მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ში მანიაკი-მკვლელი ფსიქოლოგიის პროფესორი გახდა
აშშ-ში მანიაკი-მკვლელი ფსიქოლოგიის პროფესორი გახდა

ილი­ნო­ის­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტის 61 წლის პრო­ფე­სორ­მა და­მა­ლა ფაქ­ტი, რომ 46 წლის წინ სა­კუ­თა­რი ოჯა­ხი ამო­ხო­ცა, ის უდა­ნა­შა­უ­ლოდ სცნეს.

პრო­ფე­სო­რის წარ­სულს, ტე­ხას­ში, ჯორჯთა­უ­ნის ერთ-ერთი გა­ზე­თის რე­პორ­ტი­ორ­მა ახა­და ფარ­და. სწო­რედ მან გა­მო­აქ­ვეყ­ნა ყვე­ლას­თვის პა­ტივ­სა­ცე­მი პე­და­გო­გის, ჯე­იმს სენტ-ჯე­იმ­სის ცხოვ­რე­ბის აქამ­დე უც­ნო­ბი დე­ტა­ლე­ბი.

ფსი­ქო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი სენტ-ჯე­იმ­სი, რო­მელ­მაც სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 30 წელი იმუ­შა­ვა, მა­ნი­ა­კი მკვლე­ლი აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც 1967 წლის 4 აგ­ვის­ტოს, 15 წლის ასაკ­ში სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბი დახ­ვრი­ტა.

ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის შემ­დეგ დად­გინ­და, რომ მა­მა­კა­ცის ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი და გვა­რი ჯიმ ვოლ­კო­ტია.

46 წლის წინ მან მამა, გორ­დო­ნი, 17 წლის და, ლიბი და დედა, ელი­ზა­ბე­ტი და­ო­ხო­ცა.

რო­დე­საც ვოლ­კო­ტე­ბის სახ­ლში პო­ლი­ცია მი­ვი­და, ბიჭ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი.

და­კი­თხვა­ზე ჯიმი ირ­წუ­მე­ბო­და, რომ ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბით იტან­ჯე­ბო­და და და­ა­ვა­დე­ბა მა­შინ გა­ურ­თულ­და, რო­დე­საც "წე­ბოს შე­სუნ­თქვა" და­ი­წყო.

მკვლელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ვერ იტან­და ოჯა­ხის წევ­რებს და ეგო­ნა, რომ ყვე­ლა მისი ჭკუ­ი­დან გა­დაყ­ვა­ნას ცდი­ლობ­და. ბიჭ­მა თქვა, რომ დე­და­მი­სი "საჭ­მელს ხმა­მაღ­ლა ღე­ჭავ­და". ჯი­მის აზ­რით, ეს მისი "გა­ნად­გუ­რე­ბის" მცდე­ლო­ბა იყო. რაც შე­ე­ხე­ბა მა­მას, ის ბევრ რა­მეს უკ­რძა­ლავ­და, მათ შო­რის ვი­ეტ­ნა­მის ომის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სიმ­ბო­ლო­ე­ბის ტან­საც­მელ­ზე და­მაგ­რე­ბას. დის ლა­პა­რა­კი კი ნერ­ვებს უშ­ლი­და.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 6 თვეს გაგ­რძელ­და. 15 წლის ჯიმს მკვლე­ლო­ბა­ში დას­დეს ბრა­ლი. სა­ბო­ლო­ოდ, სა­სა­მარ­თლოს ექი­მებ­მა მას დი­აგ­ნო­ზი - პა­რა­ნო­ი­დუ­ლი ში­ზოფ­რე­ნია და­უს­ვეს. ჯიმ ვოლ­კო­ტი ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო უდა­ნა­შა­უ­ლოდ სცნეს და ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­ში მო­ა­თავ­სეს.

ექ­ვსი წლის შემ­დეგ ვოლ­კო­ტის საქ­მე გა­და­ი­ხე­და. ის ჯან­მრთე­ლად სცნეს და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

1988 წელს ჯიმ­მა სა­ხე­ლი შე­იც­ვა­ლა და ჯე­იმს სენტ-ჯე­იმ­სი და­ირ­ქვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი მი­ი­ღო და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა.

"მხო­ლოდ ცოტა ხნის წინ შე­ვი­ტყვეთ დოქ­ტორ სენტ-ჯე­იმ­სის წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ. ჩვენ ვთვლით, რომ ახალ­გაზ­რდო­ბი­სას მოხ­და­რი ის­ტო­რი­ის შემ­დეგ, მისი მცდე­ლო­ბა, ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბით იცხოვ­როს, და­უ­ჯე­რე­ბე­ლია. ჩვენ იმე­დი გვაქვს, რომ ის კვლა­ვაც გა­ნაგ­რძობს ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მუ­შა­ო­ბას", - აცხა­დე­ბენ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

სენტ-ჯე­იმსს მხა­რი თა­ნამ­შრომ­ლებ­მაც და­უ­ჭი­რეს.

"ის მარ­თლაც კარ­გი ადა­მი­ა­ნია. მას­თან უამ­რა­ვი კარ­გი მო­გო­ნე­ბა მაქვს. ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბა. ახლა მთე­ლი მისი ცხოვ­რე­ბა გა­დატ­რი­ალ­დე­ბა", - აცხა­დებს კო­ლე­ჯის ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლე ლანა ჰინ­შოუ კლა­ნი.

უმაღ­ლეს­ში მისი მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის სას­ტი­კი წი­ნა­აღ­მდე­გია ქა­ლა­ქის საბ­ჭოს წევ­რი დო­უსო­ნი.

"ის სას­წრა­ფოდ უნდა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ. მე რომ სტუ­დენ­ტე­ბის მშო­ბე­ლი ვიყო, შე­მა­წუ­ხებ­და ის ფაქ­ტი, რომ ჩემს შვილს ნა­სა­მარ­თლე­ვი, მა­ნი­ა­კი მკვლე­ლი ას­წავ­ლის", - აცხა­დებს დო­უსო­ნი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია lifenews.ru-ის მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ ვი­დეო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

აშშ-ში მანიაკი-მკვლელი ფსიქოლოგიის პროფესორი გახდა

აშშ-ში მანიაკი-მკვლელი ფსიქოლოგიის პროფესორი გახდა

ილინოისში უნივერსიტეტის 61 წლის პროფესორმა დამალა ფაქტი, რომ 46 წლის წინ საკუთარი ოჯახი ამოხოცა, ის უდანაშაულოდ სცნეს.

პროფესორის წარსულს, ტეხასში, ჯორჯთაუნის ერთ-ერთი გაზეთის რეპორტიორმა ახადა ფარდა. სწორედ მან გამოაქვეყნა ყველასთვის პატივსაცემი პედაგოგის, ჯეიმს სენტ-ჯეიმსის ცხოვრების აქამდე უცნობი დეტალები.

ფსიქოლოგიის დოქტორი სენტ-ჯეიმსი, რომელმაც სასწავლო დაწესებულებაში 30 წელი იმუშავა, მანიაკი მკვლელი აღმოჩნდა, რომელმაც 1967 წლის 4 აგვისტოს, 15 წლის ასაკში საკუთარი ოჯახის წევრები დახვრიტა.

ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ დადგინდა, რომ მამაკაცის ნამდვილი სახელი და გვარი ჯიმ ვოლკოტია.

46 წლის წინ მან მამა, გორდონი, 17 წლის და, ლიბი და დედა, ელიზაბეტი დაოხოცა.

როდესაც ვოლკოტების სახლში პოლიცია მივიდა, ბიჭმა დაუყოვნებლივ აღიარა დანაშაული.

დაკითხვაზე ჯიმი ირწუმებოდა, რომ ფსიქიკური აშლილობით იტანჯებოდა და დაავადება მაშინ გაურთულდა, როდესაც "წებოს შესუნთქვა" დაიწყო.

მკვლელმა განაცხადა, რომ ვერ იტანდა ოჯახის წევრებს და ეგონა, რომ ყველა მისი ჭკუიდან გადაყვანას ცდილობდა. ბიჭმა თქვა, რომ დედამისი "საჭმელს ხმამაღლა ღეჭავდა". ჯიმის აზრით, ეს მისი "განადგურების" მცდელობა იყო. რაც შეეხება მამას, ის ბევრ რამეს უკრძალავდა, მათ შორის ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო სიმბოლოების ტანსაცმელზე დამაგრებას. დის ლაპარაკი კი ნერვებს უშლიდა.

სასამართლო პროცესი 6 თვეს გაგრძელდა. 15 წლის ჯიმს მკვლელობაში დასდეს ბრალი. საბოლოოდ, სასამართლოს ექიმებმა მას დიაგნოზი - პარანოიდული შიზოფრენია დაუსვეს. ჯიმ ვოლკოტი  ფსიქიკური მდგომარეობის გამო უდანაშაულოდ სცნეს და ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს.

ექვსი წლის შემდეგ ვოლკოტის საქმე გადაიხედა. ის ჯანმრთელად სცნეს და გაათავისუფლეს.

1988 წელს ჯიმმა სახელი შეიცვალა და ჯეიმს სენტ-ჯეიმსი დაირქვა. მოგვიანებით დოქტორის ხარისხი მიიღო და უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა.

"მხოლოდ ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ დოქტორ სენტ-ჯეიმსის წარსულის შესახებ. ჩვენ ვთვლით, რომ ახალგაზრდობისას მოხდარი ისტორიის შემდეგ, მისი მცდელობა, ნორმალური ცხოვრებით იცხოვროს, დაუჯერებელია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის კვლავაც განაგრძობს ჩვენს უნივერსიტეტში მუშაობას", - აცხადებენ უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები.

სენტ-ჯეიმსს მხარი თანამშრომლებმაც დაუჭირეს.

"ის მართლაც კარგი ადამიანია. მასთან უამრავი კარგი მოგონება მაქვს. ძალიან მეცოდება. ახლა მთელი მისი ცხოვრება გადატრიალდება", - აცხადებს კოლეჯის ყოფილი მოსწავლე ლანა ჰინშოუ კლანი.

უმაღლესში მისი მუშაობის გაგრძელების სასტიკი წინააღმდეგია ქალაქის საბჭოს წევრი დოუსონი.

"ის სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ. მე რომ სტუდენტების მშობელი ვიყო, შემაწუხებდა ის ფაქტი, რომ ჩემს შვილს ნასამართლევი, მანიაკი მკვლელი ასწავლის", - აცხადებს დოუსონი.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს