Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოტყუებით შეაწყვეტინეს თუ არა პროტესტი ქუთაისის ავტობუსის მძღოლებს
მოტყუებით შეაწყვეტინეს თუ არა პროტესტი ქუთაისის ავტობუსის მძღოლებს

ქუ­თა­ის­ში ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლე­ბის პრო­ტეს­ტი მხო­ლოდ სამი დღე გაგ­რძელ­და და ორი დღეა, ავ­ტო­ბუ­სე­ბი ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას. მძღო­ლებ­მა პრო­ტეს­ტი ქა­ლა­ქის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მიერ გა­ცე­მუ­ლი და­პი­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­წყვი­ტეს, რო­მე­ლიც სა­ნე­ბარ­თვო ფა­სის 3 ლა­რით შემ­ცი­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. თუმ­ცა ამ და­პი­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმ სპე­ცი­ა­ლურ კო­მი­სი­ა­ში არ ფლო­ბენ, რო­მე­ლიც მძღო­ლე­ბის გა­ფიც­ვის შემ­დეგ ქუ­თა­ი­სის მე­რი­ა­ში შე­იქ­მნა. ამი­ტომ გა­ურ­კვე­ვე­ლია, ვინ მის­ცა მძღო­ლებს ად­გი­ლობ­რივ ბი­უ­ჯეტ­ში ყო­ველ­თვი­უ­რად შე­სა­ტა­ნი თან­ხის შემ­ცი­რე­ბის პი­რო­ბა.

"არ ვიცი ეს ინ­ფორ­მა­ცია და ვე­რა­ფერს გე­ტყვით. პრო­ტეს­ტის შე­წყვე­ტა კი უკავ­შირ­დე­ბა ჩვენს მიერ მყი­სი­ე­რად გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯებს, რომ­ლის შემ­დე­გაც გა­ფი­ცუ­ლებ­მა მოგ­ვცეს ორ­კვი­რი­ა­ნი ვადა, რათა კო­მი­სი­ამ შე­ის­წავ­ლოს მგზავ­რთა ნა­კა­დი­სა და ავ­ტო­ბუ­სის მიერ მოხ­მა­რე­ბუ­ლი საწ­ვა­ვის რა­ო­დე­ნო­ბა და გან­სა­ზღვროს თი­თო­ე­უ­ლი ავ­ტო­ბუ­სის სა­ექ­სპლო­ა­ტა­ციო ხარ­ჯე­ბი. ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, რომ მგზავ­რთა ინ­ტე­რე­სე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ", - ამ­ბობს კო­მი­სი­ის ხელმღვა­ნე­ლი ვახ­ტანგ წო­წო­ნა­ვა.

იხი­ლეთ ვრცლად

"P.S." (პოსტსკრიპ­ტუ­მი - ქუ­თა­ი­სი)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მოტყუებით შეაწყვეტინეს თუ არა პროტესტი ქუთაისის ავტობუსის მძღოლებს

მოტყუებით შეაწყვეტინეს თუ არა პროტესტი ქუთაისის ავტობუსის მძღოლებს

ქუთაისში ავტობუსის მძღოლების პროტესტი მხოლოდ სამი დღე გაგრძელდა და ორი დღეა, ავტობუსები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. მძღოლებმა პროტესტი ქალაქის ხელმძღვანელობის მიერ გაცემული დაპირების საფუძველზე შეწყვიტეს, რომელიც სანებართვო ფასის 3 ლარით შემცირებას გულისხმობს. თუმცა ამ დაპირების შესახებ ინფორმაციას იმ სპეციალურ კომისიაში არ ფლობენ, რომელიც მძღოლების გაფიცვის შემდეგ ქუთაისის მერიაში შეიქმნა. ამიტომ გაურკვეველია, ვინ მისცა მძღოლებს ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველთვიურად შესატანი თანხის შემცირების პირობა.

"არ ვიცი ეს ინფორმაცია და ვერაფერს გეტყვით. პროტესტის შეწყვეტა კი უკავშირდება ჩვენს მიერ მყისიერად გადადგმულ ნაბიჯებს, რომლის შემდეგაც გაფიცულებმა მოგვცეს ორკვირიანი ვადა, რათა კომისიამ შეისწავლოს მგზავრთა ნაკადისა და ავტობუსის მიერ მოხმარებული საწვავის რაოდენობა და განსაზღვროს თითოეული ავტობუსის საექსპლოატაციო ხარჯები. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მგზავრთა ინტერესები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ", - ამბობს კომისიის ხელმღვანელი ვახტანგ წოწონავა.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა