ოზურგეთში წყალდიდობამ მოსახლეობა დააზარალა. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, კონსტანტინე შარაშენიძის ინფორმაციით, წუხელ, გადაუღებელი წვიმების შედეგად, დაახლოებით 30-მდე ოჯახი დაიტბორა. სტიქიამ ოზურგეთში, გაზსადენის ცენტრალური მაგისტრალიც დააზიანა და ამ ეტაპზე ქალაქს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.
"წყალდიდობა რამდენიმე ადგილზე იყო - სოფელ დვაბზუში, ექადიაზე, ქალაქში. ამ ეტაპზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს", - ამბობს შარაშენიძე.