საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასე შემოვიდნენ რაიონში ტანკები ოსური დროშით, რომელიც ისე ჩანდა, რომ ხელში თითქოს ქართველ ქალს ეჭირა"
"ასე შემოვიდნენ რაიონში ტანკები ოსური დროშით, რომელიც ისე ჩანდა, რომ ხელში თითქოს ქართველ ქალს ეჭირა"

დიდი ჩოჩ­ქო­ლი, პა­ნი­კუ­რი შიში, ტან­კე­ბის გა­მუდ­მე­ბუ­ლი ხრი­გი­ნი და... მერე ცხოვ­რე­ბის სრუ­ლი­ად (?) ჩვე­უ­ლი რიტ­მი! - 5 წლის შემ­დეგ აგ­ვის­ტოს ომს ახალ­გორ­ში, სა­დაც 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო იუ­რის­დიქ­ცია აღარ ვრცელ­დე­ბა, დღეს უკვე მწა­რე ღი­მი­ლით იხ­სე­ნე­ბენ. "ახლა ტან­კებ­მა რომ ჩაგ­ვი­ა­როს, სულ არ გაგ­ვიკ­ვირ­დე­ბა, ისე შე­ვეჩ­ვი­ეთ ამ ყვე­ლა­ფერს",- ამ­ბობს "რე­ზო­ნანსთან" სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი ქალ­ბა­ტო­ნი.

ახალ­გორ­ში ომის პა­ნი­კა 8 აგ­ვის­ტო­დან გაჩ­ნდა. ალი­ა­ქო­თი და შეშ­ფო­თე­ბა რო­გორც უფ­რო­სებს, ბავ­შვებ­საც ელ­ვის სის­წრა­ფით მო­ე­დო. თუმ­ცა თავ­და­პირ­ვე­ლად შიშს მო­სახ­ლე­ო­ბას ად­გი­ლობ­რი­ვი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი უქარ­წყლებ­დნენ.

"13 თუ 14 აგ­ვის­ტოს რა­ი­ო­ნის ბირ­ჟა­ზე შე­ვიკ­რი­ბეთ აქა­უ­რე­ბი. გუ­ბერ­ნა­ტო­რი ჩო­ჩე­ლი შეგ­ვხვდა. დაგ­ვამ­შვი­და - მე არ­სად მივ­დი­ვარ და სად გარ­ბი­ხარ­თო. ბო­ლომ­დე თქვენ­თან ვიქ­ნე­ბიო. აი, ვი­საც ძა­ლი­ან გე­ში­ნი­ათ, სახ­ლში წა­მოგ­ყვე­ბით და იქ დავ­რჩე­ბიო. მეც თქვენ­თან ვიქ­ნე­ბიო",-გვიყ­ვე­ბა და­ბის ერთ-ერთი მკვიდ­რი.

თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი­სა­ვე თქმით, ჩო­ჩე­ლი მათ­თან ბო­ლომ­დე არ დარ­ჩე­ნი­ლა.

"ჩო­ჩელ­მა 7-დან 15 აგ­ვის­ტომ­დე ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად, სა­კუ­თა­რი პი­რუ­ტყვი, ქო­ნე­ბა, სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი - ყვე­ლა­ფე­რი გა­იყ­ვა­ნა. როცა უკვე რუ­სუ­ლი თუ ოსუ­რი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა და თვი­თონ ოსე­ბი ფიჭვნარ­ში (ყვე­ლა­ზე ახლო სო­ფე­ლი ახალ­გო­რის რა­ი­ო­ნულ ცენ­ტრთან) იყ­ვნენ შე­მო­სუ­ლე­ბი, სა­დღა იყო ჩო­ჩე­ლი?! პირ­და­პირ გზი­დან რომ ვერ წა­ვი­დო­და ეგ და მისი ამა­ლა (გზა მთლი­ა­ნად ოსებს ეჭი­რათ), ალე­ვის სა­მე­ბი­დან გა­ი­პარ­ნენ",- ამას ახალ­გო­რე­ლი მო­ხუ­ცი მა­მა­კა­ცი გვი­ამ­ბობს. მას დღემ­დე ახალ­გო­რი არ და­უ­ტო­ვე­ბია და ამ­ბოს, რომ სიკ­ვდი­ლამ­დე აქ აპი­რებს ცხოვ­რე­ბას.

ახალ­გო­რის რა­ი­ო­ნულ ცენ­ტრში ოსე­ბი ყან­ჩა­ვე­თის გზით შე­მო­ვიდ­ნენ.

"ტან­კე­ბი მო­დი­ოდ­ნენ გრუ­ხუნ-გრუ­ხუ­ნით. შემ­ზა­რა­ვი იყო ეს სა­ნა­ხა­ო­ბა. ახლა რომ ვიხ­სე­ნებ, ისევ სტრე­სულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვბრუნ­დე­ბი, თუმ­ცა ში­შის გრძნო­ბა დაგ­ვე­კარ­გა უკვე.

"სო­ფელ ყან­ჩა­ვეთ­ში გზად ერ­თმა ტან­კის­ტმა აქა­უ­რი ბებო და­ი­ნა­ხა, მტვერ­ში მი­ა­ბი­ჯებ­და. გა­დას­ძა­ხა: ცოდო ხარ, ფე­ხით რომ მი­დი­ხარ რა­ი­ონ­ში. ამო, ჩვენ ჩა­გიყ­ვან­თო. ხელი შე­აშ­ვე­ლეს და მარ­თლა აიყ­ვა­ნეს ტანკზე. მო­ხუ­ცი ქალი პირ­და­პირ ტან­კის შე­მაღ­ლე­ბულ ად­გი­ლას აბო­ბღდა თუ მათ აიყ­ვა­ნეს, არ ვი­ცით. ბე­ბომ კი ინერ­ცი­ით ტანკზე აფ­რი­ა­ლე­ბუ­ლი დრო­შის ტარს ჩას­ჭი­და ხელი. ასე შე­მო­ვიდ­ნენ რა­ი­ონ­ში ტან­კე­ბი ოსუ­რი დრო­შით, რო­მე­ლიც ისე ჩან­და, რომ ხელ­ში თით­ქოს ქარ­თველ ქალს ეჭი­რა",-ცრემ­ლებს ვერ იკა­ვებს ქალ­ბა­ტო­ნი ამის თხრო­ბი­სას და აქ წყვეტს სა­უ­ბარს. თან გვიხ­სნის, რომ მე­ტის ლა­პა­რა­კი ამ თე­მა­ზე არ შე­უძ­ლია.

ვიდ­რე ოსე­ბი და რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი შე­მო­ვი­დოდ­ნენ ახალ­გორ­ში, ქარ­თუ­ლი პო­ლი­ცია 16 აგ­ვის­ტომ­დე მხნედ იდგა.

"შე­მო­სუ­ლი იყო ქარ­თუ­ლი სპეც­რაზ­მი და სულ ავ­ტო­მატ­მო­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი და­დი­ოდ­ნენ. გვამ­შვი­დებ­დნენ და თა­ვი­დან ჩვენც ვმშვიდ­დე­ბო­დით. მერე ერ­თმა პო­ლი­ცი­ელ­მა თუ სპეც­რაზ­მელ­მა (ჩა­მო­სუ­ლი იყო, არა­ად­გი­ლობ­რი­ვი) ჩვე­ნი "პადვ­ლე­ბი" და­ათ­ვა­ლი­ე­რა და გვი­თხრა- ეს რა კარ­გი სა­მა­ლა­ვე­ბი გქო­ნი­ათ, თუ რა­მეა, აქ და­ი­მა­ლე­თო. ამან ცოტა შეგ­ვა­ში­ნა და მივ­ხვდით, ესე­ნი აქ აღარ დარ­ჩე­ბოდ­ნენ დიდ­ხანს და ასეც მოხ­და",- იხ­სე­ნებს ად­გი­ლობ­რი­ვი.

16-მდე, ვიდ­რე ოსე­ბი შე­მო­ვი­დოდ­ნენ რა­ი­ო­ნულ ცენ­ტრში, პირ­ველ­მა ახალ­გო­რი მთა­ვა­რი გზით "სას­წრა­ფომ" და­ტო­ვა. მას მიჰ­ყვნენ სხვა­დას­ხვა შე­მოვ­ლი­თი გზით სხვა­დას­ხვა ად­გი­ლობ­რი­ვი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი. ყვე­ლა მა­ღა­ზია და­კე­ტი­ლი იყო. მო­სა­ვა­ლი რაც ჰქონ­დათ აღე­ბუ­ლი და ზამ­თრის­თვის გა­და­ნა­ხუ­ლი, იმით გაჰ­ქონ­დათ თავი.

15-ში მო­სახ­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც ფაქ­ტობ­რი­ვად უპატ­რო­ნოდ იყო დარ­ჩე­ნი­ლი, ტყე­ში გა­ი­ხიზ­ნა. ტან­კე­ბი რომ გა­მოჩ­ნდნენ, რა­ი­ო­ნი სრუ­ლი­ად ცა­რი­ე­ლი დახ­ვდათ. ტან­კებს ის ოსე­ბი მო­უ­ძღოდ­ნენ, რომ­ლებ­საც 90-იან წლე­ბის ეთ­ნო­კონ­ფლიქ­ტი­სას ახალ­გორ­ში სა­კუ­თა­რი სახ­ლის და­ტო­ვე­ბა და ვლა­დი­კავ­კაზ­ში წას­ვლა მო­უ­წი­ათ.

"ესე­ნი იმი­ტომ მო­უ­ძღოდ­ნენ, რომ მა­ინც გვიც­ნობ­დნენ აქა­უ­რებს და რომ და­ვემ­შვი­დე­ბი­ნეთ - არა­ვის არა­ფე­რი და­გი­შავ­დე­ბა­თო. სხვა­თა შო­რის, მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა ის, რომ არც ერთ ქარ­თველს, პო­ლი­ცი­ელ­საც კი, ხელი არ ახ­ლეს და 3 დაჭ­რი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლიც კი გა­უშ­ვეს",- გვი­ამ­ბობს ახალ­გო­რე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი.

მი­სი­ვე მო­ნა­თხრო­ბით, ტყე­ში გა­ხიზ­ნუ­ლებს ოსი სამ­ხედ­რო­ე­ბი დურ­ბინ­დით უყუ­რებ­დნენ.

"მაგ ტყე­ში რომ სხე­დან და კვერ­ცხე­ბის ჭა­მით იბე­რე­ბი­ან, ჩა­მო­ვიდ­ნენ და იცოვ­რონ ადა­მი­ა­ნუ­რად. თუ ბომ­ბი ჩა­მო­ვარ­დე­ბა, ტყეს არ და­ე­ცე­მა?!",-სი­ცი­ლით კი­თხუ­ლობ­დნენ ისი­ნი.

16 აგ­ვის­ტოს ოსე­ბი მთელ რა­ი­ონს მო­ედვ­ნენ. ყვე­ლა სტრა­ტე­გი­უ­ლი პუნ­ქტი კი რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა და­ი­კა­ვეს, ამას­თან ერ­თად, დე ფაქ­ტო სა­ზღვარ­თან გან­ლაგ­დნენ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბი­დან ქარ­თუ­ლი დრო­შა ჩა­მოგ­ლი­ჯეს და ყველ­გან ოსუ­რი ააფ­რი­ა­ლეს.

მო­სახ­ლე­ო­ბამ ნელ-ნელა ტყი­დან ჩა­მოს­ვლა და სახ­ლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბა და­ი­წყო. მა­შინ, როცა თბი­ლი­სი­დან ახალ­გო­რამ­დე გზად 40 წუთი საკ­მა­რი­სი იყო, ახლა ეს გზა ერ­თი­ო­რად სამი ბლოკ-პოს­ტის (ქარ­თუ­ლი,რუ­სუ­ლი და ოსუ­რი) გამო გა­ი­ზარ­და. ყვე­ლა მგზავ­რის­თვის სა­თი­თა­ოდ სა­მი­ვე ბლოკ-პოსტზე და­რე­გის­ტრი­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ჯერ ქარ­თუ­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბის რუ­სუ­ლი "პე­რე­ვო­დე­ბი", შემ­დეგ - ფორ­მა9, მერე - ოსუ­რი პას­პორ­ტი - საგ­ზაო და კი­დევ სხვა­დას­ხვა შიდა წე­სე­ბის ცვლი­ლე­ბებ­ში გა­დის დღე­ე­ბი, თვე­ბი და წლე­ბი. ის ახალ­გო­რე­ლე­ბი, ვი­საც ომის შემ­დეგ სა­კუ­თა­რი სახლ-კარი არ მი­უ­ტო­ვე­ბი­ათ და დღემ­დე ახალ­გორ­ში ცხოვ­რო­ბენ, კე­რის მი­ტო­ვე­ბას არც ახლა აპი­რე­ბენ.

მარი ოთა­რაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

"ასე შემოვიდნენ რაიონში ტანკები ოსური დროშით, რომელიც ისე ჩანდა, რომ ხელში თითქოს ქართველ ქალს ეჭირა"

"ასე შემოვიდნენ რაიონში ტანკები ოსური დროშით, რომელიც ისე ჩანდა, რომ ხელში თითქოს ქართველ ქალს ეჭირა"

დიდი ჩოჩქოლი, პანიკური შიში, ტანკების გამუდმებული ხრიგინი და... მერე ცხოვრების სრულიად (?) ჩვეული რიტმი! - 5 წლის შემდეგ აგვისტოს ომს ახალგორში, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქართული სახელმწიფო იურისდიქცია აღარ ვრცელდება, დღეს უკვე მწარე ღიმილით იხსენებენ. "ახლა ტანკებმა რომ ჩაგვიაროს, სულ არ გაგვიკვირდება, ისე შევეჩვიეთ ამ ყველაფერს",- ამბობს "რეზონანსთან" საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი ქალბატონი.

ახალგორში ომის პანიკა 8 აგვისტოდან გაჩნდა. ალიაქოთი და შეშფოთება როგორც უფროსებს, ბავშვებსაც ელვის სისწრაფით მოედო. თუმცა თავდაპირველად შიშს მოსახლეობას ადგილობრივი ჩინოვნიკები უქარწყლებდნენ.

"13 თუ 14 აგვისტოს რაიონის ბირჟაზე შევიკრიბეთ აქაურები. გუბერნატორი ჩოჩელი შეგვხვდა. დაგვამშვიდა - მე არსად მივდივარ და სად გარბიხართო. ბოლომდე თქვენთან ვიქნებიო. აი, ვისაც ძალიან გეშინიათ, სახლში წამოგყვებით და იქ დავრჩებიო. მეც თქვენთან ვიქნებიო",-გვიყვება დაბის ერთ-ერთი მკვიდრი.

თუმცა ადგილობრივებისავე თქმით, ჩოჩელი მათთან ბოლომდე არ დარჩენილა.

"ჩოჩელმა 7-დან 15 აგვისტომდე ოჯახის წევრებთან ერთად, საკუთარი პირუტყვი, ქონება, სამშენებლო მასალები - ყველაფერი გაიყვანა. როცა უკვე რუსული თუ ოსური სამხედრო ტექნიკა და თვითონ ოსები ფიჭვნარში (ყველაზე ახლო სოფელი ახალგორის რაიონულ ცენტრთან) იყვნენ შემოსულები, სადღა იყო ჩოჩელი?! პირდაპირ გზიდან რომ ვერ წავიდოდა ეგ და მისი ამალა (გზა მთლიანად ოსებს ეჭირათ), ალევის სამებიდან გაიპარნენ",- ამას ახალგორელი მოხუცი მამაკაცი გვიამბობს. მას დღემდე ახალგორი არ დაუტოვებია და ამბოს, რომ სიკვდილამდე აქ აპირებს ცხოვრებას.

ახალგორის რაიონულ ცენტრში ოსები ყანჩავეთის გზით შემოვიდნენ.

"ტანკები მოდიოდნენ გრუხუნ-გრუხუნით. შემზარავი იყო ეს სანახაობა. ახლა რომ ვიხსენებ, ისევ სტრესულ მდგომარეობაში ვბრუნდები, თუმცა შიშის გრძნობა დაგვეკარგა უკვე.

"სოფელ ყანჩავეთში გზად ერთმა ტანკისტმა აქაური ბებო დაინახა, მტვერში მიაბიჯებდა. გადასძახა: ცოდო ხარ, ფეხით რომ მიდიხარ რაიონში. ამო, ჩვენ ჩაგიყვანთო. ხელი შეაშველეს და მართლა აიყვანეს ტანკზე. მოხუცი ქალი პირდაპირ ტანკის შემაღლებულ ადგილას აბობღდა თუ მათ აიყვანეს, არ ვიცით. ბებომ კი ინერციით ტანკზე აფრიალებული დროშის ტარს ჩასჭიდა ხელი. ასე შემოვიდნენ რაიონში ტანკები ოსური დროშით, რომელიც ისე ჩანდა, რომ ხელში თითქოს ქართველ ქალს ეჭირა",-ცრემლებს ვერ იკავებს ქალბატონი ამის თხრობისას და აქ წყვეტს საუბარს. თან გვიხსნის, რომ მეტის ლაპარაკი ამ თემაზე არ შეუძლია.

ვიდრე ოსები და რუსი სამხედროები შემოვიდოდნენ ახალგორში, ქართული პოლიცია 16 აგვისტომდე მხნედ იდგა.

"შემოსული იყო ქართული სპეცრაზმი და სულ ავტომატმომარჯვებულები დადიოდნენ. გვამშვიდებდნენ და თავიდან ჩვენც ვმშვიდდებოდით. მერე ერთმა პოლიციელმა თუ სპეცრაზმელმა (ჩამოსული იყო, არაადგილობრივი) ჩვენი "პადვლები" დაათვალიერა და გვითხრა- ეს რა კარგი სამალავები გქონიათ, თუ რამეა, აქ დაიმალეთო. ამან ცოტა შეგვაშინა და მივხვდით, ესენი აქ აღარ დარჩებოდნენ დიდხანს და ასეც მოხდა",- იხსენებს ადგილობრივი.

16-მდე, ვიდრე ოსები შემოვიდოდნენ რაიონულ ცენტრში, პირველმა ახალგორი მთავარი გზით "სასწრაფომ" დატოვა. მას მიჰყვნენ სხვადასხვა შემოვლითი გზით სხვადასხვა ადგილობრივი ჩინოვნიკები. ყველა მაღაზია დაკეტილი იყო. მოსავალი რაც ჰქონდათ აღებული და ზამთრისთვის გადანახული, იმით გაჰქონდათ თავი.

15-ში მოსახლეობა, რომელიც ფაქტობრივად უპატრონოდ იყო დარჩენილი, ტყეში გაიხიზნა. ტანკები რომ გამოჩნდნენ, რაიონი სრულიად ცარიელი დახვდათ. ტანკებს ის ოსები მოუძღოდნენ, რომლებსაც 90-იან წლების ეთნოკონფლიქტისას ახალგორში საკუთარი სახლის დატოვება და ვლადიკავკაზში წასვლა მოუწიათ.

"ესენი იმიტომ მოუძღოდნენ, რომ მაინც გვიცნობდნენ აქაურებს და რომ დავემშვიდებინეთ - არავის არაფერი დაგიშავდებათო. სხვათა შორის, მათი დამსახურებაა ის, რომ არც ერთ ქართველს, პოლიციელსაც კი, ხელი არ ახლეს და 3 დაჭრილი პოლიციელიც კი გაუშვეს",- გვიამბობს ახალგორელი ქალბატონი.

მისივე მონათხრობით, ტყეში გახიზნულებს ოსი სამხედროები დურბინდით უყურებდნენ.

"მაგ ტყეში რომ სხედან და კვერცხების ჭამით იბერებიან, ჩამოვიდნენ და იცოვრონ ადამიანურად. თუ ბომბი ჩამოვარდება, ტყეს არ დაეცემა?!",-სიცილით კითხულობდნენ ისინი.

16 აგვისტოს ოსები მთელ რაიონს მოედვნენ. ყველა სტრატეგიული პუნქტი კი რუსმა სამხედროებმა დაიკავეს, ამასთან ერთად, დე ფაქტო საზღვართან განლაგდნენ. ადმინისტრაციული შენობიდან ქართული დროშა ჩამოგლიჯეს და ყველგან ოსური ააფრიალეს.

მოსახლეობამ ნელ-ნელა ტყიდან ჩამოსვლა და სახლებში დაბრუნება დაიწყო. მაშინ, როცა თბილისიდან ახალგორამდე გზად 40 წუთი საკმარისი იყო, ახლა ეს გზა ერთიორად სამი ბლოკ-პოსტის (ქართული,რუსული და ოსური) გამო გაიზარდა. ყველა მგზავრისთვის სათითაოდ სამივე ბლოკ-პოსტზე დარეგისტრირება აუცილებელია. ჯერ ქართული პირადობის მოწმობების რუსული "პერევოდები", შემდეგ - ფორმა9, მერე - ოსური პასპორტი - საგზაო და კიდევ სხვადასხვა შიდა წესების ცვლილებებში გადის დღეები, თვები და წლები. ის ახალგორელები, ვისაც ომის შემდეგ საკუთარი სახლ-კარი არ მიუტოვებიათ და დღემდე ახალგორში ცხოვრობენ, კერის მიტოვებას არც ახლა აპირებენ.

მარი ოთარაშვილი

გაზეთი "რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია