მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სის­ხლი­ა­ნი ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რი - "ა­მით მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა ბიზ­ნე­სი ააწყ­ვეს"
სის­ხლი­ა­ნი ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რი - "ა­მით მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა ბიზ­ნე­სი ააწყ­ვეს"

ცხო­ვე­ლე­ბის, მამ­ლე­ბი­სა თუ ძაღ­ლე­ბის ჩხუ­ბი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში აკ­რძა­ლუ­ლია. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც სა­ქარ­თვე­ლო­ა, თუმ­ცა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ისე რო­გორც მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ სა­ხელ­მწი­ფო­ში, "აკ­რძა­ლულ­მა ხილ­მა" ია­ტაკ­ქვე­შეთ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. სის­ხლი­ა­ნი ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რე­ბის ეპი­ცენ­ტრი ძი­რი­თა­დად თბი­ლი­სია - ზოგს სპორ­ტუ­ლი ჟი­ნი აქვს, ზოგს აზარ­ტი, ზოგს კი ფუ­ლის შოვ­ნის სურ­ვი­ლი. "ყვე­ლა სი­ახ­ლემ" ამ ია­ტაკ­ქვე­შა ბიზ­ნეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბი გა­არ­კვი­ა.

ლე­ვან ტა­ტიშ­ვი­ლი, თბი­ლი­სის ზღვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რე­ბი: "აქ ძაღ­ლებს - მეცხ­ვა­რე ნა­გა­ზებს ხში­რად აჩხ­უ­ბე­ბენ, არის ერ­თი ალი­ა­ქო­თი და გნი­ა­სი, ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­ა­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ. ჩხუ­ბის შემ­დეგ მი­წა­ზე სის­ხლის კვა­ლი, ცხო­ვე­ლე­ბის ნაფ­ლე­თე­ბი რჩე­ბა, ამ ყვე­ლა­ფერს კი ბავ­შვე­ბი უყუ­რე­ბენ. მა­ყუ­რე­ბე­ლი სხვა­დას­ხვა ასა­კის, ძი­რი­თა­დად, არაფ­ხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. არ გვინ­და, ჩვენს სი­ახ­ლო­ვეს ასეთ რამ ხდე­ბო­დეს"...

"ყვე­ლა სი­ახ­ლემ" იმ ადა­მი­ან­საც მი­აკ­ვლი­ა, რო­მელ­საც "ძაღ­ლე­ბის ჩხუბ­ში", რომ იტყვი­ან, ჭი­პი აქვს მოჭ­რი­ლი. მან თავ­და­პირ­ვე­ლად ჩვენ­თან სა­უბ­რის­გან თა­ვის შე­ი­კა­ვა, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც ანო­ნი­მუ­რო­ბის დაც­ვის გა­რან­ტია მი­ი­ღო, მცი­რე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა:­ "არ ვი­ცი, აკ­რძა­ლუ­ლია თუ არა ძაღ­ლე­ბის ჩხუ­ბი, მაგ­რამ ჩვენ კა­ნონ­თან პრობ­ლე­მა არა­სო­დეს შეგ­ვქმნი­ა. არის რამ­დე­ნი­მე წე­სი - მხა­რე­ე­ბი თან­ხმდე­ბი­ან, უნ­და იყოს თუ არა ბრძო­ლა სიკ­ვდი­ლამ­დე. რო­გორც წე­სი, ეს იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა ხოლ­მე. გარ­და ამი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ძაღ­ლის წო­ნას. ორი­ვე ძაღ­ლი და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი წო­ნის უნ­და იყოს და ამი­ტომ ჩხუ­ბამ­დე მათ წო­ნი­ან ხოლ­მე. გვყავს რე­ფე­რიც. ჩხუბს პატ­რო­ნე­ბი აკ­ვირ­დე­ბი­ან და რო­დე­საც ერ­თ-ერ­თი მხა­რე ჩხუ­ბის შეწყ­ვე­ტას მო­ითხ­ოვს, მე­ო­რე მხა­რე ცხად­დე­ბა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად. რა თქმა უნ­და, ფსო­ნე­ბი იდე­ბა და საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლიც".

ამ სის­ხლი­ან ტო­ტა­ლი­ზა­ტორს პირ­ველ რიგ­ში, ცხო­ველ­თა დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­­ბუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ემ­ტე­რე­ბი­ან. ერ­თ-ერ­თი მა­თ­გა­ნია ცხო­ველ­თა დაც­ვი­სა და გა­დარ­ჩე­ნის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ერ­თ-ერ­თი ხელ­მძღვა­ნე­ლი თე­ი­მუ­რაზ წი­ქო­რი­ძე:

- ამ "შე­ჯიბ­რე­ბის" აზარ­ტულ თა­მა­შებ­თან პირ­და­პი­რი გა­ი­გი­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გან ის ცოცხ­ა­ლი არ­სე­ბის სი­ცოცხ­ლეს უქ­მნის საფ­რთხეს. ცხო­ველ­თა ჩხუბს კა­ნო­ნი კრძა­ლავს, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 259-ე მუხ­ლით ცხო­ვე­ლი­სად­მი სას­ტი­კი მოპყ­რო­ბა, რა­მაც მი­სი და­ღუპ­ვა ან და­სა­ხიჩ­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ა, ასე­ვე ცხო­ვე­ლის წვა­ლე­ბა, ჯა­რი­მით ან ერთ წლამ­დე გა­მას­წო­რე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­თი ის­ჯე­ბა. ეს არც სპორ­ტუ­ლი სა­ნა­ხა­ო­ბა­ა, რო­გორც ზო­გი­ერ­თი ამ­ტკი­ცებს, საქ­მე გვაქვს ცხო­ვე­ლე­ბი­სად­მი სას­ტიკ მოპყ­რო­ბას­თან, ამი­ტომ ასე­თი შე­ჯიბ­რე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბით. ჩვენ­თან ხში­რად მოჰ­ყავთ და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი, დაგ­ლე­ჯი­ლი ძაღ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც პატ­რო­ნებ­მა აჩხ­უ­ბეს, რის შემ­დე­გაც ისი­ნი და­ა­ვად­დნენ, მე­რე კი ქუ­ჩა­ში გა­მო­ყა­რეს.

- ძაღ­ლე­ბის ორ­თაბ­რძო­ლის მომ­ხრე­ე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ამ გზით სა­უ­კე­თე­სო­ებს ავ­ლე­ნენ და აჯ­ვა­რე­ბენ, ჯიშს აუმ­ჯო­ბე­სე­ბენ...

- უნ­და და­ვა­კონ­კრე­ტოთ, რა ჯი­შის ძაღ­ლებ­ზეა ლა­პა­რა­კი. ­არ­სე­ბობს კავ­კა­სი­უ­რი ნა­გა­ზე­ბი, ასე­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რად საჩხ­უბ­რად გა­მოყ­ვა­ნი­ლი ძაღ­ლე­ბი. ასე­თი "არ­გუ­მენ­ტი" და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ფსი­ქი­კის გა­მოვ­ლი­ნე­ბა­ა. ძაღ­ლე­ბი არ უნ­და აჩხ­უ­ბო, რაც შე­ე­ხე­ბა კავ­კა­სი­ურ ნა­გაზს, სუ­ლაც არ არის სა­ჭი­რო, რომ ქა­ლაქ­ში შე­მო­იყ­ვა­ნო, თბი­ლი­სის ზღვა­ზე თუ ლოტ­კინ­ზე ხე­ზე მი­ა­ბა და წე­ლი­წად­ში ხუთ­ჯერ აჩხ­უ­ბო. ნა­გა­ზი, რო­მე­ლიც მთა­ში იბა­დე­ბა, წი­ნაპ­რე­ბის­გან ისე­დაც კარ­გად სწავ­ლობს ჩხუბს, მას­ში გე­ნე­ტი­კუ­რი კო­დია და იცის, რო­გორ და­იც­ვას ცხვა­რი მგლი­სა­გან. ასე­თი ორ­თაბ­რძო­ლე­ბი ავად­მყო­ფუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ა, ვი­თომ "სპორ­ტუ­ლი" ჟი­ნი, თან, რა თქმა უნ­და, ბიზ­ნე­სი, რომ რა­კი ძაღ­ლმა "შე­ჯიბ­რე­ბა" მო­ი­გო, ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი და შე­სა­ბა­მი­სად, ძვი­რადღ­ი­რე­ბუ­ლი­ა, ხდე­ბა მა­ღა­ლი ფსო­ნე­ბის და­დე­ბაც. თუნ­დაც ისე­თი ჯი­შის ძაღ­ლე­ბი, რო­გო­რიც პიტ­ბუ­ლი­ა, სა­ქარ­თვე­ლო­ში იმი­ტომ ჰყავთ, რომ აჩხ­უ­ბონ. ამას მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე ძაღ­ლე­ბის ტრავ­მი­რე­ბა, სიკ­ვდი­ლი, წა­გე­ბუ­ლე­ბის ქუ­ჩა­ში უპატ­რო­ნოდ გა­მოყ­რა. ასე­თი შე­ჯიბ­რე­ბე­ბით ბევ­რმა აა­წყო ბიზ­ნე­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში, მათ შო­რის, მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა...

- ხში­რად ტარ­დე­ბა თბი­ლი­სის ზღვა­ზე თუ სხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ასე­თი "შე­ჯიბ­რე­ბე­ბი"?

- ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობთ, მათ გა­მარ­თვას ხე­ლი შე­ვუ­შა­ლოთ. ჩავ­შა­ლეთ თბი­ლი­სის ზღვა­ზე და­გეგ­მი­ლი ერ­თ-ერ­თი ასე­თი შე­ჯიბ­რე­ბა, სა­დაც 3000-მდე ადა­მი­ა­ნი იყო შეკ­რე­ბი­ლი. კა­ნო­ნით, ისი­ნი პო­ლი­ცი­ას მკაც­რად უნ­და გა­ეფ­რთხი­ლე­ბი­ნა, რომ ამ­გვარ "შე­ჯიბ­რე­ბას" აღარ ჩა­ა­ტა­რებ­დნენ, მაგ­რამ... დაშ­ლის შემ­დეგ, 3-4 სა­ათ­ში, მათ სხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ი­ნაც­ვლეს და იქ გა­მარ­თეს აკ­რძა­ლუ­ლი სა­ნა­ხა­ო­ბა. ამა წლის მარ­ტში კი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მოცხ­ად­და, რომ "შე­ჯიბ­რე­ბა" კა­ხეთ­ში უნ­და გა­მარ­თუ­ლი­ყო. და­ვად­გი­ნეთ მი­სი გა­მარ­თვის კონ­კრე­ტუ­ლი ად­გი­ლი - სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი პა­ტა­რა ჩა­ი­ლუ­რი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რა­დაც მივ­მარ­თეთ, რომ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ზო­მე­ბი მი­ე­ღო, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე დღის წინ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვენ­თან მო­ვიდ­ნენ მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად, რომ მო­მა­ვა­ლი "შე­ჯიბ­რე­ბის" ჩა­ტა­რე­ბა­ში ხე­ლი არ შეგ­ვე­შა­ლა, გვითხ­რეს ისიც, რომ კა­ხეთ­ში უპ­რობ­ლე­მოდ გა­მარ­თეს ძაღ­ლე­ბის ჩხუ­ბი, არა­და, ცხო­ვე­ლე­ბი­სად­მი სას­ტიკ მოპყ­რო­ბას კა­ნო­ნი კრძა­ლავს. ჩვე­ნი აზ­რით, ეს კა­ნო­ნი უფ­რო უნ­და გამ­კაც­რდეს, რო­გორც არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში­ა, ამ მხრივ ვე­ლო­სი­პე­დის გა­მო­გო­ნე­ბა სა­ჭი­რო არ არის.

- რო­გორც ვი­ცი, ძაღ­ლე­ბის ჩხუბ­თან ერ­თად, პო­პუ­ლა­რუ­ლია მამ­ლე­ბის ჩხუ­ბიც. ისიც სა­ინ­ტე­რე­სო­ა, და­ახ­ლო­ე­ბით რა რა­ო­დე­ნო­ბის ფსო­ნე­ბი იდე­ბა.

- ძაღ­ლე­ბის ჩხუ­ბი­სას და­დე­ბუ­ლი ფსო­ნე­ბი 2-3 ათას დო­ლარს აღ­წევს; რაც შე­ე­ხე­ბა მამ­ლე­ბის ჩხუბს, ვი­ცით, რომ ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ონ­ში, "ნა­ხა­ლოვ­კა­ში" ამ ბიზ­ნეს­ში ჩარ­თულ რამ­დე­ნი­მე ოჯახს სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მოჰ­ყავთ მებ­რძო­ლი მამ­ლე­ბი და აჩხ­უ­ბე­ბენ.

ცნო­ბი­სათ­ვის:

ა­მე­რი­კუ­ლი პიტ­ბულ­ტე­რი­ე­რის ჯი­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად არა­ლე­გა­ლუ­რი აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის­თვის გა­მო­იყ­ვა­ნეს. არამ­დგრა­დი ფსი­ქი­კის გა­მო, მი­სი ყო­ლა აკ­რძა­ლუ­ლია ევ­რო­კავ­ში­რის მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში, აშ­შ-ში კი, პიტ­ბულ­ტე­რი­ე­რე­ბის გამ­რავ­ლე­ბა მკაც­რად კონ­ტროლ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ჯიშ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი აკ­რძალ­ვე­ბი არ მოქ­მე­დებს და ის საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლია.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

სის­ხლი­ა­ნი ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რი - "ა­მით მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა ბიზ­ნე­სი ააწყ­ვეს"

სის­ხლი­ა­ნი ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რი - "ა­მით მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა ბიზ­ნე­სი ააწყ­ვეს"

ცხო­ვე­ლე­ბის, მამ­ლე­ბი­სა თუ ძაღ­ლე­ბის ჩხუ­ბი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში აკ­რძა­ლუ­ლია. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც სა­ქარ­თვე­ლო­ა, თუმ­ცა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ისე რო­გორც მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ სა­ხელ­მწი­ფო­ში, "აკ­რძა­ლულ­მა ხილ­მა" ია­ტაკ­ქვე­შეთ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. სის­ხლი­ა­ნი ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რე­ბის ეპი­ცენ­ტრი ძი­რი­თა­დად თბი­ლი­სია - ზოგს სპორ­ტუ­ლი ჟი­ნი აქვს, ზოგს აზარ­ტი, ზოგს კი ფუ­ლის შოვ­ნის სურ­ვი­ლი. "ყვე­ლა სი­ახ­ლემ" ამ ია­ტაკ­ქვე­შა ბიზ­ნეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბი გა­არ­კვი­ა.

ლე­ვან ტა­ტიშ­ვი­ლი, თბი­ლი­სის ზღვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რე­ბი: "აქ ძაღ­ლებს - მეცხ­ვა­რე ნა­გა­ზებს ხში­რად აჩხ­უ­ბე­ბენ, არის ერ­თი ალი­ა­ქო­თი და გნი­ა­სი, ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­ა­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ. ჩხუ­ბის შემ­დეგ მი­წა­ზე სის­ხლის კვა­ლი, ცხო­ვე­ლების ნაფ­ლე­თე­ბი რჩე­ბა, ამ ყვე­ლა­ფერს კი ბავ­შვე­ბი უყუ­რე­ბენ. მა­ყუ­რე­ბე­ლი სხვა­დას­ხვა ასა­კის, ძი­რი­თა­დად, არაფ­ხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. არ გვინ­და, ჩვენს სი­ახ­ლო­ვეს ასეთ რამ ხდე­ბო­დეს"...

"ყვე­ლა სი­ახ­ლემ" იმ ადა­მი­ან­საც მი­აკ­ვლი­ა, რო­მელ­საც "ძაღ­ლე­ბის ჩხუბ­ში", რომ იტყვიან, ჭი­პი აქვს მოჭ­რი­ლი. მან თავ­და­პირ­ვე­ლად ჩვენ­თან სა­უბ­რის­გან თა­ვის შე­ი­კა­ვა, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც ანო­ნი­მუ­რო­ბის დაც­ვის გა­რან­ტია მი­ი­ღო, მცი­რე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა:­ "არ ვი­ცი, აკ­რძა­ლუ­ლია თუ არა ძაღ­ლე­ბის ჩხუ­ბი, მაგ­რამ ჩვენ კა­ნონ­თან პრობ­ლე­მა არა­სო­დეს შეგ­ვქმნი­ა. არის რამ­დე­ნი­მე წე­სი - მხა­რე­ე­ბი თან­ხმდე­ბი­ან, უნ­და იყოს თუ არა ბრძო­ლა სიკ­ვდი­ლამ­დე. რო­გორც წე­სი, ეს იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა ხოლ­მე. გარ­და ამი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ძაღ­ლის წო­ნას. ორი­ვე ძაღ­ლი და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი წო­ნის უნ­და იყოს და ამი­ტომ ჩხუ­ბამ­დე მათ წო­ნი­ან ხოლ­მე. გვყავს რე­ფე­რიც. ჩხუბს პატ­რო­ნე­ბი აკ­ვირ­დე­ბი­ან და რო­დე­საც ერ­თ-ერ­თი მხა­რე ჩხუ­ბის შეწყ­ვე­ტას მო­ითხ­ოვს, მე­ო­რე მხა­რე ცხად­დე­ბა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად. რა თქმა უნ­და, ფსო­ნე­ბი იდე­ბა და საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლიც".

ამ სის­ხლი­ან ტო­ტა­ლი­ზა­ტორს პირ­ველ რიგ­ში, ცხო­ველ­თა დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­­ბუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ემ­ტე­რე­ბი­ან. ერ­თ-ერ­თი მა­თ­გა­ნია ცხო­ველ­თა დაც­ვი­სა და გა­დარ­ჩე­ნის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ერ­თ-ერ­თი ხელ­მძღვა­ნე­ლი თე­ი­მუ­რაზ წი­ქო­რი­ძე:

- ამ "შე­ჯიბ­რე­ბის" აზარ­ტულ თა­მა­შებ­თან პირ­და­პი­რი გა­ი­გი­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გან ის ცოცხ­ა­ლი არ­სე­ბის სი­ცოცხ­ლეს უქ­მნის საფ­რთხეს. ცხო­ველ­თა ჩხუბს კა­ნო­ნი კრძა­ლავს, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 259-ე მუხ­ლით ცხო­ვე­ლი­სად­მი სას­ტი­კი მოპყ­რო­ბა, რა­მაც მი­სი და­ღუპ­ვა ან და­სა­ხიჩ­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ა, ასე­ვე ცხო­ვე­ლის წვა­ლე­ბა, ჯა­რი­მით ან ერთ წლამ­დე გა­მას­წო­რე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­თი ის­ჯე­ბა. ეს არც სპორ­ტუ­ლი სა­ნა­ხა­ო­ბა­ა, რო­გორც ზო­გი­ერ­თი ამ­ტკი­ცებს, საქ­მე გვაქვს ცხო­ვე­ლე­ბი­სად­მი სას­ტიკ მოპყ­რო­ბას­თან, ამი­ტომ ასე­თი შე­ჯიბ­რე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბით. ჩვენ­თან ხში­რად მოჰ­ყავთ და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი, დაგ­ლე­ჯი­ლი ძაღ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც პატ­რო­ნებ­მა აჩხ­უ­ბეს, რის შემ­დე­გაც ისი­ნი და­ა­ვად­დნენ, მე­რე კი ქუ­ჩა­ში გა­მო­ყა­რეს.

- ძაღ­ლე­ბის ორ­თაბ­რძო­ლის მომ­ხრე­ე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ამ გზით სა­უ­კე­თე­სო­ებს ავ­ლე­ნენ და აჯ­ვა­რე­ბენ, ჯიშს აუმ­ჯო­ბე­სე­ბენ...

- უნ­და და­ვა­კონ­კრე­ტოთ, რა ჯი­შის ძაღ­ლებ­ზეა ლა­პა­რა­კი. ­არ­სე­ბობს კავ­კა­სი­უ­რი ნა­გა­ზე­ბი, ასე­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რად საჩხ­უბ­რად გა­მოყ­ვა­ნი­ლი ძაღ­ლე­ბი. ასე­თი "არ­გუ­მენ­ტი" და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ფსი­ქი­კის გა­მოვ­ლი­ნე­ბა­ა. ძაღ­ლე­ბი არ უნ­და აჩხ­უ­ბო, რაც შე­ე­ხე­ბა კავ­კა­სი­ურ ნა­გაზს, სუ­ლაც არ არის სა­ჭი­რო, რომ ქა­ლაქ­ში შე­მო­იყ­ვა­ნო, თბი­ლი­სის ზღვა­ზე თუ ლოტ­კინ­ზე ხე­ზე მი­ა­ბა და წე­ლი­წად­ში ხუთ­ჯერ აჩხ­უ­ბო. ნა­გა­ზი, რო­მე­ლიც მთა­ში იბა­დე­ბა, წი­ნაპ­რე­ბის­გან ისე­დაც კარ­გად სწავ­ლობს ჩხუბს, მას­ში გე­ნე­ტი­კუ­რი კო­დია და იცის, რო­გორ და­იც­ვას ცხვა­რი მგლი­სა­გან. ასე­თი ორ­თაბ­რძო­ლე­ბი ავად­მყო­ფუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ა, ვი­თომ "სპორ­ტუ­ლი" ჟი­ნი, თან, რა თქმა უნ­და, ბიზ­ნე­სი, რომ რა­კი ძაღ­ლმა "შე­ჯიბ­რე­ბა" მო­ი­გო, ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი და შე­სა­ბა­მი­სად, ძვი­რადღ­ი­რე­ბუ­ლი­ა, ხდე­ბა მა­ღა­ლი ფსო­ნე­ბის და­დე­ბაც. თუნ­დაც ისე­თი ჯი­შის ძაღ­ლე­ბი, რო­გო­რიც პიტ­ბუ­ლი­ა, სა­ქარ­თვე­ლო­ში იმი­ტომ ჰყავთ, რომ აჩხ­უ­ბონ. ამას მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე ძაღ­ლე­ბის ტრავ­მი­რე­ბა, სიკ­ვდი­ლი, წა­გე­ბუ­ლე­ბის ქუ­ჩა­ში უპატ­რო­ნოდ გა­მოყ­რა. ასე­თი შე­ჯიბ­რე­ბე­ბით ბევ­რმა ააწყო ბიზ­ნე­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში, მათ შო­რის, მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა...

- ხში­რად ტარ­დე­ბა თბი­ლი­სის ზღვა­ზე თუ სხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ასე­თი "შე­ჯიბ­რე­ბე­ბი"?

- ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობთ, მათ გა­მარ­თვას ხე­ლი შე­ვუ­შა­ლოთ. ჩავ­შა­ლეთ თბი­ლი­სის ზღვა­ზე და­გეგ­მი­ლი ერ­თ-ერ­თი ასე­თი შე­ჯიბ­რე­ბა, სა­დაც 3000-მდე ადა­მი­ა­ნი იყო შეკ­რე­ბი­ლი. კა­ნო­ნით, ისი­ნი პო­ლი­ცი­ას მკაც­რად უნ­და გა­ეფ­რთხი­ლე­ბი­ნა, რომ ამ­გვარ "შე­ჯიბ­რე­ბას" აღარ ჩა­ა­ტა­რებ­დნენ, მაგ­რამ... დაშ­ლის შემ­დეგ, 3-4 სა­ათ­ში, მათ სხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ი­ნაც­ვლეს და იქ გა­მარ­თეს აკ­რძა­ლუ­ლი სა­ნა­ხა­ო­ბა. ამა წლის მარ­ტში კი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მოცხ­ად­და, რომ "შე­ჯიბ­რე­ბა" კა­ხეთ­ში უნ­და გა­მარ­თუ­ლი­ყო. და­ვად­გი­ნეთ მი­სი გა­მარ­თვის კონ­კრე­ტუ­ლი ად­გი­ლი - სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი პა­ტა­რა ჩა­ი­ლუ­რი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რა­დაც მივ­მარ­თეთ, რომ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ზო­მე­ბი მი­ე­ღო, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე დღის წინ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვენ­თან მო­ვიდ­ნენ მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად, რომ მო­მა­ვა­ლი "შე­ჯიბ­რე­ბის" ჩა­ტა­რე­ბა­ში ხე­ლი არ შეგ­ვე­შა­ლა, გვითხ­რეს ისიც, რომ კა­ხეთ­ში უპ­რობ­ლე­მოდ გა­მარ­თეს ძაღ­ლე­ბის ჩხუ­ბი, არა­და, ცხო­ვე­ლე­ბი­სად­მი სას­ტიკ მოპყ­რო­ბას კა­ნო­ნი კრძა­ლავს. ჩვე­ნი აზ­რით, ეს კა­ნო­ნი უფ­რო უნ­და გამ­კაც­რდეს, რო­გორც არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში­ა, ამ მხრივ ვე­ლო­სი­პე­დის გა­მო­გო­ნე­ბა სა­ჭი­რო არ არის.

- რო­გორც ვი­ცი, ძაღ­ლე­ბის ჩხუბ­თან ერ­თად, პო­პუ­ლა­რუ­ლია მამ­ლე­ბის ჩხუ­ბიც. ისიც სა­ინ­ტე­რე­სო­ა, და­ახ­ლო­ე­ბით რა რა­ო­დე­ნო­ბის ფსო­ნე­ბი იდე­ბა.

- ძაღ­ლე­ბის ჩხუ­ბი­სას და­დე­ბუ­ლი ფსო­ნე­ბი 2-3 ათას დო­ლარს აღ­წევს; რაც შე­ე­ხე­ბა მამ­ლე­ბის ჩხუბს, ვი­ცით, რომ ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ონ­ში, "ნა­ხა­ლოვ­კა­ში" ამ ბიზ­ნეს­ში ჩარ­თულ რამ­დე­ნი­მე ოჯახს სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მოჰ­ყავთ მებ­რძო­ლი მამ­ლე­ბი და აჩხ­უ­ბე­ბენ.

ცნობისათვის:

ა­მე­რი­კუ­ლი პიტ­ბულ­ტე­რი­ე­რის ჯი­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად არა­ლე­გა­ლუ­რი აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის­თვის გა­მო­იყ­ვა­ნეს. არამ­დგრა­დი ფსი­ქი­კის გა­მო, მი­სი ყო­ლა აკ­რძა­ლუ­ლია ევ­რო­კავ­ში­რის მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში, აშ­შ-ში კი, პიტ­ბულ­ტე­რი­ე­რე­ბის გამ­რავ­ლე­ბა მკაც­რად კონ­ტროლ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ჯიშ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი აკ­რძალ­ვე­ბი არ მოქ­მე­დებს და ის საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლია.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ