სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ფოტოშარში გავრცელდა. ფოტოზე მერაბიშვილი საპარლამენტო უმცირესობის წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის მსგავსად არის გამოსახული, როდესაც ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული დეპუტატი საკუთარ სახლში ევროპარლამენტარმა გიუნერ ჰოკმარკმა მოინახულა.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს ე.წ. მატროსოვის ციხეში გულის ჩივილების გამო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების სამინისტროში განუცხადეს, ამჟამად მერაბიშვილის მდგომარეობა სტაბილურია და სამედიცინო ზედამხედველობა არ სჭირდება.
სამინისტროს ინფორმაციით, პატიმარ მერაბიშვილს სამედიცინო შემოწმება ე.წ. მატროსოვის ციხეში, მაღალი ტექნოლოგიებით, სამოქალაქო სექტორის ექიმებმა ჩაუტარეს.
"მერაბიშვილს ჩაუტარდა მაღალტექნოლოგიური შემოწმება, იგი ჯანმრთელია. ექიმების მეთვალყურეობას არ საჭიროებს", - განაცხადეს სამინისტროში.
იხილეთ ვიდეო