პარტნიორები:

    ჯონი დეპი - "არასდროს გავხდები ამერიკის პრეზიდენტი!"

    ჯონი დეპი - "არასდროს გავხდები ამერიკის პრეზიდენტი!"

    ამ დღეებში შედგა ჰოლივუდური ვესტერნის "მარტოხელა რეინჯერის" ნანატრი პრემიერა, რომელზე მუშაობაც ათი წელი გაგრძელდა და რომელშიც ჯონი დეპის მორიგი საინტერესო გარდასახვა ვიხილეთ. ამჯერად ჯონი ინდიელია.

    "მაგრად გამიმართლა, რომ ცოცხალი გადავრჩი"

    - უკვე მეხუთედ მუშაობთ გორ ვერბინსკისთან - "კარიბის ზღვის მე­კობრეების" რეჟისორთან. რით მოგწონთ ასე?

    - მასთან ძალიან კომფორტულია მუშაობა. გორი პატივს სცემს ყოფიერების აბსურდულობას და არავისზე არ არის დამოკიდებული - ჩემი აზრით, მხოლოდ ასე შეუძლია ცხოვრება. ახალ პროექტზე მუშაობისას საერთო წარმოდგენა შეგვექმნა ჩემს წითელკანიან გმირ ტონტოსა და ჯონ რიდზე - "მარტოხელა რეინჯერზე"! მინდოდა, საკუთარი მიდგომა მეპოვა პერსონაჟთან და იმავდროულად მწერლების მიერ შექმნილი სახე შემენარჩუნებინა. ჰოლივუდში ინდიელებს ყოველთვის დაუდევრად ეპყრობოდნენ. ჩვენი სურათი არის მცდელობა, ცოტათი მაინც აღვადგინოთ სამართლიანობა.

    - ეს როლი რით იყო თქვენთვის აღსანიშნავი, გარდა იმისა, რომ ინდიელის ახლებური სახე შექმენით?

    - ადრენალინის მაღალი დონე იყო და მაღალი რისკიც. მაგრად გამიმართლა, რომ ცოცხალი გადავრჩი! როცა ცხენი გიჟივით მიაჭენებს და უცებ ხვდები, რომ მის ქვეშ ხარ - ეს დაგამახსოვრდება!

    - ტატუირების მიხედვით, რომელიც ხელზე გაქვთ და ინდიელის თავის გამოსახულებაა, ფილმის თემა დიდი ხანია გაინტერესებთ...

    - ეს ჩემი პირველი ტატუა, 17 წლისამ გავიკეთე პაპის სახსოვრად. ჩემი ბევრი თაობა კენტუკიში ცხოვრობდა, ჩემი დიდი ბებია კი ჩეროკის ტომიდან იყო.

    იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

    სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

    "სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

    „თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება