მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელენე თევდორაძე - "ყველაფერი პროკურატურის ბრალია"
ელენე თევდორაძე - "ყველაფერი პროკურატურის ბრალია"

მწა­მებ­ლად შე­რა­ცხი­ლი ბაჩო ახა­ლა­ია შე­საძ­ლოა წა­მე­ბუ­ლის სტა­ტუ­სით და­უბ­რუნ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ალ­ბათ, გა­მარ­თლდე­ბა მე­რა­ბიშ­ვი­ლიც, სა­ა­კაშ­ვი­ლიც... ქარ­თვე­ლი ერი კი თავს და­ი­და­ნა­შა­უ­ლებს, იყო თუ არა მარ­თა­ლი, როცა სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უარ­ყო. ჩვე­ნი სტუ­მა­რია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თა­ნა­გუნ­დე­ლი, შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე ელე­ნე თევ­დო­რა­ძე:

- რო­გორ შე­ა­ფა­სებთ იმ ფაქტს, რომ ახა­ლა­ია და სხვა მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი გა­ა­მარ­თლეს?

- რე­ა­ლო­ბა ის არის, რომ ვე­რა­ფე­რი და­უმ­ტკი­ცეს ამ ხალ­ხს. ვერ შე­ვა­ფა­სებ მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მაგ­რამ ახა­ლა­ია ასე მარ­ტი­ვად ვერ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა. მას აქვს კი­დევ სხვა საქ­მე­ე­ბი, რომ­ლის გან­ხილ­ვამ­დე აუ­ცი­ლებ­ლად მო­უ­წევს ცი­ხე­ში ყოფ­ნა. თუკი ისევ სუს­ტად იმუ­შა­ვებს პრო­კუ­რა­ტუ­რა, სხვა საქ­მე­ებ­ზეც იგი­ვე შე­დე­გე­ბი დად­გე­ბა.

პრო­კუ­რა­ტუ­რა არ არის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი, ვერ აგ­რო­ვე­ბენ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს. პრო­კუ­რა­ტუ­რა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო ადე­იშ­ვილ­ზე, მის გა­რე­შე ვე­რა­ფერს გა­და­წყვეტ­დნენ, საპ­რო­ცე­სო შე­თახ­მე­ბის დრო­საც კი ადე­იშ­ვილ­თან წყდე­ბო­და საქ­მე. პრო­კუ­რო­რე­ბი უეც­რად და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი გახ­დნენ და აღ­მოჩ­ნდა, რომ ისევ ვი­ღა­ცას უყუ­რე­ბენ ხე­ლებ­ში, მათ­გან მო­ე­ლი­ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას...

- რო­გორც ვიცი, თქვენც დაგ­კი­თხათ პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბუნ­ტის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში იმ ღა­მეს?

- მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, იყო თუ არა ცი­ხე­ში და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა. ბუნ­ტი ნამ­დვი­ლად იყო და­წყე­ბუ­ლი. გვი­ან ღა­მით პა­ტიმ­რებ­მა და­მი­რე­კეს, ციხე ავი­ღეთ, მაგ­რამ სპეც­რაზ­მი შე­მო­იყ­ვა­ნეს და თუ არ გვეს­ვრი­ან, კა­მე­რებ­ში დავ­ბრუნ­დე­ბი­თო. მე­რა­ბიშ­ვილს ვუ­თხა­რი, შე­ვალ და პა­ტიმ­რებს საკ­ნებ­ში და­ვაბ­რუ­ნებ-მეთ­ქი. თა­ვი­დან მე და სო­ზარს მოგ­ვცეს ამის უფ­ლე­ბა, მერე გა­და­ი­ფიქ­რეს და შტურ­მი და­ი­წყეს, რა­საც 7 პა­ტი­მა­რი ემსხვერ­პლა. არ ვიცი, ვის სჭირ­დე­ბო­და ამ ხალ­ხის და­ხოც­ვა, ჩვენ შეგ­ვეძ­ლო პრობ­ლე­მის უსის­ხლოდ გა­დაჭ­რა...

- ბაჩო ახა­ლა­ია ამ და­ნა­შა­უ­ლის­თვის აგებს პა­სუხს?

- ამ­ბო­ბენ, რომ ყვე­ლა­ფერს ის გა­ნა­გებ­და და შტურ­მის ბრძა­ნე­ბაც მან გას­ცა. თუმ­ცა, მთა­ვა­რი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი მე­რა­ბიშ­ვი­ლი, ადე­იშ­ვი­ლი და ბო­კე­რია გახ­ლდნენ. ბაჩო სულ სა­დღაც გარ­ბო­და, რა­ღა­ცებს ავა­ლებ­დნენ, ის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი იყო.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

ასე­ვე იხი­ლეთ: "შაშ­კი­ნის დროს პა­ტიმ­რე­ბი მი­რე­კავ­დნენ: ბაჩო გვე­ნატ­რე­ბაო" - ელე­ნე თევ­დო­რა­ძე

ელენე თევდორაძე - "ყველაფერი პროკურატურის ბრალია"

ელენე თევდორაძე - "ყველაფერი პროკურატურის ბრალია"

მწამებლად შერაცხილი ბაჩო ახალაია შესაძლოა წამებულის სტატუსით დაუბრუნდეს საზოგადოებას. ალბათ, გამართლდება მერაბიშვილიც, სააკაშვილიც... ქართველი ერი კი თავს დაიდანაშაულებს, იყო თუ არა მართალი, როცა სააკაშვილის ხელისუფლება უარყო. ჩვენი სტუმარია "ნაციონალური მოძრაობის" თანაგუნდელი, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე:

- როგორ შეაფასებთ იმ ფაქტს, რომ ახალაია და სხვა მსჯავრდებულები გაამართლეს?

- რეალობა ის არის, რომ ვერაფერი დაუმტკიცეს ამ ხალხს. ვერ შევაფასებ მოსამართლის გადაწყვეტილებას, მაგრამ ახალაია ასე მარტივად ვერ გათავისუფლდება. მას აქვს კიდევ სხვა საქმეები, რომლის განხილვამდე აუცილებლად მოუწევს ციხეში ყოფნა. თუკი ისევ სუსტად იმუშავებს პროკურატურა, სხვა საქმეებზეც იგივე შედეგები დადგება.

პროკურატურა არ არის პროფესიონალებით დაკომპლექტებული, ვერ აგროვებენ მტკიცებულებებს. პროკურატურა დამოკიდებული იყო ადეიშვილზე, მის გარეშე ვერაფერს გადაწყვეტდნენ, საპროცესო შეთახმების დროსაც კი ადეიშვილთან წყდებოდა საქმე. პროკურორები უეცრად დამოუკიდებლები გახდნენ და აღმოჩნდა, რომ ისევ ვიღაცას უყურებენ ხელებში, მათგან მოელიან გადაწყვეტილებების მიღებას...

- როგორც ვიცი, თქვენც დაგკითხათ პროკურატურამ ბუნტის საკითხთან დაკავშირებით. რა მოხდა სინამდვილეში იმ ღამეს?

- მეკითხებოდნენ, იყო თუ არა ციხეში დაუმორჩილებლობა. ბუნტი ნამდვილად იყო დაწყებული. გვიან ღამით პატიმრებმა დამირეკეს, ციხე ავიღეთ, მაგრამ სპეცრაზმი შემოიყვანეს და თუ არ გვესვრიან, კამერებში დავბრუნდებითო. მერაბიშვილს ვუთხარი, შევალ და პატიმრებს საკნებში დავაბრუნებ-მეთქი. თავიდან მე და სოზარს მოგვცეს ამის უფლება, მერე გადაიფიქრეს და შტურმი დაიწყეს, რასაც 7 პატიმარი ემსხვერპლა. არ ვიცი, ვის სჭირდებოდა ამ ხალხის დახოცვა, ჩვენ შეგვეძლო პრობლემის უსისხლოდ გადაჭრა...

- ბაჩო ახალაია ამ დანაშაულისთვის აგებს პასუხს?

- ამბობენ, რომ ყველაფერს ის განაგებდა და შტურმის ბრძანებაც მან გასცა. თუმცა, მთავარი ორგანიზატორები მერაბიშვილი, ადეიშვილი და ბოკერია გახლდნენ. ბაჩო სულ სადღაც გარბოდა, რაღაცებს ავალებდნენ, ის შემსრულებელი იყო.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ასევე იხილეთ: "შაშკინის დროს პატიმრები მირეკავდნენ: ბაჩო გვენატრებაო" - ელენე თევდორაძე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ