საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოჩ­ვე­ნე­ბამ და­მი­რე­კა" - აჩ­რდი­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში
"მოჩ­ვე­ნე­ბამ და­მი­რე­კა" - აჩ­რდი­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში

თბი­ლის­ში ხში­რად გა­ი­გებთ, რომ რო­მე­ლი­მე სახ­ლში უც­ნა­უ­რი არ­სე­ბე­ბი ბი­ნად­რო­ბენ. ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა მოჩ­ვე­ნე­ბებს, უხი­ლავ ძა­ლებს თუ დე­და­მი­წა­ზე სუ­ლე­ბის ხე­ტი­ალს, იუ­მო­რით უყუ­რებს. თუმ­ცა ძნე­ლია კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ფონ­ზე, მათ არ­სე­ბო­ბა­ზე არ და­ფიქ­რდე. "ყვე­ლა სი­ახ­ლეს" ერ­თი ასე­თი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ ცო­ტა ხნის წინ აც­ნო­ბეს. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მოვ­ლე­ნა ცნო­ბილ უფ­ლე­ბა­დაც­ვით ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ვი­თარ­დე­ბა, გა­ზე­თი რეს­პო­ნდენ­ტის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლო­ბას ინარ­ჩუ­ნებს. კა­ხამ, რო­მე­ლიც ჩვე­ნი რეს­პო­ნდენ­ტის პი­რო­ბი­თი სა­ხე­ლი­ა, ასე­თი რამ გვი­ამ­ბო:

- არა­ერ­თხელ მსმე­ნია თბი­ლის­ში კონ­კრე­ტულ სახ­ლებ­ში მოჩ­ვე­ნე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა ამ ამ­ბის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ მი­მი­ნი­ჭე­ბი­ა. ცო­ტა ხნის წინ მე­გობ­რე­ბი მიმ­ტკი­ცებ­დნენ, რომ მა­რ­შალ გე­ლო­ვა­ნის ქუ­ჩის ერ­თ-ერთ სახ­ლში სას­წა­უ­ლე­ბი ხდე­ბო­და. ბუ­ნებ­რი­ვი­ა, გან­წყო­ბა ვერც ამ მო­ა­რულ­მა ხმებ­მა შე­მიც­ვა­ლეს, ვიდ­რე კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტის წი­ნა­შე არ აღ­მოვ­ჩნდი. მარ­თლმა­დი­­დე­ბე­ლი ვარ და ასე­თი ამ­ბე­ბის ნაკ­ლე­ბად მჯე­რა. მი­მაჩ­ნი­ა, რომ ყვე­ლა­ფე­რი წარ­მო­სახ­ვი­სა და ლე­გენ­დის შექ­მნის მცდე­ლო­ბა­ა, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­კუ­თარ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ ეს შე­ხე­დუ­ლე­ბა შე­მიც­ვა­ლა.

- კონ­კრე­ტუ­ლად რა შე­გემ­თხვათ?

- ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა, რო­მელ­საც ვხელ­მძღვა­ნე­ლობ, რამ­დე­ნი­მე თვის წინ ორ­სარ­თუ­ლი­ან სახ­ლში გან­თავ­სდა. სახ­ლი ხუ­თო­თა­ხი­ა­ნი­ა, სა­ო­ფი­სედ მი­სა­ღე­ბი აღ­მოჩ­ნდა და მე­სა­კუთ­რეს­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ვა­ფორ­მეთ. საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყ­ე­ბი­დან ცო­ტა ხან­ში ში­ნა­გა­ნი დის­კომ­ფორ­ტი ვიგ­რძე­ნი. ზო­გა­დად, ძა­ლი­ან გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი მაქვს ინ­ტუ­ი­ცი­ა, ში­ნა­გა­ნი ხმა და საგ­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ჩე­მე­უ­ლი ფი­ლო­სო­ფია გა­მაჩ­ნი­ა. ად­ვი­ლად ვგრძნობ რისკს, საფ­რთხეს და შე­მიძ­ლია პი­როვ­ნულ­მა თვი­სე­ბებ­მა ად­ვი­ლად მი­კარ­ნა­ხოს გა­რე სამ­ყა­როს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ფორ­მა­ზე. ახა­ლი ოფი­სი ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს მო­ე­წო­ნა. ვიდ­რე სა­თა­ნა­დოდ დავ­ლაგ­დე­ბო­დით, შე­ნო­ბა­ში ხან­გრძლი­ვი დრო­ით ყოფ­ნა მი­წევ­და. ხში­რად ჩე­მი სა­მუ­შაო დრო ღა­მის 11-12 სა­ათ­ზე დას­რუ­ლე­ბუ­ლა. შე­ნო­ბა­ში გად­მოს­ვლის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან, რო­დე­საც სა­მუ­შაო ოთახ­ში მარ­ტო დავ­რჩი, უც­ნა­უ­რი შეგ­რძნე­ბა და­მე­უფ­ლა. ყუ­რადღ­ე­ბა მი­იქ­ცია იმ გა­რე­მო­ე­ბამ, რომ სახ­ლის იდუ­მა­ლე­ბა არ გახ­ლდათ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის არ­ყოფ­ნით გა­მოწ­ვე­უ­ლი. ვგრძნობ­დი, რომ იქ ჩემს გარ­და თით­ქოს ვი­ღაც იყო, ირ­გვლივ სა­მა­რი­სე­ბუ­რი სი­ჩუ­მე სუ­ფევ­და, მაგ­რამ მე მა­ინც უსი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბა მა­წუ­ხებ­და. სწო­რედ ასე­თი გან­ცდა მქონ­და, რო­დე­საც გვი­ა­ნო­ბამ­დე ვმუ­შა­ობ­დი. სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მოს­ვლი­სას ვგრძნობ­დი, რომ ჩემს უკან ვი­ღაც იდ­გა და შე­ნო­ბის და­ტო­ვე­ბამ­დე "არ მშორ­დე­ბო­და". კა­რის ჭრი­ა­ლი, სა­ქა­ღალ­დე­ე­ბის უწყ­ი­ნარ ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­მოშ­ლა, ერთ-ერ­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გაქ­რო­ბა თუ სხვა მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი, უკ­ვე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა იყო. ამ ფაქ­ტმა ძა­ლი­ან შე­მა­წუ­ხა, თუმ­ცა პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცია და­ვი­ჭი­რე თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის ჩე­მი გან­ცდე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი მით­ქვამს. მათ ეს ამ­ბა­ვი არც ახ­ლა იცი­ან, რად­გა­ნაც არ მინ­და შე­წუხ­დნენ და შრო­მი­თი მო­ტი­ვა­ცია და­ე­კარ­გოთ. გა­დავ­წყვი­ტე, ოფი­სი მე­კურ­თხე­ბი­ნა. გუნდს იდეა ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა და მღვდელ­მა ოფი­სი გვი­კურ­თხა. თით­ქოს­და და­ძა­ბუ­ლო­ბა მო­მეხ­სნა. ში­ნა­გა­ნი სიძ­ლი­ე­რე ვიგ­რძე­ნი, მაგ­რამ მთა­ვა­რი ჯერ კი­დევ წინ იყო. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც ოფის­ში არ­სე­ბობ­და, გა­დავ­წყვი­ტე, გვი­ა­ნო­ბამ­დე აღარ მე­მუ­შა­ვა, თუმ­ცა შემ­თხვე­ვის დღეს გვი­ნო­ბამ­დე მო­მი­წია მუ­შა­ო­ბამ. კა­რი უნ­და და­მე­ხუ­რა, რო­დე­საც მე­ნე­ჯე­რის ტე­ლე­ფო­ნის ზა­რი გა­ის­მა. ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, ღა­მით მე­ნე­ჯე­რის ტე­ლე­ფონ­ზე ვის უნ­და და­ე­რე­კა. გა­დავ­წყვი­ტე მე­პა­სუ­ხა. ჩემს გან­ცვიფ­რე­ბას საზღ­ვა­რი არ ჰქონ­და, რო­დე­საც ტე­ლე­ფო­ნის ეკ­რან­ზე ოფი­სის მე­ო­რე სარ­თუ­ლის ნო­მე­რი და­ი­წე­რა. გავ­შეშ­დი. ყურ­მი­ლი ავი­ღე და სწრა­ფად­ვე დავ­დე. შე­ნო­ბას ვტო­ვებ­დი, რო­დე­საც ზა­რი ისევ გან­მე­ორ­და.

- მხო­ლოდ თქვენ ამ­ჩნევთ ოფის­ში უც­ნა­ურ მოვ­ლე­ნებს?

- მე­ო­რე დღეს ეს ამ­ბა­ვი კო­ლე­გას ვუ­ამ­ბე. აღ­მოჩ­ნდა, რომ მა­საც აწუ­ხებ­და იგი­ვე შეგ­რძნე­ბე­ბი, თით­ქოს შე­ნო­ბა­ში უხი­ლა­ვი ძა­ლა იყო. გა­დავ­წყვი­ტეთ, დაგ­ვე­რე­კა სა­ტე­ლე­ფო­ნო კომ­პა­ნი­ის­თვის, რომ­ლის სერ­ვი­სი­თაც ვსარ­გებ­ლობთ, რომ დავ­რწმუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით, იყო თუ არა მომ­ხდა­რი ტექ­ნი­კუ­რი ხა­სი­ა­თის. ოპე­რა­ტორ­მა დაგ­ვი­დას­ტუ­რა, რომ ზა­რი ნამ­დვი­ლად ოფი­სის ერ­თი ნომ­რი­დან მე­ო­რეზე გან­ხორ­ცი­ელ­და მო­ცე­მულ დრო­სა და პი­რო­ბებ­ში, და­ინ­ტე­რეს­და, ხომ არ ვცდე­ბო­დი, იქ­ნებ იმ დრო­ის­თვის, ოთახ­ში მარ­თლაც ვინ­მე იმ­ყო­ფე­ბოდ­ა. კომ­პა­ნი­ამ დაგ­ვი­დას­ტუ­რა, რომ ასე­თი ზა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის ჩა­რე­ვის გა­რე­შე ტექ­ნი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. უნ­და აღ­ვნიშ­ნო ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ ჩვე­ნი ოფი­სის ნომ­რებს და მი­სა­მარ­თებს სერ­ვი­სი არ გა­აჩ­ნი­ა, რი­თაც თა­ვი­დან­ვე გა­მო­ი­რი­ცხა ტექ­ნი­კუ­რი ხა­სი­ა­თის შემ­თხვე­ვა. სა­გო­ნე­ბელ­ში ჩავ­ვარ­დით, გა­დავ­წყვი­ტეთ, და­ვინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი­ყა­ვით სახ­ლის ის­ტო­რი­ით. გა­მოვ­კითხ­ეთ ახ­ლო მდე­ბა­რე მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი, რამ­დე­ნი­მე მო­სახ­ლე. მათ­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ვერ მი­ვი­ღეთ. ბო­ლოს ოფი­სის დამ­ლა­გე­ბელს გა­ვე­სა­უბ­რეთ, რო­მე­ლი­ც 50 წელ­ზე მე­ტი­ა, შე­ნო­ბის გვერ­დით მდე­ბა­რე სახ­ლში ცხოვ­რობს. მან დე­დამ­თი­ლის­გან მოს­მე­ნი­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვა­წო­და არა მარ­ტო სახ­ლზე, არა­მედ უბან­ზე, და­სახ­ლე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­სა და სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში ბი­ნის მფლო­ბე­ლებ­ზეც. აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩვენს ოფის­ში კე­თი­ლი მოჩ­ვე­ნე­ბა ოდით­გან­ვე ცხოვ­რობ­და. "ა­და­მი­ა­ნებს არ ერ­ჩის, უბ­რა­ლოდ თა­ვი­სი საქ­ცი­ე­ლით თა­ვის არ­სე­ბო­ბას შე­გახ­სე­ნებ­თო", - დაგ­ვამ­შვი­და ქალ­ბა­ტონ­მა. მი­სი თქმით, ამის შე­სა­ხებ ბი­ნის მე­სა­კუთ­რე­ებ­მაც იცოდ­ნენ, თუმ­ცა მა­თ ხელს არ აძ­ლევ­დათ ამ ამ­ბის ჩვენ­თვის გამ­ხე­ლა. რო­ცა ყვე­ლა­ფე­რი გა­ვარ­კვი­ეთ, ჩავ­თვა­ლეთ, რომ ოფის­ში ერ­თით მე­ტი "თა­ნამ­შრო­მე­ლი" გვყავს და ამის გა­მო არ ვა­პი­რებთ ოფი­სი დავ­ცა­ლოთ. ქი­რავ­ნო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ამო­წურ­ვის შემ­დეგ კი, აუ­ცი­ლებ­ლად ვეტყ­ვით ბი­ნის მე­სა­კუთ­რე­ებს, რომ სახ­ლის სა­ი­დუმ­ლო, რო­მე­ლიც დაგ­ვი­მა­ლეს, ამოვ­ხსე­ნით.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

"მოჩ­ვე­ნე­ბამ და­მი­რე­კა" - აჩ­რდი­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში

"მოჩ­ვე­ნე­ბამ და­მი­რე­კა" - აჩ­რდი­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში

თბი­ლის­ში ხში­რად გა­ი­გებთ, რომ რო­მე­ლი­მე სახ­ლში უც­ნა­უ­რი არ­სე­ბე­ბი ბი­ნად­რო­ბენ. ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა მოჩ­ვე­ნე­ბებს, უხი­ლავ ძა­ლებს თუ დე­და­მი­წა­ზე სუ­ლე­ბის ხე­ტი­ალს, იუ­მო­რით უყუ­რებს. თუმ­ცა ძნე­ლია კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ფონ­ზე, მათ არ­სე­ბო­ბა­ზე არ და­ფიქ­რდე. "ყვე­ლა სი­ახ­ლეს" ერ­თი ასე­თი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ ცო­ტა ხნის წინ აც­ნო­ბეს. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მოვ­ლე­ნა ცნო­ბილ უფ­ლე­ბა­დაც­ვით ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ვი­თარ­დე­ბა, გა­ზე­თი რეს­პო­ნდენ­ტის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლო­ბას ინარ­ჩუ­ნებს. კა­ხამ, რო­მე­ლიც ჩვე­ნი რეს­პო­ნდენ­ტის პი­რო­ბი­თი სა­ხე­ლი­ა, ასეთი რამ გვი­ამ­ბო:

- არა­ერ­თხელ მსმე­ნია თბი­ლის­ში კონ­კრე­ტულ სახ­ლებ­ში მოჩ­ვე­ნე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა ამ ამ­ბის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ მი­მი­ნი­ჭე­ბი­ა. ცო­ტა ხნის წინ მე­გობ­რე­ბი მიმ­ტკი­ცებ­დნენ, რომ მა­რ­შალ გე­ლო­ვა­ნის ქუ­ჩის ერ­თ-ერთ სახ­ლში სას­წა­უ­ლე­ბი ხდე­ბო­და. ბუ­ნებ­რი­ვი­ა, გან­წყო­ბა ვერც ამ მო­ა­რულ­მა ხმებ­მა შე­მიც­ვა­ლეს, ვიდ­რე კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტის წი­ნა­შე არ აღმოვჩნდი. მარ­თლმა­დი­­დე­ბე­ლი ვარ და ასე­თი ამ­ბე­ბის ნაკ­ლე­ბად მჯე­რა. მი­მაჩ­ნი­ა, რომ ყვე­ლა­ფე­რი წარ­მო­სახ­ვი­სა და ლე­გენ­დის შექ­მნის მცდე­ლო­ბა­ა, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­კუ­თარ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ ეს შეხედულება შე­მიც­ვა­ლა.

- კონ­კრე­ტუ­ლად რა შე­გემ­თხვათ?

- ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა, რო­მელ­საც ვხელ­მძღვა­ნე­ლობ, რამ­დე­ნი­მე თვის წინ ორ­სარ­თუ­ლი­ან სახ­ლში გან­თავ­სდა. სახ­ლი ხუ­თო­თა­ხი­ა­ნი­ა, სა­ო­ფი­სედ მი­სა­ღე­ბი აღ­მოჩ­ნდა და მე­სა­კუთ­რეს­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ვა­ფორ­მეთ. საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყ­ე­ბი­დან ცო­ტა ხან­ში ში­ნა­გა­ნი დის­კომ­ფორ­ტი ვიგ­რძე­ნი. ზო­გა­დად, ძა­ლი­ან გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი მაქვს ინ­ტუ­ი­ცი­ა, ში­ნა­გა­ნი ხმა და საგ­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ჩე­მე­უ­ლი ფი­ლო­სო­ფია გა­მაჩ­ნი­ა. ად­ვი­ლად ვგრძნობ რისკს, საფ­რთხეს და შე­მიძ­ლია პი­როვ­ნულ­მა თვი­სე­ბებ­მა ად­ვი­ლად მი­კარ­ნა­ხოს გა­რე სამ­ყა­როს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ფორ­მა­ზე. ახა­ლი ოფი­სი ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს მო­ე­წო­ნა. ვიდ­რე სა­თა­ნა­დოდ დავ­ლაგ­დე­ბო­დით, შე­ნო­ბა­ში ხან­გრძლი­ვი დრო­ით ყოფ­ნა მი­წევ­და. ხში­რად ჩე­მი სა­მუ­შაო დრო ღა­მის 11-12 სა­ათ­ზე დას­რუ­ლე­ბუ­ლა. შე­ნო­ბა­ში გად­მოს­ვლის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან, რო­დე­საც სა­მუ­შაო ოთახში მარ­ტო დავ­რჩი, უც­ნა­უ­რი შეგ­რძნე­ბა და­მე­უფ­ლა. ყუ­რადღ­ე­ბა მი­იქ­ცია იმ გა­რე­მო­ე­ბამ, რომ სახ­ლის იდუ­მა­ლე­ბა არ გახ­ლდათ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის არ­ყოფ­ნით გა­მოწ­ვე­უ­ლი. ვგრძნობ­დი, რომ იქ ჩემს გარ­და თით­ქოს ვი­ღაც იყო, ირ­გვლივ სა­მა­რი­სე­ბუ­რი სი­ჩუ­მე სუ­ფევ­და, მაგ­რამ მე მა­ინც უსი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბა მა­წუ­ხებ­და. სწო­რედ ასე­თი გან­ცდა მქონ­და, რო­დე­საც გვი­ა­ნო­ბამ­დე ვმუ­შა­ობ­დი. სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მოს­ვლი­სას ვგრძნობ­დი, რომ ჩემს უკან ვი­ღაც იდ­გა და შე­ნო­ბის და­ტო­ვე­ბამ­დე "არ მშორ­დე­ბო­და". კა­რის ჭრი­ა­ლი, სა­ქა­ღალ­დე­ე­ბის უწყ­ი­ნარ ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­მოშ­ლა, ერთ-ერ­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გაქ­რო­ბა თუ სხვა მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი, უკ­ვე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა იყო. ამ ფაქ­ტმა ძა­ლი­ან შე­მა­წუ­ხა, თუმ­ცა პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცია და­ვი­ჭი­რე თა­ნამ­შრომ­ლების­თვის ჩე­მი გან­ცდე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი მით­ქვამს. მათ ეს ამ­ბა­ვი არც ახ­ლა იცი­ან, რად­გა­ნაც არ მინ­და შე­წუხ­დნენ და შრო­მი­თი მო­ტი­ვა­ცია და­ე­კარ­გოთ. გა­დავ­წყვი­ტე, ოფი­სი მე­კურ­თხე­ბი­ნა. გუნდს იდეა ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა და მღვდელ­მა ოფი­სი გვი­კურ­თხა. თით­ქოს­და და­ძა­ბუ­ლო­ბა მო­მეხ­სნა. ში­ნა­გა­ნი სიძ­ლი­ე­რე ვიგ­რძე­ნი, მაგ­რამ მთა­ვა­რი ჯერ კიდევ წინ იყო. იქიდან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც ოფის­ში არ­სე­ბობ­და, გა­დავ­წყვი­ტე, გვი­ა­ნო­ბამ­დე აღარ მე­მუ­შა­ვა, თუმ­ცა შემ­თხვე­ვის დღეს გვინობამდე მო­მი­წია მუ­შა­ო­ბამ. კა­რი უნ­და და­მე­ხუ­რა, რო­დე­საც მე­ნე­ჯე­რის ტე­ლე­ფო­ნის ზა­რი გა­ის­მა. ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, ღა­მით მე­ნე­ჯე­რის ტე­ლე­ფონ­ზე ვის უნ­და და­ე­რე­კა. გა­დავ­წყვი­ტე მეპასუხა. ჩემს გან­ცვიფ­რე­ბას საზღ­ვა­რი არ ჰქონ­და, რო­დე­საც ტე­ლე­ფო­ნის ეკ­რან­ზე ოფი­სის მე­ო­რე სარ­თუ­ლის ნო­მე­რი დაიწერა. გავშეშდი. ყურ­მი­ლი ავი­ღე და სწრა­ფად­ვე დავდე. შე­ნო­ბას ვტო­ვებ­დი, რო­დე­საც ზა­რი ისევ გან­მე­ორ­და.

- მხო­ლოდ თქვენ ამ­ჩნევთ ოფის­ში უც­ნა­ურ მოვ­ლე­ნებს?

- მე­ო­რე დღეს ეს ამ­ბა­ვი კო­ლე­გას ვუ­ამ­ბე. აღ­მოჩ­ნდა, რომ მა­საც აწუ­ხებ­და იგი­ვე შეგ­რძნე­ბე­ბი, თით­ქოს შე­ნო­ბა­ში უხი­ლა­ვი ძა­ლა იყო. გა­დავ­წყვი­ტეთ, დაგ­ვე­რე­კა სა­ტე­ლე­ფო­ნო კომ­პა­ნი­ის­თვის, რომ­ლის სერ­ვი­სი­თაც ვსარ­გებ­ლობთ, რომ დავ­რწმუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით, იყო თუ არა მომ­ხდა­რი ტექ­ნი­კუ­რი ხა­სი­ა­თის. ოპე­რა­ტორ­მა დაგ­ვი­დას­ტუ­რა, რომ ზა­რი ნამ­დვი­ლად ოფი­სის ერ­თი ნომ­რი­დან მე­ო­რეზე გან­ხორ­ცი­ელ­და მო­ცე­მულ დროსა და პი­რო­ბებ­ში, და­ინ­ტე­რეს­და, ხომ არ ვცდე­ბო­დი, იქ­ნებ იმ დრო­ის­თვის, ოთახ­ში მარ­თლაც ვინმე იმ­ყო­ფე­ბოდ­ა. კომ­პა­ნი­ამ დაგ­ვი­დას­ტუ­რა, რომ ასე­თი ზა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის ჩა­რე­ვის გა­რე­შე ტექ­ნი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. უნ­და აღვნიშ­ნო ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ ჩვე­ნი ოფი­სის ნომ­რებს და მი­სა­მარ­თებს სერ­ვი­სი არ გა­აჩ­ნი­ა, რი­თაც თა­ვი­დან­ვე გა­მო­ი­რიცხა ტექ­ნი­კუ­რი ხა­სი­ა­თის შემ­თხვე­ვა. სა­გო­ნე­ბელ­ში ჩავ­ვარ­დით, გა­დავ­წყვი­ტეთ, და­ვინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი­ყა­ვით სახ­ლის ის­ტო­რი­ით. გა­მოვ­კითხ­ეთ ახ­ლო მდე­ბა­რე მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი, რამ­დე­ნი­მე მო­სახ­ლე. მათ­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ვერ მი­ვი­ღეთ. ბო­ლოს ოფი­სის დამ­ლა­გე­ბელს გა­ვე­სა­უბ­რეთ, რო­მე­ლი­ც 50 წელ­ზე მე­ტი­ა, შე­ნო­ბის გვერ­დით მდე­ბა­რე სახ­ლში ცხოვ­რობს. მან დე­დამ­თი­ლის­გან მოს­მე­ნი­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია მოგვაწოდა არა მარ­ტო სახ­ლზე, არა­მედ უბან­ზე, და­სახ­ლე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­სა და სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში ბი­ნის მფლო­ბე­ლებ­ზეც. აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩვენს ოფის­ში კე­თი­ლი მოჩ­ვე­ნე­ბა ოდით­გან­ვე ცხოვ­რობ­და. "ა­და­მი­ა­ნებს არ ერ­ჩის, უბ­რა­ლოდ თა­ვი­სი საქ­ცი­ე­ლით თა­ვის არ­სე­ბო­ბას შე­გახ­სე­ნებ­თო", - დაგ­ვამ­შვი­და ქალ­ბა­ტონ­მა. მი­სი თქმით, ამის შე­სა­ხებ ბი­ნის მე­სა­კუთ­რე­ებ­მაც იცოდ­ნენ, თუმ­ცა მა­თ ხელს არ აძლევდათ ამ ამ­ბის ჩვენ­თვის გამ­ხე­ლა. რო­ცა ყვე­ლა­ფე­რი გა­ვარ­კვი­ეთ, ჩავ­თვა­ლეთ, რომ ოფის­ში ერ­თით მე­ტი "თა­ნამ­შრო­მე­ლი" გვყავს და ამის გა­მო არ ვა­პი­რებთ ოფი­სი დავ­ცა­ლოთ. ქი­რავ­ნო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ამო­წურ­ვის შემ­დეგ კი, აუ­ცი­ლებ­ლად ვეტყ­ვით ბი­ნის მე­სა­კუთ­რე­ებს, რომ სახ­ლის სა­ი­დუმ­ლო, რო­მე­ლიც დაგ­ვი­მა­ლეს, ამოვ­ხსე­ნით.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს