ამსტერდამის მუნიციპალიტეტი ქალაქის ცენტრში მდებარე პოპულარულ კვარტალ "წითელ ფანრებზე" შეტევას განაგრძობს. მუნიციპალური საბჭო ქალაქის ისტორიულ ცენტრში ძვირადღირებული შენობებიდან მაღაზიებისა და რესტორნების გამოძევებას ცდილობს. 2008 წლიდან ამოქმედებული ტერიტორიის ზონებად დაყოფის შესახებ კანონი კი ქალაქის ხელმძღვანელობას შენობებიდან ბორდელების გამოსახლების პროცესს უმარტივებს.
მუნიციპალურმა საბჭომ უკვე შეძლო გაეთავისუფლებინა ცნობილი კვარტლის ტერიტორიის დიდი ნაწილი, სადაც ბანკი განთავსდა. უახლოეს მომავალში დაიხურება კიდევ 62 "წითელი ფანჯარა", მათ შორის როგორც ვიტრინები, ასევე წუთიერი განცხრომისთვის განკუთვნილი პატარა ოთახები.
მეძავთა პროფკავშირი ამ პროცესის წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ ეკონომიკურმა ვარდნამ ისედაც შეამცირა ფასები მათ მომსახურებაზე. ქალაქის ცენტრიდან გამოსახლებამ კი შესაძლოა უძველესი პროფესიის წარმომადგენლები უმუშევარი დატოვოს.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo