პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგი ხოშტარია: "ზვიად გამსახურდიას ყველაზე დიდი შეცდომა მანანა იყო"
გოგი ხოშტარია: "ზვიად გამსახურდიას ყველაზე დიდი შეცდომა მანანა იყო"

ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს გი­ორ­გი ხოშ­ტა­რია სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გახ­ლდათ. ერთი გუნ­დის წევ­რე­ბის გზა პრე­ზი­დენ­ტის ბუნ­კერ­ში ჩას­ვლამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე გა­ი­ყა­რა. მერე ზვი­ა­დის­ტე­ბის მი­ტინგზე ხში­რად და­დი­ო­და. შე­ე­ცა­და ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის დახ­მა­რე­ბას, მაგ­რამ ვერ შეძ­ლო. დღეს იმ წლებს კოშ­მა­რუ­ლად იხ­სე­ნებს და ფიქ­რობს, რომ შეც­დო­მა ყვე­ლამ და­უშ­ვა, ვი­საც რამე მო­ე­თხო­ვე­ბო­და.

რო­გორ იშო­ვა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დიდ­მა ფი­ლანტროპ­მა ფული

- ფო­ტო­ზე ბა­ბუ­ა­ჩე­მის ძმა აკა­კი ხოშ­ტა­რი­აა. ერთ დროს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი პი­როვ­ნე­ბა იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლამ­დე ყვე­ლა­ზე დიდი ფი­ლანტრო­პი გახ­ლდათ. ორ­მოც­და­ა­თი კაცი სწავ­ლობ­და მის ხარ­ჯზე გერ­მა­ნი­ა­ში. ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს მა­ინც ეხ­მა­რე­ბო­და. შიმ­ში­ლო­ბა რომ იყო, პური შე­მოჰ­ქონ­და.

- რო­გორ იშო­ვა აკა­კი ხოშ­ტა­რი­ამ ამ­დე­ნი ფული?

- მეგ­რე­ლი აზ­ნა­უ­რიშ­ვი­ლი იყო და ბა­ბუ­ა­ჩემ­თან ერ­თად უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა რუ­სეთ­ში მი­ი­ღო. ერთი პე­რი­ო­დი ოდე­სა­ში ბა­ღის დე­კო­რა­ტო­რად მუ­შა­ობ­და. მერე კო­მერ­ცი­ას მიჰ­ყო ხელი და პირ­ვე­ლად მან ჩა­ი­ტა­ნა ფო­თი­დან თურ­ქეთ­ში ნავ­თო­ბი. რამ­დე­ნი­მე ბან­კის მფლო­ბე­ლი გახ­ლდათ, ირან­ში დიდი გავ­ლე­ნა ჰქონ­და. სა­მა­მუ­ლო ომის დროს მახ­სოვს, ბა­ბუ­ა­ჩემ­მა ხა­ლი­ჩა გა­ყი­და და მხო­ლოდ ამის წყა­ლო­ბით შიმ­ში­ლით არ მოვ­კვდით. ხა­ლი­ჩა კი ირა­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა აჩუ­ქა აკა­კი ხოშ­ტა­რი­ას. რო­დე­საც 1914 წელს სა­რა­ჯიშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, აკა­კი ხოშ­ტა­რია აზერ­ბა­ი­ჯან­ში, ქა­ლაქ ეზელ­ში იყო. სა­რა­ჯიშ­ვი­ლის ცო­ლისძმამ, ფო­რა­ქიშ­ვილ­მა, მის­წე­რა წე­რი­ლი. სო­ლო­ლაკ­ში ყვე­ლა­ზე კარ­გი სახ­ლია, არ გვინ­და, სხვებს ჩა­უ­ვარ­დეთ ხელ­ში და ხომ არ იყი­დი­თო. აკა­კი ხოშ­ტა­რი­ამ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან მოს­წე­რა, რაც უნდა ღირ­დეს, აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ყი­დიო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სტა­ლინს უთხრა, მინ­და, ჩემი სა­ხე­ლით ეს სახ­ლი ქარ­თველ ხე­ლო­ვან ხალ­ხს გა­დავ­ცეო. თვი­თონ ამ სახ­ლში რა­ღაც პე­რი­ო­დი ცხოვ­რობ­და. დი­ზა­ი­ნე­რო­ბის ნიჭი ჰქონ­და და თა­ვი­სი ხე­ლით მო­ა­წყო. შვი­ლი, ისე­ვე რო­გორც სა­რა­ჯიშ­ვილს, არც მას ჰყავ­და. შვი­ლო­ბი­ლი აიყ­ვა­ნა, რო­მე­ლიც პა­რიზ­ში მი­ხე­ილ ბაგ­რა­ტი­ონ­ზე გა­თხოვ­და. დე­და­ჩე­მის ბა­ბუ­აც ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო. ეფ­რემ მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი გე­ნე­რა­ლი გახ­ლდათ. ფოტო გე­ნერ­ლო­ბამ­დე აქვს გა­და­ღე­ბუ­ლი. თურ­ქეთ­თან ომობ­და რუ­სეთ-თურ­ქე­თის ომში. რუ­სულ წიგ­ნებ­ში ახ­სე­ნე­ბენ, რო­გორც ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო პოლ­კის უფ­როსს.

- მომ­დევ­ნო ფო­ტო­ზე, რო­გორც მი­თხა­რით, დე­დათ­ქვე­ნია. დე­დას რა პრო­ფე­სია აქვს?

- გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია 50 ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ქა­ლის სია და ამ სი­ა­ში დე­და­ჩე­მი, თი­ნა­თინ ვირ­სა­ლა­ძე­ცაა. დე­დას შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მხატ­ვრებ­ზე აქვს ნა­მუ­შე­ვა­რი. გან­სა­კუთ­რე­ბით ბევ­რს ბი­ზან­ტი­უ­რი კედ­ლის მხატ­ვრო­ბა­ზე წერ­და. დე­და­ზე ამ­ბო­ბენ, დიდი მეც­ნი­ე­რი იყოო. მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და მხატ­ვრო­ბის­კენ თუ რამე მიდ­რე­კი­ლე­ბა მაქვს, მის­გან და მისი ძმის­გან, სო­ლი­კო ვირ­სა­ლა­ძის­გან. ბი­ძა­ჩე­მი თე­ატ­რის მხატ­ვა­რი იყო. "ოტე­ლო" გა­ა­ფორ­მა ჭა­ბუ­კი­ან­თან ერ­თად.

- მამა რას საქ­მი­ა­ნობ­და?

- მამა, მე­თო­დე ხოშ­ტა­რია, საგ­ზაო ინ­ჟი­ნე­რი იყო. სამ­თავ­რო­ბო გზე­ბი გაჰ­ყავ­და. გაგ­რა­სა და სო­ხუმ­ში მუ­შა­ობ­და ძი­რი­თა­დად. 1938 წლის 26 მა­ისს 27 წლის ასაკ­ში დახ­ვრი­ტეს. მისი ძა­ლი­ან ძვე­ლი ფოტო მაქვს შე­მორ­ჩე­ნი­ლი. დახ­ვრე­ტის შე­სა­ხებ ცნო­ბა ახ­ლა­ხან მი­ვი­ღე. მამა არ მი­ნა­ხავს. დედა ფეხ­მძი­მედ იყო, რომ და­ი­ჭი­რეს. დედა ას­რუ­ლებ­და ჩემ­თვის მა­მის ფუნ­ქცი­ა­საც. ბავ­შვო­ბი­დან დავ­ყავ­დი ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბის სა­ნა­ხა­ვად.

მომ­დევ­ნო ფოტო ერთ-ერთი ძეგლის ნახ­ვი­სას გვაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი. ჩემ­თვის ქარ­თუ­ლი ძეგლი დე­დის რძე­სა­ვი­თაა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბის ძეგლი ბავ­შვო­ბი­დან მაქვს ნა­ნა­ხი. დედა ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი, მაგ­რამ ვაჟ­კა­ცი ქალი იყო. რომ გარ­და­იც­ვა­ლა, სულ 38 კი­ლოს იწო­ნი­და. მტკი­ცე ხა­სი­ა­თი ჰქონ­და, არას­დროს გამ­ტყდა­რა. არ შე­ვი­და პარ­ტი­ა­ში. ჩვე­ნი ოჯა­ხი­დან პარ­ტი­ა­ში არა­ვინ არ შე­სუ­ლა. მე კომ­კავ­ში­რე­ლიც არ ვყო­ფილ­ვარ.

- რო­მელ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­დით, რომ მო­ა­ხერ­ხეთ და კომ­კავ­შირ­ში შეს­ვლა­ზე უარი თქვით?

- 53-ე სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი. სტა­ლი­ნი უკვე მკვდა­რი იყო და კომ­კავ­შირ­ში შეს­ვლა­ზე ძა­ლი­ან დიდი სიმ­კაც­რე აღარ იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ერ­თა­დერ­თი სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, რო­მე­ლიც კომ­კავ­ში­რე­ლი არ ვი­ყა­ვი.

- რო­გორც ვიცი, კარ­გად სწავ­ლობ­დით.

- კარ­გად სპე­ცი­ა­ლო­ბებს ვსწავ­ლობ­დი. პარ­ტის­ტო­რი­ა­ში ოთხი­ა­ნი მყავ­და.

"მე­რა­ბის მო­შო­რე­ბა სა­ჭი­რო იყო, რომ ზვი­ა­დი მარ­ტო დარ­ჩე­ნი­ლი­ყო"

- მომ­დევ­ნო ფოტო რო­დის გაქვთ გა­და­ღე­ბუ­ლი?

- ფო­ტო­ზე 17 წლ­ის ვარ. ინ­სტი­ტუ­ტი­დან ექ­სპე­დი­ცია იყო წა­სუ­ლი და­ღეს­ტან­ში და დე­დამ მათ გა­მა­ყო­ლა. სვა­ნე­თი და და­ღეს­ტა­ნი პირ­ვე­ლად მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მაქვს ნა­ნა­ხი. სვა­ნეთ­ში დედა დი­სერ­ტა­ცი­ა­ზე მუ­შა­ობ­და. ის კოშ­მა­რი, რაც ახლა მეს­ტი­ა­ში გა­ა­კე­თეს, სა­შინ­ლად არ მომ­წონს. პირ­ვე­ლად რომ ვნა­ხე, ერთი ახა­ლი სახ­ლიც კი არ იყო. ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში სიღ­ნა­ღი­ზა­ცია და­ი­წყო და ყვე­ლა­ფე­რი დე­კო­რა­ცი­ას და­ემ­სგავ­სა. მცხე­თა­ში რაც ხდე­ბა, ის სა­ერ­თოდ აბ­სურ­დია. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ქა­ლა­ქი მოკ­ლეს. გან­სა­კუთ­რე­ბულ კარგ ბი­ჭო­ბა­ზე თავი არ და­მი­დია, მაგ­რამ სა­დაც ქვე­ყა­ნას ვჭირ­დე­ბო­დი, იქ ვი­დე­ქი. 9 აპ­რილ­საც თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე ვი­დე­ქი. მეტ­საც გე­ტყვით, 9 მარტსაც კი ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი აქ­ცი­ებ­ში, მაგ­რამ სტა­ლი­ნის თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი არ ვყო­ფილ­ვარ. მინ­დო­და ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლა და გა­მო­ვე­დი. სუ­ლით ან­ტი­კო­მუ­ნის­ტი ვი­ყა­ვი. მახ­სოვს, დე­ი­და­ჩემ­მა მკი­თხა კი­დეც, შენ მა­ინც რამ წა­გიყ­ვა­ნა სტა­ლი­ნის და­სა­ცა­ვა­დო. ჩემ­თვის მთა­ვა­რი იყო ქუ­ჩა­ში გას­ვლა. თა­ვი­სუფ­ლე­ბას თრო­ბა მო­აქვს. ახლა არ ნიშ­ნავს მი­ტინ­გი არა­ფერს, ლა­მის ყო­ველ­დღე რომ მი­ტინ­გე­ბია. მა­შინ კი ეს ბევრ რა­მეს ნიშ­ნავ­და.

- მომ­დევ­ნო ფოტო სად გაქვთ გა­და­ღე­ბუ­ლი?

- მე­გობ­რებ­თან ერ­თად ერთ-ერთ ის­ტო­რი­ულ ძეგლ­ზე ვარ. ზუს­ტად არც მახ­სოვს, რო­მე­ლი ძეგლია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ძეგლი არ არ­სე­ბობს, ნამ­ყო­ფი არ ვიყო. აფხა­ზე­თი­დან და­წყე­ბუ­ლი, კა­ხე­თით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა რომ და­ი­წყო, ჩა­ვერ­თე. ბევ­რს უკი­თხავს ჩემ­თვის, ასეთ კარგ მეც­ნი­ერს რა გინ­დო­და პო­ლი­ტი­კა­შიო. ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტე­ტი არ იყო და ისტო­რი­უ­ლი რომ და­ვამ­თავ­რე, დიპ­ლო­მი ფი­როს­მა­ნაშ­ვილ­ზე დავ­წე­რე. ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე ვარ. ჰელ­სინ­კის კავ­ში­რის წევ­რი გავ­ხდი. მისი და­მა­არ­სე­ბე­ლი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია იყო. სულ გამ­გე­ო­ბის სამი წევ­რი ვი­ყა­ვით. თე­ი­მუ­რაზ ქო­რი­ძე, ავთო რცხი­ლა­ძე და მე. ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბა­ში კა­რი­ე­რის­თვის არ მივ­სულ­ვარ. მა­შინ იქ მის­ვლა მთლად უსაფრ­თხო არ იყო. პარ­ლა­მენ­ტში რბილ სკამ­ზე არ ჯდე­ბო­დი. ზვი­ა­დი, ჭან­ტუ­რია, მე­რაბ კოს­ტა­ვა და ვოვა ვე­კუა მოკ­ლეს. შმა­გი სამ­ნი­აშ­ვი­ლი მოკ­ლეს. ვოვა ვე­კუა აფხა­ზე­თის ლი­დე­რი იყო. შმა­გი - სა­მა­ჩაბ­ლო­სი. კი­დევ ბევ­რი კარ­გი ბიჭი მოკ­ლეს. სახ­ლი­დან რომ გავ­დი­ო­დი, დავ­ბრუნ­დე­ბო­დი თუ არა, არ ვი­ცო­დი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

გიო
0

ზვიად გამსახურდიას ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რომ ბუნებითაც და რეალურადაც მოღალატე გოგი ხოშტარია რომ მიიახლოვა და საგერეო საქმეთა მინისტრად რომ დანიშნა! მერე ნანობდა ზვიადი მის მიერ ხოშტარიას აღზევებას!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

გოგი ხოშტარია: "ზვიად გამსახურდიას ყველაზე დიდი შეცდომა მანანა იყო"

გოგი ხოშტარია: "ზვიად გამსახურდიას ყველაზე დიდი შეცდომა მანანა იყო"

ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს გიორგი ხოშტარია საგარეო საქმეთა მინისტრი გახლდათ. ერთი გუნდის წევრების გზა პრეზიდენტის ბუნკერში ჩასვლამდე რამდენიმე თვით ადრე გაიყარა. მერე ზვიადისტების მიტინგზე ხშირად დადიოდა. შეეცადა ყოფილი პრეზიდენტის დახმარებას, მაგრამ ვერ შეძლო. დღეს იმ წლებს კოშმარულად იხსენებს და ფიქრობს, რომ შეცდომა ყველამ დაუშვა, ვისაც რამე მოეთხოვებოდა.

როგორ იშოვა ბიძინა ივანიშვილამდე საქართველოში ყველაზე დიდმა ფილანტროპმა ფული

- ფოტოზე ბაბუაჩემის ძმა აკაკი ხოშტარიაა. ერთ დროს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პიროვნება იყო საქართველოში. ბიძინა ივანიშვილამდე ყველაზე დიდი ფილანტროპი გახლდათ. ორმოცდაათი კაცი სწავლობდა მის ხარჯზე გერმანიაში. ემიგრაციაში წავიდა, მაგრამ საქართველოს მაინც ეხმარებოდა. შიმშილობა რომ იყო, პური შემოჰქონდა.

- როგორ იშოვა აკაკი ხოშტარიამ ამდენი ფული?

- მეგრელი აზნაურიშვილი იყო და ბაბუაჩემთან ერთად უმაღლესი განათლება რუსეთში მიიღო. ერთი პერიოდი ოდესაში ბაღის დეკორატორად მუშაობდა. მერე კომერციას მიჰყო ხელი და პირველად მან ჩაიტანა ფოთიდან თურქეთში ნავთობი. რამდენიმე ბანკის მფლობელი გახლდათ, ირანში დიდი გავლენა ჰქონდა. სამამულო ომის დროს მახსოვს, ბაბუაჩემმა ხალიჩა გაყიდა და მხოლოდ ამის წყალობით შიმშილით არ მოვკვდით. ხალიჩა კი ირანის პრემიერ-მინისტრმა აჩუქა აკაკი ხოშტარიას. როდესაც 1914 წელს სარაჯიშვილი გარდაიცვალა, აკაკი ხოშტარია აზერბაიჯანში, ქალაქ ეზელში იყო. სარაჯიშვილის ცოლისძმამ, ფორაქიშვილმა, მისწერა წერილი. სოლოლაკში ყველაზე კარგი სახლია, არ გვინდა, სხვებს ჩაუვარდეთ ხელში და ხომ არ იყიდითო. აკაკი ხოშტარიამ აზერბაიჯანიდან მოსწერა, რაც უნდა ღირდეს, აუცილებლად ვიყიდიო. მოგვიანებით სტალინს უთხრა, მინდა, ჩემი სახელით ეს სახლი ქართველ ხელოვან ხალხს გადავცეო. თვითონ ამ სახლში რაღაც პერიოდი ცხოვრობდა. დიზაინერობის ნიჭი ჰქონდა და თავისი ხელით მოაწყო. შვილი, ისევე როგორც სარაჯიშვილს, არც მას ჰყავდა. შვილობილი აიყვანა, რომელიც პარიზში მიხეილ ბაგრატიონზე გათხოვდა. დედაჩემის ბაბუაც ძალიან ცნობილი პიროვნება იყო. ეფრემ მუსხელიშვილი გენერალი გახლდათ. ფოტო გენერლობამდე აქვს გადაღებული. თურქეთთან ომობდა რუსეთ-თურქეთის ომში. რუსულ წიგნებში ახსენებენ, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო პოლკის უფროსს.

- მომდევნო ფოტოზე, როგორც მითხარით, დედათქვენია. დედას რა პროფესია აქვს?

- გამოქვეყნებულია 50 ცნობილი ქართველი ქალის სია და ამ სიაში დედაჩემი, თინათინ ვირსალაძეცაა. დედას შუა საუკუნეების მხატვრებზე აქვს ნამუშევარი. განსაკუთრებით ბევრს ბიზანტიური კედლის მხატვრობაზე წერდა. დედაზე ამბობენ, დიდი მეცნიერი იყოო. მეცნიერებისა და მხატვრობისკენ თუ რამე მიდრეკილება მაქვს, მისგან და მისი ძმისგან, სოლიკო ვირსალაძისგან. ბიძაჩემი თეატრის მხატვარი იყო. "ოტელო" გააფორმა ჭაბუკიანთან ერთად.

- მამა რას საქმიანობდა?

- მამა, მეთოდე ხოშტარია, საგზაო ინჟინერი იყო. სამთავრობო გზები გაჰყავდა. გაგრასა და სოხუმში მუშაობდა ძირითადად. 1938 წლის 26 მაისს 27 წლის ასაკში დახვრიტეს. მისი ძალიან ძველი ფოტო მაქვს შემორჩენილი. დახვრეტის შესახებ ცნობა ახლახან მივიღე. მამა არ მინახავს. დედა ფეხმძიმედ იყო, რომ დაიჭირეს. დედა ასრულებდა ჩემთვის მამის ფუნქციასაც. ბავშვობიდან დავყავდი ისტორიული ძეგლების სანახავად.

მომდევნო ფოტო ერთ-ერთი ძეგლის ნახვისას გვაქვს გადაღებული. ჩემთვის ქართული ძეგლი დედის რძესავითაა. საქართველოში ყველა ხუროთმოძღვრების ძეგლი ბავშვობიდან მაქვს ნანახი. დედა ძალიან გამხდარი, მაგრამ ვაჟკაცი ქალი იყო. რომ გარდაიცვალა, სულ 38 კილოს იწონიდა. მტკიცე ხასიათი ჰქონდა, არასდროს გამტყდარა. არ შევიდა პარტიაში. ჩვენი ოჯახიდან პარტიაში არავინ არ შესულა. მე კომკავშირელიც არ ვყოფილვარ.

- რომელ სკოლაში სწავლობდით, რომ მოახერხეთ და კომკავშირში შესვლაზე უარი თქვით?

- 53-ე სკოლაში ვსწავლობდი. სტალინი უკვე მკვდარი იყო და კომკავშირში შესვლაზე ძალიან დიდი სიმკაცრე აღარ იყო. მოგვიანებით ისტორიის ფაკულტეტზე ერთადერთი სტუდენტი ვიყავი, რომელიც კომკავშირელი არ ვიყავი.

- როგორც ვიცი, კარგად სწავლობდით.

- კარგად სპეციალობებს ვსწავლობდი. პარტისტორიაში ოთხიანი მყავდა.

"მერაბის მოშორება საჭირო იყო, რომ ზვიადი მარტო დარჩენილიყო"

- მომდევნო ფოტო როდის გაქვთ გადაღებული?

- ფოტოზე 17 წლ­ის ვარ. ინსტიტუტიდან ექსპედიცია იყო წასული დაღესტანში და დედამ მათ გამაყოლა. სვანეთი და დაღესტანი პირველად მდგომარეობაში მაქვს ნანახი. სვანეთში დედა დისერტაციაზე მუშაობდა. ის კოშმარი, რაც ახლა მესტიაში გააკეთეს, საშინლად არ მომწონს. პირველად რომ ვნახე, ერთი ახალი სახლიც კი არ იყო. ბოლო წლებში საქართველოში სიღნაღიზაცია დაიწყო და ყველაფერი დეკორაციას დაემსგავსა. მცხეთაში რაც ხდება, ის საერთოდ აბსურდია. ძალიან ლამაზი ქალაქი მოკლეს. განსაკუთრებულ კარგ ბიჭობაზე თავი არ დამიდია, მაგრამ სადაც ქვეყანას ვჭირდებოდი, იქ ვიდექი. 9 აპრილსაც თავისუფლების მოედანზე ვიდექი. მეტსაც გეტყვით, 9 მარტსაც კი ვმონაწილეობდი აქციებში, მაგრამ სტალინის თაყვანისმცემელი არ ვყოფილვარ. მინდოდა ქუჩაში გამოსვლა და გამოვედი. სულით ანტიკომუნისტი ვიყავი. მახსოვს, დეიდაჩემმა მკითხა კიდეც, შენ მაინც რამ წაგიყვანა სტალინის დასაცავადო. ჩემთვის მთავარი იყო ქუჩაში გასვლა. თავისუფლებას თრობა მოაქვს. ახლა არ ნიშნავს მიტინგი არაფერს, ლამის ყოველდღე რომ მიტინგებია. მაშინ კი ეს ბევრ რამეს ნიშნავდა.

- მომდევნო ფოტო სად გაქვთ გადაღებული?

- მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ ისტორიულ ძეგლზე ვარ. ზუსტად არც მახსოვს, რომელი ძეგლია. საქართველოში ძეგლი არ არსებობს, ნამყოფი არ ვიყო. აფხაზეთიდან დაწყებული, კახეთით დამთავრებული. ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო, ჩავერთე. ბევრს უკითხავს ჩემთვის, ასეთ კარგ მეცნიერს რა გინდოდა პოლიტიკაშიო. ხე­ლოვნებათმცოდნეობის ფა­კულტეტი არ იყო და ისტო­რიული რომ დავამთავრე, დიპლომი ფიროსმანაშვილზე დავწერე. ხელოვნებათმცოდნე ვარ. ჰელსინკის კავშირის წევრი გავხდი. მისი დამაარსებელი ზვიად გამსახურდია იყო. სულ გამგეობის სამი წევრი ვიყავით. თეიმურაზ ქორიძე, ავთო რცხილაძე და მე. ეროვნულ მოძრაობაში კარიერისთვის არ მივსულვარ. მაშინ იქ მისვლა მთლად უსაფრთხო არ იყო. პარლამენტში რბილ სკამზე არ ჯდებოდი. ზვიადი, ჭანტურია, მერაბ კოსტავა და ვოვა ვეკუა მოკლეს. შმაგი სამნიაშვილი მოკლეს. ვოვა ვეკუა აფხაზეთის ლიდერი იყო. შმაგი - სამაჩაბლოსი. კიდევ ბევრი კარგი ბიჭი მოკლეს. სახლიდან რომ გავდიოდი, დავბრუნდებოდი თუ არა, არ ვიცოდი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია