პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზალიკო ბერგერი: "ჩოხოსნებათან ქეიფს რა სჯობია? მათ სუფრაზე თამადაც კი ვყოფილვარ"
ზალიკო ბერგერი: "ჩოხოსნებათან ქეიფს რა სჯობია? მათ სუფრაზე თამადაც კი ვყოფილვარ"

"ცოტა ხნის წინ იტა­ლი­ა­ში გახ­ლდით, კარ­გად და­ვის­ვე­ნე. თან ჩემი აქ­სე­სუ­ა­რე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად სა­უ­კე­თე­სო მა­სა­ლე­ბი შე­ვი­ძი­ნე. ამას­თან, იქ მე­გობ­რე­ბიც მო­ვი­ნა­ხუ­ლე", - ამ­ბობს დი­ზა­ი­ნე­რი ზა­ლი­კო ბე­გე­რი. კმა­ყო­ფი­ლია იმით, რომ მე­გო­ბარ დი­ზა­ი­ნე­რებ­თან ერ­თად რომი, ფლო­რენ­ცია და იტა­ლი­ის სამ­ხრე­თი მო­ი­ნა­ხუ­ლა, ამინ­დე­ბიც კარ­გი იყო, თან, მა­ღა­ზი­ებ­ში "სე­ი­ლე­ბიც" და­ემ­თხვა და თბი­ლის­ში დამ­ძი­მე­ბუ­ლი ბარ­გით დავ­ბრუნ­დი, - აღ­ნიშ­ნავს ბერ­გე­რი. ასეთ დას­ვე­ნე­ბულ­სა და კმა­ყო­ფილ ზა­ლი­კოს სა­სა­უბ­რო თე­მად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სას­მი­სი­ვით ქარ­თუ­ლი სუფ­რი­სა და მის ტრა­დი­ცი­ებ­ზე სა­უ­ბა­რი შევ­თა­ვა­ზეთ.

- ცნო­ბი­ლია, რომ ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი სუფ­რის ხში­რი სტუ­მა­რი ხარ. ქარ­თულ სუფ­რას­თან თა­მა­დაც კი ყო­ფილ­ხარ. რას გვე­ტყვი ზო­გა­დად ქარ­თუ­ლი სუფ­რის ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ?

- ქარ­თუ­ლი სუფ­რა ნამ­დვი­ლად მიყ­ვარს, ეს ოჯა­ხი­დან მომ­დევს. ჩე­მებს სუფ­რას­თან მოლ­ხე­ნა უყ­ვართ, მაგ­რამ სას­მე­ლის უაზ­როდ და­ლე­ვა - არა. რა­ტომ უნდა დავ­ლიო უაზ­როდ, რო­დე­საც ქარ­თვე­ლებ­მა შე­სა­ნიშ­ნა­ვი ქე­ი­ფი და სად­რეგ­რძე­ლო­ე­ბი ვი­ცით. ისიც ყო­ფი­ლა, რომ მი­თა­მა­დია კი­დეც, მაგ­რამ ხში­რი თა­მა­და ვარ-მეთ­ქი, ვერ ვი­ტყვი. ქორ­წილ­ში გა­მო­ძა­ხე­ბით არ მი­თა­მა­დია! ასე­თე­ბიც ხომ არი­ან?…თან, რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ძა­ლი­ან ძვი­რი ვიქ­ნე­ბო­დი, სა­მა­გი­ე­როდ, და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ქორ­წი­ლი კი იქ­ნე­ბო­და...

- ძვირს მო­ი­თხოვ­დი?

- თა­ვის­თა­ვად. მათ­ზე ნაკ­ლე­ბი ვარ, ვინც სა­თა­მა­დოდ გა­მო­ძა­ხე­ბით და­დის? მი­თხა­რით, ვის­ზე ნაკ­ლე­ბი თა­მა­და ვიქ­ნე­ბო­დი?

- ისიც ცნო­ბი­ლია, რომ ჩო­ხოს­ნებ­თან მე­გობ­რობ და მათ ტრა­დი­ცი­ულ სუფ­რას ხში­რად სტუმ­რობ. რითი და­იმ­სა­ხუ­რე ამ ადა­მი­ა­ნე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა?

- ჩო­ხოს­ნებ­თან ვმე­გობ­რობ. ისი­ნი ნამ­დვი­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან და ტრა­დი­ცი­ულ სუფ­რა­ზე მათ­თან ერ­თად ყოფ­ნას რა სჯობს? სად­რეგ­რძე­ლო­საც შე­სა­ბა­მი­სი ხმის ტემ­ბრი­თა და ლექ­სით შე­ზა­ვე­ბულს რომ ამ­ბო­ბენ. აბა, ისე კი არ არის, გა­წე­ლი­ლი სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბი რომ იცი­ან ხოლ­მე და უაზ­რო ლექ­სებს რომ ამ­ბო­ბენ. მათ­თან ასეთ რა­მეს ვერ ნა­ხავ. მოკ­ლედ, მა­გა­რია ჩო­ხოს­ნებ­თან ქე­ი­ფი.

- მათ სუფ­რას­თან თა­მა­დაც ყო­ფილ­ხარ?

- დიდ სუფ­რა­ზე არა, მაგ­რამ ში­ნა­უ­რო­ბა­ში კი ავურ­ჩე­ვი­ვარ თა­მა­დად.სი­სუ­ლე­ლე­ებს არ ვი­ლა­პა­რა­კობ და სუფ­რას წე­სის მი­ხედ­ვით, თან­მიმ­დევ­რუ­ლად მივ­ყვე­ბი. აუ­ცი­ლე­ბე­ლი სად­რეგ­რძე­ლო არა­ვის უნდა მო­აკ­ლო და თუკი ვინ­მეს რა­ი­მე გა­მორ­ჩე­უ­ლის თქმა უნდა, ამის სა­შუ­ა­ლე­ბაც უნდა მის­ცე.

- რო­გორც თა­მა­და, მკაც­რი ხარ?

- როცა სა­დღეგ­რძე­ლოს ამ­ბობ და იმ დროს სუფ­რის წევ­რე­ბი ლა­პა­რა­კო­ბენ, ყა­ყა­ნე­ბენ და არ გის­მე­ნენ, შე­იძ­ლე­ბა შე­მო­ვუ­ძა­ხო...

- ქარ­თულ სუფ­რას­თან ხან­გრძლი­ვი ქე­ი­ფი, ერთი შე­ხედ­ვით, დი­ზა­ი­ნერს არ უნდა გსი­ა­მოვ­ნებ­დეს, მაგ­რამ ეს ასე არ არის. რით ხსნი ამას?

- ეს, ალ­ბათ, რო­გორც გი­თხა­რი, ოჯა­ხი­დან მომ­ყვე­ბა... ვი­საც ქარ­თუ­ლი სუფ­რა, ქე­ი­ფი არ უყ­ვარს, მი­მაჩ­ნია, რომ ცუ­დად გა­ი­ზარ­და. ეტყო­ბა, მის სი­ახ­ლო­ვეს ქარ­თუ­ლი ქე­ი­ფი არ ყო­ფი­ლა.

პირ­ვე­ლი "ფე­შენ ვიკი" რომ ჩა­ტარ­და, მეც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, მერე სუფ­რას­თან აღ­მოვ­ჩნდი. იმ "ავ­თერ-ფართს" მთავ­რო­ბის წევ­რე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ და იქ თა­მა­დო­ბა მიკრო­ფო­ნით მო­მიხ­და. ქარ­თუ­ლი "ფე­შე­ნის" თა­მა­დაო, - ჩემ­ზე თქვეს.

- რამ­დე­ნის და­ლე­ვა შე­გიძ­ლია?

- ჩო­ხოს­ნებ­თან ახა­ლი და­მე­გობ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ მათ სუფ­რას­თან მოვ­ხვდი. რამ­დე­ნი სად­რეგ­რძე­ლოც და­ლი­ეს, მეც იმ­დე­ნი შევსვი. ძა­ლი­ან ბევ­რი დავ­ლი­ეთ. მერე მათ მი­ე­ძი­ნათ, მე ასე თუ ისე, ფხი­ზე­ლი ვი­ყა­ვი და ქე­ი­ფი სხვა­გან გა­ვაგ­რძე­ლე... არა, ცო­ტას ნამ­დვი­ლად არ ვსვამ. ღვი­ნოს მხო­ლოდ ქარ­თულ სუფ­რას­თან გე­ახ­ლე­ბით, ისე კი უმე­ტე­სად ვის­კის მი­ვირ­თმევ.

- ქარ­თულ სუფ­რა­ზე რა "ფე­შენ" ელემნტი შე­გაქვს?

- მე რომ ვარ ქარ­თულ სუფ­რა­ზე, უკვე "ფე­შენ" ელე­მენ­ტი არ არის? მეტი რაღა გინ­და?

- საყ­ვა­რე­ლი სადეგ­რძე­ლო თუ გაქვს?

- ბევ­რია ასე­თი, გან­სა­კუ­თე­ბით კი, ალ­ბათ, სი­კე­თის სა­დღეგ­რძე­ლოს ვსვამ. ისე, ყვე­ლა ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­დღეგ­რძე­ლო კარ­გია.

- სუფ­რას­თან ლექსს თუ ამ­ბობ ან თუ მღე­რი?

- არა, სიმ­ღე­რის ნიჭი არ მაქვს და ამის­კენ არც ვი­ქა­ჩე­ბი. არც ლექ­სე­ბი მაქვს სუფ­რის­თვის გა­ზე­პი­რე­ბუ­ლი. ქარ­თუ­ლი პო­ე­ზია კი ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

- სუფ­რი­დან თუ გა­პა­რულ­ხარ სხვი­სი თა­მა­დო­ბის პე­რი­ოდ­ში?

- თუ სა­დღაც მეჩ­ქა­რე­ბა და მე­ლო­დე­ბი­ან, შე­იძ­ლე­ბა, გა­ვი­პა­რო. ქარ­თუ­ლი სუფ­რა თა­ვი­სი შე­სა­ბა­მი­სი საჭ­მე­ლით, სას­მე­ლი­თა და სათ­ქმე­ლით სა­ო­ცა­რი რამ არის. ასე კლუბ­ში ვერ იქე­ი­ფებ და არც უნდა იქე­ი­ფო...

- გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სას­მი­სე­ბის შეს­მა თუ გიყ­ვარს?

- ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში ჩემი ჩო­ხოს­ნებ­თან ქე­ი­ფი უნდა გა­და­ე­ღოთ და რეს­ტო­რან­ში შე­ვიკ­რი­ბეთ. ღვი­ნის ნაც­ვლად, მოდი, წყა­ლი ჩა­ვუს­ხათ, რომ არ დათ­ვრე­სო, - თქვეს. რას ამ­ბობთ, ღვი­ნო ჩა­მის­ხით-მეთ­ქი. მერე აღ­მოჩ­ნდა, რომ ოპე­რა­ტორ­მა რა­ღაც ვერ გა­და­ი­ღო და კი­დევ მო­მი­წია მე­ო­რე ყან­წის და­ლე­ვა. მე მშვე­ნივ­რად ვი­ყა­ვი, მაგ­რამ კო­რეს­პონ­დენ­ტი და ოპე­რა­ტო­რი ისე დათ­ვრნენ, რეს­ტორ­ნი­დან ოთხით გა­ვიდ­ნენ...

- თუ გახ­სოვს ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი სას­მი­სი, რი­თაც და­გი­ლე­ვია?

- უც­ნა­უ­რი ბევ­რი მი­ნა­ხავს, მაგ­რამ ჩემ­თვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი დიდი ლუ­დის ბოთ­ლი ყო­ფი­ლა...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

v
0

VAI IM CHOXOSNEBS ZALIKOS RO TAMADAT AIRCHEVEN

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ზალიკო ბერგერი: "ჩოხოსნებათან ქეიფს რა სჯობია? მათ სუფრაზე თამადაც კი ვყოფილვარ"

ზალიკო ბერგერი: "ჩოხოსნებათან ქეიფს რა სჯობია? მათ სუფრაზე თამადაც კი ვყოფილვარ"

"ცოტა ხნის წინ იტალიაში გახლდით, კარგად დავისვენე. თან ჩემი აქსესუარების დასამზადებლად საუკეთესო მასალები შევიძინე. ამასთან, იქ მეგობრებიც მოვინახულე", - ამბობს დიზაინერი ზალიკო ბეგერი. კმაყოფილია იმით, რომ მეგობარ დიზაინერებთან ერთად რომი, ფლორენცია და იტალიის სამხრეთი მოინახულა, ამინდებიც კარგი იყო, თან, მაღაზიებში "სეილებიც" დაემთხვა და თბილისში დამძიმებული ბარგით დავბრუნდი, - აღნიშნავს ბერგერი. ასეთ დასვენებულსა და კმაყოფილ ზალიკოს სასაუბრო თემად განსხვავებული სასმისივით ქართული სუფრისა და მის ტრადიციებზე საუბარი შევთავაზეთ.  

- ცნობილია, რომ ქართული ტრადიციული სუფრის ხშირი სტუმარი ხარ. ქართულ სუფრასთან თამადაც კი ყოფილხარ. რას გვეტყვი ზოგადად ქართული სუფრის ტრადიციების შესახებ?

- ქართული სუფრა ნამდვილად მიყვარს, ეს ოჯახიდან მომდევს. ჩემებს სუფრასთან მოლხენა უყვართ, მაგრამ სასმელის უაზროდ დალევა - არა. რატომ უნდა დავლიო უაზროდ, როდესაც ქართველებმა შესანიშნავი ქეიფი და სადრეგრძელოები ვიცით. ისიც ყოფილა, რომ მითამადია კიდეც, მაგრამ ხშირი თამადა ვარ-მეთქი, ვერ ვიტყვი. ქორწილში გამოძახებით არ მითამადია! ასეთებიც ხომ არიან?…თან, რომ ვყოფილიყავი, ძალიან ძვირი ვიქნებოდი, სამაგიეროდ, დასამახსოვრებელი ქორწილი კი იქნებოდა...

- ძვირს მოითხოვდი?

- თავისთავად. მათზე ნაკლები ვარ, ვინც სათამადოდ გამოძახებით დადის? მითხარით, ვისზე ნაკლები თამადა ვიქნებოდი?

- ისიც ცნობილია, რომ ჩოხოსნებთან მეგობრობ და მათ ტრადიციულ სუფრას ხშირად სტუმრობ. რითი დაიმსახურე ამ ადამიანების პატივისცემა?

- ჩოხოსნებთან ვმეგობრობ. ისინი ნამდვილი, ტრადიციული ქართველები არიან და ტრადიციულ სუფრაზე მათთან ერთად ყოფნას რა სჯობს? სადრეგრძელოსაც შესაბამისი ხმის ტემბრითა და ლექსით შეზავებულს რომ ამბობენ. აბა, ისე კი არ არის, გაწელილი სადღეგრძელოები რომ იციან ხოლმე და უაზრო ლექსებს რომ ამბობენ. მათთან ასეთ რამეს ვერ ნახავ. მოკლედ, მაგარია ჩოხოსნებთან ქეიფი.

- მათ სუფრასთან თამადაც ყოფილხარ?

- დიდ სუფრაზე არა, მაგრამ შინაურობაში კი ავურჩევივარ თამადად. სისულელეებს არ ვილაპარაკობ და სუფრას წესის მიხედვით, თანმიმდევრულად მივყვები. აუცილებელი სადრეგრძელო არავის უნდა მოაკლო და თუკი ვინმეს რაიმე გამორჩეულის თქმა უნდა, ამის საშუალებაც უნდა მისცე.

- როგორც თამადა, მკაცრი ხარ?

- როცა სადღეგრძელოს ამბობ და იმ დროს სუფრის წევრები ლაპარაკობენ, ყაყანებენ და არ გისმენენ, შეიძლება შემოვუძახო...

- ქართულ სუფრასთან ხანგრძლივი ქეიფი, ერთი შეხედვით, დიზაინერს არ უნდა გსიამოვნებდეს, მაგრამ ეს ასე არ არის. რით ხსნი ამას?

- ეს, ალბათ, როგორც გითხარი, ოჯახიდან მომყვება... ვისაც ქართული სუფრა, ქეიფი არ უყვარს, მიმაჩნია, რომ ცუდად გაიზარდა. ეტყობა, მის სიახლოვეს ქართული ქეიფი არ ყოფილა.

პირველი "ფეშენ ვიკი" რომ ჩატარდა, მეც ვმონაწილეობდი, მერე სუფრასთან აღმოვჩნდი. იმ "ავთერ-ფართს" მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ და იქ თამადობა მიკროფონით მომიხდა. ქართული "ფეშენის" თამადაო, - ჩემზე თქვეს.

- რამდენის დალევა შეგიძლია?

- ჩოხოსნებთან ახალი დამეგობრებული ვიყავი, რომ მათ სუფრასთან მოვხვდი. რამდენი სადრეგრძელოც დალიეს, მეც იმდენი შევსვი. ძალიან ბევრი დავლიეთ. მერე მათ მიეძინათ, მე ასე თუ ისე, ფხიზელი ვიყავი და ქეიფი სხვაგან გავაგრძელე... არა, ცოტას ნამდვილად არ ვსვამ. ღვინოს მხოლოდ ქართულ სუფრასთან გეახლებით, ისე კი უმეტესად ვისკის მივირთმევ.

- ქართულ სუფრაზე რა "ფეშენ" ელემნტი შეგაქვს?

- მე რომ ვარ ქართულ სუფრაზე, უკვე "ფეშენ" ელემენტი არ არის? მეტი რაღა გინდა?

- საყვარელი სადეგრძელო თუ გაქვს?

- ბევრია ასეთი, განსაკუთებით კი, ალბათ, სიკეთის სადღეგრძელოს ვსვამ. ისე, ყველა ტრადიციული სადღეგრძელო კარგია.

- სუფრასთან ლექსს თუ ამბობ ან თუ მღერი?

- არა, სიმღერის ნიჭი არ მაქვს და ამისკენ არც ვიქაჩები. არც ლექსები მაქვს სუფრისთვის გაზეპირებული. ქართული პოეზია კი ძალიან მიყვარს.

- სუფრიდან თუ გაპარულხარ სხვისი თამადობის პერიოდში?

- თუ სადღაც მეჩქარება და მელოდებიან, შეიძლება, გავიპარო. ქართული სუფრა თავისი შესაბამისი საჭმელით, სასმელითა და სათქმელით საოცარი რამ არის. ასე კლუბში ვერ იქეიფებ და არც უნდა იქეიფო...

- განსხვავებული სასმისების შესმა თუ გიყვარს?

- ერთ-ერთ გადაცემაში ჩემი ჩოხოსნებთან ქეიფი უნდა გადაეღოთ და რესტორანში შევიკრიბეთ. ღვინის ნაცვლად, მოდი, წყალი ჩავუსხათ, რომ არ დათვრესო, - თქვეს. რას ამბობთ, ღვინო ჩამისხით-მეთქი. მერე აღმოჩნდა, რომ ოპერატორმა რაღაც ვერ გადაიღო და კიდევ მომიწია მეორე ყანწის დალევა. მე მშვენივრად ვიყავი, მაგრამ კორესპონდენტი და ოპერატორი ისე დათვრნენ, რესტორნიდან ოთხით გავიდნენ...

- თუ გახსოვს ყველაზე უცნაური სასმისი, რითაც დაგილევია?

- უცნაური ბევრი მინახავს, მაგრამ ჩემთვის განსხვავებული დიდი ლუდის ბოთლი ყოფილა...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის