პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას იხსენებს ბიძინა ივანიშვილის კლასელი - ”საკონტროლოს თავისას რომ ამოხსნიდა, რვეულს ახლოს დამიდებდა, კარგად რომ გადამეწერა”
 რას იხსენებს ბიძინა ივანიშვილის კლასელი - ”საკონტროლოს თავისას რომ ამოხსნიდა, რვეულს ახლოს დამიდებდა, კარგად რომ გადამეწერა”

"ბი­ძი­ნას სკო­ლა­ში გო­გო­ე­ბის­თვის ჩურ­ჩხე­ლა მოჰ­ქონ­და, ჩვენ კი ტყლა­პი მიგვქონ­და მის­თვის. გაკ­ვე­თი­ლის მო­სა­ყო­ლად რომ გა­ვი­დო­დი, ტყლაპს ამო­ი­ღებ­და და ენას უს­ვამ­და. მე კი ნერ­წყვი მომ­დი­ო­და", - იხ­სე­ნებს თი­ნა­თინ გამ­გე­ბე­ლი, რო­მე­ლიც სო­ფელ ჭორ­ვი­ლა­ში, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კლას­ში სწავ­ლობ­და...

- ქალ­ბა­ტო­ნო თი­ნა­თინ, თქვენ მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლის, ნუგ­ზარ-ვა­ლე­რი­ა­ნო გამ­გებ­ლის და ბრძან­დე­ბით. ჭორ­ვი­ლა­ში თქვე­ნი ოჯა­ხი ცნო­ბი­ლია...

- დიახ, ეს ნუგ­ზა­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხი­დან მოვ­დი­ვართ, თუმ­ცა ღა­რი­ბე­ბი არ გვეთ­ქმო­და, რად­გან რომ ავმღერ­დე­ბო­დით, მე­ზობ­ლე­ბი ჩვენ გარ­შე­მო იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ და მეტი სიმ­დიდ­რე რაღა გვინ­დო­და?! მამა პე­და­გო­გი გახ­ლდათ, ექ­ვსი და-ძმა ვი­ყა­ვით და გვი­ჭირ­და, მაგ­რამ მა­მამ მუ­სი­კის დიდი ნიჭი თა­ვი­დან­ვე შე­ამ­ჩნია ნუგ­ზარს და პი­ა­ნი­ნო უყი­და. მე­ზობ­ლე­ბი დაგ­ვცი­ნოდ­ნენ, რა დროს პი­ა­ნი­ნო იყო, სახ­ლი თავ­ზე ექ­ცე­ვა­თო...

- თქვენ და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პირ­ვე­ლი კლა­სი­დან ერ­თად იზ­რდე­ბო­დით. იქ­ნებ მო­ი­გო­ნოთ რამე...

- მო­სა­გო­ნა­რი იმ­დე­ნი მაქვს, გა­ზე­თის ფურ­ცლე­ბი ვერ და­ი­ტევს... სკო­ლა თუ და­ვამ­თავ­რე, სულ ბი­ძი­ნას ხარ­ჯზე. მა­თე­მა­ტი­კა­ში ძა­ლი­ან სუს­ტი გახ­ლდით, პე­და­გო­გი ანა სა­დუ­ნიშ­ვი­ლი კი ძა­ლი­ან მკაც­რი იყო. ახ­ლაც ცო­ცხა­ლია, ღმერ­თმა ჯან­მრთე­ლად ამ­ყო­ფოს! ბი­ძი­ნა ყო­ველ­თვის ან ჩემ წინ იჯდა, ან უკან. მა­თე­მა­ტი­კის სა­კონ­ტრო­ლოს თა­ვი­სას რომ ამოხ­სნი­და, რვე­ულს ახ­ლოს და­მი­დებ­და, კარ­გად რომ გა­და­მე­წე­რა, თვი­თონ კი გა­და­მე­ფა­რე­ბო­და, მას­წავ­ლე­ბელს რომ არ და­ე­ნა­ხა... ანა სა­დუ­ნიშ­ვილ­მა იცო­და, ბი­ძი­ნას­გან გა­და­წე­რი­ლი რომ მქონ­და, მაგ­რამ ოთხი­ანს ან სა­მი­ანს მა­ინც მი­წერ­და. ბი­ძი­ნას ხუ­თი­ან­ზე ნაკ­ლე­ბი არა­სო­დეს მი­უ­ღია. ბრწყინ­ვა­ლედ სწავ­ლობ­და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ საგ­ნებ­საც.

- დღეს მას ქარ­თულს უწუ­ნე­ბენ...

- უნი­ვერ­სი­ტე­ტი რომ და­ამ­თავ­რა, მოს­კოვ­ში წა­ვი­და და, ალ­ბათ, ბევ­რი რამ და­ა­ვი­წყდა. ბრწყინ­ვა­ლე პე­და­გო­გი გვყავ­და, ჟუ­ჟუ­ნა გუ­ლი­აშ­ვი­ლი. თუკი რამე კარ­გს ნა­ხავ­და, ბი­ძი­ნას­თან მოჰ­ქონ­და. გრი­გოლ აბა­ში­ძის ნა­წარ­მო­ე­ბი "ყორ­ნა­ლი" ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი იყო, მაგ­რამ ეს წიგ­ნი ხელ­ში ჩა­უ­ვარ­და და ბი­ძი­ნას მო­უ­ტა­ნა, მინ­და შენც წა­ი­კი­თხო, ოღონდ დღეს­ვე და­ამ­თავ­რე, ხვალ პატ­რონს უნდა და­ვუბ­რუ­ნოო. წიგ­ნის წა­კი­თხვა მეც ძა­ლი­ან მო­მინ­და და პი­ო­ნერ­თა ოთახ­ში მე და ბი­ძი­ნამ "ყორ­ნა­ლი" ერ­თად წა­ვი­კი­თხეთ. ბო­ლოს ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლეთ, მაგ­რამ მე მა­ინც ხმა­მაღ­ლა ვკი­თხუ­ლობ­დი და ბი­ძი­ნა მის­მენ­და. ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი, რო­გორ სწავ­ლობ­და ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას. სულ მიკ­ვირ­და, მე რომ მთელ დღეს ვან­დო­მებ­დი "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" სა­ზე­პი­რო­ებს, ბი­ძი­ნა წა­ი­კი­თხავ­და და უკვე იცო­და. მუ­სი­კა­სა და ხატ­ვას მა­მა­ჩე­მი გვას­წავ­ლი­და, ბი­ძი­ნა სიმ­ღე­რის ნი­ჭით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და და გუნდში მღე­რო­და. ძა­ლი­ან კარ­გად სწავ­ლობ­და რუ­სულს, თუ რა­მის თარ­გმნა დაგ­ვჭირ­დე­ბო­და, დახ­მა­რე­ბას მას ვთხოვ­დით... ბოლო წლებ­ში ბი­ძი­ნას სახ­ლში ფი­ზი­კუ­რად აღარ ტვირ­თავ­დნენ, რად­გან მთელ დროს სწავ­ლას უთ­მობ­და.

- რო­გორც ვიცი, ივა­ნიშ­ვი­ლიც შე­ჭირ­ვე­ბულ ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და?

- დიახ, ძა­ლი­ან უჭირ­დათ... იან­ვარ­ში კონ­ცერ­ტი გავ­მარ­თეთ კლუბ­ში, რო­მელ­საც ბი­ძი­ნას უფ­რო­სი ძმა ადი­კო ეს­წრე­ბო­და. ის მა­შინ სტუ­დენ­ტი გახ­ლდათ და კურ­სე­ლე­ბი ჰყავ­და თბი­ლი­სი­დან ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი. კონ­ცერ­ტზე მათ "იან­ვარ­ში ვის უნა­ხავს გა­ზა­ფხუ­ლი" იმ­ღე­რეს. მა­მა­ჩემს ვკი­თხე, რას მღე­რი­ან, იან­ვარ­ში გა­ზა­ფხუ­ლი რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იყოს-მეთ­ქი? მი­თხრა, შვი­ლო, იან­ვარ­ში გა­ზა­ფხუ­ლი ისეთ ხალ­ხს აქვს, ვი­საც არ შია, არ სწყუ­რია და სა­სი­მინ­დე სავ­სე აქ­ვსო... მა­შინ ბი­ძი­ნას ოჯახ­საც უჭირ­და და ყვე­ლას, დღეს კი ჩემს ჭორ­ვი­ლა­ში ბი­ძი­ნას წყა­ლო­ბით იან­ვარ­შიც გა­ზა­ფხუ­ლია. მე­ა­მა­ყე­ბა, ასე­თი კა­ცის გვერ­დით რომ გა­ვი­ზარ­დე. ყველ­გან თა­ვა­წე­უ­ლი დავ­დი­ვარ მისი და ჩემი ძმის გამო.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რას იხსენებს ბიძინა ივანიშვილის კლასელი - ”საკონტროლოს თავისას რომ ამოხსნიდა, რვეულს ახლოს დამიდებდა, კარგად რომ გადამეწერა”

 რას იხსენებს ბიძინა ივანიშვილის კლასელი - ”საკონტროლოს თავისას რომ ამოხსნიდა, რვეულს ახლოს დამიდებდა, კარგად რომ გადამეწერა”

"ბიძინას სკოლაში გოგოებისთვის ჩურჩხელა მოჰქონდა, ჩვენ კი ტყლაპი მიგვქონდა მისთვის. გაკვეთილის მოსაყოლად რომ გავიდოდი, ტყლაპს ამოიღებდა და ენას უსვამდა. მე კი ნერწყვი მომდიოდა", - იხსენებს თინათინ გამგებელი, რომელიც სოფელ ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის კლასში სწავლობდა...

- ქალბატონო თინათინ, თქვენ მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერლის, ნუგზარ-ვალერიანო გამგებლის და ბრძანდებით. ჭორვილაში თქვენი ოჯახი ცნობილია...

- დიახ, ეს ნუგზარის დამსახურებაა. გაჭირვებული ოჯახიდან მოვდივართ, თუმცა ღარიბები არ გვეთქმოდა, რადგან რომ ავმღერდებოდით, მეზობლები ჩვენ გარშემო იკრიბებოდნენ და მეტი სიმდიდრე რაღა გვინდოდა?! მამა პედაგოგი გახლდათ, ექვსი და-ძმა ვიყავით და გვიჭირდა, მაგრამ მამამ მუსიკის დიდი ნიჭი თავიდანვე შეამჩნია ნუგზარს და პიანინო უყიდა. მეზობლები დაგვცინოდნენ, რა დროს პიანინო იყო, სახლი თავზე ექცევათო...

- თქვენ და ბიძინა ივანიშვილი პირველი კლასიდან ერთად იზრდებოდით. იქნებ მოიგონოთ რამე...

- მოსაგონარი იმდენი მაქვს, გაზეთის ფურცლები ვერ დაიტევს... სკოლა თუ დავამთავრე, სულ ბიძინას ხარჯზე. მათემატიკაში ძალიან სუსტი გახლდით, პედაგოგი ანა სადუნიშვილი კი ძალიან მკაცრი იყო. ახლაც ცოცხალია, ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს! ბიძინა ყოველთვის ან ჩემ წინ იჯდა, ან უკან. მათემატიკის საკონტროლოს თავისას რომ ამოხსნიდა, რვეულს ახლოს დამიდებდა, კარგად რომ გადამეწერა, თვითონ კი გადამეფარებოდა, მასწავლებელს რომ არ დაენახა... ანა სადუნიშვილმა იცოდა, ბიძინასგან გადაწერილი რომ მქონდა, მაგრამ ოთხიანს ან სამიანს მაინც მიწერდა. ბიძინას ხუთიანზე ნაკლები არასოდეს მიუღია. ბრწყინვალედ სწავლობდა ჰუმანიტარულ საგნებსაც.

- დღეს მას ქართულს უწუნებენ...

- უნივერსიტეტი რომ დაამთავრა, მოსკოვში წავიდა და, ალბათ, ბევრი რამ დაავიწყდა. ბრწყინვალე პედაგოგი გვყავდა, ჟუჟუნა გულიაშვილი. თუკი რამე კარგს ნახავდა, ბიძინასთან მოჰქონდა. გრიგოლ აბაშიძის ნაწარმოები "ყორნალი" ძალიან იშვიათი იყო, მაგრამ ეს წიგნი ხელში ჩაუვარდა და ბიძინას მოუტანა, მინდა შენც წაიკითხო, ოღონდ დღესვე დაამთავრე, ხვალ პატრონს უნდა დავუბრუნოო. წიგნის წაკითხვა მეც ძალიან მომინდა და პიონერთა ოთახში მე და ბიძინამ "ყორნალი" ერთად წავიკითხეთ. ბოლოს ძალიან დავიღალეთ, მაგრამ მე მაინც ხმამაღლა ვკითხულობდი და ბიძინა მისმენდა. ძალიან კარგად ვიცი, როგორ სწავლობდა ქართულ ენასა და ლიტერატურას. სულ მიკვირდა, მე რომ მთელ დღეს ვანდომებდი "ვეფხისტყაოსნის" საზეპიროებს, ბიძინა წაიკითხავდა და უკვე იცოდა. მუსიკასა და ხატვას მამაჩემი გვასწავლიდა, ბიძინა სიმღერის ნიჭით არ გამოირჩეოდა და გუნდში მღეროდა. ძალიან კარგად სწავლობდა რუსულს, თუ რამის თარგმნა დაგვჭირდებოდა, დახმარებას მას ვთხოვდით... ბოლო წლებში ბიძინას სახლში ფიზიკურად აღარ ტვირთავდნენ, რადგან მთელ დროს სწავლას უთმობდა.

- როგორც ვიცი, ივანიშვილიც შეჭირვებულ ოჯახში გაიზარდა?

- დიახ, ძალიან უჭირდათ... იანვარში კონცერტი გავმართეთ კლუბში, რომელსაც ბიძინას უფროსი ძმა ადიკო ესწრებოდა. ის მაშინ სტუდენტი გახლდათ და კურსელები ჰყავდა თბილისიდან ჩამოყვანილი. კონცერტზე მათ "იანვარში ვის უნახავს გაზაფხული" იმღერეს. მამაჩემს ვკითხე, რას მღერიან, იანვარში გაზაფხული როგორ შეიძლება იყოს-მეთქი? მითხრა, შვილო, იანვარში გაზაფხული ისეთ ხალხს აქვს, ვისაც არ შია, არ სწყურია და სასიმინდე სავსე აქვსო... მაშინ ბიძინას ოჯახსაც უჭირდა და ყველას, დღეს კი ჩემს ჭორვილაში ბიძინას წყალობით იანვარშიც გაზაფხულია. მეამაყება, ასეთი კაცის გვერდით რომ გავიზარდე. ყველგან თავაწეული დავდივარ მისი და ჩემი ძმის გამო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"