ამერიკელმა მომღერალმა ლედი გაგამ Twitter-ში რუსეთში ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლების უფლებებზე და რუსეთის მთავრობის პოლიტიკაზე რამდენიმე განცხადება გააკეთა.
"რატომ არ დამაპატიმრე, როდესაც შანსი გქონდა? რატომ არ გინდოდა მთელი მსოფლიოსთვის გაგეცა პასუხი? რუსეთის მთავრობა დანაშაულებრივია. დათრგუნვას რევოლუცია მოჰყვება. ლგბტ რუსებო, მარტო არ ხართ. ჩვენ თქვენი თავისუფლებისთვის ვიბრძოლებთ",-დაწერა მომღერალმა.
გაზეთი The Washington Post-ი აღნიშნავს, რომ არასრულწლოვნებში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის ამკრძალავმა რუსულმა კანონმდებლობამ უფლებადამცველი ორგანიზაციები უკვე აღაშფოთა, ახლა კი პოპ-ვარსკვლავისა და ლგბტ-აქტივისტის Lady Gaga-ს ჯერი დადგა.
მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით.