საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოზარ სუბარი - "ციხეების დირექტორების მოხსნა-დანიშვნა სამინისტროს პრეროგატივაა და შიმშილობით ვერაფერი გადაწყდება"
სოზარ სუბარი - "ციხეების დირექტორების მოხსნა-დანიშვნა სამინისტროს პრეროგატივაა და შიმშილობით ვერაფერი გადაწყდება"

ცი­ხე­ე­ბის დი­რექ­ტო­რე­ბის მოხ­სნა-და­ნიშ­ვნა სა­მი­ნის­ტროს პრე­რო­გა­ტი­ვაა და შიმ­ში­ლო­ბით ვე­რა­ფე­რი გა­და­წყდე­ბა, -ამის შე­სა­ხებ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა სო­ზარ სუ­ბარ­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­ნის­ტრი ქალ­თა მე-5 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 45 პა­ტიმ­რის მიერ შიმ­ში­ლო­ბის და­წყე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ­ლე­ბიც და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რის სა­ლო­მე ჯა­ნე­ლი­ძი­სა და მისი მო­ად­გი­ლის ნინო მა­ი­სუ­რა­ძის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ.

სო­ზარ სუ­ბა­რის თქმით, ნე­ბის­მი­ერ და­ნიშ­ვნას, ისე­ვე რო­გორც ნე­ბის­მი­ერ მოხ­სნას გარ­კვე­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი მოყ­ვე­ბა და ადა­მი­ან­თა ერთი ჯგუ­ფი და­ნიშ­ვნას აპ­რო­ტეს­ტებს, მე­ო­რე ჯგუ­ფი კი მოხ­სნას, რაც გა­სა­გე­ბია და ეს ჩა­კე­ტი­ლი სის­ტე­მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა.

"ცი­ხე­ე­ბის დი­რექ­ტო­რე­ბის, მო­ად­გი­ლე­ე­ბის თუ ნე­ბის­მი­ე­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის მოხ­სნა-და­ნიშ­ვნა სა­მი­ნის­ტროს პრე­რო­გა­ტი­ვაა და არა სხვა ვინ­მე­სი. შიმ­ში­ლო­ბით ვე­რა­ფე­რი ვერ გა­და­წყდე­ბა" , -აღ­ნიშ­ნა სო­ზარ სუ­ბარ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ქალ­თა მე-5 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი სა­ლო­მე ჯა­ნე­ლი­ძე არ­სად არ და­ნიშ­ნუ­ლა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, აპი­რებს თუ არა მი­ნის­ტრი მო­შიმ­ში­ლე პა­ტიმ­რე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბას, რო­გორც სო­ზარ სუ­ბარ­მა აღ­ნიშ­ნა, ის იმას გა­ა­კე­თებს, რა­საც სა­ჭი­როდ ჩათ­ვლის.

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის გარ­დაბ­ნის # 5 ქალ­თა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 45-მა პა­ტი­მარ­მა შიმ­ში­ლო­ბა დღეს გა­მო­ა­ცხა­და. პა­ტიმ­რე­ბის პრო­ტეს­ტის მი­ზე­ზი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რის სა­ლო­მე ჯა­ნე­ლი­ძი­სა და მისი მო­ად­გი­ლის ნინო მა­ი­სუ­რა­ძის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაა. პა­ტიმ­რე­ბი მათ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დაბ­რუ­ნე­ბას ითხო­ვენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

სოზარ სუბარი - "ციხეების დირექტორების მოხსნა-დანიშვნა სამინისტროს პრეროგატივაა და შიმშილობით ვერაფერი გადაწყდება"

სოზარ სუბარი - "ციხეების დირექტორების მოხსნა-დანიშვნა სამინისტროს პრეროგატივაა და შიმშილობით ვერაფერი გადაწყდება"

ციხეების დირექტორების მოხსნა-დანიშვნა სამინისტროს პრეროგატივაა და შიმშილობით ვერაფერი გადაწყდება, -ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მინისტრი ქალთა მე-5 დაწესებულებაში 45 პატიმრის მიერ შიმშილობის დაწყებას გამოეხმაურა, რომლებიც დაწესებულების დირექტორის სალომე ჯანელიძისა და მისი მოადგილის ნინო მაისურაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ.

სოზარ სუბარის თქმით, ნებისმიერ დანიშვნას, ისევე როგორც ნებისმიერ მოხსნას გარკვეული წინააღმდეგობები მოყვება და ადამიანთა ერთი ჯგუფი დანიშვნას აპროტესტებს, მეორე ჯგუფი კი მოხსნას, რაც გასაგებია და ეს ჩაკეტილი სისტემისთვის დამახასიათებელი სიტუაციაა.

"ციხეების დირექტორების, მოადგილეების თუ ნებისმიერი თანამდებობის პირის მოხსნა-დანიშვნა სამინისტროს პრეროგატივაა და არა სხვა ვინმესი. შიმშილობით ვერაფერი ვერ გადაწყდება" , -აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, ქალთა მე-5 დაწესებულების ყოფილი დირექტორი სალომე ჯანელიძე არსად არ დანიშნულა.

რაც შეეხება იმას, აპირებს თუ არა მინისტრი მოშიმშილე პატიმრების მონახულებას, როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ის იმას გააკეთებს, რასაც საჭიროდ ჩათვლის.

სასჯელაღსრულების გარდაბნის # 5 ქალთა დაწესებულებაში 45-მა პატიმარმა შიმშილობა დღეს გამოაცხადა. პატიმრების პროტესტის მიზეზი დაწესებულების დირექტორის სალომე ჯანელიძისა და მისი მოადგილის ნინო მაისურაძის თანამდებობიდან გათავისუფლებაა. პატიმრები მათ თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვენ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ