კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიტჩელი - "აშშ-ს რეპუტაცია შეილახა, რადგან დამკვიდრდა მოსაზრება, რომ მხარს ვუჭერდით არა დემოკრატიას, არამედ - სააკაშვილს"
მიტჩელი - "აშშ-ს რეპუტაცია შეილახა, რადგან დამკვიდრდა მოსაზრება, რომ მხარს ვუჭერდით არა დემოკრატიას, არამედ - სააკაშვილს"

"აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შან­სე­ბი და­ბა­ლია; და­უშ­ვე­ბე­ლია იმის მტკი­ცე­ბა, რომ შან­სი სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა ის არც ისე დი­დია და შე­საძ­ლოა იმა­ზე მცი­რეც კი, ვიდ­რე ექ­ვსი წლის წინ იყო", - გა­ნა­ცხა­და კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კის კა­თედ­რის დო­ცენ­ტმა, ექ­სპერ­ტმა სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხებ­ში, ლინ­კოლნ მიტ­ჩელ­მა "ამე­რი­კის ხმის" რუ­სულ სამ­სა­ხურ­თან მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მი­სი­ვე თქმით, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომმა სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­პუ­ტა­ცია და­სავ­ლეთ­ში უფრო შე­ლა­ხა, ვიდ­რე სამ­შობ­ლო­ში.

"2008 წლის ომის დროს აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი ჯორჯ ბუში უმ­ცრო­სი იყო. თეთ­რი სახ­ლი­ცა და სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტიც სა­ა­კაშ­ვილს აფრ­თხი­ლებ­დნენ, არ და­ე­წყო სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი. თუმ­ცა, მან ყური არ უგდო ამ გაფრ­თხი­ლე­ბებს და ლა­მის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბიც კი ჩა­ით­რია რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. ყვე­ლა­ზე უა­რე­სი არ მოხ­და, თუმ­ცა ვა­შინგტონ­ში, იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, ვინც სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად მოქ­მე­დებ­და, კარ­გი გაკ­ვე­თი­ლი მი­ი­ღეს. შე­დე­გად, იმ ომის შემ­დეგ აშშ-მ შე­წყვი­ტა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ია­რა­ღის მი­წო­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ლინ­კოლნ მიტ­ჩელ­მა და დას­ძი­ნა, რომ, მისი აზ­რით, ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის პარ­ტი­ის მარ­ცხის მი­ზე­ზი არა აგ­ვის­ტოს ომი, არა­მედ არ­ჩევ­ნე­ბის წინ ცი­ხის კად­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა გახ­და.

"ამე­რი­კის ხმას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ლინ­კოლნ მიტ­ჩელ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი გარ­კვე­ვით ურ­ჩევ­და სა­ა­კაშ­ვილს არ ჩარ­თუ­ლი­ყო ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­თან და აფხა­ზეთ­თან ომში, თუმ­ცა ამე­რი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ა­კაშ­ვილს გარ­კვე­ულ სიგ­ნა­ლებს უგ­ზავ­ნიდ­ნენ და წინ სვლის­კენ მო­უ­წო­დებ­დნენ.

"შე­საძ­ლოა, სა­ა­კაშ­ვილ­მა და მის­მა გუნ­დმა ეს სიგ­ნა­ლე­ბი უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად მი­ი­ღეს, რად­გან ეს სწო­რედ ის იყო, რისი გა­გე­ბაც მათ უნ­დო­დათ. თუმ­ცა, მე ასე­ვე ვფიქ­რობ, რომ სა­ა­კაშ­ვილს, სამ­წუ­ხა­როდ, ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბი ჰქონ­და იმის­თვის, რომ ჩარ­თუ­ლი­ყო ამ კონ­ფლიქ­ტში. აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მა­შინ­დე­ლი მდი­ვა­ნი, კონ­დო­ლი­ზა რა­ი­სი თა­ვის იმ­დრო­ინ­დელ ჩა­ნა­წე­რებ­ში წერ­და, რომ აშშ-ის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭო­ში მოქ­მე­დე­ბის სხვა­დას­ხვა ვა­რი­ანტს გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, ანუ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ამ ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვა­შინგტონ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი არ­სე­ბობ­და", - გა­ნა­ცხა­და ლინ­კოლნ მიტ­ჩელ­მა და დას­ძი­ნა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვა­შინგტონ­ში უფრო ფარ­თო კონ­ტაქ­ტე­ბი ჰქონ­და, ვიდ­რე ახ­ლან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს.

მი­სი­ვე თქმით, რუ­სეთ­თან 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში ომის წა­მო­წყე­ბის მთელ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სა­ა­კაშ­ვილ­სა და მის რე­ჟიმს ვერ და­ა­კის­რებს.

"ჩემი აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბით პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი იყო. გარ­კვე­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მოს­კოვ­საც ეკის­რე­ბა. ასე­ვე ვფიქ­რობ, რომ რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მუ­ქა­რას წარ­მო­ად­გენს და ხში­რად ერე­ვა ამ ქვეყ­ნის საქ­მე­ებ­ში. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მარ­თა­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში რუ­სე­თის ბო­როტ ზრახ­ვებ­ზე სა­უბ­რობს და აცხა­დებს, რომ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში მყო­ფებს უნდა ახ­სოვ­დეთ. რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ამ­ჟა­მინ­დელ წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან პი­რა­დი სა­უბ­რე­ბით ვიცი, ისი­ნი აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ ამას და არ ცხოვ­რო­ბენ ილუ­ზი­ე­ბით", - გა­ნა­ცხა­და ექ­სპერ­ტე­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხებ­ში.

ლინ­კოლნ მიტ­ჩელ­მა "ამე­რი­კის ხმას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ტემ­პე­რა­მენ­ტით ერ­თმა­ნე­თის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

"ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვლის შემ­დეგ, რუ­სულ-ქარ­თუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ერ­თდრო­უ­ლად შე­იც­ვა­ლა კი­დეც და არ შე­იც­ვა­ლა. თუმ­ცა, ჩემი აზ­რით, გაჩ­ნდა დი­ა­ლო­გის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რაც მა­ნამ­დე არ ყო­ფი­ლა. პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი, ივა­ნიშ­ვი­ლი მარ­თავს ქვე­ყა­ნას, რო­მე­ლიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია აფხა­ზეთ­თან და ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­თან რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის აღ­დგე­ნით. თბი­ლი­სი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე კონ­ტრო­ლის აღ­დგე­ნით, რო­მე­ლიც, მათი აზ­რით, ახლა მოს­კო­ვის ხელ­თაა. იმი­სათ­ვის, რომ პრე­მი­ერ მი­ნისტრს სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტემ­პე­რა­მენ­ტი აქვს, ეს სი­ტუ­ცია არ შეც­ვლი­ლა. თუმ­ცა, ახლა მხა­რე­ებს ვაჭ­რო­ბა­სა და ტუ­რიზ­მზე დი­ა­ლო­გის წარ­მარ­თვა მშვი­დად და ყო­ველ­გვა­რი მუ­ქა­რის გა­რე­შე უწევთ, რაც მა­ნამ­დე არ ყო­ფი­ლა", - გა­ნა­ცხა­და ლინ­კოლნ მიტ­ჩელ­მა. მი­სი­ვე თქმით, ქვეყ­ნის­თვის, რო­მე­ლიც ბოლო ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თხელ აღ­ნიშ­ნავ­და, რომ მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ტუ­რიზ­მი და მდი­და­რი მე­ზო­ბე­ლი ქეყ­ნე­ბი­დან ტუ­რის­ტე­ბის შე­მო­დი­ნე­ბა, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბა კარ­გია.

ლინ­კოლნ მიტ­ჩელ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ აშშ-ს უნ­დო­და სა­ქარ­თვე­ლო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა ყო­ფი­ლი­ყო.

"ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ აშშ, დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში "სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მშე­ნებ­ლო­ბით" იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბას ვერ ვაქ­ცევ­დით სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რას. შე­დე­გად, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბა ერთი ადა­მი­ა­ნის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა, ქვე­ყა­ნა­ში არ აღ­მოჩ­ნდა კონ­ტრო­ლი­სა და ბა­ლან­სის სის­ტე­მა. ჩვენ ასე­ვე არ ვაქ­ცევ­დით ყუ­რა­დღე­ბას დე­მოკ­რა­ტი­ის პრობ­ლე­მებს სა­ქარ­თვე­ლო­ში. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ასეთ­მა მიდ­გო­მამ აშშ-ს რე­პუ­ტა­ცია შე­ლა­ხა, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­შიც და მის ფარ­გლებს გა­რე­თაც დამ­კვიდ­რდა მო­საზ­რე­ბა, რომ ჩვენ მხარს ვუ­ჭერ­დით არა დე­მოკ­რა­ტი­ას, არა­მედ სა­ა­კაშ­ვილ­სა და მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას", - გა­ნა­ცხა­და ლინ­კოლნ მიტ­ჩელ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

მიტჩელი - "აშშ-ს რეპუტაცია შეილახა, რადგან დამკვიდრდა მოსაზრება, რომ მხარს ვუჭერდით არა დემოკრატიას, არამედ - სააკაშვილს"

მიტჩელი - "აშშ-ს რეპუტაცია შეილახა, რადგან დამკვიდრდა მოსაზრება, რომ მხარს ვუჭერდით არა დემოკრატიას, არამედ - სააკაშვილს"

"აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების შანსები დაბალია; დაუშვებელია იმის მტკიცება, რომ შანსი საერთოდ არ არსებობს, თუმცა ის არც ისე დიდია და შესაძლოა იმაზე მცირეც კი, ვიდრე ექვსი წლის წინ იყო", - განაცხადა კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო პოლიტიკის კათედრის დოცენტმა, ექსპერტმა საქართველოს საკითხებში, ლინკოლნ მიტჩელმა "ამერიკის ხმის" რუსულ სამსახურთან მიცემულ ინტერვიუში.

მისივე თქმით, რუსეთ-საქართველოს ომმა სააკაშვილის რეპუტაცია დასავლეთში უფრო შელახა, ვიდრე სამშობლოში.

"2008 წლის ომის დროს აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმცროსი იყო. თეთრი სახლიცა და სახელმწიფო დეპარტამენტიც სააკაშვილს აფრთხილებდნენ, არ დაეწყო საომარი მოქმედებები. თუმცა, მან ყური არ უგდო ამ გაფრთხილებებს და ლამის შეერთებული შტატებიც კი ჩაითრია რთულ სიტუაციაში. ყველაზე უარესი არ მოხდა, თუმცა ვაშინგტონში, იმ ადამიანებმა, ვინც სააკაშვილთან ერთად მოქმედებდა, კარგი გაკვეთილი მიიღეს. შედეგად, იმ ომის შემდეგ აშშ-მ შეწყვიტა საქართველოსთვის იარაღის მიწოდება", - აღნიშნა ლინკოლნ მიტჩელმა და დასძინა, რომ, მისი აზრით, ოქტომბრის არჩევნებში სააკაშვილის პარტიის მარცხის მიზეზი არა აგვისტოს ომი, არამედ არჩევნების წინ ციხის კადრების გამოქვეყნება და ქვეყნის ეკონომიკის არასტაბილურობა გახდა.

"ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ლინკოლნ მიტჩელმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გარკვევით ურჩევდა სააკაშვილს არ ჩართულიყო ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ომში, თუმცა ამერიკის ადმინისტრაციაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც სააკაშვილს გარკვეულ სიგნალებს უგზავნიდნენ და წინ სვლისკენ მოუწოდებდნენ.

"შესაძლოა, სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ეს სიგნალები უფრო სერიოზულად მიიღეს, რადგან ეს სწორედ ის იყო, რისი გაგებაც მათ უნდოდათ. თუმცა, მე ასევე ვფიქრობ, რომ სააკაშვილს, სამწუხაროდ, შიდაპოლიტიკური მიზეზები ჰქონდა იმისთვის, რომ ჩართულიყო ამ კონფლიქტში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაშინდელი მდივანი, კონდოლიზა რაისი თავის იმდროინდელ ჩანაწერებში წერდა, რომ აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოში მოქმედების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავდნენ, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ომთან დაკავშირებით ვაშინგტონში განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა", - განაცხადა ლინკოლნ მიტჩელმა და დასძინა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას ვაშინგტონში უფრო ფართო კონტაქტები ჰქონდა, ვიდრე ახლანდელ ხელისუფლებას აქვს.

მისივე თქმით, რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში ომის წამოწყების მთელ პასუხისმგებლობას სააკაშვილსა და მის რეჟიმს ვერ დააკისრებს.

"ჩემი აზრით, საქართველო რუსეთის ხელისუფლების აგრესიული ქმედებებით პროვოცირებული იყო. გარკვეული პასუხისმგებლობა მოსკოვსაც ეკისრება. ასევე ვფიქრობ, რომ რუსეთი საქართველოსთვის მუქარას წარმოადგენს და ხშირად ერევა ამ ქვეყნის საქმეებში. საქართველოს პრეზიდენტი მართალია, რომ საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის ბოროტ ზრახვებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს ხელისუფლების სათავეში მყოფებს უნდა ახსოვდეთ. როგორც ხელისუფლების ამჟამინდელ წარმომადგენლებთან პირადი საუბრებით ვიცი, ისინი აცნობიერებენ ამას და არ ცხოვრობენ ილუზიებით", - განაცხადა ექსპერტემა საქართველოს საკითხებში.

ლინკოლნ მიტჩელმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ტემპერამენტით ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულები არიან.

"ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, რუსულ-ქართული ურთიერთობები ერთდროულად შეიცვალა კიდეც და არ შეიცვალა. თუმცა, ჩემი აზრით, გაჩნდა დიალოგის შესაძლებლობა, რაც მანამდე არ ყოფილა. პრემიერ მინისტრი, ივანიშვილი მართავს ქვეყანას, რომელიც დაინტერესებულია აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან რეინტეგრაციის აღდგენით. თბილისი დაინტერესებულია ამ ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენით, რომელიც, მათი აზრით, ახლა მოსკოვის ხელთაა. იმისათვის, რომ პრემიერ მინისტრს სააკაშვილისგან განსხვავებული ტემპერამენტი აქვს, ეს სიტუცია არ შეცვლილა. თუმცა, ახლა მხარეებს ვაჭრობასა და ტურიზმზე დიალოგის წარმართვა მშვიდად და ყოველგვარი მუქარის გარეშე უწევთ, რაც მანამდე არ ყოფილა", - განაცხადა ლინკოლნ მიტჩელმა. მისივე თქმით, ქვეყნისთვის, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში არაერთხელ აღნიშნავდა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ტურიზმი და მდიდარი მეზობელი ქეყნებიდან ტურისტების შემოდინება, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება კარგია.

ლინკოლნ მიტჩელმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს უნდოდა საქართველო დემოკრატიული ქვეყანა ყოფილიყო.

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ აშშ, დიდი ხნის განმავლობაში, საქართველოში "სახელმწიფოებრივი მშენებლობით" იყო დაკავებული და სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევდით სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას. შედეგად, როცა საქართველოში ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელში აღმოჩნდა, ქვეყანაში არ აღმოჩნდა კონტროლისა და ბალანსის სისტემა. ჩვენ ასევე არ ვაქცევდით ყურადღებას დემოკრატიის პრობლემებს საქართველოში. დროთა განმავლობაში ასეთმა მიდგომამ აშშ-ს რეპუტაცია შელახა, რადგან საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც დამკვიდრდა მოსაზრება, რომ ჩვენ მხარს ვუჭერდით არა დემოკრატიას, არამედ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას", - განაცხადა ლინკოლნ მიტჩელმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა