პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტოტო კუტუნიო - ”სცენაზე გამოსვლა ბევრად იოლია, ვიდრე კონკურსანტების შეფასება”
ტოტო კუტუნიო - ”სცენაზე გამოსვლა ბევრად იოლია, ვიდრე კონკურსანტების შეფასება”

მომ­ღე­რა­ლი ნამ­დვილ იტა­ლი­ე­ლად რჩე­ბა მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში. კონ­კურს "ახალ ტალ­ღა­ზე" ტოტო კუ­ტუ­ნი­ომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რაც მო­ე­თხო­ვე­ბა გა­ლან­ტურ მა­მა­კაც­სა და ყო­ფი­ლი სსრკ-ის ყვე­ლა ქა­ლის გულ­თამ­პყრო­ბელს, ლო­ყა­ზე კოც­ნი­და ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნებ­საც და ხან­ში შე­სულ ქალ­ბა­ტო­ნებ­საც, ას­რუ­ლებ­და სიმ­ღე­რებს, რო­მელ­თა ჰან­გე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ნოს­ტალ­გი­ით დარ­ბა­ზი ტი­რო­და. ყურ­ზე ბრი­ლი­ან­ტის სა­ყუ­რე უბრწყი­ნავ­და და ისე­თი გრა­ცი­ო­ზუ­ლი იყო, რომ არაფ­რით არ იტყო­დით სა­მოც­და­ათს გა­დას­ცილ­დაო.

ჟი­უ­რი­ში "გა­დამ­დგა­რი" რა­ი­მონდ პა­ულ­სის მა­გივ­რად მი­იწ­ვი­ეს, "ახა­ლი ტალ­ღის" და­მა­არ­სე­ბელ­სა და ჟი­უ­რის თავ­მჯდო­მა­რე იგორ კრუ­ტო­ის უმ­შვე­ნებ­და გვერდს. კუ­ტუ­ნი­ოს ყოფ­ნამ ჟი­უ­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა, მაგ­რამ რამ­დე­ნა­დაც იტა­ლი­ე­ლი მომ­ღერ­ლის ძვე­ლი ჰი­ტე­ბი აღაფრ­თო­ვა­ნებ­და პუბ­ლი­კას, იმ­დე­ნად აოგ­ნებ­და მისი შე­ფა­სე­ბე­ბი, ამის გამო ორ­ჯერ მა­ესტროს დარ­ბა­ზი­დან და­უს­ტვი­ნეს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბა­ტო­ნი კუ­ტუ­ნიო სიმ­შვი­დეს ინარ­ჩუ­ნებ­და და თა­ვი­სი საქ­ცი­ე­ლით პრინ­ცი­პუ­ლო­ბას ამ­ჟღავ­ნებ­და. ნიშ­ნებს დამ­სა­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით წერ­და. თუ მე­ო­რე სა­კონ­კურ­სო დღეს ქარ­თველ სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძეს რვა ქულა და­უ­წე­რა, მე­სა­მე დღეს უმაღ­ლე­სი, 11 ქუ­ლით და­ა­ჯილ­დო­ვა. მოკ­ლედ ვი­ზუ­ა­ლუ­რი ფლეგ­მა­ტუ­რო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ერ­თო პრო­ცეს­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მო­ცო­ცხლე­ბა შე­ი­ტა­ნა და რა­ღაც კუ­თხით რა­ი­მონდ პა­ულ­სი კი არ შეც­ვა­ლა, არა­მედ ილია ლა­გუ­ტენ­კო, რო­მე­ლიც "ახა­ლი ტალ­ღის" წინა წლის კონ­კურ­სებ­ში სკან­და­ლუ­რად მი­იჩ­ნე­ო­და.

- რო­გორც ჟი­უ­რის წევ­რს, ობი­ექ­ტუ­რო­ბა უნდა შე­გე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნათ, მაგ­რამ ისი­ნიც კი, რომ­ლე­ბიც მრა­ვა­ლი წე­ლია კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ებს აფა­სე­ბენ, სწრა­ფად გა­მო­არ­ჩე­ვენ ფა­ვო­რი­ტებს. კონ­კურ­სან­ტე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად ვინ მო­გე­წო­ნათ?

- თა­ვი­დან­ვე მო­მე­წო­ნა კუ­ბე­ლი რო­ბერ­ტო კელ ტო­რე­სი, ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძე და სა­ერ­თოდ 16 კონ­კურ­სან­ტი ძა­ლი­ან მა­ხა­რებ­და არ­ტის­ტიზ­მი­თა და ხმით.

- მაგ­რამ ყვე­ლას სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი ქულა და­უ­წე­რეთ. მა­გა­ლი­თად, მე­ო­რე სა­კონ­კურ­სო დღეს ქარ­თვე­ლი სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძე ძა­ლი­ან და­ბა­ლი ქუ­ლით შე­ა­ფა­სეთ. ჟი­უ­რის წევ­რო­ბა გა­გიძ­ნელ­დათ?

- სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლა ბევ­რად იო­ლია, ვიდ­რე კონ­კურ­სან­ტე­ბის შე­ფა­სე­ბა. ამას­თან რუ­სუ­ლი არ მეს­მის და სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მო­ხატ­ვა მარ­ტო მუ­სი­კა­სა და იმა­ზე დაყ­რდნო­ბით შე­მიძ­ლია, რამ­დე­ნად ემო­ცი­უ­რად მღე­რის მომ­ღე­რა­ლი. ამი­ტო­მაც ჩემი აზრი შე­იძ­ლე­ბა გან­სხვავ­დე­ბო­დეს სხვა მსა­ჯე­ბის­გან.

- მრა­ვალ­წლი­ა­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი სიმ­ღე­რა და­წე­რეთ, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ოს მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი მღე­რის, თქვენ აღ­გაფრ­თო­ვა­ნებთ სხვა ავ­ტო­რე­ბის სიმ­ღე­რე­ბი ისე, რომ იმ­ღე­როთ?

- რა თქმა უნდა, დი­დია მათი არ­ჩე­ვა­ნი! სტივ უან­დე­რი, მა­იკლ ჯეკ­სო­ნი, და, რა თქმა უნდა, "ბითლზი", რომ­ლე­ბიც სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ბი­ან მუ­სი­კის ის­ტო­რი­ის სა­ო­ცარ ფე­ნო­მე­ნად. სა­ერ­თოდ რთუ­ლია იყო კომ­პო­ზი­ტო­რი. სულ შვი­დი ნოტი გვაქვს და სიმ­ღე­რე­ბი ხში­რად გვახ­სე­ნე­ბენ ვი­ღა­ცის მიერ უკვე ოდეს­ღაც და­წე­რილს. ეს მდგო­მა­რე­ო­ბა არა­სო­დეს შე­იც­ვლე­ბა, მხო­ლოდ მუ­სი­კა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი გახ­დე­ბა უფრო სრულ­ყო­ფი­ლი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

ტოტო კუტუნიო - ”სცენაზე გამოსვლა ბევრად იოლია, ვიდრე კონკურსანტების შეფასება”

ტოტო კუტუნიო - ”სცენაზე გამოსვლა ბევრად იოლია, ვიდრე კონკურსანტების შეფასება”

მომღერალი ნამდვილ იტალიელად რჩება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. კონკურს "ახალ ტალღაზე" ტოტო კუტუნიომ ყველაფერი გააკეთა, რაც მოეთხოვება გალანტურ მამაკაცსა და ყოფილი სსრკ-ის ყველა ქალის გულთამპყრობელს, ლოყაზე კოცნიდა ახალგაზრდა გოგონებსაც და ხანში შესულ ქალბატონებსაც, ასრულებდა სიმღერებს, რომელთა ჰანგებით გამოწვეული ნოსტალგიით დარბაზი ტიროდა. ყურზე ბრილიანტის საყურე უბრწყინავდა და ისეთი გრაციოზული იყო, რომ არაფრით არ იტყოდით სამოცდაათს გადასცილდაო.

ჟიურიში "გადამდგარი" რაიმონდ პაულსის მაგივრად მიიწვიეს, "ახალი ტალღის" დამაარსებელსა და ჟიურის თავმჯდომარე იგორ კრუტოის უმშვენებდა გვერდს. კუტუნიოს ყოფნამ ჟიურის საერთაშორისო სტატუსი მიანიჭა, მაგრამ რამდენადაც იტალიელი მომღერლის ძველი ჰიტები აღაფრთოვანებდა პუბლიკას, იმდენად აოგნებდა მისი შეფასებები, ამის გამო ორჯერ მაესტროს დარბაზიდან დაუსტვინეს. საბედნიეროდ, ბატონი კუტუნიო სიმშვიდეს ინარჩუნებდა და თავისი საქციელით პრინციპულობას ამჟღავნებდა. ნიშნებს დამსახურების მიხედვით წერდა. თუ მეორე საკონკურსო დღეს ქართველ სალომე ქათამაძეს რვა ქულა დაუწერა, მესამე დღეს უმაღლესი, 11 ქულით დააჯილდოვა. მოკლედ ვიზუალური ფლეგმატურობის მიუხედავად, საერთო პროცესში მნიშვნელოვანი გამოცოცხლება შეიტანა და რაღაც კუთხით რაიმონდ პაულსი კი არ შეცვალა, არამედ ილია ლაგუტენკო, რომელიც "ახალი ტალღის" წინა წლის კონკურსებში სკანდალურად მიიჩნეოდა.

- როგორც ჟიურის წევრს, ობიექტურობა უნდა შეგენარჩუნებინათ, მაგრამ ისინიც კი, რომლებიც მრავალი წელია კონკურსის მონაწილეებს აფასებენ, სწრაფად გამოარჩევენ ფავორიტებს. კონკურსანტებიდან ყველაზე მეტად ვინ მოგეწონათ?

- თავიდანვე მომეწონა კუბელი რობერტო კელ ტორესი, ქართველი გოგონა სალომე ქათამაძე და საერთოდ 16 კონკურსანტი ძალიან მახარებდა არტისტიზმითა და ხმით.

- მაგრამ ყველას სხვადასხვანაირი ქულა დაუწერეთ. მაგალითად, მეორე საკონკურსო დღეს ქართველი სალომე ქათამაძე ძალიან დაბალი ქულით შეაფასეთ. ჟიურის წევრობა გაგიძნელდათ?

- სცენაზე გამოსვლა ბევრად იოლია, ვიდრე კონკურსანტების შეფასება. ამასთან რუსული არ მესმის და საკუთარი აზრის გამოხატვა მარტო მუსიკასა და იმაზე დაყრდნობით შემიძლია, რამდენად ემოციურად მღერის მომღერალი. ამიტომაც ჩემი აზრი შეიძლება განსხვავდებოდეს სხვა მსაჯებისგან.

- მრავალწლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში ბევრი სიმღერა დაწერეთ, რომელსაც მსოფლიოს მილიონობით ადამიანი მღერის, თქვენ აღგაფრთოვანებთ სხვა ავტორების სიმღერები ისე, რომ იმღეროთ?

- რა თქმა უნდა, დიდია მათი არჩევანი! სტივ უანდერი, მაიკლ ჯეკსონი, და, რა თქმა უნდა, "ბითლზი", რომლებიც სამუდამოდ დარჩებიან მუსიკის ისტორიის საოცარ ფენომენად. საერთოდ რთულია იყო კომპოზიტორი. სულ შვიდი ნოტი გვაქვს და სიმღერები ხშირად გვახსენებენ ვიღაცის მიერ უკვე ოდესღაც დაწერილს. ეს მდგომარეობა არასოდეს შეიცვლება, მხოლოდ მუსიკალური ტექნოლოგიები გახდება უფრო სრულყოფილი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება