რა აკავშირებს დიზაინერ ირაკლი აგირბას ნინო ქათამაძესთან და რატომ გადაიღო შიშველი ფოტოები

რა აკავშირებს დიზაინერ ირაკლი აგირბას ნინო ქათამაძესთან და რატომ გადაიღო შიშველი ფოტოები

ირაკლი აგირბას სკანდალური ფოტოები ერთ დღეს სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე სოციალურ ქსელში. სიმართლე გითხრათ, მის შესახებ არაფერი გამეგო და არც ის ვიცოდი, რომ ბიჭი, რომელიც თავის ნახატებს აცოცხლებდა, დიზაინერი გახლდათ. ექსტრავაგანტური იმიჯით თავის დროზე მშობლიურ ბათუმს აოცებდა, თუმცა ახლა ალბათ მიეჩვივნენ. ხელოვანების ოჯახში დაიბადა და მშობლები არასოდეს ზღუდავდნენ. მისი გვარი აფხაზური წარმოშობისაა, იქ არასოდეს ყოფილა, თუმცა იმედი აქვს, რომ შემოდგომაზე ჩვენებას გამართავს.

ირაკლი:

- 1993 წლის 21 დეკემბერს ბათუმში დავიბადე და გავიზარდე. ახლაც აქ ვცხოვრობ. წარმოშობით აფხაზეთიდან ვარ, გვარიც იქაურია, მაგრამ ჩემი წინაპრები მუხაჯირობის დროს ბათუმში გადმოასახლეს. მშობლები მხატვრები მყავს, მეც ბავშვობიდან ვხატავ, დაახლოებით ორი წლის ასაკიდან.

- რა გახსენდება განსაკუთრებულად ბავშვობიდან, რას ხატავდი ყველაზე ხშირად?

- ბავშვობაში ძირითადად სპექტაკლებს ვდგამდი. ხშირად დავყვებოდი ბაბუას სანადიროდ. ძალიან მიყვარს ცხოველები, ფრინველები. ბუნებაში ჩანახატებს ვწერდი, ვხატავდი პეიზაჟებს, ნატურმორტებს. ძალიან მიყვარდა კაქტუსების ხატვა. პირველად კაქტუსი ორი წლის ასაკში დავხატე.

- დედმამიშვილები თუ გყავს, მეზობლის ბავშვებთან საერთოს ადვილად პოულობდი?

- ტყუპი ძმა მყავს, ჩემზე უმცროსები. მახსოვს, პატარები რომ იყვნენ, სათამაშო უთო გვქონდა, სულ უკან დავდევდი და ვეუბნებოდი, რომ გაუთოებას ვუპირებდი (იღიმება). რაც შეეხება მეზობლებს, საერთოდ კონტაქტური ვარ, მაგრამ უფრო გოგონებთან ვმეგობრობდი.

- ირაკლი, აფხაზური წარმოშობის გვარი გაქვს. ოდესმე ყოფილხარ საქართველოს ამ კუთხეში?

- მამა ომამდე იქ სწავლობდა. დედაც ბევრჯერ ყოფილა აფხაზეთში. იქ ნათესავები მყავს, მათთან ვკონტაქტობ, მაგრამ მე, სამწუხაროდ, არასოდეს ვყოფილვარ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს ჩავიდე და ვნახო.

- შენზე გავაგრძელოთ საუბარი, ბავშვობაში რა პროფესიაზე ოცნებობდი?

- არ ვიცი რატომ, მაგრამ გინეკოლოგობაზე ვოცნებობდი (იცინის). შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩემი პროფესიული არჩევანი ტანსაცმლის დიზაინს უკავშირდებოდა. ახლა ამ ოცნების რეალიზებას მეტ-ნაკლებად ვახდენ.

- პირველად რა შეკერე და ვისთვის?

- დაახლოებით 7 წლის წინ ტელევიზიით სერიალი "იუდას ქალი" გადიოდა და ამ გმირის ერთ-ერთი კოსტიუმი შევკერე. სადედოფლო კაბა იყო, მარგალიტებით გაფორმებული. თავისი ნიღაბი ჰქონდა, რომელიც პურის ფქვილის საშუალებით შევქმენი. ბავშვი ვიყავი და კარგად ვერ ვაცნობიერებდი, რა გავაკეთე. მახსოვს, ბევრი შეშინდა, რომ ნახა. ჩავაცმევდი მეგობრებს და ვერთობოდით. პატარა ფილმებიც გვაქვს იმ დროს გადაღებული.

- სკოლის პერიოდს როგორ გაიხსენებ?

- ძალიან არ მიყვარდა სკოლა, პედაგოგებს ვამწარებდი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამის მიუხედავად, ყველას ვუყვარდი და დღემდე ასეა. საგნებიდან მხოლოდ ქართული ენა და ლიტერატურა მიყვარდა.

- როდესაც მომავალზე ფიქრობდი, ბათუმში საკუთარი ნიჭის რეალიზება როგორ წარმოგედგინა?

- საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც რამეს ადვილად მიაღწევ. ამის მიუხედავად, ჩემი ოჯახისა და მეგობრების დახმარებით ვცდილობ, ჩემი საქმიანობით დავკავდე.

- შენი განსხავებული ჩაცმულობა, ვარცხნილობის სტილი როგორ მიიღო ბათუმმა?

- ბავშვობიდან განსხვავებული იმიჯი მქონდა, რაც ბევრისთვის მისაღები იყო, ბევრისთვის - არა, მაგრამ ეს ხელს არაფერში მიშლის. ათასი შეძახილი, კომენტარი გამიგია. მესმის, რომ საქართველოა, მაგრამ ყველას თავისი ცხოვრება და სტილი აქვს, რის გამოც ერთმანეთს არ უნდა ლანძღავდნენ. პატარა პრობლემები მქონია, შელაპარაკებაც...

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება