გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბუნებრივი რესურსების, აგრარული და მიწის საკითხთა კომისიაზე 19 ფერმერის წერილობითი განცხადება, მიწის გადასახადისგან გათავისუფლების თაობაზე, დააკმაყოფილეს. გადასახადისგან გათავისუფლებულ ფერმერების ფართობები მტკვრის ხეობის გაყოლებაზე მდებარე სოფლების: ქვახვრელის, უფლისციხის, ტინისხიდის და ხიდისთავის ტერიტორიაზე, კვერნაკის ურწყავ ქედზე მდებარეობს. ქვახვრელი-უფლისციხე 56, 89 ჰა, ხოლო ატენი, ხიდისთავი, ტინისხიდი - 233, 73 ჰა ფართობს მოეხსნა გადასახადი. საერთო ჯამში, მიწის გადასახდისგან 290, 62 ჰა ფართობის მფლობელი ფერმერები გათავისუფლდნენ.