომი­დან ხუთი წლის შემ­დეგ, სამ­ხრეთ კავ­კა­სია კვლავ რუ­სეთ­სა და და­სავ­ლეთს შო­რი­საა მოქ­ცე­უ­ლი", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ევ­რო­პის ბი­უ­რო რო­ბერტ კოლ­სო­ნის სტა­ტი­ას.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს აზერ­ბა­ი­ჯან­ში სომ­ხე­თის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად სე­პა­რა­ტის­ტულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გაზ­რდი­ლი ძა­ლა­დო­ბა იმა­ზე მი­უ­თი­თებს, თუ რა­ო­დენ სა­ხი­ფა­თოდ რჩე­ბა ვი­თა­რე­ბა არას­ტა­ბი­ლურ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის ხუთი წლის შემ­დე­გაც.

"ხუთ­დღი­ა­ნი ომი, რო­მე­ლიც სამ­ხრეთ ოსეთ­ში - სა­ქარ­თვე­ლოს პრო­რუ­სულ სე­პა­რა­ტის­ტულ რე­გი­ონ­ში წა­რი­მარ­თა, სა­ბო­ლო­ოდ რუ­სე­თის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და. თუმ­ცა მან ასე­ვე შე­არ­ყია მოს­კო­ვის, რო­გორც რე­გი­ონ­ში უძ­ლე­ვე­ლის როლი ეთ­ნი­კუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბის მქო­ნე რე­გი­ონ­ში", - წერს რო­ბერტ კოლ­სო­ნი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს უფ­რო­სი მკვლე­ვა­რის, შტე­ფან მე­ის­ტე­რის კო­მენ­ტარს ცი­ტი­რებს, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ აგ­ვის­ტოს ომმა სიგ­ნა­ლი გა­უგ­ზავ­ნა პოსტ-საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სხვა ქვეყ­ნებს, რომ რუ­სეთს სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბის­თვის ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა სურს.

მე­ის­ტე­რის თქმით, აგ­ვის­ტოს ომმა გარ­კვე­ულ­წი­ლად ასე­ვე შე­არ­ყია რუ­სე­თის როლი რო­გორც მო­თა­მა­შის, რო­მელ­საც შე­საძ­ლოა, მო­კავ­ში­რე­ე­ბი ჰყავ­და რე­გი­ონ­ში.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ აგ­ვის­ტოს ომი­დან ხუთი წლის შემ­დეგ თბი­ლი­სი-მოს­კოვს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბეს­და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მოს­ვლის შემ­დეგ, თუმ­ცა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი კვლა­ვაც შო­რი­საა დათ­ბო­ბის­გან.

"რე­ა­ლუ­რად, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ომი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის აგ­რე­სია იყო და ეს ეჭვგა­რე­შეა. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ ეს ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო ქმე­დე­ბა იყო კავ­კა­სი­ა­ში, რად­გან მან გვიჩ­ვე­ნა, რომ რუ­სე­თი იგი­ვე იმ­პე­რი­აა - ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი­სა და რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი პა­ტა­რა ერე­ბის მი­მართ", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფი­ლი მრჩევ­ლის ვაფა გუ­ლუ­ზა­დეს კო­მენ­ტარს.

რო­გორც რო­ბერტ კოლ­სო­ნი აღ­ნიშ­ნავს, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომში რუ­სე­თის გა­მარ­ჯვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გი ის არის, რომ მან შე­ა­ჩე­რა სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის ამ­ბი­ცი­ე­ბი.

"თუმ­ცა, ამავდრო­უ­ლად, კონ­ფლიქტმა გზა გა­უხ­სნა რე­გი­ონ­ში ევ­რო­კავ­ში­რის ჩარ­თუ­ლო­ბას. სწო­რედ ევ­რო­კავ­შირ­მა იშუ­ამ­დგომ­ლა ცე­ცხლის შე­წყვე­ტის მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ში, რის შე­დე­გაც 2008 წლის ომი დას­რულ­და. აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის და სა­ქარ­თვე­ლოს და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ზო­ლის გას­წვრივ ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ამ კი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შე­ას­რუ­ლა მომ­დევ­ნო წლებ­შიც", - აღ­ნიშ­ნავს რო­ბერტ კოლ­სნი და შტე­ფან მე­ის­ტე­რის კო­მენ­ტარს ცი­ტი­რებს, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნავს, რომ აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ითა­მა­შა სა­ქარ­თვე­ლოს და სომ­ხე­თის დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ა­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის რე­ფორ­მა­ში. მე­ის­ტე­რის თქმით, ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ამ ასე­ვე გა­დამ­წყვე­ტი როლი იქო­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბით გა­მარ­თვა­ში.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე ცი­ტი­რებს ფი­ლო­სო­ფოს ზაზა შა­თი­რიშ­ვი­ლის კო­მენ­ტარს, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი იყო სა­ქარ­თვე­ლოს ნამ­დვი­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­კენ სწრაფ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

"ჩვენ­თვის აგ­ვის­ტოს ომი რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის წი­ნა­აღ­მდეგ 25-წლი­ა­ნი ომის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. მაგ­რამ სად მიგ­ვიყ­ვანს სა­ბო­ლო­ოდ ეს გზა - ჩვენ არ ვი­ცით, რად­გან ეს ამ­ბა­ვი არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა და სა­ნამ ის არ დას­რულ­დე­ბა, დას­კვნებს ვერ გა­მო­ვი­ტანთ", - აცხა­დებს ზაზა შა­თი­რიშ­ვი­ლი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია rferl.org-ის მი­ხედ­ვით.

"რადიო თავისუფლება"- ომიდან 5 წლის შემდეგ, სამხრეთ კავკასია კვლავ რუსეთსა და დასავლეთს შორისაა მოქცეული

 "რადიო თავისუფლება"- ომიდან 5 წლის შემდეგ, სამხრეთ კავკასია კვლავ რუსეთსა და დასავლეთს შორისაა მოქცეული

"ომიდან ხუთი წლის შემდეგ, სამხრეთ კავკასია კვლავ რუსეთსა და დასავლეთს შორისაა მოქცეული", - ამ სათაურით აქვეყნებს "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიურო რობერტ კოლსონის სტატიას.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს აზერბაიჯანში სომხეთის მიერ კონტროლირებად სეპარატისტულ ტერიტორიაზე გაზრდილი ძალადობა იმაზე მიუთითებს, თუ რაოდენ სახიფათოდ რჩება ვითარება არასტაბილურ სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის ხუთი წლის შემდეგაც.

"ხუთდღიანი ომი, რომელიც სამხრეთ ოსეთში - საქართველოს პრორუსულ სეპარატისტულ რეგიონში წარიმართა, საბოლოოდ რუსეთის გამარჯვებით დასრულდა. თუმცა მან ასევე შეარყია მოსკოვის, როგორც რეგიონში უძლეველის როლი ეთნიკური დაძაბულობის მქონე რეგიონში", - წერს რობერტ კოლსონი და საერთაშორისო ურთიერთობების ევროპული საბჭოს უფროსი მკვლევარის, შტეფან მეისტერის კომენტარს ციტირებს, რომელიც აცხადებს, რომ აგვისტოს ომმა სიგნალი გაუგზავნა პოსტ-საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებს, რომ რუსეთს საკუთარი ინტერესების გატარებისთვის ძალის გამოყენება სურს.

მეისტერის თქმით, აგვისტოს ომმა გარკვეულწილად ასევე შეარყია რუსეთის როლი როგორც მოთამაშის, რომელსაც შესაძლოა, მოკავშირეები ჰყავდა რეგიონში.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ აგვისტოს ომიდან ხუთი წლის შემდეგ თბილისი-მოსკოვს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საქართველოს ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემდეგ, თუმცა ურთიერთობები კვლავაც შორისაა დათბობისგან.

"რეალურად, რუსეთ-საქართველოს შორის ომი დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია იყო და ეს ეჭვგარეშეა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს ძალიან სახიფათო ქმედება იყო კავკასიაში, რადგან მან გვიჩვენა, რომ რუსეთი იგივე იმპერიაა - ძალიან აგრესიული ყველა ადამიანისა და რეგიონში მცხოვრები პატარა ერების მიმართ", - ციტირებს სტატიის ავტორი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის ვაფა გულუზადეს კომენტარს.

როგორც რობერტ კოლსონი აღნიშნავს, 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის გამარჯვების მნიშვნელოვანი შედეგი ის არის, რომ მან შეაჩერა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ამბიციები.

"თუმცა, ამავდროულად, კონფლიქტმა გზა გაუხსნა რეგიონში ევროკავშირის ჩართულობას. სწორედ ევროკავშირმა იშუამდგომლა ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებაში, რის შედეგაც 2008 წლის ომი დასრულდა. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის და საქართველოს დანარჩენი ნაწილის ადმინისტრაციული ზოლის გასწვრივ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ კი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მომდევნო წლებშიც", - აღნიშნავს რობერტ კოლსნი და შტეფან მეისტერის კომენტარს ციტირებს, რომელიც აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს და სომხეთის დემოკრატიზაციასა და კანონის უზენაესობის რეფორმაში. მეისტერის თქმით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ასევე გადამწყვეტი როლი იქონია საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წარმატებით გამართვაში.

სტატიის ავტორი ასევე ციტირებს ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის მიმართულებით.

"ჩვენთვის აგვისტოს ომი რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ 25-წლიანი ომის მნიშვნელოვანი ნაწილია. მაგრამ სად მიგვიყვანს საბოლოოდ ეს გზა - ჩვენ არ ვიცით, რადგან ეს ამბავი არ დასრულებულა და სანამ ის არ დასრულდება, დასკვნებს ვერ გამოვიტანთ", - აცხადებს ზაზა შათირიშვილი.

მომზადებულია rferl.org-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა