საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი ზალპით უნდა განადგურდეს საქართველო და ყველგან სიმშვიდე იქნება" - ფრაგმენტები ნიკა რურუას დღიურებიდან აგვისტოს ომზე
"ერთი ზალპით უნდა განადგურდეს საქართველო და ყველგან სიმშვიდე იქნება" - ფრაგმენტები ნიკა რურუას დღიურებიდან აგვისტოს ომზე

"დავ­ცხოთ ბო­ლომ­დე, გავ­ყა­როთ ქარ­თვე­ლე­ბი გო­რი­დან, ბა­კუ­რი­ა­ნი­დან, ბორ­ჯო­მი­დან, და­ვიბ­რუ­ნოთ ძი­რძვე­ლი ოსუ­რი მი­წე­ბი. ან ახლა, ან არა­სო­დეს"

...

"ქარ­თველ­მა ფა­შის­ტებ­მა უნდა მი­ი­ღონ თა­ვი­სი სტა­ლინ­გრა­დი. თბი­ლი­სი უნდა და­ემ­სგავ­სოს 45-ის დან­გრე­ულ ბერ­ლინს".

...

"ერთი ზალ­პით უნდა გა­ნად­გურ­დეს სა­ქარ­თვე­ლო და ყველ­გან სიმ­შვი­დე იქ­ნე­ბა".

"ოს­რა­დი­ოს" მო­წო­დე­ბე­ბი, 2008 წლის 6-7 აგ­ვის­ტო

სა­ღა­მოს 6 სა­ა­თის­თვის, ქარ­თუ­ლი სამ­ხედ­რო შე­ნა­ერ­თე­ბი ცხინ­ვალ­ში 5-ჯერ შეს­ვლა-გა­მოს­ვლის შემ­დეგ, იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ, სოფ. ნი­ქო­ზის­კენ და­ე­ხი­ათ. მი­უ­ხე­და­ვად პო­ლი­ტი­კო­სე­ბის იმე­დი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა, ფრონ­ტის ხაზ­ზე უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იქ­მნა. ცხინ­ვალს უკვე მო­წი­ნა­აღ­მდე­გე აკონ­ტრო­ლებ­და. ასე და­ღამ­და 8 აგ­ვის­ტო. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჯარს კვლავ კონ­ტრშე­ტე­ვის­თვის ამ­ზა­დებ­და.

"ომის ამ­ბა­ვი შტა­ტებ­ში გა­ვი­გე, ვა­შინგტონ­ში. იქამ­დე სამი დღით ლას-ვე­გას­ში ვი­ყა­ვი ჩემს ორ მე­გო­ბარ­თან ერ­თად. რა­ღაც უგე­მუ­რი მგზავ­რო­ბა გა­მო­მი­ვი­და, სამდღი­ა­ნი, უმი­ზე­ზო და­ძა­ბუ­ლო­ბის შემ­დეგ ვა­შინგტონ­ში დავ­ბრუნ­დი. თბი­ლი­სი­დან და­მი­რე­კეს, - უნდა ჩა­მოხ­ვი­დე სას­წრა­ფო­დო. 8 აგ­ვის­ტო იყო. ბი­ლე­თის გა­დაც­ვლა ვცა­დე, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. ამ უშო­რეს ქვე­ყა­ნა­ში მივ­ხვდი, რა­ტომ ვშფო­თავ­დი და კი­დევ იმას, რომ წი­ნათ­გრძნო­ბა ხან­და­ხან სნა­ი­პე­რუ­ლი სი­ზუს­ტით მუ­შა­ობს. ვა­შინგტო­ნი­დან თბი­ლის­ში პირ­და­პი­რი რე­ი­სი არ არის, სა­ჭი­როა რო­მე­ლი­მე ევ­რო­პულ ქა­ლაქ­ში ჩას­ვლა და შემ­დეგ" "აირ­ზე­ნა­ზე" გა­დაჯ­დო­მა, ან უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში, "ლუფ­თან­ზა­ზე". იმ დღი­დან არც ერთ მათ­განს თბი­ლის­ზე ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ბი­ლე­თი არ გა­უ­ყი­დია. გა­დავ­წყვი­ტე, მი­უნ­ხენ­ში ჩას­ვლა და იქი­დან თბი­ლი­სის­კენ გა­მოფ­რე­ნა. ასეც მო­ვი­ქე­ცი. ჩემ­თან ერ­თად იყო ნინო კა­ლან­და­ძეც, რო­მე­ლიც წი­ნა­დღეს ჩა­მოფ­რინ­და კა­ლი­ფორ­ნი­ი­დან. მი­უნ­ხენ­ში გაფ­რე­ნის წინ თბი­ლი­სი­დან და­მი­რე­კეს, ერთი ნაც­ნო­ბი მე­ფი­ცე­ბო­და, - მე და ჩემი ბი­ჭე­ბი, სა­დაც სა­ჭი­როა, იქ მო­ვალ­თო. არ მო­მე­წო­ნა, შო­რე­უ­ლი უსი­ა­მოვ­ნო გრძნო­ბა გა­მახ­სენ­და.

ჩავფრინ­დით მი­უნ­ხენ­ში. მალე გა­ვი­გეთ, რომ თბი­ლის­ზე ყვე­ლა რე­ი­სი გა­ურ­კვე­ვე­ლი დრო­ით გა­და­ი­დო. კა­ლან­და­ძემ ისიც გა­არ­კვია, რომ ჩვე­ნი ბარ­გიც და­კარ­გუ­ლი იყო. გვი­თხრეს, რომ ჩვე­ნი ჩან­თე­ბი ან ვა­შინგტონ­ში დარ­ჩა, ან მი­უნ­ხე­ნი­დან გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით გაგ­ზავ­ნე­სო. რა დროს ბარ­გი იყო ვი­თომ, მაგ­რამ ნერ­ვე­ბი მა­ინც მო­მე­შა­ლა. კა­ლან­და­ძეს და­უ­რე­კეს. უთხრეს, რომ რუ­სე­ბი შე­მო­დი­ოდ­ნენ დიდი ძა­ლე­ბით ჯერ კი­დევ გუ­შინ­დე­ლი დღი­დან, ათ წუთ­ში მე და­მი­რე­კეს და შე­მა­ტყო­ბი­ნეს, ცხინ­ვა­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­აო(?!). ამა­სო­ბა­ში გა­ირ­კვა, რომ თბი­ლის­ზე შე­საძ­ლო იყო, ვე­ნი­დან რო­მე­ლი­მე კომ­პა­ნია გაფ­რე­ნი­ლი­ყო. უნდა ვცა­დოთ-მეთ­ქი. კა­ლან­და­ძე და­მე­თან­ხმა. ბი­ლე­თე­ბი ავი­ღეთ, აე­რო­პორ­ტის სას­ტუმ­რო­ში CNN-ი ჩავ­რთე. მორ­ბე­ნა­ლი სტრი­ქო­ნი იუ­წყე­ბო­და, რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯა­რე­ბი შეჰ­ყავს და რამ­დე­ნი­მე წუთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის პრეს­კონ­ფე­რენ­ცია ღია ეთერ­ში გა­ვაო. ისევ და­რე­კეს თბი­ლი­სი­დან - ცხინ­ვა­ლი დავ­ტო­ვეთ, მაგ­რამ მის შე­მო­გა­რენ­ში ვრჩე­ბი­თო.

თით­ქმის პა­რა­ლე­ლუ­რად კა­ლან­და­ძე­საც და­უ­რე­კეს და მო­ახ­სე­ნეს, - ჩვე­ნე­ბი ჯა­ვას იღე­ბე­ნო(?!). უკვე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი სი­უ­რრე­ა­ლის­ტუ­რი შეგ­რძნე­ბე­ბით გა­ვიჟღინ­თე, მეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ ეს სა­დღაც უკვე იყო. აფხა­ზე­თი? - გა­მი­ელ­ვა...

CNN-ზე პრეს­კონ­ფე­რენ­ცია იწყე­ბა. მიშა ბრა­ზი­ა­ნად, მაგ­რამ მწყობ­რად ამ­ბობს, რომ რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს ჯა­რე­ბით შე­მო­ე­სია, მის უკან დიდი და ბედ­ნი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო დრო­შა ფრი­ა­ლებს, ქარი მი­შას თმას უწე­წავს, ეკ­რა­ნი­დან თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი გან­გა­შის გან­წყო­ბა ას­ხი­ვებს, ვი­თომ ყვე­ლა­ფე­რი მეტ-ნაკ­ლე­ბად კონ­ტროლ­დე­ბა. თუმ­ცა სუ­რა­თი გულ­დამ­ძი­მე­ბულს მტო­ვებს, CNN აშ­კა­რად ჩვენ­კე­ნაა, ოღონდ რა­ღაც­ნა­ი­რად გა­მა­ღი­ზი­ა­ნებ­ლად, მო­რი­დე­ბუ­ლად. ვე­ნის რე­ის­ზე ჩას­ხდო­მის წინ აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩვე­ნი ბარ­გი მი­უნ­ხენ­შია, ანუ არ და­კარ­გუ­ლა. ვე­ნის რე­ის­ზე ბევ­რი ქარ­თვე­ლი მხვდე­ბა, ბევ­რი კი­თხვის­ნიშ­ნი­ა­ნი თვა­ლი მომ­ჩე­რე­ბია, ჰგო­ნი­ათ, რომ მე მათ­ზე მეტი ვიცი. ვწუხ­დე­ბი, რომ ეს ასე არ არის. ერთი მგზავ­რი ბე­დავს გა­სა­უბ­რე­ბას, ვცნობ - ვა­კის აუზ­ზე ერ­თად დავ­დი­ვართ. ვე­უბ­ნე­ბი, რომ ბევ­რი არა­ფე­რი ვიცი. ჩავფრინ­დით ვე­ნა­ში. მი­რე­კა­ვენ - ცხინ­ვა­ლის მი­სად­გო­მე­ბი დავ­ტო­ვეთ, მაგ­რამ სტრა­ტე­გი­უ­ლი სი­მაღ­ლე­ე­ბი არაო. გული უკვე კა­ტე­გო­რი­უ­ლად ცუდს მიგ­რძნობს. არა­ვი­თა­რი წვრილ­მა­ნი უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის ჯაჭ­ვი - იკ­ვე­თე­ბა ერთი დიდი და კონ­კრე­ტუ­ლი კოშ­მა­რი.

კა­ლან­და­ძე რე­კავს. ეუბ­ნე­ბი­ან, - ჯავა ავი­ღე­თო. ვე­ნი­დან ერ­თა­დერ­თი რე­ი­სი კავ­კა­სი­ის­კენ - ბა­ქო­შია, ისიც მომ­დევ­ნო დღეს, ანუ 9-ში, თუმ­ცა ამე­რი­კის დრო­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ვას­კვნი, რომ ეს იგი­ვე დღეა. სა­ბო­ლო­ოდ ამე­რია დავთრე­ბი, ბა­ქო­ში უნდა ჩა­ვი­დეთ და იქი­დან რა­მეს ვი­ზამთ, - ვე­უბ­ნე­ბი კა­ლან­და­ძეს. მორ­ჩი­ლად მე­თან­ხმე­ბა, თავი ყო­ჩა­ღად უჭი­რავს, თუმ­ცა ნერ­ვი­უ­ლობს.

ბა­ქო­ში ჩვე­ნი ელჩი ხვდე­ბა ქარ­თვე­ლე­ბით სავ­სე თვითმფრი­ნავს. ვი­ღაც აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ ბიზ­ნეს­მენს მაც­ნობს, ის თბი­ლი­სამ­დე თა­ვი­სი ავ­ტო­მო­ბი­ლის თხო­ვე­ბას მთა­ვა­ზობს, თან გვერ­დზე გავ­ყა­ვარ და ხმა­დაბ­ლა მე­უბ­ნე­ბა: -Если вы русских накажете, то для нас будет здорово! А если проиграйте, то нам беда! - проигрывать не имеем право!- ვპა­სუ­ხობ არ­ცთუ და­მა­ჯე­რებ­ლად. მე და კა­ლან­და­ძე მან­ქა­ნა­ში ჩავ­ჯე­ქით და ბა­ქო­დან სიბ­ნე­ლე­ში და­ვი­ძა­რით, ღაAმე გზა­ში მალე ილე­ვა"...

ნიკა რუ­რუა პარ­ლა­მენ­ტის თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე 2008 წ.

2008 წლის 9 აგ­ვის­ტოს, დი­ლით, სო­ხუ­მის აკ­ვა­ტო­რი­ა­ში რუ­სე­თის შავი ზღვის ფლო­ტის ფლაგ­მა­ნი გემი გა­მოჩ­ნდა, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ რუ­სეთ­მა აფხა­ზეთ­ში მე­ო­რე ფრონ­ტი გახ­სნა...

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

"ერთი ზალპით უნდა განადგურდეს საქართველო და ყველგან სიმშვიდე იქნება" - ფრაგმენტები ნიკა რურუას დღიურებიდან აგვისტოს ომზე

"ერთი ზალპით უნდა განადგურდეს საქართველო და ყველგან სიმშვიდე იქნება" - ფრაგმენტები ნიკა რურუას დღიურებიდან აგვისტოს ომზე

"დავცხოთ ბოლომდე, გავყაროთ ქართველები გორიდან, ბაკურიანიდან, ბორჯომიდან, დავიბრუნოთ ძირძველი ოსური მიწები. ან ახლა, ან არასოდეს"

...

"ქართველმა ფაშისტებმა უნდა მიიღონ თავისი სტალინგრადი. თბილისი უნდა დაემსგავსოს 45-ის დანგრეულ ბერლინს".

...

"ერთი ზალპით უნდა განადგურდეს საქართველო და ყველგან სიმშვიდე იქნება".

"ოსრადიოს" მოწოდებები, 2008 წლის 6-7 აგვისტო

საღამოს 6 საათისთვის, ქართული სამხედრო შენაერთები ცხინვალში 5-ჯერ შესვლა-გამოსვლის შემდეგ, იძულებულები გახდნენ, სოფ. ნიქოზისკენ დაეხიათ. მიუხედავად პოლიტიკოსების იმედიანი განცხადებებისა, ფრონტის ხაზზე უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა. ცხინვალს უკვე მოწინააღმდეგე აკონტროლებდა. ასე დაღამდა 8 აგვისტო. ხელისუფლება ჯარს კვლავ კონტრშეტევისთვის ამზადებდა.

"ომის ამბავი შტატებში გავიგე, ვაშინგტონში. იქამდე სამი დღით ლას-ვეგასში ვიყავი ჩემს ორ მეგობართან ერთად. რაღაც უგემური მგზავრობა გამომივიდა, სამდღიანი, უმიზეზო დაძაბულობის შემდეგ ვაშინგტონში დავბრუნდი. თბილისიდან დამირეკეს, - უნდა ჩამოხვიდე სასწრაფოდო. 8 აგვისტო იყო. ბილეთის გადაცვლა ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. ამ უშორეს ქვეყანაში მივხვდი, რატომ ვშფოთავდი და კიდევ იმას, რომ წინათგრძნობა ხანდახან სნაიპერული სიზუსტით მუშაობს. ვაშინგტონიდან თბილისში პირდაპირი რეისი არ არის, საჭიროა რომელიმე ევროპულ ქალაქში ჩასვლა და შემდეგ“ "აირზენაზე" გადაჯდომა, ან უკეთეს შემთხვევაში, "ლუფთანზაზე". იმ დღიდან არც ერთ მათგანს თბილისზე ორი კვირის განმავლობაში ბილეთი არ გაუყიდია. გადავწყვიტე, მიუნხენში ჩასვლა და იქიდან თბილისისკენ გამოფრენა. ასეც მოვიქეცი. ჩემთან ერთად იყო ნინო კალანდაძეც, რომელიც წინადღეს ჩამოფრინდა კალიფორნიიდან. მიუნხენში გაფრენის წინ თბილისიდან დამირეკეს, ერთი ნაცნობი მეფიცებოდა, - მე და ჩემი ბიჭები, სადაც საჭიროა, იქ მოვალთო. არ მომეწონა, შორეული უსიამოვნო გრძნობა გამახსენდა.

ჩავფრინდით მიუნხენში. მალე გავიგეთ, რომ თბილისზე ყველა რეისი გაურკვეველი დროით გადაიდო. კალანდაძემ ისიც გაარკვია, რომ ჩვენი ბარგიც დაკარგული იყო. გვითხრეს, რომ ჩვენი ჩანთები ან ვაშინგტონში დარჩა, ან მიუნხენიდან გაურკვეველი მიმართულებით გაგზავნესო. რა დროს ბარგი იყო ვითომ, მაგრამ ნერვები მაინც მომეშალა. კალანდაძეს დაურეკეს. უთხრეს, რომ რუსები შემოდიოდნენ დიდი ძალებით ჯერ კიდევ გუშინდელი დღიდან, ათ წუთში მე დამირეკეს და შემატყობინეს, ცხინვალი გათავისუფლებულიაო(?!). ამასობაში გაირკვა, რომ თბილისზე შესაძლო იყო, ვენიდან რომელიმე კომპანია გაფრენილიყო. უნდა ვცადოთ-მეთქი. კალანდაძე დამეთანხმა. ბილეთები ავიღეთ, აეროპორტის სასტუმროში CNN-ი ჩავრთე. მორბენალი სტრიქონი იუწყებოდა, რუსეთს საქართველოში ჯარები შეჰყავს და რამდენიმე წუთში საქართველოს პრეზიდენტის პრესკონფერენცია ღია ეთერში გავაო. ისევ დარეკეს თბილისიდან - ცხინვალი დავტოვეთ, მაგრამ მის შემოგარენში ვრჩებითო.

თითქმის პარალელურად კალანდაძესაც დაურეკეს და მოახსენეს, - ჩვენები ჯავას იღებენო(?!). უკვე რამდენიმე საათი სიურრეალისტური შეგრძნებებით გავიჟღინთე, მეჩვენებოდა, რომ ეს სადღაც უკვე იყო. აფხაზეთი? - გამიელვა...

CNN-ზე პრესკონფერენცია იწყება. მიშა ბრაზიანად, მაგრამ მწყობრად ამბობს, რომ რუსეთი საქართველოს ჯარებით შემოესია, მის უკან დიდი და ბედნიერი სახელმწიფო დროშა ფრიალებს, ქარი მიშას თმას უწეწავს, ეკრანიდან თავშეკავებული განგაშის განწყობა ასხივებს, ვითომ ყველაფერი მეტ-ნაკლებად კონტროლდება. თუმცა სურათი გულდამძიმებულს მტოვებს, CNN აშკარად ჩვენკენაა, ოღონდ რაღაცნაირად გამაღიზიანებლად, მორიდებულად. ვენის რეისზე ჩასხდომის წინ აღმოჩნდა, რომ ჩვენი ბარგი მიუნხენშია, ანუ არ დაკარგულა. ვენის რეისზე ბევრი ქართველი მხვდება, ბევრი კითხვისნიშნიანი თვალი მომჩერებია, ჰგონიათ, რომ მე მათზე მეტი ვიცი. ვწუხდები, რომ ეს ასე არ არის. ერთი მგზავრი ბედავს გასაუბრებას, ვცნობ - ვაკის აუზზე ერთად დავდივართ. ვეუბნები, რომ ბევრი არაფერი ვიცი. ჩავფრინდით ვენაში. მირეკავენ - ცხინვალის მისადგომები დავტოვეთ, მაგრამ სტრატეგიული სიმაღლეები არაო. გული უკვე კატეგორიულად ცუდს მიგრძნობს. არავითარი წვრილმანი უსიამოვნებების ჯაჭვი - იკვეთება ერთი დიდი და კონკრეტული კოშმარი.

კალანდაძე რეკავს. ეუბნებიან, - ჯავა ავიღეთო. ვენიდან ერთადერთი რეისი კავკასიისკენ - ბაქოშია, ისიც მომდევნო დღეს, ანუ 9-ში, თუმცა ამერიკის დროის გათვალისწინებით ვასკვნი, რომ ეს იგივე დღეა. საბოლოოდ ამერია დავთრები, ბაქოში უნდა ჩავიდეთ და იქიდან რამეს ვიზამთ, - ვეუბნები კალანდაძეს. მორჩილად მეთანხმება, თავი ყოჩაღად უჭირავს, თუმცა ნერვიულობს.

ბაქოში ჩვენი ელჩი ხვდება ქართველებით სავსე თვითმფრინავს. ვიღაც აზერბაიჯანელ ბიზნესმენს მაცნობს, ის თბილისამდე თავისი ავტომობილის თხოვებას მთავაზობს, თან გვერდზე გავყავარ და ხმადაბლა მეუბნება: -Если вы русских накажете, то для нас будет здорово! А если проиграйте, то нам беда! - проигрывать не имеем право!- ვპასუხობ არცთუ დამაჯერებლად. მე და კალანდაძე მანქანაში ჩავჯექით და ბაქოდან სიბნელეში დავიძარით, ღაAმე გზაში მალე ილევა"...

ნიკა რურუა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე 2008 წ.

2008 წლის 9 აგვისტოს, დილით, სოხუმის აკვატორიაში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი გემი გამოჩნდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ რუსეთმა აფხაზეთში მეორე ფრონტი გახსნა...

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?