პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ აბაშიძე - აგვისტოს ომის შეფასებაში ჩვენ რუსეთთან ეტყობა, დიდ ხანს ვერ შევთანხმდებით
ზურაბ აბაშიძე - აგვისტოს ომის შეფასებაში ჩვენ რუსეთთან ეტყობა, დიდ ხანს ვერ შევთანხმდებით

2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შე­ფა­სე­ბა­ში ჩვენ რუ­სეთ­თან ეტყო­ბა დიდ ხანს ვერ შევ­თან­ხმდე­ბით, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ზუ­რაბ აბა­ში­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ზუ­რაბ აბა­ში­ძემ დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო მსხვერ­პლი გახ­და რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­და­ნაც იქნა უმ­ძი­მე­სი, დრა­მა­ტუ­ლი შეც­დო­მე­ბი.

"2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შე­ფა­სე­ბა­ში ჩვენ რუ­სეთ­თან ეტყო­ბა ვერ შევ­თან­ხმდე­ბით კარ­გა ხანს, ისე­ვე რო­გორც მთე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა ვერ შე­თან­ხმდე­ბა. ზო­გა­დად, ამ მოვ­ლე­ნებს, ყვე­ლა­ზე ობი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბა მი­ე­ცა ე.წ. ტა­ლი­ა­ვი­ნის კო­მი­სი­ის დას­კვნა­ში. იქ, ჩემი აზ­რით, ობი­ექ­ტუ­რად არის ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი, ამ ომის ის­ტო­რი­უ­ლი ფეს­ვე­ბი, მი­ზე­ზე­ბი, მოვ­ლე­ნა­თა გან­ვი­თა­რე­ბა, კულ­მი­ნა­ცია და ასე­ვე, კონ­ფლიქ­ტის მო­ნა­წი­ლე მხა­რე­ე­ბის პა­სუხსმი­გებ­ლო­ბაც არის საკ­მა­ოდ სწო­რად გან­სა­ზღვრუ­ლი. ჩემი აზ­რიც ის არის, რომ სა­ქარ­თვე­ლო მსხვერ­პლი გახ­და რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის, მაგ­რამ ჩვე­ნი მხრი­და­ნაც დაშ­ვე­ბუ­ლი იქნა უმ­ძი­მე­სი, დრა­მა­ტუ­ლი შეც­დო­მე­ბი, რა­მაც მიგ­ვიყ­ვა­ნა იქ სა­დაც დღეს ვართ. ვართ იქ, რომ ნა­წი­ლი ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პი­რე­ბუ­ლია, რუ­სეთ­მა აღი­ა­რა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აფხა­ზე­თის და სამ­ხრეთ ოსე­თის. ამით შე­იქ­მნა ისე­თი სა­მარ­თლებ­რი­ვი მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი წრე, სა­ი­და­ნაც გა­მო­სა­ვა­ლი ჯერ არ­სად ჩანს", - გა­ნა­ცხა­და აბა­ში­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მი­უ­ხე­და­ვად ომი­დან გა­მოწ­ვე­უ­ლი შე­დე­გე­ბი­სა, სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სეთს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ჩი­ხუ­რი ვი­თა­რე­ბა, რო­გორ­მე უნდა გა­და­ი­ლა­ხოს.

"ომს მოყ­ვა უმ­ძი­მე­სი შე­დე­გე­ბი, მსხვერ­პლი, ეკო­ნო­მი­კუ­რი ზა­რა­ლი, ლტოლ­ვი­ლე­ბი, მძი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი შე­დე­გე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უფრო ტრა­გი­კუ­ლი ფურ­ცე­ლია ჩვენს უახ­ლო­ეს ის­ტო­რი­ა­ში, ჩვენ მა­ინც უნდა შე­ვე­ცა­დოთ, რომ წინ ვი­ყუ­როთ, ვი­ფიქ­როთ ხვა­ლინ­დელ დღე­ზე, რათა შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გა­დავ­ლა­ხოთ ეს ჩი­ხუ­რი ვი­თა­რე­ბა, ნელ-ნელა გა­მო­ვი­დეთ აქე­დან და ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ შე­ვე­ცა­დოთ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბას. ჩვენ ეს დი­ა­ლო­გი და­ვი­წყეთ შარ­შან, პირ­ვე­ლი ეტა­პის­თვის გან­ვსა­ზღვრეთ პრაქ­ტი­კუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა. შემ­დგომ ეტაპ­ზე ჩვენ უნდა და­ვი­წყოთ მუ­შა­ო­ბა უფრო რთულ სა­კი­თხებ­ზე", - გა­ნა­ცხა­და აბა­ში­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა მედ­ვე­დე­ვის გან­ცხა­დე­ბას, რომ ის ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ სა­ა­კაშ­ვი­ლის ომის გაღ­ვი­ვე­ბა­ში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას "ვაჟ­კა­ცურ სი­ტყვებს" უწო­დებს, რო­გორც აბა­ში­ძემ გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს მსგავ­სი შე­ფა­სე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბია.

"ივა­ნიშ­ვილს ასე­თი შე­ფა­სე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბია. ის ყო­ველ­თვის სა­უბ­რობს იმ შეც­დო­მებ­ზე, იმ უმ­ძი­მეს შეც­დო­მებ­ზე, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­უშ­ვა, მაგ­რამ ის, რომ 2008 წლის ომის ტრა­გე­დი­ას მთლი­ა­ნად სა­ა­კაშ­ვილს და სა­ქარ­თვე­ლოს იმ დრო­ინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აბ­რა­ლებ­დეს, ეგე­თი რამე არ ყო­ფი­ლა", - აღ­ნიშ­ნა აბა­ში­ძემ.

რუ­სე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, დი­მიტ­რი მედ­ვე­დევ­მა Russia Today-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში რუ­სე­თის მი­ზა­ნი არც თბი­ლის­ზე შტურ­მი იყო და არც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დას­ჯა. მი­სი­ვე თქმით, იმის მი­ზე­ზი, რომ 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის გამო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი დღემ­დე არ დას­ჯი­ლა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის არას­რულ­ყო­ფი­ლე­ბაა.

ინ­ტერ­ვი­უ­ში დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ 2008 წლის აგ­ვის­ტოს კონ­ფლიქ­ტში დამ­ნა­შა­ვე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლია, ვაჟ­კა­ცურს უწო­დებს და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ აგ­ვის­ტოს ომზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ეკის­რე­ბა, მა­ღალ შე­ფა­სე­ბას აძ­ლევს.

"საკ­მა­რი­სია გა­ვიხ­სე­ნოთ, რა თქვა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა. მან ხომ სი­მარ­თლე თქვა: "ეს თქვენ, სა­ა­კაშ­ვი­ლო, მო­ახ­დი­ნეთ ყვე­ლაფ­რის პრო­ვო­ცი­რე­ბა და გა­აღ­ვი­ვეთ კონ­ფლიქ­ტი". ალ­ბათ, მის­თვის რთუ­ლი იყო ამის თქმა, თუმ­ცა ეს ვაჟ­კა­ცუ­რი სი­ტყვე­ბია", - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი მედ­ვე­დევ­მა Russia Today–სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ზურაბ აბაშიძე - აგვისტოს ომის შეფასებაში ჩვენ რუსეთთან ეტყობა, დიდ ხანს ვერ შევთანხმდებით

ზურაბ აბაშიძე - აგვისტოს ომის შეფასებაში ჩვენ რუსეთთან ეტყობა, დიდ ხანს ვერ შევთანხმდებით

2008 წლის აგვისტოს ომის შეფასებაში ჩვენ რუსეთთან ეტყობა დიდ ხანს ვერ შევთანხმდებით, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.

როგორც ზურაბ აბაშიძემ დიმიტრი მედვედევის 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა, საქართველო მსხვერპლი გახდა რუსეთის აგრესიის, თუმცა საქართველოს მხრიდანაც იქნა უმძიმესი, დრამატული შეცდომები.

"2008 წლის აგვისტოს ომის შეფასებაში ჩვენ რუსეთთან ეტყობა ვერ შევთანხმდებით კარგა ხანს, ისევე როგორც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, ყოველ შემთხვევაში მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ვერ შეთანხმდება. ზოგადად, ამ მოვლენებს, ყველაზე ობიექტური შეფასება მიეცა ე.წ. ტალიავინის კომისიის დასკვნაში. იქ, ჩემი აზრით, ობიექტურად არის ყველაფერი გაანალიზებული, ამ ომის ისტორიული ფესვები, მიზეზები, მოვლენათა განვითარება, კულმინაცია და ასევე, კონფლიქტის მონაწილე მხარეების პასუხსმიგებლობაც არის საკმაოდ სწორად განსაზღვრული. ჩემი აზრიც ის არის, რომ საქართველო მსხვერპლი გახდა რუსეთის აგრესიის, მაგრამ ჩვენი მხრიდანაც დაშვებული იქნა უმძიმესი, დრამატული შეცდომები, რამაც მიგვიყვანა იქ სადაც დღეს ვართ. ვართ იქ, რომ ნაწილი ჩვენი ტერიტორიების ოკუპირებულია, რუსეთმა აღიარა დამოუკიდებლობა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის. ამით შეიქმნა ისეთი სამართლებრივი მოჯადოებული წრე, საიდანაც გამოსავალი ჯერ არსად ჩანს", - განაცხადა აბაშიძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად ომიდან გამოწვეული შედეგებისა, საქართველო-რუსეთს შორის არსებული ჩიხური ვითარება, როგორმე უნდა გადაილახოს.

"ომს მოყვა უმძიმესი შედეგები, მსხვერპლი, ეკონომიკური ზარალი, ლტოლვილები, მძიმე პოლიტიკური შედეგები. მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო ტრაგიკული ფურცელია ჩვენს უახლოეს ისტორიაში, ჩვენ მაინც უნდა შევეცადოთ, რომ წინ ვიყუროთ, ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე, რათა შეძლებისდაგვარად გადავლახოთ ეს ჩიხური ვითარება, ნელ-ნელა გამოვიდეთ აქედან და ნაბიჯ-ნაბიჯ შევეცადოთ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას. ჩვენ ეს დიალოგი დავიწყეთ შარშან, პირველი ეტაპისთვის განვსაზღვრეთ პრაქტიკული პრობლემების მოგვარება. შემდგომ ეტაპზე ჩვენ უნდა დავიწყოთ მუშაობა უფრო რთულ საკითხებზე", - განაცხადა აბაშიძემ.

რაც შეეხება მედვედევის განცხადებას, რომ ის ივანიშვილის მიერ სააკაშვილის ომის გაღვივებაში დადანაშაულებას "ვაჟკაცურ სიტყვებს" უწოდებს, როგორც აბაშიძემ განაცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს მსგავსი შეფასება არ გაუკეთებია.

"ივანიშვილს ასეთი შეფასება არ გაუკეთებია. ის ყოველთვის საუბრობს იმ შეცდომებზე, იმ უმძიმეს შეცდომებზე, რაც საქართველოს ხელისუფლებამ დაუშვა, მაგრამ ის, რომ 2008 წლის ომის ტრაგედიას მთლიანად სააკაშვილს და საქართველოს იმ დროინდელ ხელისუფლებას აბრალებდეს, ეგეთი რამე არ ყოფილა", - აღნიშნა აბაშიძემ.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა Russia Today-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიზანი არც თბილისზე შტურმი იყო და არც მიხეილ სააკაშვილის დასჯა. მისივე თქმით, იმის მიზეზი, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამო საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღემდე არ დასჯილა, საერთაშორისო ინსტიტუტების არასრულყოფილებაა.

ინტერვიუში დიმიტრი მედვედევი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტში დამნაშავე მიხეილ სააკაშვილია, ვაჟკაცურს უწოდებს და ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეკისრება, მაღალ შეფასებას აძლევს.

"საკმარისია გავიხსენოთ, რა თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. მან ხომ სიმართლე თქვა: "ეს თქვენ, სააკაშვილო, მოახდინეთ ყველაფრის პროვოცირება და გააღვივეთ კონფლიქტი". ალბათ, მისთვის რთული იყო ამის თქმა, თუმცა ეს ვაჟკაცური სიტყვებია", - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა Russia Today–სთან ინტერვიუში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა