კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ცოლის დაქალების" სანდრექსა - "მოგზაურობა ჩემთვის შთაგონებაა, ასევე გაქცევა რაღაცისგან"
"ჩემი ცოლის დაქალების" სანდრექსა - "მოგზაურობა ჩემთვის შთაგონებაა, ასევე გაქცევა რაღაცისგან"

სან­დრო კა­კუ­ლია უც­ნა­უ­რი მოგ­ზა­უ­რია, ასე სა­კუ­თარ თავს ახა­სი­ა­თებს და ძნე­ლია, არ და­ე­თან­ხმო. მის ფო­ტო­ალ­ბომ­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რგან არის ნამ­ყო­ფი, მოგ­ზა­უ­რო­ბის ამ­სახ­ველ ვერც ერთ ფო­ტოს ვერ ნა­ხავთ. მი­ზეზ­ზე თა­ვად მო­გახ­სე­ნებთ.

- მოგ­ზა­უ­რო­ბა არის ფე­ნო­მე­ნი, რომ­ლის გა­რე­შეც, მე მგო­ნია, ადა­მი­ა­ნი სრულ­ყო­ფი­ლი ვერ იქ­ნე­ბა. ეს არ ეხე­ბა მოგ­ზა­უ­რო­ბას შო­პინ­გის­თვის, მხო­ლოდ გარ­თო­ბის­თვის, ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად. მოგ­ზა­უ­რო­ბა გახ­ლავთ ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­ძე­ნა. ადა­მი­ა­ნის­თვის არ­სე­ბობს ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი შთა­გო­ნე­ბის რამ­დე­ნი­მე ტიპი, მათ შო­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მოგ­ზა­უ­რო­ბაა. ეს არის ჩემ­თვის რო­გორც შთა­გო­ნე­ბა, ასე­ვე გაქ­ცე­ვა რა­ღა­ცის­გან. საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გას­ვლე­ბიც მქო­ნია და უბ­რა­ლოდ, თუკი ასე და­ვარ­ქმევთ, გაქ­ცე­ვა შთა­გო­ნე­ბის ახა­ლი წყა­როს სა­ძებ­ნე­ლად.

- პირ­ვე­ლი ასე­თი გაქ­ცე­ვა გახ­სოვს?

- თუ ჩვენ ჩემს მოგ­ზა­უ­რო­ბებს დავ­ყოფთ ად­გი­ლობ­რი­ვად და სა­ზღვრებს გა­რეთ გას­ვლად, პირ­ველ რიგ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტაბ­ზე უნდა ვი­სა­უბ­როთ. 12 წლის ვი­ყა­ვი, როცა სკო­ლი­დან ქვა­თა­ხევ­ში წა­ვე­დით, პირ­ვე­ლი კა­რა­ვი, პირ­ვე­ლი მი­ტო­ვე­ბუ­ლი, დამ­წვა­რი მო­ნას­ტრის კე­დე­ლი, ღა­მის თევა მინ­დორ­ში. ზო­გა­დად, არა­კომ­ფორ­ტუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა მძულს. ამ ლაშ­ქრო­ბა­ში კი ვი­ყა­ვი პა­ტა­რა­ო­ბი­სას, მაგ­რამ მას შემ­დეგ ლაშ­ქრო­ბა­ში არ ვყო­ფილ­ვარ. ვერ ვი­ტან დის­კომ­ფორ­ტს, იმას, რომ ღა­მით უნდა დავ­წვე და­სა­ძი­ნებ­ლად ისე, რომ არ ვი­ბა­ნაო, რო­გორ უნდა ვი­ცხოვ­რო, თუკი მუდ­მი­ვად არ მო­დის წყა­ლი, არ მაქვს საჭ­მე­ლი და მძი­ნავს მი­წა­ზე. ჩემი მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის და­გეგ­მვას კო­მო­ფორ­ტის მი­ხედ­ვით ვცდი­ლობ. მოკ­ლედ, გა­ვიხ­სე­ნე, რო­გო­რი იყო პირ­ვე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ახლა კი გა­ვიხ­სე­ნებ სა­ზღვარ­გა­რეთ პირ­ველ გამ­გზავ­რე­ბას - 15 წლის ასაკ­ში, სპორ­ტუ­ლი ტრავ­მის გამო, მუხ­ლის სამ­კურ­ნა­ლოდ ავ­სტრი­ა­ში წა­ვე­დი. აქ ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა გა­და­წყვი­ტეს, ავ­სტრი­ა­ში კი სხი­ვუ­რი თე­რა­პი­ით მკურ­ნა­ლობ­დნენ. ავ­სტრი­ა­ში ჩემ­მა ახ­ლო­ბელ­მა ოჯახ­მა წა­მიყ­ვა­ნა. ჩემი ძმა­კა­ციც მახ­ლდა და კი­დევ ერთი მათი ახ­ლო­ბე­ლი ოჯა­ხიც. ზა­ფხუ­ლი იყო, ჯერ ვე­ნა­ში ჩა­ვე­დით. ტური შემ­დეგ­ნა­ი­რად იყო და­გეგ­მი­ლი, 20 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა გვე­ნა­ხა ვენა და ასე­ვე კუ­რორ­ტი, ფუ­შელ ამზე, რაც ნიშ­ნავს ტბას­თან ახ­ლოს. ვე­ნა­ში ექი­მის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ, როცა ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და­მი­ნიშ­ნეს სხი­ვუ­რი თე­რა­პია, გა­და­წყდა, რომ ჯერ ზე­მოხ­სე­ნე­ბულ კუ­რორტზე წას­ვუ­ლი­ყა­ვით და მერე დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი ვე­ნა­ში სამ­კურ­ნა­ლოდ.

კუ­რორტზე ერთი კვი­რა გა­ვა­ტა­რე და პირ­ვე­ლი­ვე დღეს ვე­ლო­სი­პედ­ზე დავ­ჯე­ქი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ექიმ­მა ამიკ­რძა­ლა (იღი­მის). ძა­ლი­ან მიყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას მარ­ტო სი­ა­რუ­ლი. ეს არის, რის გა­მოც მიყ­ვარს სხვა­გან წას­ვლა. თუკი ჩემს მოგ­ზა­უ­რო­ბას არ ახ­ლავს თავ­გა­და­სავ­ლე­ბი, მა­შინ ვთვლი, რომ იმ მოგ­ზა­უ­რო­ბით ვე­რა­ფე­რი მი­ვი­ღე. ის­ტე­რი­კა­ში ვვარ­დე­ბი ერთ შემ­თხვე­ვა­ში - თუკი მოგ­ზა­უ­რო­ბამ­დე ინ­ტერ­ნეტ­ში არ დავ­გუ­გ­ლავ და არ მო­ვი­ძი­ებ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას იმ ად­გი­ლის შე­სა­ხებ, სა­დაც წას­ვლას ვგეგ­მავ. იქ ჩა­სულ­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვი­წყო მარ­ტო ხე­ტი­ა­ლი და ახ­ლა­ვე გე­ტყვი რა­ტომ - რა­ი­მე რომ მოხ­დეს, ხომ უნდა ვი­ცო­დე, სად არის ახ­ლოს აფ­თი­ა­ქი, სუ­პერ­მარ­კე­ტი, რო­მე­ლიც 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობს და ასე­ვე სა­ა­ვად­მყო­ფო? ფე­ხით დავ­დი­ვარ და პირ­ველ რიგ­ში, ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს ვე­ძებ. ფო­ბი­ა­სა­ვით მაქვს, რომ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის გა­რე­შე დიდ­ხანს ვერ ვჩერ­დე­ბი. კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თვი­სე­ბა მაქვს მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას - არ მიყ­ვარს, სხვა ქვე­ყა­ნა­ში ყოფ­ნი­სას თავს რომ ტუ­რის­ტად ვგრძნობ. ამი­ტომ ორი დღის ჩა­სუ­ლი ისე ვიქ­ცე­ვი, თით­ქოს იქ ვცხოვ­რობ. არ ვარ გა­ო­ცე­ბუ­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბით, ფე­ხი­თაც იმი­ტომ დავ­დი­ვარ, რომ თავი ში­ნა­უ­რად ვიგ­რძნო და მე­სა­მე დღეს უკვე ისე დავ­დი­ვარ, გე­გო­ნე­ბა, იქ ვცხოვ­რობ. ჩემ­თვის ტუ­რის­ტი და­ბა­ლი სტა­ტუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი მოგ­ზა­უ­რია. აი, ტი­პუ­რი ტუ­რის­ტე­ბი არი­ან ია­პო­ნე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან ბევ­რს მუ­შა­ო­ბენ, მხო­ლოდ 20 დღე აქვთ შვე­ბუ­ლე­ბა, ამი­ტომ ვი­საც ნა­ნა­ხი გყავთ ია­პო­ნე­ლი ტუ­რის­ტე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად გა­იხ­სე­ნებთ, რომ ეს არის ჯარი, "მა­ნი­ა­კე­ბის" ჯგუ­ფი, ბოლო მო­დე­ლის ფო­ტო­ა­პა­რა­ტე­ბით და რას შვრე­ბი­ან იცი დრო­ის უქონ­ლო­ბის გამო? დარ­ბი­ან და ყვე­ლა­ფერს იღე­ბენ. მათ აქ აქვთ იმის დრო, რომ ერთი დღით მა­ინც წა­მოწ­ვნენ და ჩემ­სა­ვით გა­რე­მო­თი ისი­ა­მოვ­ნონ. მოგ­ზა­უ­რო­ბას გე­მოს ვერ ატა­ნენ. სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლე­ბი თა­ვი­დან იწყე­ბენ ფო­ტო­ე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას, რად­გან არა­ფე­რი ახ­სოვთ.

- შენ, რო­გორც მივ­ხვდი, არ ხარ ასე­თი მოგ­ზა­უ­რი.

- ჩა­მოვ­თვლი, რაც გა­მახ­სენ­დე­ბა და სა­დაც ვარ ნამ­ყო­ფი - ვენა, ზალცბურ­გი, მი­უნ­ხე­ნი, პრა­ღა, სტამ­ბო­ლი, ბარ­სე­ლო­ნა, კრა­კო­ვი, სა­ო­ცა­რი ქა­ლა­ქი... კი­დევ პა­ტარ-პა­ტა­რა ქა­ლა­ქებ­ში ვარ ნამ­ყო­ფი თითო-თითო დღით და მათ აღარ ჩა­მოვ­თვლი.

ახლა, ინ­ტერ­ვი­უ­სას ვცდი­ლობ გა­ვა­ა­ნა­ლი­ზო და სა­ხე­ლი და­ვარ­ქვა, რა ტი­პის მოგ­ზა­უ­რი ვარ და დას­კვნა ასე­თია, რომ ვარ უც­ნა­უ­რი მოგ­ზა­უ­რი. იმის გამო, რომ ვცდი­ლობ, თავი ში­ნა­უ­რად ვიგ­რძნო, და­გეგ­მი­ლად არ ვნა­ხუ­ლობ იმ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებს, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­ნა­ხა­ვია. მა­გა­ლი­თად, ვე­ნა­ში რომ არ ნახო შტე­ფანსდო­მი, პა­რიზ­ში - ეი­ფე­ლი. ვე­ნა­ში რამ­დე­ნი­მე დღის ჩა­სუ­ლი ვი­ყა­ვი და სპე­ცი­ა­ლუ­რად არ მივ­დი­ო­დი შტე­ფანსდო­მის სა­ნა­ხა­ვად, სა­ნამ იქ შემ­თხვე­ვით არ მოვ­ხვდი. მე არ ვყი­დუ­ლობ კი­ოსკში ტუ­რის­ტულ რუ­კას, სა­დაც და­ტა­ნი­ლია ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტი. ამის გამო თით­ქმის არ მაქვს ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას ვარ გა­და­ღე­ბუ­ლი. თუკი ადა­მი­ა­ნი თავს ტუ­რის­ტად არ აღიქ­ვამს, რა­ტომ გა­და­ი­ღებს ფო­ტოს ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბას­თან?!. დრო მე­ნა­ნე­ბა, რომ ვიდ­გე და ვიღო ფო­ტო­ე­ბი, ეს მო­გო­ნი­ლი რა­ღა­ცაა, რად­გან ტვინ­ში ბევ­რი რამ მრჩე­ბა, ფო­ტოს ალ­ბათ იმის­თვის იღე­ბენ, რომ ასი წლის მერე შვი­ლიშ­ვი­ლებს აჩ­ვე­ნონ ან დღეს "ფე­ის­ბუქ­ზე" და­თა­გონ.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

"ჩემი ცოლის დაქალების" სანდრექსა - "მოგზაურობა ჩემთვის შთაგონებაა, ასევე გაქცევა რაღაცისგან"

"ჩემი ცოლის დაქალების" სანდრექსა - "მოგზაურობა ჩემთვის შთაგონებაა, ასევე გაქცევა რაღაცისგან"

სანდრო კაკულია უცნაური მოგზაურია, ასე საკუთარ თავს ახასიათებს და ძნელია, არ დაეთანხმო. მის ფოტოალბომში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრგან არის ნამყოფი, მოგზაურობის ამსახველ ვერც ერთ ფოტოს ვერ ნახავთ. მიზეზზე თავად მოგახსენებთ.

- მოგზაურობა არის ფენომენი, რომლის გარეშეც, მე მგონია, ადამიანი სრულყოფილი ვერ იქნება. ეს არ ეხება მოგზაურობას შოპინგისთვის, მხოლოდ გართობისთვის, ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად. მოგზაურობა გახლავთ ახალი გამოცდილების შეძენა. ადამიანისთვის არსებობს ცხოვრებისეული შთაგონების რამდენიმე ტიპი, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მოგზაურობაა. ეს არის ჩემთვის როგორც შთაგონება, ასევე გაქცევა რაღაცისგან. საქმესთან დაკავშირებული გასვლებიც მქონია და უბრალოდ, თუკი ასე დავარქმევთ, გაქცევა შთაგონების ახალი წყაროს საძებნელად.

- პირველი ასეთი გაქცევა გახსოვს?

- თუ ჩვენ ჩემს მოგზაურობებს დავყოფთ ადგილობრივად და საზღვრებს გარეთ გასვლად, პირველ რიგში, საქართველოს მასშტაბზე უნდა ვისაუბროთ. 12 წლის ვიყავი, როცა სკოლიდან ქვათახევში წავედით, პირველი კარავი, პირველი მიტოვებული, დამწვარი მონასტრის კედელი, ღამის თევა მინდორში. ზოგადად, არაკომფორტული მოგზაურობა მძულს. ამ ლაშქრობაში კი ვიყავი პატარაობისას, მაგრამ მას შემდეგ ლაშქრობაში არ ვყოფილვარ. ვერ ვიტან დისკომფორტს, იმას, რომ ღამით უნდა დავწვე დასაძინებლად ისე, რომ არ ვიბანაო, როგორ უნდა ვიცხოვრო, თუკი მუდმივად არ მოდის წყალი, არ მაქვს საჭმელი და მძინავს მიწაზე. ჩემი მოგზაურობების დაგეგმვას კომოფორტის მიხედვით ვცდილობ. მოკლედ, გავიხსენე, როგორი იყო პირველი მოგზაურობა საქართველოში, ახლა კი გავიხსენებ საზღვარგარეთ პირველ გამგზავრებას - 15 წლის ასაკში, სპორტული ტრავმის გამო, მუხლის სამკურნალოდ ავსტრიაში წავედი. აქ ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტეს, ავსტრიაში კი სხივური თერაპიით მკურნალობდნენ. ავსტრიაში ჩემმა ახლობელმა ოჯახმა წამიყვანა. ჩემი ძმაკაციც მახლდა და კიდევ ერთი მათი ახლობელი ოჯახიც. ზაფხული იყო, ჯერ ვენაში ჩავედით. ტური შემდეგნაირად იყო დაგეგმილი, 20 დღის განმავლობაში უნდა გვენახა ვენა და ასევე კურორტი, ფუშელ ამზე, რაც ნიშნავს ტბასთან ახლოს. ვენაში ექიმის მონახულების შემდეგ, როცა ერთი კვირის განმავლობაში დამინიშნეს სხივური თერაპია, გადაწყდა, რომ ჯერ ზემოხსენებულ კურორტზე წასვულიყავით და მერე დავბრუნებულიყავი ვენაში სამკურნალოდ.

კურორტზე ერთი კვირა გავატარე და პირველივე დღეს ველოსიპედზე დავჯექი, მიუხედავად იმისა, რომ ექიმმა ამიკრძალა (იღიმის). ძალიან მიყვარს მოგზაურობისას მარტო სიარული. ეს არის, რის გამოც მიყვარს სხვაგან წასვლა. თუკი ჩემს მოგზაურობას არ ახლავს თავგადასავლები, მაშინ ვთვლი, რომ იმ მოგზაურობით ვერაფერი მივიღე. ისტერიკაში ვვარდები ერთ შემთხვევაში - თუკი მოგზაურობამდე ინტერნეტში არ დავგუგლავ და არ მოვიძიებ საინტერესო ინფორმაციას იმ ადგილის შესახებ, სადაც წასვლას ვგეგმავ. იქ ჩასულმა აუცილებლად უნდა დავიწყო მარტო ხეტიალი და ახლავე გეტყვი რატომ - რაიმე რომ მოხდეს, ხომ უნდა ვიცოდე, სად არის ახლოს აფთიაქი, სუპერმარკეტი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს და ასევე საავადმყოფო? ფეხით დავდივარ და პირველ რიგში, ამ დაწესებულებებს ვეძებ. ფობიასავით მაქვს, რომ ცივილიზაციის გარეშე დიდხანს ვერ ვჩერდები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება მაქვს მოგზაურობისას - არ მიყვარს, სხვა ქვეყანაში ყოფნისას თავს რომ ტურისტად ვგრძნობ. ამიტომ ორი დღის ჩასული ისე ვიქცევი, თითქოს იქ ვცხოვრობ. არ ვარ გაოცებული ღირსშესანიშნაობებით, ფეხითაც იმიტომ დავდივარ, რომ თავი შინაურად ვიგრძნო და მესამე დღეს უკვე ისე დავდივარ, გეგონება, იქ ვცხოვრობ. ჩემთვის ტურისტი დაბალი სტატუსის მატარებელი მოგზაურია. აი, ტიპური ტურისტები არიან იაპონელები, რომლებიც ძალიან ბევრს მუშაობენ, მხოლოდ 20 დღე აქვთ შვებულება, ამიტომ ვისაც ნანახი გყავთ იაპონელი ტურისტები, აუცილებლად გაიხსენებთ, რომ ეს არის ჯარი, "მანიაკების" ჯგუფი, ბოლო მოდელის ფოტოაპარატებით და რას შვრებიან იცი დროის უქონლობის გამო? დარბიან და ყველაფერს იღებენ. მათ აქ აქვთ იმის დრო, რომ ერთი დღით მაინც წამოწვნენ და ჩემსავით გარემოთი ისიამოვნონ. მოგზაურობას გემოს ვერ ატანენ. სახლში დაბრუნებულები თავიდან იწყებენ ფოტოების დათვალიერებას, რადგან არაფერი ახსოვთ.

- შენ, როგორც მივხვდი, არ ხარ ასეთი მოგზაური.

- ჩამოვთვლი, რაც გამახსენდება და სადაც ვარ ნამყოფი - ვენა, ზალცბურგი, მიუნხენი, პრაღა, სტამბოლი, ბარსელონა, კრაკოვი, საოცარი ქალაქი... კიდევ პატარ-პატარა ქალაქებში ვარ ნამყოფი თითო-თითო დღით და მათ აღარ ჩამოვთვლი.

ახლა, ინტერვიუსას ვცდილობ გავაანალიზო და სახელი დავარქვა, რა ტიპის მოგზაური ვარ და დასკვნა ასეთია, რომ ვარ უცნაური მოგზაური. იმის გამო, რომ ვცდილობ, თავი შინაურად ვიგრძნო, დაგეგმილად არ ვნახულობ იმ ღირსშესანიშნაობებს, რაც აუცილებელი სანახავია. მაგალითად, ვენაში რომ არ ნახო შტეფანსდომი, პარიზში - ეიფელი. ვენაში რამდენიმე დღის ჩასული ვიყავი და სპეციალურად არ მივდიოდი შტეფანსდომის სანახავად, სანამ იქ შემთხვევით არ მოვხვდი. მე არ ვყიდულობ კიოსკში ტურისტულ რუკას, სადაც დატანილია ტურისტული მარშრუტი. ამის გამო თითქმის არ მაქვს ფოტოები, სადაც მოგზაურობისას ვარ გადაღებული. თუკი ადამიანი თავს ტურისტად არ აღიქვამს, რატომ გადაიღებს ფოტოს ღირსშესანიშნაობასთან?!. დრო მენანება, რომ ვიდგე და ვიღო ფოტოები, ეს მოგონილი რაღაცაა, რადგან ტვინში ბევრი რამ მრჩება, ფოტოს ალბათ იმისთვის იღებენ, რომ ასი წლის მერე შვილიშვილებს აჩვენონ ან დღეს "ფეისბუქზე" დათაგონ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება