პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ-კონგოს ინფექციის დიაგნოზით ორ პაციენტს მკურნალობენ
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ-კონგოს ინფექციის დიაგნოზით ორ პაციენტს მკურნალობენ

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ყი­რიმ-კონ­გოს ინ­ფექ­ცი­ით ორ პა­ცი­ენტს მკურ­ნა­ლო­ბენ. რო­გორც "ამ­ბე­ბი.გე"-ს ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გემ, ანა ლა­ღი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ერთ პა­ცი­ენტს ყი­რიმ-კონ­გოს და­ა­ვა­დე­ბა და­უ­დას­ტურ­და, ხოლო მე­ო­რეს ამ და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა, მას დაკ­ვირ­ვე­ბა უტარ­დე­ბა, თუმ­ცა ყი­რიმ-კონ­გოს დი­აგ­ნო­ზი ჯერ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის.

ყი­რიმ-კონ­გოს ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ცხე­ლე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ზე ცხო­ვე­ლე­ბის ტკი­პე­ბი­დან გა­და­დის. ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენტს სხე­ულ­ზე სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი უვი­თარ­დე­ბა და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ლე­ტა­ლუ­რად სრულ­დე­ბა.

მძი­მე ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებ­ზე ტკი­პე­ბის ნაკ­ბე­ნით ვრცელ­დე­ბა, ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბის სის­ხლდე­ნას იწ­ვევს.

ყი­რიმ-კონ­გოს ვირუ­სი ეპი­და­ფეთ­ქე­ბე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. სხვა­დას­ხვა დროს, ამ და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­და ჩვენს მე­ზო­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­შიც, მათ შო­რის რუ­სეთ­ში, თურ­ქეთ­სა და უკ­რა­ი­ნა­ში.

პირ­ვე­ლად ვირუ­სი ყი­რიმ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 40-იან წლებ­ში და მას ყი­რი­მის ცხე­ლე­ბა უწო­დეს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ა­ვა­დე­ბამ კონ­გო­ში იჩი­ნა თავი და სა­ბო­ლო­ოდ ყი­რიმ-კონ­გოს ცხე­ლე­ბის სა­ხე­ლით გახ­და ცნო­ბი­ლი. ამ ვირუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი ტკი­პე­ბი პირ­ვე­ლად აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-იან წლებ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ და­ა­ვა­დე­ბის 10 შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და. ერთ-ერთი პა­ცი­ენ­ტი ფეხ­მძი­მე ქალი იყო. ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტებ­მა ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის გა­დარ­ჩე­ნა მო­ა­ხერ­ხეს.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ-კონგოს ინფექციის დიაგნოზით ორ პაციენტს მკურნალობენ

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ-კონგოს ინფექციის დიაგნოზით ორ პაციენტს მკურნალობენ

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ-კონგოს ინფექციით ორ პაციენტს მკურნალობენ. როგორც "ამბები.გე"-ს ინფექციური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების გამგემ, ანა ლაღიძემ განუცხადა, ერთ პაციენტს ყირიმ-კონგოს დაავადება დაუდასტურდა, ხოლო მეორეს ამ დაავადების სიმპტომები აღენიშნება, მას დაკვირვება უტარდება, თუმცა ყირიმ-კონგოს დიაგნოზი ჯერ დადასტურებული არ არის.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ადამიანებზე ცხოველების ტკიპებიდან გადადის. ინფიცირებულ პაციენტს სხეულზე სისხლჩაქცევები უვითარდება და ხშირ შემთხვევაში, ლეტალურად სრულდება.

მძიმე ვირუსული ინფექცია, რომელიც ადამიანებზე ტკიპების ნაკბენით ვრცელდება, შინაგანი ორგანოების სისხლდენას იწვევს.

ყირიმ-კონგოს ვირუსი ეპიდაფეთქებებით ხასიათდება. სხვადასხვა დროს, ამ დაავადების შემთხვევები გამოვლინდა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებშიც, მათ შორის რუსეთში, თურქეთსა და უკრაინაში.

პირველად ვირუსი ყირიმში აღმოაჩინეს გასული საუკუნის 40-იან წლებში და მას ყირიმის ცხელება უწოდეს.

მოგვიანებით დაავადებამ კონგოში იჩინა თავი და საბოლოოდ ყირიმ-კონგოს ცხელების სახელით გახდა ცნობილი. ამ ვირუსის მატარებელი ტკიპები პირველად აღმოსავლეთ საქართველოში, გასული საუკუნის 80-იან წლებში აღმოაჩინეს.

საქართველოში სულ დაავადების 10 შემთხვევა დადასტურდა. ერთ-ერთი პაციენტი ფეხმძიმე ქალი იყო. ინფექციონისტებმა ყველა პაციენტის გადარჩენა მოახერხეს.

გიორგი ბერიძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"