მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიმიტრი მედვედევი - 2008 წელს სწორი გადაწყვეტილებები მივიღე
დიმიტრი მედვედევი - 2008 წელს სწორი გადაწყვეტილებები მივიღე

დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ 2008 წელს მის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სწო­რი იყო. რო­გორც რუ­სე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა "რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა "პო­ზი­ცი­ა­ში" გა­ნა­ცხა­და, ანა­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში დღე­საც ასე­ვე მო­იქ­ცე­ო­და.

დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვი 2008 წელს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს დრა­მა­ტულს უწო­დებს, თუმ­ცა აცხა­დებს, რომ ამ მოვ­ლე­ნებ­ზე მისი შე­ფა­სე­ბა არ შეც­ვლი­ლა.

"მი­მაჩ­ნია, რომ იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, ამ­გვა­რად გვე­პა­სუ­ხა შე­სა­ბა­მის აგ­რე­სი­ულ ქმე­დე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც მა­შინ ქარ­თულ­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. მოვ­ლე­ნე­ბის ყვე­ლა შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბაც წი­ნას­წარ იყო გან­სა­ზღვრუ­ლი სწო­რედ ამ ფაქ­ტით - მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის და­ღუპ­ვის და ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­რე­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის ფაქ­ტით. ამი­ტომ, თუ მე­კი­თხე­ბით იმის შე­სა­ხებ, ანა­ლო­გი­უ­რად მო­ვიქ­ცე­ო­დი თუ არა ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ჩემი პა­სუ­ხია - დიახ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს უმ­ძი­მე­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რომ­ლის მი­ღე­ბაც მო­მიხ­და, რო­გორც პრე­ზი­დენტს, რო­გორც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­დალს, ზუს­ტად ასე­ვე მო­ვიქ­ცე­ო­დი. რაც შე­ე­ხე­ბა მომ­დევ­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, რო­გორც მე წარ­მო­მიდ­გე­ნია, მოვ­ლე­ნა­თა მთე­ლი ჯაჭ­ვი - მთე­ლი ის­ტო­რია, რო­მე­ლიც მას შემ­დეგ გან­ვი­თარ­და, ამ­ტკი­ცებს, რომ მთლი­ა­ნო­ბა­ში ეს და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი იყო, რომ­ლებ­მაც ვი­თა­რე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვცა", - გა­ნა­ცხა­და მედ­ვე­დევ­მა.

რუ­სე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის შე­ფა­სე­ბით, არ­სე­ბობ­და იმის საფრ­თხე, რომ შე­ტა­კე­ბე­ბი, საბ­რძო­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბის და­ღუპ­ვა 2008 წლის 8 აგ­ვის­ტოს შემ­დე­გაც პერ­მა­ნენ­ტუ­ლად გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო.

"მი­მაჩ­ნია, რომ რა ზო­მე­ბიც მი­ვი­ღეთ - მე, რო­გორც ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ჩვენ­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა და, სა­ერ­თოდ, პო­ლი­ტი­კურ და დიპ­ლო­მა­ტი­ურ დო­ნე­ზე, - სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა, სი­ტუ­ა­ცია დაგ­ვემ­შვი­დე­ბი­ნა. დიახ, ეს არ იყო იოლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ, ჩემი პა­სუ­ხია, რომ ამ მხრივ ყვე­ლა­ფე­რი სწო­რად იყო გა­კე­თე­ბუ­ლი", - აღ­ნიშ­ნა მედ­ვე­დევ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

დიმიტრი მედვედევი - 2008 წელს სწორი გადაწყვეტილებები მივიღე

დიმიტრი მედვედევი - 2008 წელს სწორი გადაწყვეტილებები მივიღე

დიმიტრი მედვედევი დარწმუნებულია, რომ 2008 წელს მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება სწორი იყო. როგორც რუსეთის პრემიერ-მინისტრმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა, ანალოგიური სიტუაციის შემთხვევაში დღესაც ასევე მოიქცეოდა.

დიმიტრი მედვედევი 2008 წელს განვითარებულ მოვლენებს დრამატულს უწოდებს, თუმცა აცხადებს, რომ ამ მოვლენებზე მისი შეფასება არ შეცვლილა.

"მიმაჩნია, რომ იძულებული ვიყავით, ამგვარად გვეპასუხა შესაბამის აგრესიულ ქმედებებზე, რომლებიც მაშინ ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს. მოვლენების ყველა შემდგომი განვითარებაც წინასწარ იყო განსაზღვრული სწორედ ამ ფაქტით - მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის და ვითარებაში ჩარევის აუცილებლობის ფაქტით. ამიტომ, თუ მეკითხებით იმის შესახებ, ანალოგიურად მოვიქცეოდი თუ არა ასეთ სიტუაციაში, ჩემი პასუხია - დიახ. მიუხედავად იმისა, რომ ეს უმძიმესი გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებაც მომიხდა, როგორც პრეზიდენტს, როგორც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ზუსტად ასევე მოვიქცეოდი. რაც შეეხება მომდევნო გადაწყვეტილებებს, როგორც მე წარმომიდგენია, მოვლენათა მთელი ჯაჭვი - მთელი ისტორია, რომელიც მას შემდეგ განვითარდა, ამტკიცებს, რომ მთლიანობაში ეს დაბალანსებული გადაწყვეტილებები იყო, რომლებმაც ვითარების შენარჩუნების შესაძლებლობა მოგვცა", - განაცხადა მედვედევმა.

რუსეთის პრემიერ-მინისტრის შეფასებით, არსებობდა იმის საფრთხე, რომ შეტაკებები, საბრძოლო ოპერაციები და ადამიანების დაღუპვა 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგაც პერმანენტულად გაგრძელებულიყო.

"მიმაჩნია, რომ რა ზომებიც მივიღეთ - მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა და, საერთოდ, პოლიტიკურ და დიპლომატიურ დონეზე, - საშუალება მოგვცა, სიტუაცია დაგვემშვიდებინა. დიახ, ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილებები, მაგრამ, ჩემი პასუხია, რომ ამ მხრივ ყველაფერი სწორად იყო გაკეთებული", - აღნიშნა მედვედევმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა