საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ალასანია, უსუფაშვილი და ბაქრაძე ახალ კოალიციას შექმნიან"
"ალასანია, უსუფაშვილი და ბაქრაძე ახალ კოალიციას შექმნიან"

"საკ­რე­ბუ­ლოს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­სია ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რომ მფლო­ბე­ლებს და­უბ­რუ­ნოს ის წარ­თმე­უ­ლი ქო­ნე­ბა, რაც ჯერ გა­ყი­დუ­ლი არ არის. სა­ხელ­მწი­ფომ გუ­და­ურ­ში და­ა­ტე­რო­რა მე­სა­კუთ­რე­ე­ბი და ისე აჩუ­ქე­ბი­ნა ქო­ნე­ბა. მერე ეს ქო­ნე­ბა თბი­ლისს გა­და­ე­ცა. ეს ქო­ნე­ბა უნდა დაბ­რუნ­დეს. ჩი­ნუ­რი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს ვკი­თხავთ, თბი­ლი­სის ზღვა­ზე რო­გორ აშე­ნე­ბენ კვარ­ტალს წარ­თმე­ულ ქო­ნე­ბა­ზე", - აცხა­დებს თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე კახა კუ­კა­ვა, რო­მე­ლიც მე­რის იმ­პიჩ­მენ­ტის სა­კი­თხის შე­ტა­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დის:

- ბა­ტო­ნო კახა, თქვენ კი აპი­რებთ მე­რის იმ­პიჩ­მენ­ტის სა­კი­თხის და­ყე­ნე­ბას, მაგ­რამ საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, უგუ­ლა­ვას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ვა­პი­რე­ბო.

- ში­ხი­აშ­ვი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტია, რო­მელ­საც მხა­რი და­უ­ჭი­რეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რებ­მა. მისი არ­ჩე­ვი­სას ხმე­ბი 23/23-ზე იყო და ჩემი ხმა აღ­მოჩ­ნდა გა­დამ­წყვე­ტი.

პო­ლი­ტი­კა­ში გუ­შინ­დე­ლი ბავ­შვი არა ვარ, რომ მოვ­ტყუვ­დე. ში­ხი­აშ­ვი­ლი არც მკვლე­ლია და არც ზონ­დე­რი. რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი რომ აცხა­დებ­დნენ, არც ერთი "ნა­ცი­ო­ნა­ლი" ჩვენ გვერ­დი­თო, გა­ვი­გებ­დი ში­ხი­აშ­ვილ­ზე შე­ტე­ვას, მაგ­რამ ახლა მას­ზე შე­ტე­ვა კონ­კრე­ტულ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა. "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია უპი­რის­პირ­დე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გუნდს და სა­კად­რო პო­ლი­ტი­კაც ამის მა­გა­ლი­თია. ამას და­ემ­თხვა გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მოხ­სნაც. რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­მა გა­და­წყვი­ტეს, პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნათ ში­ხი­აშ­ვი­ლის­თვის და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­თვი­საც.

- ში­ხი­აშ­ვი­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პრო­ტეჟეა?

- ში­ხი­აშ­ვი­ლი ივა­ნიშ­ვი­ლის კან­დი­და­ტია. ღა­რი­ბაშ­ვი­ლი კი ივა­ნიშ­ვი­ლის ერ­თა­დერ­თი და­საყ­რდე­ნია და გავ­ლე­ნი­ა­ნია მი­ნის­ტრებს შო­რის. ძა­ლე­ბი ასე ლაგ­დე­ბა: უსუ­ფაშ­ვი­ლი, ალა­სა­ნია, რო­მელ­თაც მალე შე­იძ­ლე­ბა შე­უ­ერ­თდეს ბაქ­რა­ძეც. ეს ორი სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფია და მათ შო­რის ბრძო­ლაა.

- თუ ასეა, ამ ვი­თა­რე­ბა­ში რო­გორ წავა ივა­ნიშ­ვი­ლი პოს­ტი­დან?

- ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა არას­წო­რია. მა­რა­თო­ნე­ლის მსგავ­სად, ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ბოლო ამო­სუნ­თქვა მი­ი­ტა­ნა 1-ელ ოქ­ტომ­ბერს სა­არ­ჩევ­ნო ყუთ­თან, და­ე­ცა და ელო­დე­ბა, რო­დის წა­მო­ა­ყე­ნებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. მა­შინ, რო­დე­საც და­პი­რე­ბე­ბის 95% შე­სას­რუ­ლე­ბე­ლია, ივა­ნიშ­ვი­ლი ამ­ბობს, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი შე­ას­რუ­ლებ­სო, რაც არ არის ხალ­ხთან პა­ტი­ო­სა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

ჩემი აზ­რით, იგი­ვე სცე­ნა­რი მზად­დე­ბა, რაც მოხ­და ეგ­ვიპ­ტე­ში, მოლ­და­ვეთ­სა და 2003 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ტრან­ზი­ტის ფუნ­ქცი­ის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დგომ, რომ­ლის ამო­ცა­ნა სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კი­დან გაყ­ვა­ნა იყო, ივა­ნიშ­ვი­ლი ას­პა­რეზს და­ტო­ვებს. ალ­ბათ, შე­იქ­მნე­ბა კო­ა­ლი­ცია და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი სა­ხე­ლით "კო­ა­ლი­ცია ევ­რო­პუ­ლი რე­ფორ­მე­ბის­თვის", სა­დაც გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან ბაქ­რა­ძე, ალა­სა­ნია და უსუ­ფაშ­ვი­ლი. ეს კო­ა­ლი­ცია გა­აგ­რძე­ლებს ქვეყ­ნის მარ­თვას. პო­ლი­ტი­კი­დან წავა მხო­ლოდ სა­ა­კაშ­ვი­ლი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" რე­აქ­ცი­უ­ლი ნა­წი­ლი კი დარ­ჩე­ბა. ამას უსა­თუ­ოდ მოჰ­ყვე­ბა ვა­დამ­დე არ­ჩევ­ნე­ბის სა­კი­თხი და შს მი­ნის­ტრი დად­გე­ბა დარ­ტყმის ქვეშ, რად­გან ე.წ. ევ­რო­პუ­ლი კო­ა­ლი­ცი­ის გეგ­მე­ბის­თვის ერთ-ერთი ბა­რი­ე­რი ღა­რი­ბაშ­ვი­ლია. ივა­ნიშ­ვილს რე­ა­ლუ­რად პარ­ლა­მენ­ტში თა­ვი­სი გუნ­დი არა ჰყავს, რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი და ალა­სა­ნია კი მძლავ­რი გუნ­დე­ბით არი­ან წარ­მოდ­გე­ნი­ლი. აჯო­ბებს ივა­ნიშ­ვილ­მა 2 წლის მერე და­ტო­ვოს პოს­ტი და ქარ­თველ ხალ­ხს ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მი­ნის­ტრი შეს­თა­ვა­ზოს, რო­გორც პრე­მი­ე­რო­ბის კან­დი­და­ტი.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

"ალასანია, უსუფაშვილი და ბაქრაძე ახალ კოალიციას შექმნიან"

"ალასანია, უსუფაშვილი და ბაქრაძე ახალ კოალიციას შექმნიან"

"საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია ყველაფერს გააკეთებს, რომ მფლობელებს დაუბრუნოს ის წართმეული ქონება, რაც ჯერ გაყიდული არ არის. სახელმწიფომ გუდაურში დაატერორა მესაკუთრეები და ისე აჩუქებინა ქონება. მერე ეს ქონება თბილისს გადაეცა. ეს ქონება უნდა დაბრუნდეს. ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს ვკითხავთ, თბილისის ზღვაზე როგორ აშენებენ კვარტალს წართმეულ ქონებაზე", - აცხადებს თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე კახა კუკავა, რომელიც მერის იმპიჩმენტის საკითხის შეტანის ინიციატივით გამოდის:

- ბატონო კახა, თქვენ კი აპირებთ მერის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას, მაგრამ საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი აცხადებს, უგულავასთან თანამშრომლობას ვაპირებო.

- შიხიაშვილი "ქართული ოცნების" კანდიდატია, რომელსაც მხარი დაუჭირეს პრემიერ-მინისტრმა და "ქართული ოცნების" ლიდერებმა. მისი არჩევისას ხმები 23/23-ზე იყო და ჩემი ხმა აღმოჩნდა გადამწყვეტი.

პოლიტიკაში გუშინდელი ბავშვი არა ვარ, რომ მოვტყუვდე. შიხიაშვილი არც მკვლელია და არც ზონდერი. რესპუბლიკელები რომ აცხადებდნენ, არც ერთი "ნაციონალი" ჩვენ გვერდითო, გავიგებდი შიხიაშვილზე შეტევას, მაგრამ ახლა მასზე შეტევა კონკრეტულ მიზანს ემსახურება. "ქართულ ოცნებაში" რესპუბლიკური პარტია უპირისპირდება პრემიერ-მინისტრის გუნდს და საკადრო პოლიტიკაც ამის მაგალითია. ამას დაემთხვა განათლების მინისტრის მოადგილის, დავით ზურაბიშვილის მოხსნაც. რესპუბლიკელებმა გადაწყვიტეს, პრობლემები შეექმნათ შიხიაშვილისთვის და აქედან გამომდინარე, ირაკლი ღარიბაშვილისთვისაც.

- შიხიაშვილი ღარიბაშვილის პროტეჟეა?

- შიხიაშვილი ივანიშვილის კანდიდატია. ღარიბაშვილი კი ივანიშვილის ერთადერთი დასაყრდენია და გავლენიანია მინისტრებს შორის. ძალები ასე ლაგდება: უსუფაშვილი, ალასანია, რომელთაც მალე შეიძლება შეუერთდეს ბაქრაძეც. ეს ორი სხვადასხვა ჯგუფია და მათ შორის ბრძოლაა.

- თუ ასეა, ამ ვითარებაში როგორ წავა ივანიშვილი პოსტიდან?

- ივანიშვილის განცხადება არასწორია. მარათონელის მსგავსად, ქართველმა ხალხმა ბოლო ამოსუნთქვა მიიტანა 1-ელ ოქტომბერს საარჩევნო ყუთთან, დაეცა და ელოდება, როდის წამოაყენებს ხელისუფლება. მაშინ, როდესაც დაპირებების 95% შესასრულებელია, ივანიშვილი ამბობს, მარგველაშვილი შეასრულებსო, რაც არ არის ხალხთან პატიოსანი დამოკიდებულება.

ჩემი აზრით, იგივე სცენარი მზადდება, რაც მოხდა ეგვიპტეში, მოლდავეთსა და 2003 წელს საქართველოში. ტრანზიტის ფუნქციის შესრულების შემდგომ, რომლის ამოცანა სააკაშვილის პოლიტიკიდან გაყვანა იყო, ივანიშვილი ასპარეზს დატოვებს. ალბათ, შეიქმნება კოალიცია დაახლოებით ასეთი სახელით "კოალიცია ევროპული რეფორმებისთვის", სადაც გაერთიანდებიან ბაქრაძე, ალასანია და უსუფაშვილი. ეს კოალიცია გააგრძელებს ქვეყნის მართვას. პოლიტიკიდან წავა მხოლოდ სააკაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" რეაქციული ნაწილი კი დარჩება. ამას უსათუოდ მოჰყვება ვადამდე არჩევნების საკითხი და შს მინისტრი დადგება დარტყმის ქვეშ, რადგან ე.წ. ევროპული კოალიციის გეგმებისთვის ერთ-ერთი ბარიერი ღარიბაშვილია. ივანიშვილს რეალურად პარლამენტში თავისი გუნდი არა ჰყავს, რესპუბლიკელები და ალასანია კი მძლავრი გუნდებით არიან წარმოდგენილი. აჯობებს ივანიშვილმა 2 წლის მერე დატოვოს პოსტი და ქართველ ხალხს ყველაზე წარმატებული მინისტრი შესთავაზოს, როგორც პრემიერობის კანდიდატი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა