კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი წერეთელი - "გამოძიება თუ დაადგენს, რომ ჩემს შვილს ბრალი მიუძღვის, პასუხი უნდა აგოს"
გიგი წერეთელი - "გამოძიება თუ დაადგენს, რომ ჩემს შვილს ბრალი მიუძღვის, პასუხი უნდა აგოს"

20 წლის ბექა სეხ­ნი­აშ­ვი­ლი ბა­ი­კე­რი" იყო, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, რო­დე­საც მე­გობ­რებ­თან ერ­თად მთაწ­მინ­დის­კენ მიქ­რო­და, ავ­ტო­ვა­რი­ა­ში მოყ­ვა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის, გიგი წე­რეთ­ლის ვაჟი, 23 წლის ნუგ­ზარ წე­რე­თე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლით და­ე­ჯა­ხა.

გიგი წე­რე­თე­ლი:

- ეს ტრა­გე­დია ძა­ლი­ან მძი­მე იყო ჩვე­ნი ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩემი შვი­ლის­თვის. თქვენს სა­იტ­ზე კო­მენ­ტა­რებ­ში ძა­ლი­ან გულ­სატ­კე­ნი ფრა­ზე­ბი ამო­ვი­კი­თხე. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ნუგ­ზა­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დას­ჯას მხო­ლოდ იმი­ტომ მო­ი­თხოვს, რომ ჩემი შვი­ლია. მე პო­ლი­ტი­კო­სი ვარ და სხვებ­თან შე­და­რე­ბით მარ­თლაც მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მა­კის­რია, ალ­ბათ ჩემს შვილ­საც, მაგ­რამ არ იქ­ნე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი, მან პა­სუ­ხი იმ და­ნა­შა­ულ­ზე აგოს, რაც არ ჩა­უ­დე­ნია. ძა­ლი­ან გთხოვთ, ნუ გა­ა­კე­თებთ ნაჩ­ქა­რევ დას­კვნებს და ნუ მო­ახ­დენთ ამ სა­კი­თხის პო­ლი­ტი­ზე­ბას... მე შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ტრა­გე­დი­ი­დან 45 წუთ­ში მი­ვე­დი და ზუს­ტად ვიცი, რაც მოხ­და... ბექა უკვე სას­წრა­ფოს ჰყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი, ჩემი შვი­ლი კი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე იყო. მე ნუგ­ზა­რის მე­გობ­რებს და ბა­ი­კე­რებს ვე­სა­უბ­რე. რო­გორც გა­ირ­კვა, იქ არც ძა­ლი­ან მთვრა­ლი იყო ვინ­მე და არც არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად ლა­პა­რა­კობ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი ვი­დე­ო­კა­მე­რებ­ზეა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

- თქვე­ნი შვი­ლი და მისი მე­გობ­რე­ბი სა­ი­დან მო­დი­ოდ­ნენ?

- წავ­კი­სი­დან, მე­გობ­რის წვე­უ­ლე­ბა­ზე იყ­ვნენ.

- და ნას­ვა­მე­ბი არ იყ­ვნენ?

- ალ­კოჰო­ლი ჰქონ­დათ მი­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ არა იმ დო­ზით, რომ რა­ი­მე არა­კო­რექ­ტუ­ლად ეთ­ქვათ, ან გა­ე­კე­თე­ბი­ნათ. ავა­რია ჩემი შვი­ლის მი­ზე­ზით არ მომ­ხდა­რა. ნუგ­ზარს და მის გვერ­დით მჯდომს ღვე­დე­ბიც ეკე­თათ და არც გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­დნენ. მა­თაც რომ ჩქა­რა ევ­ლოთ, აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­ღუ­პე­ბოდ­ნენ. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ნა­ხა­ზი შე­ად­გი­ნეს და უამ­რა­ვი ფო­ტოც გა­და­უ­ღეს. იმე­დი მაქვს, გა­მო­ძი­ე­ბა ობი­ექ­ტუ­რად წა­რი­მარ­თე­ბა. რო­გორც გა­ვი­გე, ბე­ქას მამა ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლია, მჯე­რა, რომ ის ობი­ექ­ტუ­რად შე­ა­ფა­სებს მომ­ხდარს.

- თქვე­ნი ვერ­სი­ით, ავა­რია რა ვი­თა­რე­ბა­ში მოხ­და?

- ეს ჩემი ვერ­სია არ არის, მე ის ვიცი, რაც თვითმხილ­ვე­ლებ­მა, მათ შო­რის ბე­ქას მე­გო­ბარ­მა ბა­ი­კე­რებ­მა მი­ამ­ბეს. ბექა მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მო­ე­ყო ბა­ი­კე­რე­ბის ჯგუფს, და­წი­ნა­ურ­და, შე­ე­ცა­და, რა­ღაც მა­ნევ­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნა და ისე დას­წე­ო­და წინ მი­მა­ვალ ბა­ი­კერ გო­გო­ნას, რო­მე­ლიც თურ­მე მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა. სამ­წუ­ხა­როდ, მა­ნევ­რი მის­თვის სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა. ანუ ბექა სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს, სა­ვალ გზა­ზე გა­და­ვი­და... თა­ვად ბა­ი­კე­რებ­საც უკ­ვირ­დათ, რის გა­კე­თე­ბას აპი­რებ­და, ვერ მივ­ხვდი­თო. ჩემი ვაჟი და მისი მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სი­ნათ­ლე უცებ და­ი­ნა­ხეს და მერე ყვე­ლა­ფე­რი წა­მებ­ში მოხ­და... ძა­ლი­ან მიმ­ძიმს დე­ტა­ლე­ბის მო­ყო­ლა... ბა­ი­კე­რე­ბის მი­მართ მტრუ­ლად მარ­თლა არ ვარ გან­წყო­ბი­ლი, მეს­მის, რომ ეს სპორ­ტია, მაგ­რამ ამას ხომ თა­ვი­სე­ბუ­რი სიფრ­თხი­ლე სჭირ­დე­ბა?

მტერს არ ვუ­სურ­ვებ ბე­ქას მშობ­ლე­ბის ად­გილ­ზე ყოფ­ნას. რო­გორც გა­ვი­გე, ჩემი მი­სა­მარ­თით უთ­ქვამთ, რა უსინ­დი­სო ყო­ფი­ლა, არც კი მოგ­ვი­სამ­ძიმ­რაო... ნამ­დვი­ლად ვა­პი­რებ­დი სამ­ძი­მარ­ზე მის­ვლას, მაგ­რამ მი­თხრეს, ჯო­ბია იქ არც კი გა­მოჩ­ნდეო. მეც თავი შე­ვი­კა­ვე, რა­ტომ უნდა გა­მე­ღი­ზი­ა­ნე­ბი­ნა ისე­დაც მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი?

ნუგ­ზა­რი ძა­ლი­ან მძი­მედ გა­ნიც­დის ამ ამ­ბავს, უდი­დე­სი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მა მი­ი­ღო. ამ­ბობს, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ი­ძი­ონ და თუ რა­მე­ში და­ნა­შა­უ­ლი მი­მი­ძღვის, პა­სუხს ვა­გე­ბო. მეც მის აზრს ვი­ზი­ა­რებ, გა­მო­ძი­ე­ბა თუ და­ად­გენს, რომ ჩემს შვილს რა­ი­მე ბრა­ლი მი­უ­ძღვის, პა­სუ­ხი უნდა აგოს...

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

გიგი წერეთელი - "გამოძიება თუ დაადგენს, რომ ჩემს შვილს ბრალი მიუძღვის, პასუხი უნდა აგოს"

გიგი წერეთელი - "გამოძიება თუ დაადგენს, რომ ჩემს შვილს ბრალი მიუძღვის, პასუხი უნდა აგოს"

20 წლის ბექა სეხნიაშვილი ბაიკერი" იყო, რამდენიმე დღის წინ, როდესაც მეგობრებთან ერთად მთაწმინდისკენ მიქროდა, ავტოვარიაში მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, მას საპარლამენტო უმცირესობის, გიგი წერეთლის ვაჟი, 23 წლის ნუგზარ წერეთელი ავტომობილით დაეჯახა.

გიგი წერეთელი:

- ეს ტრაგედია ძალიან მძიმე იყო ჩვენი ოჯახის ყველა წევრისთვის, განსაკუთრებით ჩემი შვილისთვის. თქვენს საიტზე კომენტარებში ძალიან გულსატკენი ფრაზები ამოვიკითხე. საზოგადოების ნაწილი ნუგზარის განსაკუთრებულად დასჯას მხოლოდ იმიტომ მოითხოვს, რომ ჩემი შვილია. მე პოლიტიკოსი ვარ და სხვებთან შედარებით მართლაც მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია, ალბათ ჩემს შვილსაც, მაგრამ არ იქნება სამართლიანი, მან პასუხი იმ დანაშაულზე აგოს, რაც არ ჩაუდენია. ძალიან გთხოვთ, ნუ გააკეთებთ ნაჩქარევ დასკვნებს და ნუ მოახდენთ ამ საკითხის პოლიტიზებას... მე შემთხვევის ადგილზე ტრაგედიიდან 45 წუთში მივედი და ზუსტად ვიცი, რაც მოხდა... ბექა უკვე სასწრაფოს ჰყავდა წაყვანილი, ჩემი შვილი კი ექსპერტიზაზე იყო. მე ნუგზარის მეგობრებს და ბაიკერებს ვესაუბრე. როგორც გაირკვა, იქ არც ძალიან მთვრალი იყო ვინმე და არც არაადეკვატურად ლაპარაკობდა. ეს ყველაფერი ვიდეოკამერებზეა დაფიქსირებული.

- თქვენი შვილი და მისი მეგობრები საიდან მოდიოდნენ?

- წავკისიდან, მეგობრის წვეულებაზე იყვნენ.

- და ნასვამები არ იყვნენ?

- ალკოჰოლი ჰქონდათ მიღებული, მაგრამ არა იმ დოზით, რომ რაიმე არაკორექტულად ეთქვათ, ან გაეკეთებინათ. ავარია ჩემი შვილის მიზეზით არ მომხდარა. ნუგზარს და მის გვერდით მჯდომს ღვედებიც ეკეთათ და არც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდნენ. მათაც რომ ჩქარა ევლოთ, აუცილებლად დაიღუპებოდნენ. შემთხვევის ადგილზე ნახაზი შეადგინეს და უამრავი ფოტოც გადაუღეს. იმედი მაქვს, გამოძიება ობიექტურად წარიმართება. როგორც გავიგე, ბექას მამა ყოფილი პოლიციელია, მჯერა, რომ ის ობიექტურად შეაფასებს მომხდარს.

- თქვენი ვერსიით, ავარია რა ვითარებაში მოხდა?

- ეს ჩემი ვერსია არ არის, მე ის ვიცი, რაც თვითმხილველებმა, მათ შორის ბექას მეგობარმა ბაიკერებმა მიამბეს. ბექა მოულოდნელად გამოეყო ბაიკერების ჯგუფს, დაწინაურდა, შეეცადა, რაღაც მანევრი გაეკეთებინა და ისე დასწეოდა წინ მიმავალ ბაიკერ გოგონას, რომელიც თურმე მისი შეყვარებული ყოფილა. სამწუხაროდ, მანევრი მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ანუ ბექა საპირისპირო მხარეს, სავალ გზაზე გადავიდა... თავად ბაიკერებსაც უკვირდათ, რის გაკეთებას აპირებდა, ვერ მივხვდითო. ჩემი ვაჟი და მისი მეგობრები ამბობენ, რომ სინათლე უცებ დაინახეს და მერე ყველაფერი წამებში მოხდა... ძალიან მიმძიმს დეტალების მოყოლა... ბაიკერების მიმართ მტრულად მართლა არ ვარ განწყობილი, მესმის, რომ ეს სპორტია, მაგრამ ამას ხომ თავისებური სიფრთხილე სჭირდება?

მტერს არ ვუსურვებ ბექას მშობლების ადგილზე ყოფნას. როგორც გავიგე, ჩემი მისამართით უთქვამთ, რა უსინდისო ყოფილა, არც კი მოგვისამძიმრაო... ნამდვილად ვაპირებდი სამძიმარზე მისვლას, მაგრამ მითხრეს, ჯობია იქ არც კი გამოჩნდეო. მეც თავი შევიკავე, რატომ უნდა გამეღიზიანებინა ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანები?

ნუგზარი ძალიან მძიმედ განიცდის ამ ამბავს, უდიდესი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო. ამბობს, ყველაფერი გამოიძიონ და თუ რამეში დანაშაული მიმიძღვის, პასუხს ვაგებო. მეც მის აზრს ვიზიარებ, გამოძიება თუ დაადგენს, რომ ჩემს შვილს რაიმე ბრალი მიუძღვის, პასუხი უნდა აგოს...

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ