მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მომღერალი ლიზა ბაგრატიონი უკრაინაში გასტროლებზე მიდის
მომღერალი ლიზა ბაგრატიონი უკრაინაში გასტროლებზე მიდის

მომ­ღე­რა­ლი ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნი უკ­რა­ი­ნა­ში გას­ტრო­ლებ­ზე მი­დის. ტა­ლინ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი კონ­ცერ­ტის შემ­დეგ ლიზა ბაგ­რა­ტი­ონ­სა და ქარ­თველ შემ­სრუ­ლებ­ლებს სა­ზა­ფხუ­ლო ტურ­ნე­ში უკ­რა­ი­ნის პრეს­ტი­ჟულ დარ­ბა­ზებ­ში იწ­ვე­ვენ.

რო­გორც "ამ­ბე­ბი.გე"-ს კონ­ცერ­ტის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფის ერთ-ერ­თმა წევ­რმა და სცე­ნა­რის­ტმა თე­ო­ნა ჯორ­ბე­ნა­ძემ აც­ნო­ბა, ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნი კონ­ცერ­ტებს სე­ვას­ტო­პო­ლის, იალ­ტი­სა და ალუშ­ტას ცნო­ბილ დარ­ბა­ზებ­ში გა­მარ­თავს. ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის - რე­ვაზ ლა­ღი­ძის, ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძის, გია ყან­ჩე­ლის, გი­ორ­გი ცა­ბა­ძი­სა და ვაჟა აზა­რაშ­ვი­ლის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ყი­რი­მის აკა­დე­მი­უ­რი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის თან­ხლე­ბით შეს­რულ­დე­ბა.

სა­დი­რი­ჟო­რო პულტთან ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი დად­გე­ბა. პროგ­რა­მა­შია უკ­რა­ი­ნუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი, რუ­სუ­ლი რო­მან­სე­ბი და ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნის­თვის სა­გან­გე­ბოდ შექ­მნი­ლი რამ­დე­ნი­მე ბრი­ტა­ნუ­ლი ბა­ლა­და.

ლიზა ბაგ­რა­ტი­ონ­თან ერ­თად უკ­რა­ი­ნე­ლი მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე ნატო მე­ტო­ნი­ძე, და­ვით შა­მა­ნა­უ­რი (საყ­ვი­რი), ლე­ვან დე­ი­სა­ძე და "შვიდ­კა­ცა" წარ­სდგე­ბი­ან. პრო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რია კომ­პა­ნია "ბა­და­გო­ნი".

ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტი 14 აგ­ვის­ტოს სე­ვას­ტო­პო­ლის ლუ­ნა­ჩარ­სკის სა­ხე­ლო­ბის აკა­დე­მი­ურ თე­ატ­რში გა­ი­მარ­თე­ბა, 16 აგ­ვის­ტოს იალ­ტის ჩე­ხო­ვის სა­ხე­ლო­ბის აკა­დე­მი­ურ თე­ატ­რში, 17 აგ­ვის­ტოს კი ქარ­თველ შემ­სრუ­ლებ­ლებს ალუშ­ტა­ში, პორ­ტო დი­მა­რეს სა­კონ­ცერ­ტო არე­ნა უმას­პინ­ძლებს.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

მომღერალი ლიზა ბაგრატიონი უკრაინაში გასტროლებზე მიდის

მომღერალი ლიზა ბაგრატიონი უკრაინაში გასტროლებზე მიდის

მომღერალი ლიზა ბაგრატიონი უკრაინაში გასტროლებზე მიდის. ტალინში წარმატებული კონცერტის შემდეგ ლიზა ბაგრატიონსა და ქართველ შემსრულებლებს საზაფხულო ტურნეში უკრაინის პრესტიჟულ დარბაზებში იწვევენ.

როგორც ”ამბები.გე”-ს კონცერტის შემოქმედებითი ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა და სცენარისტმა თეონა ჯორბენაძემ აცნობა, ლიზა ბაგრატიონი კონცერტებს სევასტოპოლის, იალტისა და ალუშტას ცნობილ დარბაზებში გამართავს. ქართველი კომპოზიტორების - რევაზ ლაღიძის, ბიძინა კვერნაძის, გია ყანჩელის, გიორგი ცაბაძისა და ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებები ყირიმის აკადემიური სიმფონიური ორკესტრის თანხლებით შესრულდება.

სადირიჟორო პულტთან ნიკოლოზ რაჭველი დადგება. პროგრამაშია უკრაინული სიმღერები, რუსული რომანსები და ლიზა ბაგრატიონისთვის საგანგებოდ შექმნილი რამდენიმე ბრიტანული ბალადა.

ლიზა ბაგრატიონთან ერთად უკრაინელი მსმენელის წინაშე ნატო მეტონიძე, დავით შამანაური (საყვირი), ლევან დეისაძე და "შვიდკაცა" წარსდგებიან. პროექტის მხარდამჭერია კომპანია ”ბადაგონი”.

ტურნეს ფარგლებში პირველი კონცერტი 14 აგვისტოს სევასტოპოლის ლუნაჩარსკის სახელობის აკადემიურ თეატრში გაიმართება, 16 აგვისტოს იალტის ჩეხოვის სახელობის აკადემიურ თეატრში, 17 აგვისტოს კი ქართველ შემსრულებლებს ალუშტაში, პორტო დიმარეს საკონცერტო არენა უმასპინძლებს.

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება