მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლედი ხაკისფერში - სნაიპერი ქალი
ლედი ხაკისფერში - სნაიპერი ქალი

ცი­ვი­ლი­ზე­ბულ მსოფ­ლი­ო­ში დღემ­დე და­ვაა, არის თუ არა ქალი სამ­ხედ­რო საქ­მის­თვის შე­სა­ფე­რი. ბევ­რს კა­მუფ­ლაჟ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ლე­დის და­ნახ­ვა­ზე ირო­ნი­უ­ლად ეცი­ნე­ბა, ზოგი კი აგ­რე­სი­ას ვერ ფა­რავს, რა ქა­ლის საქ­მეა ია­რა­ღიო. ამ სა­კი­თხი­სად­მი დღემ­დე არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი მიდ­გო­მაა სა­ქარ­თვე­ლო­ში და მა­ინც, რაც დრო გა­დის, უფრო მეტი ქალ­ბა­ტო­ნი ირ­ჩევს ამ პრო­ფე­სი­ას, ზოგი ია­რა­ღის სიყ­ვა­რუ­ლით, ზოგ­საც სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მოც­და უნდა. მათ არ­ბიტ­რად ნამ­დვი­ლად ვერ გა­მოვ­დგე­ბით, მაგ­რამ ამ­ბა­ვი, რო­მელ­საც ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, 45 წლის უკ­რა­ი­ნე­ლი ვერა, სპე­ცი­ა­ლო­ბით სნა­ი­პე­რი ქალ­ბა­ტო­ნი გვი­ამ­ბობს, ქა­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს მარ­თლაც აღე­მა­ტე­ბა. თუმ­ცა, არ­სე­ბო­ბენ გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც...

- კი­ევ­ში და­ვი­ბა­დე. დედ-მა­მაც სამ­ხედ­რო­ე­ბი იყ­ვნენ და ხან­გრძლივ მივ­ლი­ნე­ბებ­ში ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე უწ­ევ­დათ წას­ვლა. ამას ჩვენს ოჯახ­ში ბზა­რი არას­დროს შე­უ­ტა­ნია. პი­რი­ქით, მამა ყო­ველ­თვის რო­მან­ტი­კუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბით ბრუნ­დე­ბო­და... წლე­ბის შემ­დეგ ორი­ვე ლიტ­ვა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს ასე­თი სამ­ხედ­რო მივ­ლი­ნე­ბე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი იყო. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ლე­ნინ­გრად­ში ლეზ­გა­ვე­ნის სა­ხე­ლო­ბის სამ­ხედ­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ვა­ბა­რე.

- მშობ­ლე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გი არ იყ­ვნენ?

- კი, რამ­დე­ნი­მე თვე არც ერთი ხმას არ მცემ­და. არა­და, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მუ­სი­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი მაქვს, საკ­მა­ოდ კარ­გად ვმღე­რი და თვით­ნას­წავ­ლის კვა­ლო­ბა­ზე, ძა­ლი­ან კარ­გად ვუკ­რავ სხვა­დას­ხვა მუ­სი­კა­ლურ ინ­სტრუ­მენტზე, გან­სა­კუთ­რე­ბით კი გი­ტა­რა­ზე. რო­დე­საც ოჯახ­ში ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ გან­ვა­ცხა­დე, მა­მამ შე­მომ­ტი­რა, ეჰ, შვი­ლო, მე უკვე სცე­ნა­ზე მყავ­დი წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი კი, შენს კონ­ცერ­ტზეო... ძა­ლი­ან ბევრ ცხელ წერ­ტილ­ში ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი სა­ი­დუმ­ლო მი­სია იყო და ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ. არც ერთხელ არ მი­ნა­ნია, რომ ეს არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თე. რად­გან ყო­ვე­ლი დიდი და­ვა­ლე­ბის წინ, წვრთნა­ზე გა­სუ­ლი, დენ­თის სუნს რომ ვგრძნობ­დი, ვხვდე­ბო­დი, რომ ეს ჩემი საქ­მე იყო.

- ქა­ლის­გან ძნე­ლია ამის მოს­მე­ნა...

- ვიცი, მაგ­რამ ასეა... ამ სას­წავ­ლებ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ქა­ლაქ კა­უ­ნა­სის სა­დე­სან­ტო დი­ვი­ზი­ა­ში ჩა­ვი­რი­ცხე. შემ­დეგ კი სპე­ცი­ა­ლო­ბად მი­ზან­ში სრო­ლა ავირ­ჩიე. ჩემი მას­წავ­ლე­ბე­ლი 5-ჯერ გვარ­გა­და­კე­თე­ბუ­ლი ებ­რა­ე­ლი იყო, რო­მე­ლიც თე­ო­რი­ა­საც მი­კი­თხავ­და და პრაქ­ტი­კა­შიც მა­მე­ცა­დი­ნებ­და. ასე­ვე, მას­თან გავ­დი­ო­დით ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მომ­ზა­დე­ბის კურ­სებს. რაც ყვე­ლა­ზე ძნე­ლი იყო.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ლედი ხაკისფერში - სნაიპერი ქალი

ლედი ხაკისფერში - სნაიპერი ქალი

ცივილიზებულ მსოფლიოში დღემდე დავაა, არის თუ არა ქალი სამხედრო საქმისთვის შესაფერი. ბევრს კამუფლაჟში გამოწყობილი ლედის დანახვაზე ირონიულად ეცინება, ზოგი კი აგრესიას ვერ ფარავს, რა ქალის საქმეა იარაღიო. ამ საკითხისადმი დღემდე არაერთგვაროვანი მიდგომაა საქართველოში და მაინც, რაც დრო გადის, უფრო მეტი ქალბატონი ირჩევს ამ პროფესიას, ზოგი იარაღის სიყვარულით, ზოგსაც საკუთარი თავის გამოცდა უნდა. მათ არბიტრად ნამდვილად ვერ გამოვდგებით, მაგრამ ამბავი, რომელსაც ჩვენი რესპონდენტი, 45 წლის უკრაინელი ვერა, სპეციალობით სნაიპერი ქალბატონი გვიამბობს, ქალის შესაძლებლობებს მართლაც აღემატება. თუმცა, არსებობენ გამონაკლისებიც...

- კიევში დავიბადე. დედ-მამაც სამხედროები იყვნენ და ხანგრძლივ მივლინებებში ერთმანეთის გარეშე უწ­ევდათ წასვლა. ამას ჩვენს ოჯახში ბზარი არასდროს შეუტანია. პირიქით, მამა ყოველთვის რომანტიკული საჩუქრებით ბრუნდებოდა... წლების შემდეგ ორივე ლიტვაში გადაიყვანეს. საბჭოთა კავშირის დროს ასეთი სამხედრო მივლინებები ჩვეულებრივი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ლენინგრადში ლეზგავენის სახელობის სამხედრო სასწავლებელში ჩავაბარე.

- მშობლები წინააღმდეგი არ იყვნენ?

- კი, რამდენიმე თვე არც ერთი ხმას არ მცემდა. არადა, არაჩვეულებრივი მუსიკალური მონაცემები მაქვს, საკმაოდ კარგად ვმღერი და თვითნასწავლის კვალობაზე, ძალიან კარგად ვუკრავ სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე, განსაკუთრებით კი გიტარაზე. როდესაც ოჯახში ჩემი გადაწყვეტილების შესახებ განვაცხადე, მამამ შემომტირა, ეჰ, შვილო, მე უკვე სცენაზე მყავდი წარმოდგენილი, მე და ჩემი მეგობრები კი, შენს კონცერტზეო... ძალიან ბევრ ცხელ წერტილში ვყოფილვარ, მაგრამ რამდენიმე მათგანი საიდუმლო მისია იყო და ვერ დავასახელებ. არც ერთხელ არ მინანია, რომ ეს არჩევანი გავაკეთე. რადგან ყოველი დიდი დავალების წინ, წვრთნაზე გასული, დენთის სუნს რომ ვგრძნობდი, ვხვდებოდი, რომ ეს ჩემი საქმე იყო.

- ქალისგან ძნელია ამის მოსმენა...

- ვიცი, მაგრამ ასეა... ამ სასწავლებლის დასრულების შემდეგ, ქალაქ კაუნასის სადესანტო დივიზიაში ჩავირიცხე. შემდეგ კი სპეციალობად მიზანში სროლა ავირჩიე. ჩემი მასწავლებელი 5-ჯერ გვარგადაკეთებული ებრაელი იყო, რომელიც თეორიასაც მიკითხავდა და პრაქტიკაშიც მამეცადინებდა. ასევე, მასთან გავდიოდით ფსიქოლოგიური მომზადების კურსებს. რაც ყველაზე ძნელი იყო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია