მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გადაწვა რუსეთმა ბორჯომის ხეობაში ტყის დიდი მასივი
როგორ გადაწვა რუსეთმა ბორჯომის ხეობაში ტყის დიდი მასივი

ვი­საც ბორ­ჯო­მის რა­ი­ონ­ში, ბა­კუ­რი­ა­ნის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე, დაბა წაღ­ვე­რის სი­ახ­ლო­ვეს გა­უვ­ლია, ალ­ბათ ყვე­ლას შე­უ­ნიშ­ნავს გა­დამ­წვა­რი ტყის უზარ­მა­ზა­რი მა­სი­ვი, რო­მე­ლიც იმ ულა­მა­ზეს ბუ­ნე­ბას სა­ო­ცა­რად აუ­ფე­რუ­ლებს. ამას­თან, მის შემ­ხედ­ვა­რეს, გული გე­კუმ­შე­ბა და მა­შინ­ვე გახ­სენ­დე­ბა 2008 წლის აგ­ვის­ტოს რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს სა­ში­ნე­ლი ომი, რო­დე­საც რუ­სებ­მა გორ­სა და მისი სოფ­ლე­ბის და­ბომბვა არ იკ­მა­რეს და ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­საც შე­ე­სივ­ნენ. იქა­უ­რო­ბას სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ზა­რა­ლი მი­ად­გა: უმო­წყა­ლოდ გა­დაწ­ვეს ტყის უზარ­მა­ზა­რი მა­სი­ვი, რომ­ლის აღ­დგე­ნა ამ სა­უ­კუ­ნე­ში მარ­თლაც შე­უძ­ლე­ბე­ლია!

და­ვით ტა­ბა­ტა­ძე, ად­გი­ლობ­რი­ვი მკვიდ­რი:

- 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში პან­სი­ო­ნატ­ში ვმუ­შა­ობ­დი, სა­დაც გო­რის რა­ი­ო­ნი­დან 150 ადა­მი­ა­ნი (დევ­ნი­ლი) გვყავ­და შე­ფა­რე­ბუ­ლი. ოჯახ­შიც და­ახ­ლო­ე­ბით, 30 ადა­მი­ა­ნი მყავ­და გო­რი­დან - ჩემი და მე­უღ­ლის ნა­თე­სა­ვე­ბიც. ცხე­ლი წერ­ტი­ლი­დან გა­მო­ხიზ­ნუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის პან­სი­ო­ნატ­ში ვცდი­ლობ­დით, დახ­მა­რე­ბა აღ­მოგ­ვე­ჩი­ნა, მათ გა­მოკ­ვე­ბა­ში ახალ­ცი­ხე­ლე­ბიც გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, პრო­დუქ­ტე­ბით გვა­მა­რა­გებ­დნენ...

ღამ­ღა­მო­ბით ჩვენს თავ­ზე რუ­სუ­ლი ვერ­ტმფრე­ნე­ბი დაფ­რი­ნავ­დნენ...

ერთ სა­ღა­მო­საც, ჩემ­მა მე­უღ­ლემ შე­ნიშ­ნა, ვერ­ტმფრე­ნი­დან თუ რო­გორ ჩა­მო­აგ­დეს ტყე­ში რა­ღაც, რო­მე­ლიც შემ­დგომ აფეთ­ქდა. წარ­მოქ­მნი­ლი ცე­ცხლი თან­და­თან გაძ­ლი­ერ­და და მთელ მა­სივს მო­ე­დო. მოკ­ლედ, ასე რამ­დენ­ჯერ­მე გა­დაგ­ვიფ­რი­ნა ვერ­ტმფრენ­მა და ჩვენ­გან რამ­დე­ნი­მე მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე ხან­ძა­რი გაძ­ლი­ერ­და... ამ ბო­რო­ტე­ბას რუ­სე­ბი უმე­ტე­სად ღამე სჩა­დი­ოდ­ნენ და ასე გაგ­ვი­ნად­გუ­რეს ტყე!

იმ პე­რი­ოდ­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო ბორ­ჯო­მის რა­ი­ო­ნის სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რი, რომ­ლიც წაღ­ვერ­ში იდგა, მაგ­რამ ვე­რა­ფერს აკე­თებ­და. ან რა უნდა ექ­ნათ, ტყე­ში ფერ­დო­ბებ­ზე სა­ხან­ძრო მან­ქა­ნე­ბი რო­გორ ავი­დოდ­ნენ? იქ ხომ გზა არ არის? ამი­ტომ ცე­ცხლის ჩაქ­რო­ბას სა­ჰა­ე­რო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ცდი­ლობ­დნენ. იმ პე­რი­ოდ­ში სხვა ქვეყ­ნებს ჩვენ­თვის დახ­მა­რე­ბა რომ არ აღ­მო­ე­ჩი­ნა, რუ­სეთ­მა ყვე­ლა სა­ჰა­ე­რო გზა ჩა­კე­ტა, რომ უკ­რა­ი­ნას, ბე­ლო­რუსს ცე­ცხლის ჩა­საქ­რო­ბად ვერ­ტმფრე­ნე­ბი არ შე­მო­ეყ­ვა­ნათ.

მაგ­რამ ყვე­ლა­ზე სამ­წუ­ხა­რო ის არის, რომ ამ საქ­მე­ში, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ჩვე­ნე­ბიც (ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი) მო­ნა­წი­ლე­ობდ­ბენ. თურ­მე მე­ტყე­ვე­ებს ტყე­ში და­სახ­მა­რებ­ლად მიყ­ვე­ბოდ­ნენ და გზა­დაგ­ზა, ფა­რუ­ლად ცე­ცხლს აჩენ­დნენ... ერთხელ მე­ტყვე­ებს სამი კაცი ჩა­მორ­ჩა, რო­მელ­თაც შემ­დეგ სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი აღ­მო­უ­ჩი­ნეს, რი­თიც ცე­ცხლს აჩენ­დნენ, რა­შიც რუ­სე­ბის­გან სა­ზღა­ურს იღებ­დნენ...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად ambebi.ge-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

როგორ გადაწვა რუსეთმა ბორჯომის ხეობაში ტყის დიდი მასივი

როგორ გადაწვა რუსეთმა ბორჯომის ხეობაში ტყის დიდი მასივი

ვისაც ბორჯომის რაიონში, ბაკურიანისკენ მიმავალ გზაზე, დაბა წაღვერის სიახლოვეს გაუვლია, ალბათ ყველას შეუნიშნავს გადამწვარი ტყის უზარმაზარი მასივი, რომელიც იმ ულამაზეს ბუნებას საოცარად აუფერულებს. ამასთან, მის შემხედვარეს, გული გეკუმშება და მაშინვე გახსენდება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს საშინელი ომი, როდესაც რუსებმა გორსა და მისი სოფლების დაბომბვა არ იკმარეს და ბორჯომის ხეობასაც შეესივნენ. იქაურობას საუკუნოვანი ზარალი მიადგა: უმოწყალოდ გადაწვეს ტყის უზარმაზარი მასივი, რომლის აღდგენა ამ საუკუნეში მართლაც შეუძლებელია!

დავით ტაბატაძე, ადგილობრივი მკვიდრი:

- 2008 წლის აგვისტოში პანსიონატში ვმუშაობდი, სადაც გორის რაიონიდან 150 ადამიანი (დევნილი) გვყავდა შეფარებული. ოჯახშიც დაახლოებით, 30 ადამიანი მყავდა გორიდან - ჩემი და მეუღლის ნათესავებიც. ცხელი წერტილიდან გამოხიზნული ადამიანებისთვის პანსიონატში ვცდილობდით, დახმარება აღმოგვეჩინა, მათ გამოკვებაში ახალციხელებიც გვეხმარებოდნენ, პროდუქტებით გვამარაგებდნენ...

ღამღამობით ჩვენს თავზე რუსული ვერტმფრენები დაფრინავდნენ...

ერთ საღამოსაც, ჩემმა მეუღლემ შენიშნა, ვერტმფრენიდან თუ როგორ ჩამოაგდეს ტყეში რაღაც, რომელიც შემდგომ აფეთქდა. წარმოქმნილი ცეცხლი თანდათან გაძლიერდა და მთელ მასივს მოედო. მოკლედ, ასე რამდენჯერმე გადაგვიფრინა ვერტმფრენმა და ჩვენგან რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ხანძარი გაძლიერდა... ამ ბოროტებას რუსები უმეტესად ღამე სჩადიოდნენ და ასე გაგვინადგურეს ტყე!

იმ პერიოდში მობილიზებული იყო ბორჯომის რაიონის სახანძრო სამსახური, რომლიც წაღვერში იდგა, მაგრამ ვერაფერს აკეთებდა. ან რა უნდა ექნათ, ტყეში ფერდობებზე სახანძრო მანქანები როგორ ავიდოდნენ? იქ ხომ გზა არ არის? ამიტომ ცეცხლის ჩაქრობას საჰაერო საშუალებებით ცდილობდნენ. იმ პერიოდში სხვა ქვეყნებს ჩვენთვის დახმარება რომ არ აღმოეჩინა, რუსეთმა ყველა საჰაერო გზა ჩაკეტა, რომ უკრაინას, ბელორუსს ცეცხლის ჩასაქრობად ვერტმფრენები არ შემოეყვანათ.

მაგრამ ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ საქმეში, როგორც ამბობენ, ჩვენებიც (ქვეყნის მოღალატეები) მონაწილეობდბენ. თურმე მეტყევეებს ტყეში დასახმარებლად მიყვებოდნენ და გზადაგზა, ფარულად ცეცხლს აჩენდნენ... ერთხელ მეტყვეებს სამი კაცი ჩამორჩა, რომელთაც შემდეგ სპეციალური მოწყობილობები აღმოუჩინეს, რითიც ცეცხლს აჩენდნენ, რაშიც რუსებისგან საზღაურს იღებდნენ...

ლალი ფაცია

სპეციალურად ambebi.ge-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია