მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რო­გორ აპი­რებ­დნენ თბი­ლი­სის დაც­ვას 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში
რო­გორ აპი­რებ­დნენ თბი­ლი­სის დაც­ვას 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში

2008 წლის ავ­ბე­დი­თი აგ­ვის­ტო­დან უკ­ვე ხუ­თი წე­ლი­წა­დი გა­ვი­და, თუმ­ცა უამ­რა­ვი კითხ­ვა კვლა­ვაც პა­სუხ­გა­უ­ცე­მე­ლი­ა. თუმ­ცა ერ­თი რამ უტყ­უ­ა­რი­ა, რუ­სე­თი ის აგ­რე­სო­რი­ა, რო­მე­ლიც სხვა ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­იჭ­რა და დღემ­დე ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ის ოცი პრო­ცენ­ტი. თუ იმ­ჟა­მინ­დელ ვი­თა­რე­ბას გა­ვიხ­სე­ნებთ, ამ გა­და­სა­ხე­დი­დან გა­ცი­ლე­ბით ცხა­დად ჩანს ის შე­უ­სა­ბა­მო და ზოგ­ჯერ ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რა­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის­გან ვის­მენ­დით. ალ­ბათ ძნე­ლად და­ა­ვიწყ­დე­ბა ვინ­მეს პარ­ლა­მენ­ტის იმ­ჟა­მინ­დე­ლი თავ­მჯდო­მა­რის და­ვით ბაქ­რა­ძის მო­წო­დე­ბა და­ნა-­ჩან­გლით ბრძო­ლის­კენ, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ეკა ზღუ­ლა­ძის ნათ­ქვა­მი, რომ თურ­მე სა­ში­ში არა­ფე­რი იყო, რად­გან თბი­ლი­სის­კენ გე­ზა­ღე­ბულ­მა ტან­კებ­მა სო­ფელ ორ­ჭო­სა­ნის­კენ გა­და­უხ­ვი­ეს, ან უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს იმ­ჟა­მინ­დე­ლი მდივ­ნის კა­ხა ლო­მა­ი­ას სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ნათ­ქვა­მი - თბი­ლი­სი საფ­რთხის წი­ნა­შეა და ახ­ლა ვცდი­ლობთ ის უცხო ქვეყ­ნის ლი­დე­რე­ბი და­ვაბ­რუ­ნოთ უკან, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვე­სო. სწო­რედ ამის მე­რე იხუმ­რა სიმ­წრით ცხო­ნე­ბულ­მა ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძემ: - რა იცით, ამა­ღამ ვინ გვი­თე­ნებ­სო? მოკ­ლედ, მას მე­რე, რაც რუ­სულ­მა სა­ჯა­რი­სო ნა­წი­ლებ­მა და­ტო­ვეს ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თი და ქვეყ­ნის და­ნარ­ჩენ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­იწყ­ეს გა­და­ად­გი­ლე­ბა, დე­და­ქა­ლა­ქი მუდ­მი­ვად იყო საფ­რთხის წი­ნა­შე. და­ვინ­ტე­რეს­დით, არ­სე­ბობ­და თუ არა თბი­ლი­სის დაც­ვის გეგ­მა და თუ არ­სე­ბობ­და, რო­გორ აპი­რებ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს იმ­ჟა­მინ­დე­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან ვე­რა­ვის და­ვუ­კავ­შირ­დით, ერ­თა­დერ­თი, ვინც ჩვენს კითხ­ვას მოკ­ლედ, მაგ­რამ მა­ინც უპა­სუ­ხა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი შო­თა უტი­აშ­ვი­ლი­ა, რომ­ლიც, ალ­ბათ გე­მახ­სოვ­რე­ბათ, კარ­გა ხანს ცდი­ლობ­და, მო­სახ­ლე­ო­ბა ჩვე­ნი ჯა­რის წარ­მა­ტე­ბა­ში და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა.

- დე­და­ქა­ლა­ქის დაც­ვის გეგ­მა, რა თქმა უნ­და, არ­სე­ბობ­და, თუმ­ცა რას და რო­გორ მო­ი­ცავ­და, ამის თა­ო­ბა­ზე თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებს უნ­და ჰკითხ­ოთ, თუ დარ­ჩა ძვე­ლი კად­რე­ბი­დან ვინ­მე კი­დევ.

რა­ში მდგო­მა­რე­ობს ამ­გვა­რი გეგ­მის არ­სი, ამის გა­სარ­კვე­ვად გე­ნე­რალ­თა კლუ­ბის პრე­ზი­დენტს, თა­და­რი­გის გე­ნე­რალ­-მა­ი­ორ კო­ბა კო­ბა­ლა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით:

- გეგ­მა შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი არა­ვინ იყო. 2008 წელს გა­მოჩ­ნდა პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის სრუ­ლი უუ­ნა­რო­ბა. თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა სრუ­ლი­ად მო­შ­ლი­ლი იყო. დე­და­ქა­ლაქ­ში თავს იყ­რი­და გა­მოქ­ცე­უ­ლი და სრუ­ლი­ად დაქ­საქ­სუ­ლი ჯა­რი. გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლე­ბი ცდი­ლობ­დნენ თბი­ლი­სის მი­სად­გო­მებ­თან პო­ზი­ცი­ე­ბის და­კა­ვე­ბას. მახ­სოვს, ორ­გან მი­ვე­დი და ვუთხ­ა­რი კი­დეც, რომ არას­წო­რად იყო შერ­ჩე­უ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი. საქ­მე ის არის, რომ ქა­ლა­ქის დაც­ვის გეგ­მა არ ით­ვა­ლის­წი­ნებს მხო­ლოდ ქა­ლა­ქის შე­მო­სას­ვლელ­თან თო­ფი­ა­ნი კა­ცე­ბის დად­გო­მას, ქა­ლა­ქის გეგ­მა არის უბ­ნე­ბი­სა და რა­ი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით სამ­ხედ­რო­თა თუ სა­მო­ბი­ლი­ზა­ციო რე­ზერ­ვის სქე­მა­ტუ­რი გან­ლა­გე­ბა, სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტე­ბის დაც­ვა, მო­სახ­ლე­ო­ბის მომ­ზა­დე­ბა და ევა­კუ­ა­ცი­ის გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა. მოკ­ლედ, ეს უზარ­მა­ზა­რი სა­მუ­შა­ო­ა. არა მგო­ნი­ა, ვინ­მეს ახ­სოვ­დეს, 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში მსგავ­სი რამ თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი­ყო. ერ­თა­დერ­თი, რაც ვი­ცი, სამ­ხედ­რო ნა­წი­ლებ­მა მი­ი­ღეს ცენ­ტრა­ლუ­რი ობი­ექ­ტე­ბის დაც­ვის ბრძა­ნე­ბა, მათ შო­რის საპ­რე­ზი­დენ­ტო რე­ზი­დენ­ცი­ი­საც, თუმ­ცა ეს სრუ­ლი­ად უსარ­გებ­ლო რამ იყო, რად­გან ხი­ფა­თის დროს რო­გორც დრო­შა და დო­კუ­მენ­ტა­ცია გა­გაქვს უსაფ­რთხო ად­გი­ლას, ასე­ვე პრე­ზი­დენ­ტი და მმარ­თვე­ლო­ბა უნ­და გა­და­ვი­დეს შე­და­რე­ბით უსაფ­რთხო, სა­ვე­ლე პი­რო­ბებ­ში.

ექ­სპერ­ტი მა­მუ­კა არე­ში­ძე:

მაქვს ნა­წი­ლობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ა, თუ რა ხდე­ბო­და უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­სა თუ პრე­ზი­დენ­ტთან გა­მარ­თულ ბო­ლო სხდო­მა­ზე. იქ მოხ­და მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი, ამ სხდო­მა­ზე ერ­თ-ერ­თი ბრი­გა­დის მე­თა­ურ­მა ჰკი­თხა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს, - რა ვქნათ, რო­გორ მო­ვიქ­ცე­თო? მან კი უპა­სუ­ხა: მე რას მე­კითხ­ე­ბი, შტა­ბის უფ­როსს ჰკითხ­ე­ო. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ კე­ზე­რაშ­ვი­ლი ცდი­ლობ­და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გაჰ­ქცე­ო­და, იმა­ვეს აკე­თებ­და იმ­ჟა­მინ­დე­ლი შტა­ბის უფ­რო­სი გო­გა­ვაც.

ანა გი­ორ­გა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

რო­გორ აპი­რებ­დნენ თბი­ლი­სის დაც­ვას 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში

რო­გორ აპი­რებ­დნენ თბი­ლი­სის დაც­ვას 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში

2008 წლის ავ­ბე­დი­თი აგ­ვის­ტო­დან უკ­ვე ხუ­თი წე­ლი­წა­დი გა­ვი­და, თუმ­ცა უამ­რა­ვი კითხ­ვა კვლა­ვაც პა­სუხ­გა­უ­ცე­მე­ლი­ა. თუმ­ცა ერ­თი რამ უტყ­უ­ა­რი­ა, რუ­სე­თი ის აგ­რე­სო­რი­ა, რო­მე­ლიც სხვა ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­იჭ­რა და დღემ­დე ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ის ოცი პრო­ცენ­ტი. თუ იმ­ჟა­მინ­დელ ვი­თა­რე­ბას გა­ვიხ­სე­ნებთ, ამ გა­და­სა­ხე­დი­დან გა­ცი­ლე­ბით ცხა­დად ჩანს ის შე­უ­სა­ბა­მო და ზოგ­ჯერ ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რა­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის­გან ვის­მენ­დით. ალ­ბათ ძნე­ლად და­ა­ვიწყ­დე­ბა ვინ­მეს პარ­ლა­მენ­ტის იმ­ჟა­მინ­დე­ლი თავ­მჯდო­მა­რის და­ვით ბაქ­რა­ძის მო­წო­დე­ბა და­ნა-­ჩან­გლით ბრძო­ლის­კენ, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრ ეკა ზღუ­ლა­ძის ნათ­ქვა­მი, რომ თურ­მე სა­ში­ში არა­ფე­რი იყო, რად­გან თბი­ლი­სის­კენ გე­ზა­ღე­ბულ­მა ტან­კებ­მა სო­ფელ ორ­ჭო­სა­ნის­კენ გა­და­უხ­ვი­ეს, ან უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს იმ­ჟა­მინ­დე­ლი მდივ­ნის კა­ხა ლო­მა­ი­ას სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ნათ­ქვა­მი - თბი­ლი­სი საფ­რთხის წი­ნა­შეა და ახ­ლა ვცდი­ლობთ ის უცხო ქვეყ­ნის ლი­დე­რე­ბი და­ვაბ­რუ­ნოთ უკან, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვე­სო. სწო­რედ ამის მე­რე იხუმ­რა სიმ­წრით ცხო­ნე­ბულ­მა ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძემ: - რა იცით, ამა­ღამ ვინ გვი­თე­ნებ­სო? მოკ­ლედ, მას მე­რე, რაც რუ­სულ­მა სა­ჯა­რი­სო ნა­წი­ლებ­მა და­ტო­ვეს ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თი და ქვეყ­ნის და­ნარ­ჩენ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­იწყ­ეს გა­და­ად­გი­ლე­ბა, დე­და­ქა­ლა­ქი მუდ­მი­ვად იყო საფ­რთხის წი­ნა­შე. და­ვინ­ტე­რეს­დით, არ­სე­ბობ­და თუ არა თბი­ლი­სის დაც­ვის გეგ­მა და თუ არ­სე­ბობ­და, რო­გორ აპი­რებ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს იმ­ჟა­მინ­დე­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან ვე­რა­ვის და­ვუ­კავ­შირ­დით, ერ­თა­დერ­თი, ვინც ჩვენს კითხ­ვას მოკ­ლედ, მაგ­რამ მა­ინც უპა­სუ­ხა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი შო­თა უტი­აშ­ვი­ლი­ა, რომ­ლიც, ალ­ბათ გე­მახ­სოვ­რე­ბათ, კარ­გა ხანს ცდი­ლობ­და, მო­სახ­ლე­ო­ბა ჩვე­ნი ჯა­რის წარ­მა­ტე­ბა­ში და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა.

- დე­და­ქა­ლა­ქის დაც­ვის გეგ­მა, რა თქმა უნ­და, არ­სე­ბობ­და, თუმ­ცა რას და რო­გორ მო­ი­ცავ­და, ამის თა­ო­ბა­ზე თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებს უნ­და ჰკითხ­ოთ, თუ დარ­ჩა ძვე­ლი კად­რე­ბი­დან ვინ­მე კი­დევ.

რა­ში მდგო­მა­რე­ობს ამ­გვა­რი გეგ­მის არ­სი, ამის გა­სარ­კვე­ვად გე­ნე­რალ­თა კლუ­ბის პრე­ზი­დენტს, თა­და­რი­გის გე­ნე­რალ­-მა­ი­ორ კო­ბა კო­ბა­ლა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით:

- გეგ­მა შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი არა­ვინ იყო. 2008 წელს გა­მოჩ­ნდა პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის სრუ­ლი უუ­ნა­რო­ბა. თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა სრუ­ლი­ად მო­შ­ლი­ლი იყო. დე­და­ქა­ლაქ­ში თავს იყ­რი­და გა­მოქ­ცე­უ­ლი და სრუ­ლი­ად დაქ­საქ­სუ­ლი ჯა­რი. გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლე­ბი ცდი­ლობ­დნენ თბი­ლი­სის მი­სად­გო­მებ­თან პო­ზი­ცი­ე­ბის და­კა­ვე­ბას. მახ­სოვს, ორ­გან მი­ვე­დი და ვუთხ­ა­რი კი­დეც, რომ არას­წო­რად იყო შერ­ჩე­უ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი. საქ­მე ის არის, რომ ქა­ლა­ქის დაც­ვის გეგ­მა არ ით­ვა­ლის­წი­ნებს მხო­ლოდ ქა­ლა­ქის შე­მო­სას­ვლელ­თან თო­ფი­ა­ნი კა­ცე­ბის დად­გო­მას, ქა­ლა­ქის გეგ­მა არის უბ­ნე­ბი­სა და რა­ი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით სამ­ხედ­რო­თა თუ სა­მო­ბი­ლი­ზა­ციო რე­ზერ­ვის სქე­მა­ტუ­რი გან­ლა­გე­ბა, სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტე­ბის დაც­ვა, მო­სახ­ლე­ო­ბის მომ­ზა­დე­ბა და ევა­კუ­ა­ცი­ის გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა. მოკ­ლედ, ეს უზარ­მა­ზა­რი სა­მუ­შა­ო­ა. არა მგო­ნი­ა, ვინ­მეს ახ­სოვ­დეს, 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში მსგავ­სი რამ თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი­ყო. ერ­თა­დერ­თი, რაც ვი­ცი, სამ­ხედ­რო ნა­წი­ლებ­მა მი­ი­ღეს ცენ­ტრა­ლუ­რი ობი­ექ­ტე­ბის დაც­ვის ბრძა­ნე­ბა, მათ შო­რის საპ­რე­ზი­დენ­ტო რე­ზი­დენ­ცი­ი­საც, თუმ­ცა ეს სრუ­ლი­ად უსარ­გებ­ლო რამ იყო, რად­გან ხი­ფა­თის დროს რო­გორც დრო­შა და დო­კუ­მენ­ტა­ცია გა­გაქვს უსაფ­რთხო ად­გი­ლას, ასე­ვე პრე­ზი­დენ­ტი და მმარ­თვე­ლო­ბა უნ­და გა­და­ვი­დეს შე­და­რე­ბით უსაფ­რთხო, სა­ვე­ლე პი­რო­ბებ­ში.

ექ­სპერ­ტი მა­მუ­კა არე­ში­ძე:

მაქვს ნა­წი­ლობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ა, თუ რა ხდე­ბო­და უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­სა თუ პრე­ზი­დენ­ტთან გა­მარ­თულ ბო­ლო სხდო­მა­ზე. იქ მოხ­და მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი, ამ სხდო­მა­ზე ერ­თ-ერ­თი ბრი­გა­დის მე­თა­ურ­მა ჰკითხა თავ­დაც­ვის მი­ნისტრ და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს, - რა ვქნათ, რო­გორ მო­ვიქ­ცე­თო? მან კი უპა­სუ­ხა: მე რას მე­კითხ­ე­ბი, შტა­ბის უფ­როსს ჰკითხ­ე­ო. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ კე­ზე­რაშ­ვი­ლი ცდი­ლობ­და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გაჰ­ქცე­ო­და, იმა­ვეს აკე­თებ­და იმ­ჟა­მინ­დე­ლი შტა­ბის უფ­რო­სი გო­გა­ვაც.

ანა გიორგაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?