თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე კობა დავითაშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას ეხმაურება.
"ქოცებო, თქვენ თუ ასე ბაჩო ახალაიას ყველა გამამართლებელ განაჩენზე პროტესტის ნიშნად "ქოცნებას" დატოვებთ, დაშლილხართ და ეგ არი :)))) ბაჩო იქედანაც გაფარჩაკებთ :)))", - წერს ნადარეიშვილი.
კოალიცია "ქართული ოცნების" წევრმა კობა დავითაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა გუშინ დატოვა და განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უმრავლესობასთან სისტემატური უთანხმოების გამო მიიღო. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, მისთვის "ბოლო წვეთი აღმოჩნდა "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა განცხადება იმის შესახებ, რომ ბაჩო ახალაიას გამართლება დემოკრატიის ზეიმად უნდა გამოვაცხადოთ".