პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბანკის კრედიტებით დაზარალებული ცნობილები და მათი სამუდამოდ დაკარგული თანხები
ბანკის კრედიტებით დაზარალებული ცნობილები და მათი სამუდამოდ დაკარგული თანხები

პრაქ­ტი­კუ­ლად, ოჯა­ხი არ არ­სე­ბობს, ბან­კის კრე­დი­ტი, ან ზო­გა­დად, ვინ­მეს ვალი არ ჰქონ­დეს.

ზო­გი­ერ­თი პა­ტი­ო­სა­ნი გა­დამ­ხდე­ლია და თვი­დან თვემ­დე ახერ­ხებს სეს­ხის და­ფარ­ვას, ზოგი უბ­რა­ლოდ, მა­ტყუ­ა­რაა და გარ­კვე­უ­ლი მა­ქი­ნა­ცი­ე­ბით აპი­რებს ფონს გას­ვლას. ვი­ღა­ცას ასე­თი საქ­ცი­ე­ლი გას­დის, ვი­ღა­ცას კი სი­ცო­ცხლის ფა­სად უჯ­დე­ბა... მაგ­რამ არი­ან მე­ვა­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზით, აღე­ბუ­ლი კრე­დი­ტის გას­ტუმ­რე­ბას ვე­ღარ ახერ­ხე­ბენ და სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბათ.

მოკ­ლედ, რო­გორც იტყვი­ან, თუ ადა­მი­ა­ნის შეც­ნო­ბა გინ­და, ფულ­თან "ურ­თი­ერ­თო­ბა­ში" უნდა გა­მოს­ცა­დოო. "ამ­ბე­ბი.გე" რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ ადა­მი­ანს და­უ­კავ­შირ­და და სწო­რედ ფუ­ლის თე­მა­ზე ესა­უბ­რა;

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე, ტელე-რა­დი­ო­წამ­ყვა­ნი:

- ვა­ლის გა­რე­შე, ალ­ბათ, რჩე­უ­ლე­ბის­თვის შე­იძ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოკ­ვდა­ვე­ბის­თვის - არა.

- ხში­რად გაქვს ხოლ­მე ვინ­მეს ვალი?

- ვინ­მეს ვალი არა, მაგ­რამ ბან­კის ვალი მაქვს.

- პა­ტი­ო­სა­ნი გა­დამ­ხდე­ლი ხარ?

- ჩემ­ზე კარ­გი გა­დამ­ხდე­ლი დე­და­მი­წის ზურ­გზე არა­ვინ მე­გუ­ლე­ბა. თუმ­ცა ერთხელ ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მა შე­მექ­მნა.

- რას გუ­ლის­ხმობ?

- ერთ-ერთი ბან­კი­დან ავი­ღე სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხი. უფრო სწო­რად, ჩემს და­ქალს გა­მო­ვუ­ტა­ნე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ ვი­ცო­დი, რომ ის თან­ხას ყო­ველ­თვი­უ­რად უგ­ზავ­ნი­და დე­და­მისს, რო­მე­ლიც ამ სესხს ფა­რავ­და. თან, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მაგ ბან­კში მე­რი­ცხე­ბო­და ხელ­ფა­სი. თან­ხის გა­მო­ტა­ნი­დან 3 წლის შემ­დეგ, ჩემ­თან სახ­ლში და­რე­კა ბან­კის თა­ნამ­შრო­მელ­მა და დე­და­ჩემს უთხრა, რომ ბან­კში და­ვა­ლი­ა­ნე­ბა 3.100 ლარი მქონ­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, იმ პე­რი­ოდ­ში დე­და­ჩე­მის მდგო­მა­რე­ო­ბა, - ქალი გა­გიჟ­და. მოკ­ლედ, მე­ო­რე დღეს მი­ვე­დი ბან­კში და აღ­მოჩ­ნდა, რომ იმ ჩემს ძვირ­ფას მე­გო­ბარს სა­ერ­თოდ არ გა­და­უხ­დია არც ერთი თეთ­რი.

ბანკსაც იმის ნაც­ვლად, რომ ჩემ­თვის თა­ვის დრო­ზე და­ე­რე­კა, აცა­დეს, სა­ნამ პრო­ცენ­ტე­ბი არ დაგ­როვ­და და მერე პრობ­ლე­მურ გა­დამ­ხდელ­თა გან­ყო­ფი­ლე­ბას გა­დას­ცეს. არა­და, რო­გორც გი­თხა­რით, იქ მე­რი­ცხე­ბო­და ხელ­ფა­სი. თა­ნაც, სო­ლი­დუ­რი და თა­ვი­სუფ­ლად შე­ეძ­ლოთ, რომ ყო­ველ­თვი­უ­რად იქი­დან ჩა­მო­ეჭ­რათ. მოკ­ლედ, თან­ხა სა­ბო­ლო­ოდ ბან­კმა მე გა­და­მახ­დე­ვი­ნა.

- სად არის შენი მე­გო­ბა­რი და რას გე­უბ­ნე­ბა?

- მი­თხრა: გა­და­ვიხ­დი­დი, რა ის­ტე­რი­კას მი­წყობ­დიო და აღარ მე­კონ­ტაქ­ტე­ბა. ეს ამ­ბა­ვი 4 წლის წინ მოხ­და, მა­შინ ფეხ­მძი­მედ ვი­ყა­ვი. მოკ­ლედ, მაგ და­ნა­კარგს აღა­რა­ვინ და­მიბ­რუ­ნებს.

- ბან­კის გარ­და, კერ­ძო პი­რის­გან თუ გი­სეს­ხია ფული?

- სო­ლი­დუ­რი თან­ხა - არა. ისე, ძი­რი­თა­დად მე მთხო­ვენ ხოლ­მე. თან ისი­ნი, ვინც წე­სით არ უნდა მთხო­ვოს და მერე აღარ მიბ­რუ­ნე­ბენ. ისე, ახლო მე­გობ­რე­ბის­გან ცოტ-ცო­ტას კი ვსეს­ხუ­ლობ. ცოტა გულ­მა­ვი­წყი კი ვარ და ამი­ტომ ისე­თებს ვთხოვ თან­ხას, ვინც შე­მახ­სე­ნებს, რომ მისი ვალი მაქვს და არ იფიქ­რებს, რომ "გა­და­ვაგ­დე". ისე, ჩემი ფული როცა მარ­თებთ, ეგეც მა­ვი­წყდე­ბა და თა­ვი­სი ნე­ბით თუ არ და­მიბ­რუ­ნეს, არ მახ­სოვს ხოლ­მე.

მარ­კუს მეტ­რე­ვე­ლი, მომ­ღე­რა­ლი:

- ვა­ლის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა თუ არა? გა­აჩ­ნია რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში და­ი­ბა­დე, იზ­რდე­ბი და რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა შენი პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდა და გან­ვი­თა­რე­ბა.

- ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლო იგუ­ლის­ხმე­ბა.

- ვა­ლის აღე­ბა რა თქმა უნდა, შე­საძ­ლე­ბე­ლია. თა­ნაც იმი­ტომ, რომ ადა­მი­ან­მა ელე­მენ­ტა­რუ­ლი, მის­თვის სა­სურ­ვე­ლი ნივ­თი შე­ი­ძი­ნოს (ავე­ჯი, ავ­ტო­მო­ბი­ლი). მოკ­ლედ, ვალს იმი­ტომ იღებს, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში პირ­ველ რიგ­ში, ძა­ლი­ან და­ბა­ლი ხელ­ფა­სე­ბია და ადა­მი­ა­ნე­ბიც ნაკ­ლე­ბად არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი.

- ანუ შე­უძ­ლე­ბე­ლია ვა­ლის გა­რე­შე სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა?

- კი, შე­უძ­ლე­ბე­ლია და მხო­ლოდ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც სა­შუ­ა­ლო ფე­ნას ეკუთ­ვნის, რად­გან მათ არ აქვთ სამ­წუ­ხა­როდ, შე­სა­ბა­მი­სი ანა­ზღა­უ­რე­ბა, რომ თა­ვი­სუფ­ლად შე­ი­ძი­ნონ მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი ნივ­თე­ბი.

- პი­რა­დად თუ გაქვს ბან­კის ვალი?

- ეს იმ­დე­ნად პი­რა­დი თე­მაა, რომ ვფიქ­რობ, არა­ვის­თვის იქ­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო. თან, არ იქ­ნე­ბა გა­მარ­თლე­ბუ­ლი, სა­ჯა­როდ გა­მო­ვი­ტა­ნო ჩემი პი­რა­დი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, ამი­ტომ თავს შე­ვი­კა­ვებ.

- თა­ვად ვინ­მეს­თვის თუ გი­სეს­ხე­ბია თუნ­დაც მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხა?

- კი, გა­სეს­ხე­ბით გა­მი­სეს­ხე­ბია და თან, ბევ­რჯერ და უკან არას­დროს ამი­ღია. არას­დროს... ამი­ტომ ჩემი 2 შვი­ლი და­ვი­ფი­ცე, რომ ვინც არ უნდა მო­ვი­დეს და დახ­მა­რე­ბა მთხო­ვოს, არას­დროს, არა­ვის 1 ლარ­საც კი არ ვა­სეს­ხებ...

- თა­ვად რო­გო­რი გა­დამ­ხდე­ლი ხარ?

- თუ ვალი ამი­ღია, გა­მის­ტუმ­რე­ბია. მყავს საკ­მა­ოდ ცოტა მე­გო­ბა­რი (ერთი-ორი), ვი­საც თა­მა­მად ვე­ტყვი, ამ­დე­ნი თან­ხა მჭირ­დე­ბა, მა­სეს­ხე და ამა და ამ დროს და­გიბ­რუ­ნებ-მეთ­ქი და დათ­ქმულ დროს ვუბ­რუ­ნებ... სა­ერ­თოდ, არ მიყ­ვარს, როცა ვალს მე ვიხ­დი, ჯო­ბია, თვი­თონ გა­და­მი­ხა­დონ. თუმ­ცა ფან­ტას­ტი­კუ­რი გა­დამ­ხდე­ლი ვარ...…ხოლო გამ­ყიდ­ვე­ლებს, ვინც გრო­შებ­ზე იყი­დე­ბი­ან, ჩემს სა­მე­გობ­რო­ში ად­გი­ლი არ მო­ე­ძებ­ნე­ბათ. ის, ვინც შე­მომ­რჩა, ჩემი ღირ­სე­უ­ლი მე­გობ­რე­ბი არი­ან და ვი­მე­ო­რებ, ასე­თი სულ ერთი-ორია.

გია ჯა­ჯა­ნი­ძე, ფსი­ქო­ლო­გი:

- მქო­ნია ბან­კის ვალი, მაგ­რამ იმ პე­რი­ოდ­ში ისე­თი შე­წუ­ხე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ რა გი­თხრათ. რო­დე­საც ახ­ლოვ­დე­ბო­და გა­დახ­დის ვადა, სა­ო­ცა­რი მო­უს­ვენ­რო­ბა და დის­კომ­ფორ­ტი მექ­მნე­ბო­და. იმის მერე მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, რომ ბან­კი­დან კრე­დი­ტი არ ავი­ღო.

ად­რე­ულ წლებ­ში, რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზი­ის "I არხზე" ვმუ­შა­ობ­დი, ერთ ადა­მი­ანს ვა­სეს­ხე ფული. ის პი­როვ­ნე­ბა როცა მხვდე­ბო­და, მუდ­მი­ვად წუხ­და იმა­ზე, რომ ვერ მიბ­რუ­ნებ­და ვალს, რე­ა­ლუ­რად კი მა­ტყუ­ებ­და.

- დიდი თან­ხა ჰქონ­და და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი?

- არც ისე, მაგ­რამ იმ პე­რი­ო­დის­თვის 50 ლარი არ იყო ცოტა. მოკ­ლედ, მისი "ზეგ და­გიბ­რუ­ნებ" და "ორ-სამ დღე­ში", არ მთავ­რდე­ბო­და. სა­ბო­ლო­ოდ, მან ის თან­ხა არ და­მიბ­რუ­ნა.

- ახლა თუ კონ­ტაქ­ტობ იმ ადა­მი­ან­თან?

- კი, მშვე­ნივ­რად ვურ­თი­ერ­თობთ, - თბი­ლად მო­ვი­კი­თხავთ ხოლ­მე ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ მეც მახ­სოვს, რომ მას ჩემი ვალი დღემ­დე არ გა­უს­ტუმ­რე­ბია და, ალ­ბათ, მა­საც ახ­სოვს ეს ოღონდ, ამა­ზე არც ერთი ვლა­პა­რა­კობთ.

სა­ერ­თოდ, თუ ვინ­მეს ჩემი ვალი აქვს და ვერ მიბ­რუ­ნებს, უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ უხერ­ხუ­ლო­ბა მე უფრო მექ­მნე­ბა, რო­დე­საც ვხვდე­ბი, ვიდ­რე მას. ერთხელ ჩემი მე­ვა­ლე ტე­ლე­ვი­ზი­ის ფო­ი­ე­ში რომ და­ვი­ნა­ხე, გა­ვი­ქე­ცი და კე­დელს ამო­ვე­ფა­რე, რომ პი­რის­პირ არ შემ­ხვედ­რო­და. გვერ­დით მყოფ­მა მი­თხრა, - რა­ტომ ემა­ლე­ბი, მისი ვალი გაქ­ვსო? არა, მას აქვს ჩემი ვალი-მეთ­ქი. არც იმას არ მო­უ­ცია დღემ­დე ის ფული.

ერთხე­ლაც, ისეთ ადა­მი­ანს ვა­სეს­ხე, წი­ნას­წარ რომ ვი­ცო­დი, რომ ვერ და­მიბ­რუ­ნებ­და. ის დღემ­დე ამ­ბობს, რომ მომ­დევ­ნო თვე­ში გა­და­ვიხ­დიო, მაგ­რამ... ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ, ვა­ლის აღე­ბას სა­შინ­ლად გა­ვურ­ბი, თუ ფული დამ­ჭირ­ვე­ბია და არ მქო­ნია, სახ­ლი­დან ამი­ღია რა­ღაც ნივ­თი, გა­მი­ყი­დია და ვა­ლის აღე­ბას ასე ავ­ცდე­ნი­ვარ.

მაკა შა­ლი­კაშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

- მი­მაჩ­ნია, რომ მარ­თლაც შე­იძ­ლე­ბა, ისე იცხოვ­რო, რომ ვალი არ აიღო.

- თუ ძა­ლი­ან გინ­და ამა თუ იმ ნივ­თის შე­ძე­ნა, ან სახ­ლში რე­მონ­ტის გა­კე­თე­ბა და ფული არ გყოფ­ნის?

- კი, მაგ­რამ უნდა ეცა­დო, რომ თავი იმ სურ­ვილ­ზე მაღ­ლა და­ა­ყე­ნო... არა, ვალს არ ვი­ღებ...

- სხვის­თვის თუ გი­სეს­ხე­ბია თან­ხა?

- თუ მომ­მარ­თა­ვენ და იმ პე­რი­ოდ­ში ვმუ­შა­ობ და ფული მაქვს, ვაძ­ლევ, გან­სა­კუთ­რე­ბით მი­ხა­რია, რო­დე­საც მიბ­რუ­ნე­ბენ. ზოგი ისე­თია, თუ არ შე­ახ­სე­ნე, არ ახ­სოვს. გან­სა­კუთ­რე­ბით მი­ჭირს ურ­თი­ერ­თო­ბა იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, ვინც მა­მუ­შა­ვა, კონ­ცერ­ტი წა­მაყ­ვა­ნი­ნა და არ გა­და­მი­ხა­და ჩემი კუთ­ვნი­ლი თან­ხა. ეს ამ­ბა­ვი მა­გი­ჟებს და ყვე­ლა ხერ­ხს მივ­მარ­თავ, რომ იმ ადა­მი­ან­მა ფული და­მიბ­რუ­ნოს, რომ მას თა­ვი­სი არ გა­ვა­ტა­ნი­ნო.

ვერ ვე­გუ­ე­ბი იმას, რომ ვი­ღაც მი­ყე­ნებს. რა­ტომ არ უნდა გა­და­მი­ხა­დოს? მა­მუ­შა­ვა, ენერ­გია და­მა­ხარ­ჯვი­ნა... კონ­ცერ­ტის ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი გა­უ­თა­ვებ­ლად მა­ტყუ­ებ­და და მერე და­ვე­მუქ­რე: შენი ამ საქ­ცი­ე­ლის შე­სა­ხებ ქვე­ყა­ნას მოვ­დებ, ჟურ­ნა­ლის­ტებს, ტე­ლე­ვი­ზი­ებს ამ თე­მა­ზე ინ­ტერ­ვი­უ­ებს მივ­ცემ-მეთ­ქი. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მო­ვი­პო­ვე ჩემი კუთ­ვნი­ლი, ნაშ­რო­მი თან­ხა. მსა­ხი­ო­ბებს ისე­დაც მი­ზე­რუ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა გვაქვს და იმა­საც რომ არ გა­და­გიხ­დი­ან...

- ესე იგი, ფული არას­დროს და­გი­კარ­გავს?

- ერთხელ დავ­კარ­გე, ბაზ­რო­ბა­ზე ჯი­ბი­დან ამო­მა­ცა­ლეს და კი­ნა­ღამ გა­დავ­ყე­ვი მაგ ამ­ბავს. რომ ვი­ცო­დე, ვი­ღა­ცას ჩემი ვალი აქვს და არ მიბ­რუ­ნებს, არაფ­რით შე­ვარ­ჩენ. ამას მირ­ჩევ­ნია, მთხო­ვოს, - მა­ჩუ­ქეო და ვა­ჩუ­ქებ, ოღონდ, ნუ მო­მა­ტყუ­ებს, რომ ვა­ლად უნდა.

- ბან­კი­დან კრე­დი­ტი თუ აგი­ღია?

- მე არა, მაგ­რამ ჩემ­მა ოჯახ­მა (მშობ­ლებს ვგუ­ლის­ხმობ) აიღო და სა­ოც­რად ცუდ დღე­ში არი­ან. ერთ-ერთი ბან­კი­დან გა­მო­ი­ტა­ნეს კრე­დი­ტი, თა­ვი­დან იხ­დიდ­ნენ, მერე ვე­ღარ შეძ­ლეს გა­დახ­და და ახლა რთუ­ლად არის საქ­მე. არც ვიცი, ვინ­მე თუ დაგ­ვეხ­მა­რე­ბა და გვიშ­ვე­ლის. ვე­ღარ ვიხ­დით.

- და შე­იძ­ლე­ბა, სახ­ლი და­კარ­გოთ, რო­მე­ლიც კრე­დი­ტის სა­ნაც­ვლოდ, ბან­კშია ჩა­დე­ბუ­ლი?

- კი, თით­ქოს რა­ღა­ცე­ბი გა­ირ­კვა, მაგ­რამ ერ­თბა­შად დიდი თან­ხის შე­ტა­ნა მოგვ­თხო­ვეს, რო­მე­ლიც არ გვაქვს და არც ვიცი, ეს სა­კი­თხი რო­გორ გა­და­წყდე­ბა. ამი­ტომ თუ სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი არ გაქვს, არ უნდა გა­რის­კო ბან­კის ვა­ლის აღე­ბა.

ლალი ფა­ცია

აპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ბანკის კრედიტებით დაზარალებული ცნობილები და მათი სამუდამოდ დაკარგული თანხები

ბანკის კრედიტებით დაზარალებული ცნობილები და მათი სამუდამოდ დაკარგული თანხები

პრაქტიკულად, ოჯახი არ არსებობს, ბანკის კრედიტი, ან ზოგადად, ვინმეს ვალი არ ჰქონდეს.

ზოგიერთი პატიოსანი გადამხდელია და თვიდან თვემდე ახერხებს სესხის დაფარვას, ზოგი უბრალოდ, მატყუარაა და გარკვეული მაქინაციებით აპირებს ფონს გასვლას. ვიღაცას ასეთი საქციელი გასდის, ვიღაცას კი სიცოცხლის ფასად უჯდება... მაგრამ არიან მევალეები, რომლებიც გარკვეული მიზეზით, აღებული კრედიტის გასტუმრებას ვეღარ ახერხებენ და სერიოზული პრობლემები ექმნებათ.

მოკლედ, როგორც იტყვიან, თუ ადამიანის შეცნობა გინდა, ფულთან "ურთიერთობაში" უნდა გამოსცადოო. "ამბები.გე" რამდენიმე ცნობილ ადამიანს დაუკავშირდა და სწორედ ფულის თემაზე ესაუბრა;

თამუნა მუსერიძე, ტელე-რადიოწამყვანი:

- ვალის გარეშე, ალბათ, რჩეულებისთვის შეიძლება ცხოვრება, მაგრამ ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის - არა.

- ხშირად გაქვს ხოლმე ვინმეს ვალი?

- ვინმეს ვალი არა, მაგრამ ბანკის ვალი მაქვს.

- პატიოსანი გადამხდელი ხარ?

- ჩემზე კარგი გადამხდელი დედამიწის ზურგზე არავინ მეგულება. თუმცა ერთხელ ძალიან დიდი პრობლემა შემექმნა.

- რას გულისხმობ?

- ერთ-ერთი ბანკიდან ავიღე სამომხმარებლო სესხი. უფრო სწორად, ჩემს დაქალს გამოვუტანე, რომელიც საქართველოში არ ცხოვრობდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ის თანხას ყოველთვიურად უგზავნიდა დედამისს, რომელიც ამ სესხს ფარავდა. თან, წლების განმავლობაში მაგ ბანკში მერიცხებოდა ხელფასი. თანხის გამოტანიდან 3 წლის შემდეგ, ჩემთან სახლში დარეკა ბანკის თანამშრომელმა და დედაჩემს უთხრა, რომ ბანკში დავალიანება 3.100 ლარი მქონდა. წარმოიდგინეთ, იმ პერიოდში დედაჩემის მდგომარეობა, - ქალი გაგიჟდა. მოკლედ, მეორე დღეს მივედი ბანკში და აღმოჩნდა, რომ იმ ჩემს ძვირფას მეგობარს საერთოდ არ გადაუხდია არც ერთი თეთრი.

ბანკსაც იმის ნაცვლად, რომ ჩემთვის თავის დროზე დაერეკა, აცადეს, სანამ პროცენტები არ დაგროვდა და მერე პრობლემურ გადამხდელთა განყოფილებას გადასცეს. არადა, როგორც გითხარით, იქ მერიცხებოდა ხელფასი. თანაც, სოლიდური და თავისუფლად შეეძლოთ, რომ ყოველთვიურად იქიდან ჩამოეჭრათ. მოკლედ, თანხა საბოლოოდ ბანკმა მე გადამახდევინა.

- სად არის შენი მეგობარი და რას გეუბნება?

- მითხრა: გადავიხდიდი, რა ისტერიკას მიწყობდიო და აღარ მეკონტაქტება. ეს ამბავი 4 წლის წინ მოხდა, მაშინ ფეხმძიმედ ვიყავი. მოკლედ, მაგ დანაკარგს აღარავინ დამიბრუნებს.

- ბანკის გარდა, კერძო პირისგან თუ გისესხია ფული?

- სოლიდური თანხა - არა. ისე, ძირითადად მე მთხოვენ ხოლმე. თან ისინი, ვინც წესით არ უნდა მთხოვოს და მერე აღარ მიბრუნებენ. ისე, ახლო მეგობრებისგან ცოტ-ცოტას კი ვსესხულობ. ცოტა გულმავიწყი კი ვარ და ამიტომ ისეთებს ვთხოვ თანხას, ვინც შემახსენებს, რომ მისი ვალი მაქვს და არ იფიქრებს, რომ "გადავაგდე". ისე, ჩემი ფული როცა მართებთ, ეგეც მავიწყდება და თავისი ნებით თუ არ დამიბრუნეს, არ მახსოვს ხოლმე.

მარკუს მეტრეველი, მომღერალი:

- ვალის გარეშე ცხოვრება შეიძლება თუ არა? გააჩნია რომელ ქვეყანაში დაიბადე, იზრდები და რომელ ქვეყანაში ხდება შენი პროფესიული ზრდა და განვითარება.

- ამ შემთხვევაში საქართველო იგულისხმება.

- ვალის აღება რა თქმა უნდა, შესაძლებელია. თანაც იმიტომ, რომ ადამიანმა ელემენტარული, მისთვის სასურველი ნივთი შეიძინოს (ავეჯი, ავტომობილი). მოკლედ, ვალს იმიტომ იღებს, რომ ჩვენს ქვეყანაში პირველ რიგში, ძალიან დაბალი ხელფასებია და ადამიანებიც ნაკლებად არიან დასაქმებულები.

- ანუ შეუძლებელია ვალის გარეშე საქართველოში ცხოვრება?

- კი, შეუძლებელია და მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც საშუალო ფენას ეკუთვნის, რადგან მათ არ აქვთ სამწუხაროდ, შესაბამისი ანაზღაურება, რომ თავისუფლად შეიძინონ მათთვის სასურველი ნივთები.

- პირადად თუ გაქვს ბანკის ვალი?

- ეს იმდენად პირადი თემაა, რომ ვფიქრობ, არავისთვის იქნება საინტერესო. თან, არ იქნება გამართლებული, საჯაროდ გამოვიტანო ჩემი პირადი ვალდებულებები, ამიტომ თავს შევიკავებ.

- თავად ვინმესთვის თუ გისესხებია თუნდაც მცირე რაოდენობის თანხა?

- კი, გასესხებით გამისესხებია და თან, ბევრჯერ და უკან არასდროს ამიღია. არასდროს... ამიტომ ჩემი 2 შვილი დავიფიცე, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს და დახმარება მთხოვოს, არასდროს, არავის 1 ლარსაც კი არ ვასესხებ...

- თავად როგორი გადამხდელი ხარ?

- თუ ვალი ამიღია, გამისტუმრებია. მყავს საკმაოდ ცოტა მეგობარი (ერთი-ორი), ვისაც თამამად ვეტყვი, ამდენი თანხა მჭირდება, მასესხე და ამა და ამ დროს დაგიბრუნებ-მეთქი და დათქმულ დროს ვუბრუნებ... საერთოდ, არ მიყვარს, როცა ვალს მე ვიხდი, ჯობია, თვითონ გადამიხადონ. თუმცა ფანტასტიკური გადამხდელი ვარ...…ხოლო გამყიდველებს, ვინც გროშებზე იყიდებიან, ჩემს სამეგობროში ადგილი არ მოეძებნებათ. ის, ვინც შემომრჩა, ჩემი ღირსეული მეგობრები არიან და ვიმეორებ, ასეთი სულ ერთი-ორია.

გია ჯაჯანიძე, ფსიქოლოგი:

- მქონია ბანკის ვალი, მაგრამ იმ პერიოდში ისეთი შეწუხებული ვიყავი, რომ რა გითხრათ. როდესაც ახლოვდებოდა გადახდის ვადა, საოცარი მოუსვენრობა და დისკომფორტი მექმნებოდა. იმის მერე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ბანკიდან კრედიტი არ ავიღო.

ადრეულ წლებში, როდესაც ტელევიზიის "I არხზე" ვმუშაობდი, ერთ ადამიანს ვასესხე ფული. ის პიროვნება როცა მხვდებოდა, მუდმივად წუხდა იმაზე, რომ ვერ მიბრუნებდა ვალს, რეალურად კი მატყუებდა.

- დიდი თანხა ჰქონდა დასაბრუნებელი?

- არც ისე, მაგრამ იმ პერიოდისთვის 50 ლარი არ იყო ცოტა. მოკლედ, მისი ”ზეგ დაგიბრუნებ” და ”ორ-სამ დღეში”, არ მთავრდებოდა. საბოლოოდ, მან ის თანხა არ დამიბრუნა.

- ახლა თუ კონტაქტობ იმ ადამიანთან?

- კი, მშვენივრად ვურთიერთობთ, - თბილად მოვიკითხავთ ხოლმე ერთმანეთს, მაგრამ მეც მახსოვს, რომ მას ჩემი ვალი დღემდე არ გაუსტუმრებია და, ალბათ, მასაც ახსოვს ეს ოღონდ, ამაზე არც ერთი ვლაპარაკობთ.

საერთოდ, თუ ვინმეს ჩემი ვალი აქვს და ვერ მიბრუნებს, უცნაურია, მაგრამ უხერხულობა მე უფრო მექმნება, როდესაც ვხვდები, ვიდრე მას. ერთხელ ჩემი მევალე ტელევიზიის ფოიეში რომ დავინახე, გავიქეცი და კედელს ამოვეფარე, რომ პირისპირ არ შემხვედროდა. გვერდით მყოფმა მითხრა, - რატომ ემალები, მისი ვალი გაქვსო? არა, მას აქვს ჩემი ვალი-მეთქი. არც იმას არ მოუცია დღემდე ის ფული.

ერთხელაც, ისეთ ადამიანს ვასესხე, წინასწარ რომ ვიცოდი, რომ ვერ დამიბრუნებდა. ის დღემდე ამბობს, რომ მომდევნო თვეში გადავიხდიო, მაგრამ... ამ ყველაფრის შემდეგ, ვალის აღებას საშინლად გავურბი, თუ ფული დამჭირვებია და არ მქონია, სახლიდან ამიღია რაღაც ნივთი, გამიყიდია და ვალის აღებას ასე ავცდენივარ.

მაკა შალიკაშვილი, მსახიობი:

- მიმაჩნია, რომ მართლაც შეიძლება, ისე იცხოვრო, რომ ვალი არ აიღო.

- თუ ძალიან გინდა ამა თუ იმ ნივთის შეძენა, ან სახლში რემონტის გაკეთება და ფული არ გყოფნის?

- კი, მაგრამ უნდა ეცადო, რომ თავი იმ სურვილზე მაღლა დააყენო... არა, ვალს არ ვიღებ...

- სხვისთვის თუ გისესხებია თანხა?

- თუ მომმართავენ და იმ პერიოდში ვმუშაობ და ფული მაქვს, ვაძლევ, განსაკუთრებით მიხარია, როდესაც მიბრუნებენ. ზოგი ისეთია, თუ არ შეახსენე, არ ახსოვს. განსაკუთრებით მიჭირს ურთიერთობა იმ ადამიანებთან, ვინც მამუშავა, კონცერტი წამაყვანინა და არ გადამიხადა ჩემი კუთვნილი თანხა. ეს ამბავი მაგიჟებს და ყველა ხერხს მივმართავ, რომ იმ ადამიანმა ფული დამიბრუნოს, რომ მას თავისი არ გავატანინო.

ვერ ვეგუები იმას, რომ ვიღაც მიყენებს. რატომ არ უნდა გადამიხადოს? მამუშავა, ენერგია დამახარჯვინა... კონცერტის ერთი ორგანიზატორი გაუთავებლად მატყუებდა და მერე დავემუქრე: შენი ამ საქციელის შესახებ ქვეყანას მოვდებ, ჟურნალისტებს, ტელევიზიებს ამ თემაზე ინტერვიუებს მივცემ-მეთქი. მხოლოდ ამის შემდეგ მოვიპოვე ჩემი კუთვნილი, ნაშრომი თანხა. მსახიობებს ისედაც მიზერული ანაზღაურება გვაქვს და იმასაც რომ არ გადაგიხდიან...

- ესე იგი, ფული არასდროს დაგიკარგავს?

- ერთხელ დავკარგე, ბაზრობაზე ჯიბიდან ამომაცალეს და კინაღამ გადავყევი მაგ ამბავს. რომ ვიცოდე, ვიღაცას ჩემი ვალი აქვს და არ მიბრუნებს, არაფრით შევარჩენ. ამას მირჩევნია, მთხოვოს, - მაჩუქეო და ვაჩუქებ, ოღონდ, ნუ მომატყუებს, რომ ვალად უნდა.

- ბანკიდან კრედიტი თუ აგიღია?

- მე არა, მაგრამ ჩემმა ოჯახმა (მშობლებს ვგულისხმობ) აიღო და საოცრად ცუდ დღეში არიან. ერთ-ერთი ბანკიდან გამოიტანეს კრედიტი, თავიდან იხდიდნენ, მერე ვეღარ შეძლეს გადახდა და ახლა რთულად არის საქმე. არც ვიცი, ვინმე თუ დაგვეხმარება და გვიშველის. ვეღარ ვიხდით.

- და შეიძლება, სახლი დაკარგოთ, რომელიც კრედიტის სანაცვლოდ, ბანკშია ჩადებული?

- კი, თითქოს რაღაცები გაირკვა, მაგრამ ერთბაშად დიდი თანხის შეტანა მოგვთხოვეს, რომელიც არ გვაქვს და არც ვიცი, ეს საკითხი როგორ გადაწყდება. ამიტომ თუ სტაბილური შემოსავალი არ გაქვს, არ უნდა გარისკო ბანკის ვალის აღება.

ლალი ფაცია

აპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება