პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიმიტრი ტატიშვილი - ”ეგ ერთადერთი ნაძირალაა, დანარჩენ "დიმკებს" შორის, ვინც კი ამქვეყნად არსებობს”
დიმიტრი ტატიშვილი - ”ეგ ერთადერთი ნაძირალაა, დანარჩენ "დიმკებს" შორის, ვინც კი ამქვეყნად არსებობს”

სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში, 6 ივ­ნისს, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის 5 წლის­თავ­ზე, რუ­სე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის ინ­ტერ­ვიუ გა­ვი­და, მსა­ხი­ობ დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვი­ლის გახ­მო­ვა­ნე­ბით, რო­მელ­საც ჟურ­ნა­ლის­ტი ნინო შუბ­ლა­ძე უძღვე­ბო­და.

ინ­ტერ­ვი­უმ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვია, თუმ­ცა ეს ცალ­კე თე­მაა. გარ­კვე­ულ ვი­ზუ­ა­ლურ და სმე­ნით დი­სო­ნანს იწ­ვევ­და ის ფაქ­ტი, რომ ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბის ხა­ვერ­დო­ვა­ნი ხმა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის არ­ცთუ სა­სი­ა­მოვ­ნო პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებს ახ­მო­ვა­ნებ­და, თან, ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­ულ თე­მა­ზე. "ამ­ბე­ბი.გე" მსა­ხი­ობ დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და.

- დიმა, მედ­ვე­დე­ვის ინ­ტერ­ვი­უს ტექ­სტი თქვენ წა­ი­კი­თხეთ (მა­წყვე­ტი­ნებს)...

- მერე რაო, რას ამ­ბო­ბენ, ეგ რო­გორ გა­ბე­დაო?

- ამ­ბო­ბენ, რო­დე­საც ვუს­მენ­დით, გვე­გო­ნა, სე­რი­ალს ვუ­ყუ­რებ­დი­თო...

- ვი­ღა­ცას ხომ უნდა წა­ე­კი­თხა ტექ­სტი? ჰოდა, არ­ჩე­ვა­ნი ჩემ­ზე შე­ა­ჩე­რეს. მეც წა­ვი­კი­თხე ისე, რო­გორც ამას ეს ჟან­რი მო­ი­თხოვ­და. ვცდი­ლობ­დი, ნე­იტ­რა­ლუ­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ანუ ვცდი­ლობ­დი, იმ ხა­სი­ათ­ზე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რა ხა­სი­ათ­ზეც მედ­ვე­დე­ვი იყო. თუმ­ცა რა ხა­სი­ათ­ზე! ის ხომ თა­მა­შობ­და. რო­გორც უნ­დო­და, ისეთ პა­სუ­ხებს სცემ­და. რა­ღა­ცე­ბი წა­მოს­ცდე­ბო­და და მერე სა­უ­ბა­რი ისევ სხვა კა­ლა­პოტ­ში გა­დაჰ­ყავ­და.

"დიმ­კა" ხომ დიდი დე­მა­გო­გი და "კა­გე­ბეშ­ნი­კია". მაგ კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნებ­თან ჩემი პი­რა­დი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს. თან, კარ­გად ვიც­ნობ, რად­გა­ნაც საბ­ჭო­თა ჯარ­ში მო­მი­წია სამ­სა­ხურ­მა და მქონ­და მათი ახ­ლოს "გაც­ნო­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბა". ეგე­თი "ჩმო­რე­ბი" ყო­ველ­თვის ბე­დავ­დნენ რა­ღა­ცებს, რად­გა­ნაც სის­ტე­მა იყო და არის რუ­სეთ­ში ასე­თი, "კა­კე­ბეშ­ნი­კუ­რი". მათ­თან მან­კი­ე­რი ცხოვ­რე­ბის წეს­ზეა ყვე­ლა­ფე­რი აგე­ბუ­ლი და დამ­ყა­რე­ბუ­ლი. ფა­შის­ტებ­ზე მეტი ადა­მი­ნი მაგ კო­მუ­ნის­ტურ სის­ტე­მას ჰყავს გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი, ეს ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია!

ამი­ტო­მაც, ეგ მედ­ვე­დე­ვიც დიდი "ჩათ­ლა­ხი" ვინ­მეა. თავ­ში მის "შე­სამ­კო­ბად" კი­დევ უა­რე­სი სი­ტყვე­ბი მომ­დის...

- ისე, თქვე­ნი მო­სა­ხე­ლეა...

- კი, მაგ­რამ ეგ ერ­თა­დერ­თი ნა­ძი­რა­ლაა, და­ნარ­ჩენ "დიმ­კებს" შო­რის, ვინც კი ამ­ყვეყ­ნად არ­სე­ბობს...

- და მა­ინც, ვი­საც გუ­შინ თქვე­ნი წა­კი­თხუ­ლი ტექ­სტი ასო­ცი­ა­ცი­უ­რად ამა თუ იმ სე­რი­ალს აგო­ნებ­და, რას ეტყვით?

- ვი­საც ჰგო­ნია, რომ მე რო­მე­ლი­მე მექ­სი­კურ, ბრა­ზი­ლი­ურ, ვე­ნე­სუ­ე­ლურ სე­რი­ალს ვახ­მო­ვა­ნებ, სცდე­ბა. არას­დროს გა­მიხ­მო­ვა­ნე­ბია ისი­ნი. არა იმი­ტომ, რომ არ მომ­წონს, უბ­რა­ლოდ, ის ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბი, ვის­თა­ნაც ვთა­ნამ­შრომ­ლობ, ასე­თი სე­რი­ა­ლის გა­სახ­მო­ვა­ნებ­ლად არ მიწ­ვე­ვენ. მე ვარ ექი­მი ჰა­უ­სი, კი ბა­ტო­ნო... ამას ვახ­მო­ვა­ნებ­დი... ასე რომ მა­ყუ­რე­ბელს არას­წო­რი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი გას­ჩე­ნია...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

დიმიტრი ტატიშვილი - ”ეგ ერთადერთი ნაძირალაა, დანარჩენ "დიმკებს" შორის, ვინც კი ამქვეყნად არსებობს”

დიმიტრი ტატიშვილი - ”ეგ ერთადერთი ნაძირალაა, დანარჩენ "დიმკებს" შორის, ვინც კი ამქვეყნად არსებობს”

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, 6 ივნისს, რუსეთ-საქართველოს ომის 5 წლისთავზე, რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის ინტერვიუ გავიდა, მსახიობ დიმიტრი ტატიშვილის გახმოვანებით, რომელსაც ჟურნალისტი ნინო შუბლაძე უძღვებოდა.

ინტერვიუმ საქართველოს მოსახლეობაში არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია, თუმცა ეს ცალკე თემაა. გარკვეულ ვიზუალურ და სმენით დისონანს იწვევდა ის ფაქტი, რომ ქართველი მსახიობის ხავერდოვანი ხმა რუსეთის პრეზიდენტის არცთუ სასიამოვნო პოლიტიკურ განცხადებებს ახმოვანებდა, თან, ქართველებისთვის ყველაზე მტკივნეულ თემაზე. "ამბები.გე" მსახიობ დიმიტრი ტატიშვილს დაუკავშირდა.

- დიმა, მედვედევის ინტერვიუს ტექსტი თქვენ წაიკითხეთ (მაწყვეტინებს)...

- მერე რაო, რას ამბობენ, ეგ როგორ გაბედაო?

- ამბობენ, როდესაც ვუსმენდით, გვეგონა, სერიალს ვუყურებდითო...

- ვიღაცას ხომ უნდა წაეკითხა ტექსტი? ჰოდა, არჩევანი ჩემზე შეაჩერეს. მეც წავიკითხე ისე, როგორც ამას ეს ჟანრი მოითხოვდა. ვცდილობდი, ნეიტრალური ვყოფილიყავი, ანუ ვცდილობდი, იმ ხასიათზე ვყოფილიყავი, რა ხასიათზეც მედვედევი იყო. თუმცა რა ხასიათზე! ის ხომ თამაშობდა. როგორც უნდოდა, ისეთ პასუხებს სცემდა. რაღაცები წამოსცდებოდა და მერე საუბარი ისევ სხვა კალაპოტში გადაჰყავდა.

"დიმკა" ხომ დიდი დემაგოგი და "კაგებეშნიკია". მაგ კატეგორიის ადამიანებთან ჩემი პირადი დამოკიდებულება მაქვს. თან, კარგად ვიცნობ, რადგანაც საბჭოთა ჯარში მომიწია სამსახურმა და მქონდა მათი ახლოს "გაცნობის ბედნიერება". ეგეთი "ჩმორები" ყოველთვის ბედავდნენ რაღაცებს, რადგანაც სისტემა იყო და არის რუსეთში ასეთი, "კაკებეშნიკური". მათთან მანკიერი ცხოვრების წესზეა ყველაფერი აგებული და დამყარებული. ფაშისტებზე მეტი ადამინი მაგ კომუნისტურ სისტემას ჰყავს განადგურებული, ეს ცნობილი ფაქტია!

ამიტომაც, ეგ მედვედევიც დიდი "ჩათლახი" ვინმეა. თავში მის "შესამკობად" კიდევ უარესი სიტყვები მომდის...

- ისე, თქვენი მოსახელეა...

- კი, მაგრამ ეგ ერთადერთი ნაძირალაა, დანარჩენ "დიმკებს" შორის, ვინც კი ამყვეყნად არსებობს...

- და მაინც, ვისაც გუშინ თქვენი წაკითხული ტექსტი ასოციაციურად ამა თუ იმ სერიალს აგონებდა, რას ეტყვით?

- ვისაც ჰგონია, რომ მე რომელიმე მექსიკურ, ბრაზილიურ, ვენესუელურ სერიალს ვახმოვანებ, სცდება. არასდროს გამიხმოვანებია ისინი. არა იმიტომ, რომ არ მომწონს, უბრალოდ, ის ტელეკომპანიები, ვისთანაც ვთანამშრომლობ, ასეთი სერიალის გასახმოვანებლად არ მიწვევენ. მე ვარ ექიმი ჰაუსი, კი ბატონო... ამას ვახმოვანებდი... ასე რომ მაყურებელს არასწორი ასოციაციები გასჩენია...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია