ჟურნალ LUXURY-ის ბლოგზე ყველაზე ლამაზი ქართველების რეიტინგი გამოქვეყნდა. სომხური ყოველთვიური ჟურნალის რეიტინგში პირველი ადგილი "მის საქართველოს" ტიტულის მფლობელმა ჯანეტ ქერდიყოშვილმა დაიკავა.
- სომხური ჟურნალ ''ლაქშერის'' ვერსიით, ყველაზე ლამაზ ქართველ ქალად გაღიარეს.
- ეს ინტერნეტიდან გავიგე (იღიმის). ამ ჟურნალის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია მაქვს. მერე დავინტერესდი და წავიკითხე, რა კრიტერიუმით მაღიარეს, რადგან შეიძლება, ისეთ ჟურნალში იყო, რომელიც არ არის შესაფერისი, მაგრამ ამ ჟურნალის აღიარება ძალიან მესიამოვნა.
- ისეთ ცნობილ ქართველ ქალებს გადაასწარი, როგორებიც არიან შორენა ბეგაშვილი და ქეთა თოფურია, არადა, შენ ახლა გამოჩნდი შოუბიზნესში.
- დიახ, გეთანხმები. შესაძლოა, გული უგრძნობთ, რომ მალე ისეთივე პოპულარული გავხდები (იღიმის). დღეს ისეთი ცნობილი სახე არ ვარ, მაგრამ ამ პროექტის მეშვეობით, სადაც ახლა ვაპირებ მონაწილეობას, შესაძლოა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ძალიან პოპულარული გავხდე.