ოზურგეთის რაიონში ამნისტირებული პატიმარი ჩაცხრილეს

ოზურგეთის რაიონში ამნისტირებული პატიმარი ჩაცხრილეს

ოზურგეთის რაიონში, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მამაკაცი ჩაცხრილეს. გარდაცვლილია გოჩა გუჯაბიძე, რომელიც რამდენიმე თვის წინ "ამნისტიის შესახებ" კანონის საფუძველზე საპატიმროდან გათავისუფლდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გუჯაბიძე საკუთარი საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან ჩაცხრილეს. ის საავადმყოფოში მალევე გადაიყვანეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შემთხვევის ადგილზე წუხელ მთელი ღამის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ