პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს ხელისუფლებას კვლავაც ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდება
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს ხელისუფლებას კვლავაც ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდება

"პროგ­რე­სი პრაგ­მა­ტიზ­მის გზით", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა Wall Street Journal სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წე­რილს.

რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კვლა­ვაც სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა, რათა უგულ­ვე­ბელ­ყოს სკეპ­ტი­კო­სე­ბი და მი­აღ­წი­ოს და­სა­ხულ მიზ­ნებს.

"რუ­სეთ­თან 2008 წლის აგ­ვის­ტოს სა­ზა­რე­ლი კონ­ფლიქ­ტის შემ­დეგ ხუთი წლის შემ­დე­გაც, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის მე­ხუ­თე­დი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რჩე­ბა მავ­თულხლარ­თებს მიღ­მა. რო­გორც ამა­ვე გა­მო­ცე­მა­ში ერთი წლის წინ, ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ ჩემი კამ­პა­ნი­ის დროს აღ­ვნიშ­ნე, პო­ლი­ტი­კა­ში ჩემი მოს­ვლის მი­ზე­ზი ყვე­ლა ქარ­თვე­ლის ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაა, მი­უ­ხე­და­ვად სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა. დღეს ჩვენ სწორ გზას ვად­გა­ვართ, მაგ­რამ ძლი­ე­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რა გვჭირ­დე­ბა, რათა უგულ­ვე­ბელ­ვყოთ სკეპ­ტი­კო­სე­ბი და მი­ვაღ­წი­ოთ და­სა­ხულ მიზ­ნებს", - წერს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ მისი კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ცდი­ლობს ოპო­ზი­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, პრაგ­მა­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კი­სა და კონ­კრე­ტუ­ლი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბას ქვეყ­ნის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ი­სა და სრუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აპი­რებს ქვე­ყა­ნა სტა­ბი­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტი­ის მა­გა­ლი­თად და ევ­რო­პი­სა და აშშ-ის სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რად აქ­ცი­ოს.

"პრაგ­მა­ტუ­ლო­ბა" ნიშ­ნავს ცივი ომის რი­ტო­რი­კის დას­რუ­ლე­ბა­სა და იმ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ქმე­დე­ბე­ბის­თვის თა­ვის არი­დე­ბას, რო­მელ­მაც 2008 წლის კონ­ფლიქ­ტამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა. რუ­სეთ­თან ვაჭ­რო­ბის გა­ნახ­ლე­ბა ნდო­ბის აღ­დგე­ნას ნიშ­ნავს, თუმ­ცა ჩვენ ვრჩე­ბით ურ­ყე­ვი რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის დაბ­რუ­ნე­ბის სა­კი­თხში. ეს სა­კი­თხი სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის პრინ­ცი­პე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სიფრ­თხი­ლით უნდა მოგ­ვარ­დეს, რაც მო­ი­თხოვს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის აქ­ტი­ურ ჩარ­თუ­ლო­ბას", - აღ­ნიშ­ნავს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი.

Wall Street Journal-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ წე­რილ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ასე­ვე ცი­ტი­რებს ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის, ან­დერს ფოგ რას­მუ­სე­ნის სი­ტყვებს, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ "თა­მა­მი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო უკვე მი­უ­ახ­ლოვ­და ნატო-ს". პრე­მი­ე­რი ასე­ვე ცი­ტი­რებს ევ­რო­კავ­ში­რის გა­ფარ­თო­ე­ბი­სა და სა­მე­ზობ­ლო პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კო­მის­რის, შტე­ფან ფუ­ლეს სი­ტყვებს, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ "მითი", რომ სა­ქარ­თვე­ლო არ ატა­რებს ნო­ემ­ბერ­ში, ვილ­ნი­უ­სის სა­მი­ტის­თვის ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის­თვის სა­ჭი­რო რე­ფორ­მებს, "უნდა და­იმ­სხვრეს".

"პრაგ­მა­ტუ­ლო­ბა" ასე­ვე ნიშ­ნავს ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის აღე­ბას. მი­უ­ხე­და­ვად ტრა­გი­კუ­ლი და­ნა­კარ­გე­ბი­სა, ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბი კვლა­ვაც მსა­ხუ­რო­ბენ ავ­ღა­ნე­თის ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით ნავ­თო­ბის ოთხი მთა­ვა­რი მილ­სა­დე­ნის გავ­ლით ჩვენ­მა მთავ­რო­ბამ ხაზი გა­უს­ვა მის გან­ზრახ­ვას, შე­უ­ერ­თდეს ენერ­გე­ტი­კულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. "კონ­კრე­ტუ­ლო­ბა" ნიშ­ნავს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბა­ზე ფო­კუ­სი­რე­ბას იმ რე­ფორ­მე­ბით, რო­მე­ლიც 2003 წლის "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ ჩა­ვარ­და. ჩვენ ვამ­ყა­რებთ კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას, ვაძ­ლი­ე­რებთ შრო­მით უფ­ლე­ბებს, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­ფგორ­მა­სა და ჯან­დაც­ვის სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვას, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი თვი­დან გახ­და ხელ­მის­წავ­დო­მი. ჩვენ ჯე­რაც გვჭირ­დე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო რე­ფორ­მა, რო­მე­ლიც უკე­თე­სად გა­და­ა­ნა­წი­ლებს ძა­ლა­უფ­ლე­ბას მთავ­რო­ბის შტო­ებს შო­რის", - წერს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­მა მთავ­რო­ბამ კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა სის­ხლის სა­მარ­თლის სის­ტე­მის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის­კენ და სა­ქარ­თვე­ლო­ში პა­ტი­მარს უკვე აქვს მის წი­ნა­აღ­მდეგ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა სამ­ხი­ლის ხილ­ვის უფ­ლე­ბა და წარ­სდგეს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში, რო­მე­ლიც მე­დი­ის­თვის ღიაა. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ამას­წი­ნან­დელ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მისი მთავ­რო­ბის ხელ­ში "სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა არ იყო სრუ­ლად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი", ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში კი ეს შე­იც­ვა­ლა.

"გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თუ­ლო ოც­ნე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ 20 ათა­სამ­დე მო­ქა­ლა­ქემ შე­ი­ტა­ნა სა­ჩი­ვა­რი. ჩვე­ნი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა ყუ­რა­დღე­ბით იძი­ებს ყვე­ლა ამ საქ­მეს, რო­მელ­თაც ევ­რო­კავ­ში­რის მრჩე­ვე­ლი ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­კი­თხებ­ში თო­მას ჰა­მარ­ბერ­გი, აშშ-ის იუს­ტი­ცი­ი­სა და სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბი, ევ­რო­პა­ში უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია და უამ­რა­ვი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია აკ­ვირ­დე­ბა", - წერს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და დას­ძენს, რომ ახა­ლი მთავ­რო­ბა უამ­რავ კონ­კრე­ტულ ეკო­ნო­მი­კურ რე­ფორ­მას ატა­რებს - სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის აღორ­ძი­ნე­ბით, სა­მარ­თლი­ა­ნი სა­გა­და­სა­ხა­დო სის­ტე­მის შექ­მნით, პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლი­სა და კერ­ძო ბიზ­ნე­სის გა­მო­ძალ­ვის აღ­მო­ფხვრით.

"თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად აშ­კა­რა პროგ­რე­სი­სა, ჩვე­ნი მთავ­რო­ბა კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში გა­ეხ­ვა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, ვინც ჩვე­ნი მო­კავ­ში­რე უნდა იყოს ტრან­სატ­ლან­ტი­კურ ალი­ან­სში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­კი­თხში. ევ­რო­პა­სა და აშშ-ში ერ­თხმად მო­ლა­პა­რა­კე უმ­ცი­რე­სო­ბებ­მა - რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა იგ­ნო­რი­რებ­და გა­სულ წლებ­ში არ­სე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ზე ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბებს, მკვეთ­რად გა­აკ­რი­ტი­კეს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და­კა­ვე­ბე­ბი, რო­გორც არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქმე­დე­ბა. ჩვენს კრი­ტი­კო­სებს ფაქ­ტებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას ვთხოვ: ამ პრო­ცე­სებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით ვაგ­რძე­ლებთ. ასე­ვე ვიწ­ვევთ ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვე­ბელს, რათა და­აკ­ვირ­დნენ ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის სა­სა­მარ­თლო სხდო­მებ­სა და ოქ­ტომ­ბერ­ში გა­სა­მართ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებს", - წერს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ პო­ლი­ტი­კურ ვო­ი­აჟ­ში ის რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი ფი­ლანტრო­პო­ბი­სა და სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რის შემ­დეგ ჩა­ერ­თო.

"აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ რე­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი­სა და ჩვე­ნი და­ყო­ფი­ლი სამ­შობ­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბის იმე­დის გა­და­სარ­ჩე­ნად, ახა­ლი მთავ­რო­ბის ფორ­მი­რე­ბა მე­სა­ჭი­რო­ე­ბო­და. მჯე­რა, სწორ გზას ვად­გა­ვართ. თუმ­ცა, რამ­დე­ნა­დაც წინ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი და ნო­ემ­ბერ­ში, აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რი­ო­ბის სა­მი­ტი გვე­ლის ვილ­ნი­უს­ში, ჩვენ ძლი­ე­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რა გვჭირ­დე­ბა, რათა შევ­ძლოთ მი­ლი­ო­ნო­ბით ქარ­თვე­ლის მის­წრა­ფე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა, მის­წრა­ფე­ბე­ბის, რო­მე­ლიც ერთ დროს "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" იმე­დებ­სა და იდე­ა­ლებს წარ­მო­ად­გენ­და", - აღ­ნიშ­ნავს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Wall Street Journal-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს ხელისუფლებას კვლავაც ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდება

ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს ხელისუფლებას კვლავაც ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდება

"პროგრესი პრაგმატიზმის გზით", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა Wall Street Journal საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილის წერილს.

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლებას კვლავაც საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდება, რათა უგულვებელყოს სკეპტიკოსები და მიაღწიოს დასახულ მიზნებს.

"რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს საზარელი კონფლიქტის შემდეგ ხუთი წლის შემდეგაც, საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი ოკუპირებული რჩება მავთულხლართებს მიღმა. როგორც ამავე გამოცემაში ერთი წლის წინ, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ჩემი კამპანიის დროს აღვნიშნე, პოლიტიკაში ჩემი მოსვლის მიზეზი ყველა ქართველის ცხოვრების გაუმჯობესებაა, მიუხედავად სირთულეებისა. დღეს ჩვენ სწორ გზას ვადგავართ, მაგრამ ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა გვჭირდება, რათა უგულვებელვყოთ სკეპტიკოსები და მივაღწიოთ დასახულ მიზნებს", - წერს ბიძინა ივანიშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ მისი კოალიცია "ქართული ოცნება" ცდილობს ოპოზიციასთან თანამშრომლობას, პრაგმატული პოლიტიკისა და კონკრეტული რეფორმების გატარებას ქვეყნის მოდერნიზაციისა და სრული დემოკრატიისთვის. მისივე განცხადებით, საქართველოს ახალი ხელისუფლება აპირებს ქვეყანა სტაბილური დემოკრატიის მაგალითად და ევროპისა და აშშ-ის საიმედო პარტნიორად აქციოს.

"პრაგმატულობა" ნიშნავს ცივი ომის რიტორიკის დასრულებასა და იმ უპასუხისმგებლო ქმედებებისთვის თავის არიდებას, რომელმაც 2008 წლის კონფლიქტამდე მიგვიყვანა. რუსეთთან ვაჭრობის განახლება ნდობის აღდგენას ნიშნავს, თუმცა ჩვენ ვრჩებით ურყევი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაბრუნების საკითხში. ეს საკითხი საერთაშორისო კანონმდებლობის პრინციპების შესაბამისად, სიფრთხილით უნდა მოგვარდეს, რაც მოითხოვს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების აქტიურ ჩართულობას", - აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ წერილში ბიძინა ივანიშვილი ასევე ციტირებს ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის სიტყვებს, რომელმაც განაცხადა, რომ "თამამი რეფორმების გატარებით საქართველო უკვე მიუახლოვდა ნატო-ს". პრემიერი ასევე ციტირებს ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის, შტეფან ფულეს სიტყვებს, რომელმაც განაცხადა, რომ "მითი", რომ საქართველო არ ატარებს ნოემბერში, ვილნიუსის სამიტისთვის ასოცირების შესახებ ხელშეკრულებისთვის საჭირო რეფორმებს, "უნდა დაიმსხვრეს".

"პრაგმატულობა" ასევე ნიშნავს ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების აღებას. მიუხედავად ტრაგიკული დანაკარგებისა, ჩვენი ჯარისკაცები კვლავაც მსახურობენ ავღანეთის ყველაზე სახიფათო ტერიტორიებზე. საქართველოს გავლით ნავთობის ოთხი მთავარი მილსადენის გავლით ჩვენმა მთავრობამ ხაზი გაუსვა მის განზრახვას, შეუერთდეს ენერგეტიკულ საზოგადოებას. "კონკრეტულობა" ნიშნავს დემოკრატიულობაზე ფოკუსირებას იმ რეფორმებით, რომელიც 2003 წლის "ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩავარდა. ჩვენ ვამყარებთ კანონის უზენაესობას, ვაძლიერებთ შრომით უფლებებს, საგანმანათლებლო რეფგორმასა და ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევას, რომელიც გასული თვიდან გახდა ხელმისწავდომი. ჩვენ ჯერაც გვჭირდება საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც უკეთესად გადაანაწილებს ძალაუფლებას მთავრობის შტოებს შორის", - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ბიძინა ივანიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ახალმა მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა სისხლის სამართლის სისტემის ლიბერალიზაციისკენ და საქართველოში პატიმარს უკვე აქვს მის წინააღმდეგ არსებული ყველა სამხილის ხილვის უფლება და წარსდგეს დამოუკიდებელი მოსამართლის წინაშე სასამართლო დარბაზში, რომელიც მედიისთვის ღიაა. მისივე განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამასწინანდელ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი მთავრობის ხელში "სასამართლო სისტემა არ იყო სრულად დამოუკიდებელი", ახალი ხელისუფლების პირობებში კი ეს შეიცვალა.

"გასული წლის ოქტომბრის არჩევნებში "ქართულო ოცნების" გამარჯვების შემდეგ, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ 20 ათასამდე მოქალაქემ შეიტანა საჩივარი. ჩვენი სასამართლო სისტემა ყურადღებით იძიებს ყველა ამ საქმეს, რომელთაც ევროკავშირის მრჩეველი ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხებში თომას ჰამარბერგი, აშშ-ის იუსტიციისა და სახელმწიფო დეპარტამენტები, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია და უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება", - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და დასძენს, რომ ახალი მთავრობა უამრავ კონკრეტულ ეკონომიკურ რეფორმას ატარებს - სოფლის მეურნეობის აღორძინებით, სამართლიანი საგადასახადო სისტემის შექმნით, პოლიტიკური ზეწოლისა და კერძო ბიზნესის გამოძალვის აღმოფხვრით.

"თუმცა, მიუხედავად აშკარა პროგრესისა, ჩვენი მთავრობა კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა იმ ადამიანებისგან, ვინც ჩვენი მოკავშირე უნდა იყოს ტრანსატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხში. ევროპასა და აშშ-ში ერთხმად მოლაპარაკე უმცირესობებმა - რომელთა უმრავლესობა იგნორირებდა გასულ წლებში არსებულ ძალადობაზე ოფიციალურ განცხადებებს, მკვეთრად გააკრიტიკეს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებები, როგორც არადემოკრატიული ქმედება. ჩვენს კრიტიკოსებს ფაქტებზე დაკვირვებას ვთხოვ: ამ პროცესებს საერთაშორისო ზედამხედველობით ვაგრძელებთ. ასევე ვიწვევთ ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს, რათა დააკვირდნენ ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო სხდომებსა და ოქტომბერში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებს", - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ბიძინა ივანიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ამ პოლიტიკურ ვოიაჟში ის რამდენიმეწლიანი ფილანტროპობისა და სააკაშვილის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერის შემდეგ ჩაერთო.

"აღმოვაჩინე, რომ რეალური ცვლილებებისა და ჩვენი დაყოფილი სამშობლოს გაერთიანების იმედის გადასარჩენად, ახალი მთავრობის ფორმირება მესაჭიროებოდა. მჯერა, სწორ გზას ვადგავართ. თუმცა, რამდენადაც წინ საპრეზიდენტო არჩევნები და ნოემბერში, აღმოსავლეთ პარტნიორიობის სამიტი გველის ვილნიუსში, ჩვენ ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა გვჭირდება, რათა შევძლოთ მილიონობით ქართველის მისწრაფებების განხორციელების გაგრძელება, მისწრაფებების, რომელიც ერთ დროს "ვარდების რევოლუციის" იმედებსა და იდეალებს წარმოადგენდა", - აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი.

მომზადებულია Wall Street Journal-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა