Amazon.com-ის დამფუძნებლის თქმით, მან Washington Post-ი შეცდომით შეიძინა

Amazon.com-ის დამფუძნებლის თქმით, მან Washington Post-ი შეცდომით შეიძინა

ონლაინ მაღაზია Amazon.com-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა განაცხადა, რომ მის მიერ Washington Post-ის შეძენა "გაუგებრობაა", ვინაიდან მან გაზეთის შეძენის ღილაკს ხელი ონლაინ მაღაზიაში შეცდომით დააჭირა.

"მე მხოლოდ მათ ვებგვერდს ვათვალირებდი და არ ვაქცევდი ყურადღება იმას, რასაც ვაკეთებდი. არავითარ შემთხვევაში არ მსურდა რაიმეს ყიდვა", - განაცხადა ბეზოსმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, ის არ მიაქცევდა ყურადღებას ონლაინ შენაძენს, მის American Express-ზე 250 მლნ-ის ხარჯი რომ არ ენახა.

საკრედიტო კომპანიასთან დაკავშირების შემდეგ მას განუცხადეს, რომ ხსენებული თანხა მან გამოცემა Washington Post-ის შეძენისას გადაიხადა, რაც ჯეფის თქმით, "სრული სიგიჟეა".

"არავითარ შემთხვევაში არ შევიძენდი Washington Post-ს. ამ გამოცემას საერთოდ არ ვკითხულობ", - განაცხადა "ამაზონის" დამფუძნებელმა.

ბეზოსის თქმით, ის მთელი დღის განმავლობაში ესაუბრებოდა Washington Post-ის კლიენტთა მომსახურების განყოფილებას და გაუგებრობის გარკვევას ცდილობდა.

"ვეუბნებოდი, რომ არ ვიცი როგორ აღმოჩნდა ჩემს კალათაში ის. მე ეს არ მსურდა. მაგრამ როგორც ჩანს, მათ არ შეუძლიათ თანხის უკან დაბრუნება", - განაცხადა ბეზოსმა.

მომზადებულია newyorker.com-ის მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები