მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის აპირებს დაოჯახებას უმრავლესობის ერთადერთი გასათხოვარი დეპუტატი
როდის აპირებს დაოჯახებას უმრავლესობის ერთადერთი გასათხოვარი დეპუტატი

ანი მი­რო­ტა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი დე­პუ­ტა­ტია. რო­გორც ამ­ბობს, ჯერ­ჯე­რო­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია, მაგ­რამ დიდი სურ­ვი­ლი აქვს, რომ მის­მა სა­დე­პუ­ტა­ტო ვა­დამ ფუ­ჭად არ ჩა­ი­ა­როს და ადა­მი­ა­ნებ­თან პი­რის­პირ შეხ­ვედ­რი­სას არ შერ­ცხვეს, რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი აღარ იქ­ნე­ბა. გარ­და ამი­სა, ანი მი­რო­ტა­ძე ერ­თა­დერ­თი დე­პუ­ტა­ტია უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან, ვინც ჯერ კი­დევ გა­სა­თხო­ვა­რია.

- ბოლო მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტი რომ შე­იკ­რი­ბა, უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში მხო­ლოდ ორი დე­პუ­ტა­ტი ქალ­ბა­ტო­ნი იყა­ვით და­სა­ო­ჯა­ხე­ბე­ლი - თქვენ და ელი­სო ჩა­ფი­ძე (ორი­ვე ჟურ­ნა­ლის­ტი) ცოტა ხნის წინ ელი­სო გა­თხოვ­და. ახლა თქვე­ნი ჯე­რია... იყა­ვით მის ქორ­წილ­ში?

- დიახ, სტუ­მარ­თა შო­რის მეც გახ­ლდით. მე და ელი­სო, პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დიდი ხა­ნია, ერ­თმა­ნეთს ვიც­ნობთ, და­ახ­ლო­ე­ბით იმ­დე­ნი, რამ­დე­ნი წე­ლიც ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში გა­ვა­ტა­რეთ... ის 15 წელი ჩემი ცხოვ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი იყო. ეს ის წლე­ბი იყო, რო­მელ­ზეც ყო­ველ­თვის სი­ა­მა­ყით ვამ­ბობ, - ის თა­ო­ბა ვართ, რო­მელ­მაც თა­ნა­მედ­რო­ვე ჟურ­ნა­ლის­ტი­კის შექ­მნა და­ი­წყო - შიშ­ვე­ლი ენ­თუ­ზი­აზ­მით, პირ­ვე­ლო­ბი­სათ­ვის ბრძო­ლით, პრო­ფე­სი­უ­ლი ჟი­ნი­ა­ნო­ბით და გა­მოგ­ვი­ვი­და. იმ ჟურ­ნა­ლის­ტი­კამ, ჩვენ, ვინც პო­ლი­ტი­კა­ში წა­მო­ვე­დით, უზარ­მა­ზა­რი ნე­ბის­ყო­ფა, გამ­ძლე­ო­ბა, ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა გა­მოგ­ვა­ტა­ნა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს პრო­ფე­სია არ მიყ­ვარ­დეს?!

- რო­გო­რი აღ­მოჩ­ნდა პო­ლი­ტი­კა, სფე­რო, რო­მელ­შიც გად­მო­ი­ნაც­ვლეთ?

- ამის შე­ფა­სე­ბა ჯერ ად­რეა. პო­ლი­ტი­კა, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რია ჩვე­ნი სტა­ტი­ე­ბი­თაც იწე­რე­ბო­და და ბევ­რი მოვ­ლე­ნა ჩვენ თვალ­წინ ვი­თარ­დე­ბო­და, ჩემ­თვის მა­ინც ახა­ლი სფე­როა. სა­სი­ა­მოვ­ნო მა­შინ იქ­ნე­ბა, რო­დე­საც ერთ გა­და­წყვე­ტილ პრობ­ლე­მა­ზე მა­ინც ვი­ტყვი - ჩვენ ამას მო­ვე­რი­ეთ, შევ­ძე­ლით; ან - მე ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის გზა მოვ­ძებ­ნე, რო­გო­რი ამა­ყი ვარ! სათ­ქმე­ლი ჯერ არა­ფე­რი მაქვს. ისე, ყო­ველ­დღი­უ­რად ვემ­ზა­დე­ბი ამის­თვის.

- ხომ არ ნა­ნობთ, რომ არ­ჩე­ვა­ნი პო­ლი­ტი­კის სა­სარ­გებ­ლოდ გა­ა­კე­თეთ?

- არა, რა თქმა უნდა, არ ვნა­ნობ. რო­დე­საც პო­ლი­ტი­კა­ში მივ­დი­ო­დი, ბევ­რი ვი­ფიქ­რე. მა­შინ, რო­დე­საც "ეროვ­ნულ ფო­რუმ­ში" წა­ვე­დი, ოპო­ზი­ცი­ის გა­მარ­ჯვე­ბის თე­ო­რი­უ­ლი შან­სიც კი არ არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ მა­ინც წა­ვე­დი, რად­გან ყო­ველ­თვის მჯე­რო­და ერის გა­დარ­ჩე­ნის კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბის! მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­დე­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ძა­ლი­ან ხმა­უ­რი­ა­ნად და კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­ნა­ცხა­და - მე მოვ­დი­ვარ! მივ­ხვდი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­ლენ­და­რი გა­და­ი­ფურ­ცლა და ძა­ლი­ან ძლი­ე­რია შეგ­რძნე­ბა, რომ ამ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან ეტაპ­ზე, შენ იქ ხარ! რა თქმა უნდა, არ ვნა­ნობ, რომ წა­მო­ვე­დი.

- ბა­ტონ ბი­ძი­ნას ახ­ლოს იც­ნობთ?

- ვიც­ნობთ ერ­თმა­ნეთს, რო­გორც ერთი გუნ­დის წევ­რე­ბი.

- რო­დე­საც ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნამ ელი­სო ჩა­ფი­ძე დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტად წა­რად­გი­ნა, ასე­თი რამ თქვა: "შე­ხე­დეთ, რო­გო­რი ლა­მა­ზია, კარ­გი პა­ტარ­ძა­ლი იქ­ნე­ბა". ეს ერ­თგვარ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა­სა­ვით გა­მო­უ­ვი­და, არა?

- მარ­თლაც სა­სი­ა­მოვ­ნო წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა გა­მო­ვი­და.

- მის კვალ­დაკ­ვალ თქვენც ხომ არ აპი­რებთ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნას?

- ამ ამ­ბავ­მა ერთი პრობ­ლე­მა შე­მიქ­მნა, თით­ქმის ყვე­ლა ჩემი კო­ლე­გა ერთ კი­თხვას მის­ვამ­და, შენ რო­დის აპი­რებ გა­თხო­ვე­ბა­სო. ჩემი და­პი­რე­ბაც ბა­ნა­ლუ­რი იყო: ბედ­ნი­ე­რე­ბის სურ­ვილს მა­გა­ლი­თე­ბი არ სჭირ­დე­ბა... უბ­რა­ლოდ, ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ჯერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის დრო არ დამ­დგა­რა, მაგ­რამ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვი­ღებ. ეს დრო დად­გე­ბა!

- რო­გორ შე­იც­ვა­ლა თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა მას მერე, რაც დე­პუ­ტა­ტი გახ­დით?

- არ­ნა­ი­რად, ისევ ისე მტკი­ვა და მი­ხა­რია, რო­გორც მა­ნამ­დე... ადა­მი­ა­ნე­ბი მიყ­ვარს და არ მინ­და, იმე­დე­ბი გა­მიც­რუვ­დეს. ერთი დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, ცოტა ემო­ცი­უ­რიც, გულ­წრფე­ლად ვამ­ბობ, არა­სო­დეს შევ­ძულ­დე ადა­მი­ა­ნებს!

ახლა, რო­დე­საც ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ ადა­მი­ა­ნე­ბის გან­წყო­ბას ვხე­დავ, სულ ვფიქ­რობ - ამა­ზე დიდი უბე­დუ­რე­ბა არა­ფე­რია! ყვე­ლა­ზე დიდი სა­ში­ნე­ლე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა, პო­ლი­ტი­კოსს და­ე­მარ­თოს - სი­ძულ­ვი­ლია! ჩემ­თვის უდი­დე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბა იქ­ნე­ბა, პო­ლი­ტი­კი­დან ისე წა­ვი­დე, ადა­მი­ა­ნე­ბი ღი­მი­ლი­ა­ნი სა­ხით მე­სალ­მე­ბოდ­ნენ!

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

როდის აპირებს დაოჯახებას უმრავლესობის ერთადერთი გასათხოვარი დეპუტატი

როდის აპირებს დაოჯახებას უმრავლესობის ერთადერთი გასათხოვარი დეპუტატი

ანი მიროტაძე საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი დეპუტატია. როგორც ამბობს, ჯერჯერობით, მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ დიდი სურვილი აქვს, რომ მისმა სადეპუტატო ვადამ ფუჭად არ ჩაიაროს და ადამიანებთან პირისპირ შეხვედრისას არ შერცხვეს, როდესაც პარლამენტის წევრი აღარ იქნება. გარდა ამისა, ანი მიროტაძე ერთადერთი დეპუტატია უმრავლესობიდან, ვინც ჯერ კიდევ გასათხოვარია.

- ბოლო მოწვევის პარლამენტი რომ შეიკრიბა, უმრავლესობაში მხოლოდ ორი დეპუტატი ქალბატონი იყავით დასაოჯახებელი - თქვენ და ელისო ჩაფიძე (ორივე ჟურნალისტი) ცოტა ხნის წინ ელისო გათხოვდა. ახლა თქვენი ჯერია... იყავით მის ქორწილში?

- დიახ, სტუმართა შორის მეც გახლდით. მე და ელისო, პროფესიიდან გამომდინარე, დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ, დაახლოებით იმდენი, რამდენი წელიც ჟურნალისტიკაში გავატარეთ... ის 15 წელი ჩემი ცხოვრების წარმატებული პერიოდი იყო. ეს ის წლები იყო, რომელზეც ყოველთვის სიამაყით ვამბობ, - ის თაობა ვართ, რომელმაც თანამედროვე ჟურნალისტიკის შექმნა დაიწყო - შიშველი ენთუზიაზმით, პირველობისათვის ბრძოლით, პროფესიული ჟინიანობით და გამოგვივიდა. იმ ჟურნალისტიკამ, ჩვენ, ვინც პოლიტიკაში წამოვედით, უზარმაზარი ნებისყოფა, გამძლეობა, ბრძოლისუნარიანობა გამოგვატანა. როგორ შეიძლება ეს პროფესია არ მიყვარდეს?!

- როგორი აღმოჩნდა პოლიტიკა, სფერო, რომელშიც გადმოინაცვლეთ?

- ამის შეფასება ჯერ ადრეა. პოლიტიკა, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს უახლესი ისტორია ჩვენი სტატიებითაც იწერებოდა და ბევრი მოვლენა ჩვენ თვალწინ ვითარდებოდა, ჩემთვის მაინც ახალი სფეროა. სასიამოვნო მაშინ იქნება, როდესაც ერთ გადაწყვეტილ პრობლემაზე მაინც ვიტყვი - ჩვენ ამას მოვერიეთ, შევძელით; ან - მე ამ პრობლემის მოგვარების გზა მოვძებნე, როგორი ამაყი ვარ! სათქმელი ჯერ არაფერი მაქვს. ისე, ყოველდღიურად ვემზადები ამისთვის.

- ხომ არ ნანობთ, რომ არჩევანი პოლიტიკის სასარგებლოდ გააკეთეთ?

- არა, რა თქმა უნდა, არ ვნანობ. როდესაც პოლიტიკაში მივდიოდი, ბევრი ვიფიქრე. მაშინ, როდესაც "ეროვნულ ფორუმში" წავედი, ოპოზიციის გამარჯვების თეორიული შანსიც კი არ არსებობდა, მაგრამ მაინც წავედი, რადგან ყოველთვის მჯეროდა ერის გადარჩენის კანონზომიერების! მოგვიანებით, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ხმაურიანად და კატეგორიულად განაცხადა - მე მოვდივარ! მივხვდი, რომ საქართველოს ახალი პოლიტიკური კალენდარი გადაიფურცლა და ძალიან ძლიერია შეგრძნება, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, შენ იქ ხარ! რა თქმა უნდა, არ ვნანობ, რომ წამოვედი.

- ბატონ ბიძინას ახლოს იცნობთ?

- ვიცნობთ ერთმანეთს, როგორც ერთი გუნდის წევრები.

- როდესაც ბატონმა ბიძინამ ელისო ჩაფიძე დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა, ასეთი რამ თქვა: "შეხედეთ, როგორი ლამაზია, კარგი პატარძალი იქნება". ეს ერთგვარ წინასწარმეტყველებასავით გამოუვიდა, არა?

- მართლაც სასიამოვნო წინასწარმეტყველება გამოვიდა.

- მის კვალდაკვალ თქვენც ხომ არ აპირებთ პირად ცხოვრებაში ცვლილების შეტანას?

- ამ ამბავმა ერთი პრობლემა შემიქმნა, თითქმის ყველა ჩემი კოლეგა ერთ კითხვას მისვამდა, შენ როდის აპირებ გათხოვებასო. ჩემი დაპირებაც ბანალური იყო: ბედნიერების სურვილს მაგალითები არ სჭირდება... უბრალოდ, ჩემს პირად ცხოვრებაში ჯერ გადაწყვეტილების მიღების დრო არ დამდგარა, მაგრამ ამ მიმართულებით გადაწყვეტილებას აუცილებლად მივიღებ. ეს დრო დადგება!

- როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას მერე, რაც დეპუტატი გახდით?

- არნაირად, ისევ ისე მტკივა და მიხარია, როგორც მანამდე... ადამიანები მიყვარს და არ მინდა, იმედები გამიცრუვდეს. ერთი დიდი სურვილი მაქვს, ცოტა ემოციურიც, გულწრფელად ვამბობ, არასოდეს შევძულდე ადამიანებს!

ახლა, როდესაც ყოფილი ხელისულების წარმომადგენლების მიმართ ადამიანების განწყობას ვხედავ, სულ ვფიქრობ - ამაზე დიდი უბედურება არაფერია! ყველაზე დიდი საშინელება, რაც შეიძლება, პოლიტიკოსს დაემართოს - სიძულვილია! ჩემთვის უდიდესი სიამოვნება იქნება, პოლიტიკიდან ისე წავიდე, ადამიანები ღიმილიანი სახით მესალმებოდნენ!

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია