პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაიან რეინოლდსი: "ჰოლივუდში დანგრეული მანქანით და ცარიელი საფულით ჩამოვედი"
რაიან რეინოლდსი: "ჰოლივუდში დანგრეული მანქანით და ცარიელი საფულით ჩამოვედი"

რა­ი­ან რე­ი­ნოლდსი ბოლო პე­რი­ოდ­ში ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი­თა და აწყო­ბი­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბით იწო­ნებს თავს. მის ახალ პრო­ექ­ტებს შო­რის არის "მოჩ­ვე­ნე­ბე­ბის პატ­რუ­ლი", მისი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი კი მშვე­ნი­ე­რი ბლე­იკ ლა­ივ­ლია. მა­ნამ­დე რა­ი­ანს ყვე­ლა იც­ნობ­და, რო­გორც სკარ­ლეტ იო­ჰან­სო­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარს, და ამ­ბო­ბენ, მისი წარ­მა­ტე­ბაც ბევრწი­ლად ამ ფაქ­ტორ­მა გა­ნა­პი­რო­ბაო. თუმ­ცა ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ და პლა­ნე­ტის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­მა­კა­ცი მსა­ხი­ობ ბლე­იკ ლა­ივ­ლის დარ­ჩა.

"სკარ­ლეტ­თან ისევ ვმე­გობ­რობ"

- რა­ი­ან, რო­გორ გა­და­ი­ტა­ნეთ ასე მშვი­დო­ბი­ა­ნად სკარ­ლეტ იო­ჰან­სონ­თან და­შო­რე­ბა და საკ­მა­ოდ სწრა­ფად იპო­ვეთ ახა­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა?

- ჩემი აზ­რით, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­თავ­რე­ბი­სას, რა­ო­დენ მტკივ­ნე­უ­ლი და მძი­მეც უნდა იყოს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, არა­ფე­რი ინა­ნო. მე კვლა­ვინ­დე­ბუ­რად მი­მაჩ­ნია, რომ რო­დე­საც სკარ­ლე­ტი შე­ვირ­თე ცო­ლად, კარ­გად მო­ვი­ქე­ცი, ის ყო­ველ­თვის დარ­ჩე­ბა ჩემ­თვის ისე­თად, რო­გო­რიც ურ­თი­ერ­თო­ბის და­სა­წყის­ში იყო. ჩვენ ისევ ვმე­გობ­რობთ და ვა­ფა­სებთ ერ­თმა­ნეთს. ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ამა­ზე კარ­გი არა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს. მცი­რე ხანს მარ­თლა არ მინ­დო­და არა­ვის­თან შეხ­ვედ­რა, თუმ­ცა ად­რე­უ­ლი სიყ­მაწ­ვი­ლი­დან მი­ვეჩ­ვიე, რომ სულ ვი­ღა­ცას ვხვდე­ბო­დი. მა­შინ მეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ სიყ­ვა­რუ­ლი ბან­ქოს­გან აწყო­ბი­ლი ხუ­ხუ­ლა იყო, რო­მე­ლიც იო­ლად ინ­გრე­ო­და. მაგ­რამ თან­და­თან ისევ ამე­ხი­ლა თვა­ლე­ბი და და­ვი­ნა­ხე ის, რა­საც ადრე ალ­ბათ ვერც ვამ­ჩნევ­დი.

- და ახლა კვლავ ბედ­ნი­ე­რი ქორ­წი­ნე­ბა გაქვთ. ამ­ბო­ბენ, რომ ბლე­იკ ლა­ივ­ლი თქვენს გარ­დე­რობს აკონ­ტრო­ლებს...

- დიახ, ასეა. თუ ცოლს არ მოს­წონს ის, რა­საც ვიც­ვამ, სახ­ლი­და­ნაც არ გა­მოვ­დი­ვარ. როცა ოფი­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­ვე­შუ­რე­ბი, ის აკონ­ტრო­ლებს ჩემს ყვე­ლა კოს­ტი­უმს - ცოტა ხნის წინ მისი ნე­ბარ­თვით გა­ვი­კე­თე ნა­რინ­ჯის­ფე­რი ჰალ­სტუ­ხი "მოჩ­ვე­ნე­ბე­ბის პატ­რუ­ლის" პრე­მი­ე­რა­ზე. სხვა­ნა­ი­რად ვერ გავ­ბე­დავ­დი (იცი­ნის).

"რად მინ­და დაც­ვა ბო­ე­ვი­კე­ბის გმირს!"

- რაც შე­ე­ხე­ბა თქვენს ახალ ფილ­მს. ადრე რო­მან­ტი­კულ გმი­რებ­თან ასო­ცირ­დე­ბო­დით, უცებ კი - ზომ­ბე­ბი, აპო­კა­ლიფ­სი... რო­გორ და­თან­ხმდით მკვდა­რი პო­ლი­ცი­ე­ლის თა­მაშს?

- ზომ­ბი-დე­ტექ­ტი­ვის (იღი­მის). მომ­კლეს და მკვდა­რი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის რაზმში მოვ­ხვდი. ჩემი მე­წყვი­ლე კი, რო­მელ­საც ჯეფ ბრი­ჯე­სი გა­ნა­სა­ხი­ე­რებს, უკვე 200 წე­ლია შე­რი­ფად მუ­შა­ობს და ცო­ცხალ ადა­მი­ა­ნებს იცავს მე­ტის­მე­ტად თავ­გა­სუ­ლი მოჩ­ვე­ნე­ბე­ბის­გან (იცი­ნის). ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო ფილ­მია. ჩემი გმი­რის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ხელ­წო­დე­ბა რად ღირს მხო­ლოდ - "მშვი­დად იძი­ნე".

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

რაიან რეინოლდსი: "ჰოლივუდში დანგრეული მანქანით და ცარიელი საფულით ჩამოვედი"

რაიან რეინოლდსი: "ჰოლივუდში დანგრეული მანქანით და ცარიელი საფულით ჩამოვედი"

რაიან რეინოლდსი ბოლო პერიოდში ახალი პროექტებითა და აწყობილი პირადი ცხოვრებით იწონებს თავს. მის ახალ პროექტებს შორის არის "მოჩვენებების პატრული", მისი მეორე ნახევარი კი მშვენიერი ბლეიკ ლაივლია. მანამდე რაიანს ყველა იცნობდა, როგორც სკარლეტ იოჰანსონის მეორე ნახევარს, და ამბობენ, მისი წარმატებაც ბევრწილად ამ ფაქტორმა განაპირობაო. თუმცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ და პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მამაკაცი მსახიობ ბლეიკ ლაივლის დარჩა.

"სკარლეტთან ისევ ვმეგობრობ"

- რაიან, როგორ გადაიტანეთ ასე მშვიდობიანად სკარლეტ იოჰანსონთან დაშორება და საკმაოდ სწრაფად იპოვეთ ახალი ბედნიერება?

- ჩემი აზრით, ურთიერთობების დამთავრებისას, რაოდენ მტკივნეული და მძიმეც უნდა იყოს, მნიშვნელოვანია, არაფერი ინანო. მე კვლავინდებურად მიმაჩნია, რომ როდესაც სკარლეტი შევირთე ცოლად, კარგად მოვიქეცი, ის ყოველთვის დარჩება ჩემთვის ისეთად, როგორიც ურთიერთობის დასაწყისში იყო. ჩვენ ისევ ვმეგობრობთ და ვაფასებთ ერთმანეთს. ასეთ სიტუაციაში ამაზე კარგი არაფერი შეიძლება იყოს. მცირე ხანს მართლა არ მინდოდა არავისთან შეხვედრა, თუმცა ადრეული სიყმაწვილიდან მივეჩვიე, რომ სულ ვიღაცას ვხვდებოდი. მაშინ მეჩვენებოდა, რომ სიყვარული ბანქოსგან აწყობილი ხუხულა იყო, რომელიც იოლად ინგრეოდა. მაგრამ თანდათან ისევ ამეხილა თვალები და დავინახე ის, რასაც ადრე ალბათ ვერც ვამჩნევდი.

- და ახლა კვლავ ბედნიერი ქორწინება გაქვთ. ამბობენ, რომ ბლეიკ ლაივლი თქვენს გარდერობს აკონტროლებს...

- დიახ, ასეა. თუ ცოლს არ მოსწონს ის, რასაც ვიცვამ, სახლიდანაც არ გამოვდივარ. როცა ოფიციალურ ღონისძიებაზე მივეშურები, ის აკონტროლებს ჩემს ყველა კოსტიუმს - ცოტა ხნის წინ მისი ნებართვით გავიკეთე ნარინჯისფერი ჰალსტუხი "მოჩვენებების პატრულის" პრემიერაზე. სხვანაირად ვერ გავბედავდი (იცინის).

"რად მინდა დაცვა ბოევიკების გმირს!"

- რაც შეეხება თქვენს ახალ ფილმს. ადრე რომანტიკულ გმირებთან ასოცირდებოდით, უცებ კი - ზომბები, აპოკალიფსი... როგორ დათანხმდით მკვდარი პოლიციელის თამაშს?

- ზომბი-დეტექტივის (იღიმის). მომკლეს და მკვდარი პოლიციელების რაზმში მოვხვდი. ჩემი მეწყვილე კი, რომელსაც ჯეფ ბრიჯესი განასახიერებს, უკვე 200 წელია შერიფად მუშაობს და ცოცხალ ადამიანებს იცავს მეტისმეტად თავგასული მოჩვენებებისგან (იცინის). ძალიან სასაცილო ფილმია. ჩემი გმირის დეპარტამენტის სახელწოდება რად ღირს მხოლოდ - "მშვიდად იძინე".

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება