პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის საპატრიარქომ აფხაზებს ავტოკეფალიის საკითხის განხილვაზე უარი უთხრა
რუსეთის საპატრიარქომ აფხაზებს ავტოკეფალიის საკითხის განხილვაზე უარი უთხრა

"რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია პა­ტივს სცემს თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სუ­ფალ მრწამსს, ისე­ვე რო­გორც აფხა­ზი ხალ­ხის რე­ლი­გი­ურ ტრა­დი­ცი­ებს. თუმ­ცა, მისი აღმსა­რებ­ლო­ბი­თი ნორ­მე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ვა გან­ვი­ხი­ლოთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და ეკ­ლე­სი­ის შიდა პრობ­ლე­მე­ბი მათ­თან ერ­თად, ვინც ეკ­ლე­სი­ის მიღ­მა დგას და არ იზი­ა­რებს ქრის­ტი­ა­ნულ შე­ხე­დუ­ლე­ბებს", - ასე პა­სუ­ხობს რუ­სე­თის სა­პატ­რი­არ­ქოს სი­ნო­დის სა­ინ­ფორ­მა­ციო გან­ყო­ფი­ლე­ბა აფხა­ზე­თის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტთან არ­სე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბის ცენ­ტრის 13 წარ­მო­მად­გენ­ლის მოს­კო­ვი­სა და სრუ­ლი­ად რუ­სე­თის პატ­რი­არქ კი­რი­ლი­სად­მი წე­რილს. ამ წე­რი­ლის ხელ­მომ­წე­რე­ბი შეშ­ფო­თე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ იმის გამო, რომ ე.წ. აფხა­ზე­თის ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის სა­კი­თხი ჯერ კი­დევ გა­ურ­კვე­ვე­ლია.

წე­რილ­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მორ­წმუ­ნე აფხა­ზებს წე­რი­ლის ავ­ტო­რე­ბის­თვის არ და­უ­ვა­ლე­ბი­ათ მსგავ­სი ში­ნა­არ­სის წე­რი­ლით მი­ე­მარ­თათ რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღო­ლის­თვის, ხოლო წე­რი­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა ვიდ­რე ის ად­რე­სატს გა­და­ე­ცე­მა, უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბის ჟეს­ტია.

"რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქი თა­ნაგ­რძნო­ბით ეკი­დე­ბა აფხა­ზურ ეკ­ლე­სი­ა­ში არ­სე­ბულ სიძ­ნე­ლე­ებს და ცდი­ლობს მის ნორ­მა­ლი­ზე­ბას წმინ­და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის კა­ნო­ნი­კურ ფარ­გლებ­ში. წე­რი­ლის ავ­ტორ­თა სტა­ტუ­სი და კომ­პე­ტენ­ცია სა­თა­ნა­დო სა­ფუძ­ველს არ აძ­ლევთ მათ მიერ და­ყე­ნე­ბუ­ლი სა­კი­თხი მოს­კო­ვი­სა და სრუ­ლი­ად რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქთან გა­ნი­ხი­ლონ", - ნათ­ქვა­მია კო­მენ­ტარ­ში.

"ისღა დაგ­ვრჩე­ნია, გი­სურ­ვოთ, რომ სა­მო­მავ­ლოდ აფხა­ზე­თის სა­ეკ­ლე­სიო სა­კი­თხე­ბის გა­დაჭ­რის გზე­ბი არ გახ­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­ჟი­რე­ბის სა­კი­თხი და წა­რი­მარ­თოს მორ­წმუ­ნე­თა შო­რის ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა", - ნათ­ქვა­მია სი­ნო­დის სა­ინ­ფორ­მა­ციო გან­ყო­ფი­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

რუსეთის საპატრიარქომ აფხაზებს ავტოკეფალიის საკითხის განხილვაზე უარი უთხრა

რუსეთის საპატრიარქომ აფხაზებს ავტოკეფალიის საკითხის განხილვაზე უარი უთხრა

"რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია პატივს სცემს თითოეული ადამიანის თავისუფალ მრწამსს, ისევე როგორც აფხაზი ხალხის რელიგიურ ტრადიციებს. თუმცა, მისი აღმსარებლობითი ნორმები საშუალებას არ იძლევა განვიხილოთ ორგანიზაციის და ეკლესიის შიდა პრობლემები მათთან ერთად, ვინც ეკლესიის მიღმა დგას და არ იზიარებს ქრისტიანულ შეხედულებებს", - ასე პასუხობს რუსეთის საპატრიარქოს სინოდის საინფორმაციო განყოფილება აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული კვლევების ცენტრის 13 წარმომადგენლის მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილისადმი წერილს. ამ წერილის ხელმომწერები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ მორწმუნე აფხაზებს წერილის ავტორებისთვის არ დაუვალებიათ მსგავსი შინაარსის წერილით მიემართათ რუსეთის ეკლესიის წინამძღოლისთვის, ხოლო წერილის გამოქვეყნება ვიდრე ის ადრესატს გადაეცემა, უპატივცემულობის ჟესტია.

"რუსეთის პატრიარქი თანაგრძნობით ეკიდება აფხაზურ ეკლესიაში არსებულ სიძნელეებს და ცდილობს მის ნორმალიზებას წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ფარგლებში. წერილის ავტორთა სტატუსი და კომპეტენცია სათანადო საფუძველს არ აძლევთ მათ მიერ დაყენებული საკითხი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან განიხილონ", - ნათქვამია კომენტარში.

"ისღა დაგვრჩენია, გისურვოთ, რომ სამომავლოდ აფხაზეთის საეკლესიო საკითხების გადაჭრის გზები არ გახდეს პოლიტიკური ანგაჟირების საკითხი და წარიმართოს მორწმუნეთა შორის ურთიერთგაგება", - ნათქვამია სინოდის საინფორმაციო განყოფილების განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?